ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
9 იანვარი, 2013


მკვლელობა "ჰაივეიზე" (გაგრძელება 2)

                                                                        მკვლელობა "ჰაივეიზე"

      გრეტა როისი გამომძიებლებს ცოტა არ იყოს უცხვირპიროდ შეეგება. ეს იყო საშუალო ასაკს უკვე კარგად გადაცილებული, ტანმსხვილი ქალი, რომელიც ნიკს და ჯეფს კარგა ხნის განმავლობაში მისაღებშიც კი არ უშვებდა. 
-დამიჯერეთ ბატონებო, თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი. მაცადეთ ვიგლოვო-ქალს მომაბეზრებელი და წუწუნა ხმა ქონდა.
-ქალბატონო როის სულ რამოდენიმე წუთს წაგართმევთ, გვესმის თქვენი და გისამძიმრებთ, მაგრამ საჭიროა რამდენიმე კითხვას უპასუხოთ-არწმუნებდა ჯეფი ქალს და ცდილობდა სახლში შეეღწია. ასეთ ძიძგილაობაში ვინ იცის რამდენი ხანი გავიდოდა, რომ არა კაცი, ვინც მისაღებში სახლის სიღრმიდან შემოვიდა. კაცი რაღაცატომ გამძვინვარებული ჩანდა, სახე სულ მთლად აჭარხლებოდა. ქალი გვერდზე გაწია, კარები ფართოდ გამოაღო  და რაც შეეძლო ხმამაღლა დაიჭყივლა:
-რა გინდათ გაიგოთ იმ არაკაცზე?!
-ჯეისონ!-ქალბატონმა როისმა გამაფრთხილებლად წაიჩურჩულა.
ნიკ დ’ანჯელო მოულოდნელობისაგან ჯერ გაოგნდა, შემდეგ კი ისე ხმამაღლა ახარხარდა გაკვირვებისგან პირ-დაღებულ დამხვდურთ ისღა დარჩენოდათ გაჩუმებულიყვნენ.
-რა გაცინებთ?-კბილებში გამოცრა ჯეისონმა.
-მაპატიეთ გეთაყვა-ნიკი ისევ ძლივს იკავებდა სიცილს-რაღაცატომ სანამ ქალბატონი როისი სახელით მოგმართავდათ, უნებურად გავიფიქრე ამ კაცს ჯეისონი ხომ არ ქვიათქო. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა, არა მგონია ახლა ახსნა ღირდეს. მე ის მაინტერესებს ბატონო როის, რატომ მოიხსენიებთ ასე აუგად  აწ განსვენებულ მამათქვენს?
-შემოდით-ჯეისონმა სახლში შეიპატიჟა სტუმრები.
როდესაც სავარძლებში მოთავსდნენ, ნიკმა ისევ გაუმეორა კითხვა ჯეისონს.
-ბატონო როის იქნებ ამიხსნათ თქვენი ასეთი აღელვების მიზეზი?
-მამაჩემი, ვალტერ როისი ერთი გართობის და ღრეობის მოყვარული კაცი იყო, ვისთვისაც სიტყვა ოჯახი არაფერს წარმოადგენდა. ხშირად სახლშიც კი არ მოდიოდა. ქალები, ძმაბიჭები,ალკოჰოლი-აი რა იყო მისი ცხოვრების მიზანი. სამსახურში რასაც შოულობდა სახლში არაფერი მოქონდა. დედაჩემს ცუდად ეპყრობოდა, უყვიროდა..კიდევ რა გითხრათ? მგონი საკმარისი მიზეზია მძულდეს ეგ კაცი.
-მტრები ყავდა? რატომ შეიძლებოდა მოეკლათ, გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია?-მონოლოგი შეაწყვეტინა როისს ჯეფმა.
-არა, ყოველშემთხვევაში მე ეგეთი არავინ ვიცი-ამ სიტყვებთან ერთად ჯეისონი ფეხზე წამოდგა-ნება მომეცით დაგტოვოთ ბატონებო. დაკრძალვის ნიუანსები მაქვს მოსაგვარებელი. გთხოვთ დედა კითხვებით ძალიან არ დატვირთოთ.
ჯეისონ როისი სახლიდან სწრაფად გავიდა.
-ქალბატონო როის, რამდენი წლისაა ჯეისონი?
-31-ის-ქალი აშკარად ნერვიულობდა.
-ალბათ ჯარში მსახურობდა, თუ გახსოვთ სად?
-თუ არ ვცდები მსროლელთა პოლკში იყო განაწილებული ან რატომ მისვამთ ამ კითხვებს?
-ბოლოს როდის იჩხუბა მამა-შვილმა?-ნიკი დაკითხვას განაგრძობდა.
-გუშინ დილით, ვალტერმა ჯეისონი ცემა, ხელი გაარტყა...ჯეისონმა კი ძალიან ინერვიულა, ემუქრებოდა მოგკლავო. დამიჯერეთ ის არაფერ შუაშია.
-დაახლოებით რომელ საათზე მოხდა ეს ამბავი?
-სანამ ვალტერი სამსახურში წავიდოდა. სადგურიდან რვა საათზე გადის.
-ბოლო კითხვა დღეისთვის ქალბატონო როის და თავს აღარ შეგაწყენთ, რომელ საათზე გავიდა სახლიდან ჯეისონი?
ქალს ერთხანს ფიქრობდა:
-ვალტერის წასვლიდან მალევე, ალბათ ასე ათი წუთის შემდეგ-ქალბატონი როისისთვის კითხვების დასმას აზრიც აღარ ქონდა. ის სავარძელში იჯდა და ხმამაღლა ზლუქუნებდა. ვინს იცის რას დასტიროდა განსვენებულ ქმარს თუ ეჭვმიტანილ შვილს თუ ორივეს ერთად?
  ჯეფი და ნიკი უხმოდ გამოვიდნენ სახლიდან. როდესაც მანქანაში ჩაჯდნენ ჯეფმა მხოლოდ მაშინ დაარღვია სიჩუმე.
-რას ფიქრობ ნიკ?-მშრალად იკითხა.
-როგორც ჩანს ჯეისონ როისს ალიბი დაჭირდება. არ ვიცი, არ ვიცი. აქ რაღაც ისე არაა-თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ნიკი.
-მოხმაურე და მძვინვარე ჯეისონი, რაღაც მკვლელის სახეს არ გავს
-მაგრამ ყველა ფაქტი ჯერ-ჯერობით მის საწინაამღდეგოდ მეტყველებს-ჩამოართვა საუბარი ნიკმა-მსროლელთა პოლკი...სავარაუდო მკვლელის აღწერილობა, რომელიც ტობიასმა მოგვცა. აბა ჩამოაშორე ხშირი წვერები ჯეფ.
-ჰოო... -ჩანს ჯეფსაც მოეძალა ეჭვები.
-მაგრამ ამ ამბავს რაღაც უცნაური სუნი ასდის ჯეფ. მოდი ქალაქგარეთ წავიდეთ, ვალტერ როისის ყოველდღიური მარშრუტი ჩვენც გავიაროთ, ის გოგონა ისევ დეიდამისთანაა არა? რა ქვია?
-სესილი როუზი, როგორც მითხრეს გოგონა ჯერ კიდევ შოკშია-ჯეფმა მანქანა ადგილიდან დაძრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები