მერე რა, მერე რა თუკი არ მემღერება, თუ კვლავ სევდა მერევა და მინდა შენი ფერება. მერე რა,მერე რა თუკი წუთი ჩერდება, გულის ცემა ნელდება და კვლავ მსურს შენი შეხება. მერე რა, მერა რა თუკი თვალი შტერდება განშორება ძნელდება და სიმარტოვე გრძელდება. მერე რა, მერე რა თუკი შენი მშვენება არ არსებულ ფერებად სიზმარში მეჩვენება. მერე რა, მერე რა თუკი აღარ ხერხდება ჩვენი ისევ შეხვედრა და გულიც ნატვრით ბერდება. მერე რა, მერა რა თუ ფურცელი სველდება, თუ ხელი მიჩერდება და სუნთქვაც კი მიძნელდება. მერე რა, მერე რა, თუკი არ მემღერება, იმედი სულ მექნება რომ ბოლოს ჩემი გერქმევა!!! 14 აგვისტო. 2010 წელი. მცხეთა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :D :D საღოოოლ გადავყირავდი :D :D საღოოოლ გადავყირავდი
3. თამუნა ამონაშვილი საიტზე თამუნა ამონაშვილი საიტზე
2. :)) მერე რა
++ :)) მერე რა
++
1. მშვენიერი სიმღერაა! მშვენიერი სიმღერაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|