ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2008


თაია, დიდედები, მამიდა

ჩაგიწყობთაო, დიდედებმა
საგზლად ნაზუქებს,
ერბო უდევსო
გულშიო და უნდა ჭამოო,
მამაშენიო, ხარივით რომ დაჰქონდა მხრები,
ასე იყოო,
ისიც ასე გაიზარდაო.

თიხის ქილიდან
მოხარშული ხავიწი* მოსჩანს,
მამიდამ - ”დიდხანს, ძაან დიდხანს,
ვხარშე შენთვისო,
უზმოზე ცოტას შეჭმიდეო - პურზე წაისვი,
სატან** არ მაქვსაო” და
თვალი დახარა.

თაია ჭრელ-ჭრელ წინდებს აწყობს ჩანთაში -
”ჯვრებ ამავქარგევ, გფარვიდნენა ძმისავ გზაშია”,
თოლზე ემჩნევის - მთაში ყოფნა ეძნელვის მარტოდ
და მეუბნება აჩქარდიო, წადი გაია.





* ხავიწი - 1) ქადის გული 2) ერბოში დიდხანს ნახარში  ფქვილი, ინახება დიდი ხანი და არ ფუჭდება
** სატანი - ყველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები