| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 15 დეკემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოვიდა ჩემი ჯერი, ეს ქალი იმდენ შეკითხვას უსვამდა ექიმს, ძლივს გამოეტია ოთახიდან. ექიმი გაწონასწორებული კაცი ჩანს, გააცილა პაციენტი და ჩემსკენ შემოტრიალდა, თვალი შემავლო, მიცნო, ოდნავ სევდიანად შემომხედა, მაგრამ თითქოს მაშინვე უკუაგდო ეს სევდა და ღიმილით მითხრდა დაბრძანდითო. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ძალიან დამაჯერებელია, რომ არ უსმინო მაინც თავისებურ გავლენას ახდენს შენზე. საუბარი სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე დაიწყო, ბედნიერ წამებსა და ასევე დიდ უბედურებებზე. ძალიან კი მეუცნაურება ეს ყველაფერი. მე ხომ ერთი უბრალო პაციენტი ვარ, რომელსაც თავის ტკივილები აწუხებდა და ანალიზები ჩაიტარა მის კლინიკაში... ვუსმენ, ვუსმენ, არაფერში ვეკამათები და მხოლოდ თავს ვუქნევ. სიგარეტი შემომთავაზა და მოვწიე, თვითონაც რამდენიმეს მოწევა მოასწრო უკვე. მოდი ვეტყვი, რომ მეჩქარება და მალე მითხრას პასუხი, სად მაქვს ამ ფილოსოფიების მოსმენის თავი. ვუთხარი კიდეც, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაახლოებით ერთი წუთი თავდახრილი იჯდა. მიკვირს... გული რაღაცა ცუდს მიგრძნობს. გაღიზიანებული ვუყვირი: ,,ბოლო–ბოლო მეტყვი რაშია საქმე?!“ ისიც მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ამ სპექტაკლის თამაშს და პირდაპირ მითხრა: ,,ძალიან ვწუხვარ, შეიძება ამას არ უნდა გეუბნებოდეთ თქვენ, მაგრამ მე არ ვიცნობ არც თქვენს ნათესავს, არც მეგობარს და არც არავის. იცით... ძალიან მემძიმება ამის თქმა, მაგრამ თქვენ ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ, რომლის განკურნების შანსებიც 0.1%–ს არ აღემატება... ძალიან ვწუხვარ“
სამი დღეა მძინავს, ახლა გავიღვიძე, გარშემო მაყრია ბოთლები, საჭმელი, ტანსაცმელი და დამტვრეული ტელევიზორის პულტის ნაწილებიც კი... რა ვქნა? ერთი თვეღაო თუ უფრო მეტიო? მომესმინა ბლიად წესიერად, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა... წავალ ქალაქში, იქნებ რამე საინტერესო ვნახო... შემოდგომაა და ცივა, მაგრამ არაფერს მოვიცმევ ზევიდან იმიტომ რომ უბრალოდ არ მაინტერესებს, არც გაციება და არც შეხედულება... ჰო, მიყურეთ თქვე არაკაცებო, მოგწონთ არა ჩემი საჭმელ დაწუწული მაისური და ზეთმდინარე თმა. კარგია, კარგია! ის ქალი როგორ მოვატყუე ჰა? ფულს მოგცემთ და ჩამირიცხეთ ბარათზე თქო, მართლა დაიჯერა! ერთი ამას დამიხედეთ, მეტროს ბილიკთან ერთ მილიმეტრზე დამდგარა და ისე ელოდება. ოჰო, ოჰო! მეორე ფეხიც აწია და კონწიალი დაიწყო. თან გარშემო იხედება, ამოწმებს ვინმე თუ უყურებს. მაინც არავინ მოგცემს, ნაბიჭვარო! მინდა რომ ჩავაგდო რელსებში ეს ღორი! თქვენ გამაბოროტეთ მოქალაქეებო თქვენ! თქვენმა დამცინავმა მზერამ, ძალმომრეობამ, ღორობამ, სიბოროტემ! რატომ არ შემიძლია, რომ ჩავაგდო რელსებში ეს დამპალი? მერე რა, რომ არ ვიცნობ და არც არაფერი დაუშავებია ჩემთვის? მეც ხშირად ვიყავი უცხო ადამიანების არასრულფასოვნებისა და სხვა კომპლექსების მსხვერპლი. უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ თითქოს აზრი არ აქვს ვის მოვკლავ შურის საძლიებლად, პირადად ჩემს მჩაგვრელებს თუ ამ დამპალს, რომელიც ასეთ რაღაცეებს აკეთებს! ჩემთვის ახლა ყველა სულერთია, გვამის ნახვა მსურს, გვამის! მინდა, რომ სხვისი სისხლის სუნიც შევიგრძნო, ჩემი სისხლის სუნი უკვე კარგად მაქვს შესწავლილი! მოდი მართლა მოვკლავ. რაღა მაქვს დასაკარგი? ჩამსვავენ ციხეში და ორ თვეში მოვკვდები კიდეც. ციხეში ერთ ორ პროფესორს გავიცნობ, რამე წიგნს წამაკითხებენ ან რამე საკითხზე დამელაპარაკებიან. მოდის მატარებელი... ხმა უფრო და უფრო ახლოვდება, ნელნელა ხალხი გროვდება. და მეც, მივქრივარ და მთელი ძალით ვურტყავ ტყუპ წიხლს ამ პაკაზუხას! ღმერთმანი, ასეთი ნახტომი ტელევიზორში თუ მინახავს მხოლოდ, შიგ ბეჭებში მოხვდა, თითქოს ჩავუმტვრიე რაღაცაო ისე დაიბრიცა. ჩავარდა. ზედ რელსებზე დაეცა, ზუსტად და სიმეტრიულად! მატარებლის სიგნალმა ყველა იქ მყოფი დააყრუა. ასე ასე! შეშფოთდით ადამიანებო, შეშფოთდით! პოლიცია მმვარდება და ხელბორკილებს მადებს, მე კი გაღიმებული სახით ვუცქერი ყველა იქ მყოფს, თითქოს ნამდვილად დავიკმაყოფილე ის გრძნობა რაც აქამდე მაწუხებდა! კაცები მაგინებენ და მე ეს მსიამოვნებს კიდეც! მე შური ვიძიე!
ახლა კი არ ვიცი რა მელოდება, დიდად არც მადარდებს, დიდად კი არა – საერთოდაც არ მადარდებს!
აი ასე! ღმერთმანი, ამ ისტორიაზე რომ განაჩენს დამწერინებენ ყველაფერს დიდი სიამოვნებით აღვწერ, კამერების წინაც, იმ დამპალის მშობლების წინაც, ასეთი სახით როგორიც ახლა ვარ. სურათს რომ გადამიღებენ იქაც ნასიამოვნებ სახეს მივიღებ, თან თვალებს დავჭყიტავ და თმასაც ავიჩეჩავ ცოტას რომ კაი გიჟი ტიპის შთაბეჭდილება მოვახდინო. მერე სოციალურ ქსელებზე ატვირთავენ ვიღაცეები ჩემს სურათს და შეიძლება ჩემზე გაფეტიშებაც დაიწყონ.
ჰაჰა!
ძალიან კარგია, ძალიან!
• მორალი: არასდროს დადგეთ მეტროს ბილიკთან ახლოს, სანამ უშუალოდ არ მოვა მატარებელი, დაელოდეთ ესკალატორის გასწვრივ მყოფ გზაზე და თან ქვის ფიტულსაც მოჰკიდეთ ხელი. არასდროს ხართ დაზღვეული იგივენაირი ინციდენტისგან. ზედმეტად თავს ნუ იმტვრევთ მაინცდამაინც, ძირითადი იდეა ეგ იყო ;))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. სხვებს არ ჰგავხართ, ავტორო... ეგ უკვე კარგია :)
++++ სხვებს არ ჰგავხართ, ავტორო... ეგ უკვე კარგია :)
++++
12. მადლობა, მეც გილოცავთ მადლობა, მეც გილოცავთ
11. არაუშავს ახალ წელს გილოცავ არაუშავს ახალ წელს გილოცავ
10. ახალ წელს გოლოცავ,ოკე.გაიხარე და გაგვახარე კიდევ მეტად. ახალ წელს გოლოცავ,ოკე.გაიხარე და გაგვახარე კიდევ მეტად.
9. გილოცავ შობა-ახალ წელს ახალ-ახალი ნაწარმოებებით! გილოცავ შობა-ახალ წელს ახალ-ახალი ნაწარმოებებით!
8. საინტერესოა, მორალმა გამამხიარულა, ისე მართალი ხართ, არ უნდა დადგე ახლოს, რა იცი ვინ გიდგას გვერდში?+++++ საინტერესოა, მორალმა გამამხიარულა, ისე მართალი ხართ, არ უნდა დადგე ახლოს, რა იცი ვინ გიდგას გვერდში?+++++
7. მადლობა არმენ : )) მადლობა არმენ : ))
6. ორბიტასთან ახლოს არ ჩაუვლია კი არა-და, მომეწონა ძალიან, განსაკუთრებით მორალი, იუმორისტულ პლანში გადაწყვეტილი და სიუჟეტის ფონზე ოპტიმისტური. მკითხველს არ ახვევს თავს სასიკვდილოდ გადადებული კაცის ტრაგედიას, საკმარისი დოზით ეპატაჟურიცაა. მოკლედ წარმატებები და 5! ორბიტასთან ახლოს არ ჩაუვლია კი არა-და, მომეწონა ძალიან, განსაკუთრებით მორალი, იუმორისტულ პლანში გადაწყვეტილი და სიუჟეტის ფონზე ოპტიმისტური. მკითხველს არ ახვევს თავს სასიკვდილოდ გადადებული კაცის ტრაგედიას, საკმარისი დოზით ეპატაჟურიცაა. მოკლედ წარმატებები და 5!
5. მადლობა დიდი : )) მადლობა დიდი : ))
4. აბა რა უნდა გითხრა(კარგის მეტი), კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდა
მოწონება ჩემგანაც აბა რა უნდა გითხრა(კარგის მეტი), კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდა
მოწონება ჩემგანაც
3. ჩემი მოწონება )) ++ ჩემი მოწონება )) ++
2. მადლობა ბუდულა :))
უკვე ვხვდები, რომ თქვენს გარდა ალბათ ამ საიტზე არავინ გახსნის ჩემს ნაწერს, (თუ წაიკითხავენ კიდევ ალბათ მეტყვიან, რომ ამ ნაწერს ლიტერატურის ორბიტასთან ახლოსაც არ ჩაუვლია :დდ) მაგრამ არაუშავს : დ მადლობა ბუდულა :))
უკვე ვხვდები, რომ თქვენს გარდა ალბათ ამ საიტზე არავინ გახსნის ჩემს ნაწერს, (თუ წაიკითხავენ კიდევ ალბათ მეტყვიან, რომ ამ ნაწერს ლიტერატურის ორბიტასთან ახლოსაც არ ჩაუვლია :დდ) მაგრამ არაუშავს : დ
1. გამაოცე ოკე....მიხარია რომ დაბრუნდი გამაოცე ოკე....მიხარია რომ დაბრუნდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|