- სევდამ თუ ხელი დაგრია ძვირფასო, მერე მიხვდები ხმაურის ფასს. სიმშვიდე რომ მოგენატრება, იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის მზად ხარ. ისედაც ძალიან ღია მწვანე და ახლა უკვე გაცრეცილი(ც) კაბა რეცხვისგან დამჭკნარი ხელებით ჩაბღუჯა, ფანჯრიდან ჩამოძვრა და მტვრიანი ტილო წყალში ამორეცხა გოგომ. – ჩარლი, როგორ მივხვდები, რომ სიმშვიდისთვის მზად ვარ? ჩარლიმ საჩვენებელ და შუა თითს შორის მოქცეულ სიგარას ცერაც მიაშველა და საფერფლეში მიატარ–მოატარა. სკამიდან წამოდგა, ხელები ზურგს უკან გადააჭდო ერთმანეთს და კარისკენ გასწია ნელი ნაბიჯით. გოგო გაშეშებული თვალებით შესცქეროდა და ფიქრობდა, რომ კოჭლობის მიუხედავად უზომოდ დახვეწილი იყო მისი ყოველი ნაბიჯი. – როცა მიხვდები, რომ ჩემი სახლის ლაგებას წიგნის კითხვა გირჩევნია, მაშინ მზად იქნები. ფლერმა ბოლომდე მიადევნა თვალი შუა ხნის, წარმოსადეგ ბატონს, რომელმაც საკუჭნაოს ჭრიალა კარი, როგორც ყოველთვის, ფრთხილად გაიხურა. ცოტა ხანს სახელურზე გაუშტერდა მზერა, მერე ისევ აცოცდა ფანჯარაზე და ჩარჩოების წმენდა განაგრძო. ბაღისკენ მიმავალი ჩარლი რომ დაინახა, ელდანაცემივით შემოტრიალდა, წამში ჩამოხტა ძირს და გარეთ გავარდა. კაცი მინდორს გასცდენოდა უკვე, ფლერი მისდევდა. – ჩარლი, მოიცადეთ... – აქოშინებული წამოეწია. მას ხელები ისევ ზურგს უკან გადაეჭდო და რომ ვერ მიხვდებოდი რას ნიშნავდა, ისეთი გრძნობით სავსე თვალებით უყურებდა გოგონას, ელოდა სულს როდის მოითქვამდა. მერე გაღიმებულმა გზა განაგრძო. – ჩარლი, ესე იგი, კითხვა იმიტომ მასწავლეთ, რომ სიმშვიდის პოვნა გამადვილებოდა? – ოჰ, ფლერ, ფლერ. შენ იცი, აბრეშუმი რა არის? – აბრეშუმი? – ოდნავ დაჭორფლილი სახე აუწითლდა, თითებით კაბა მოქაჩა და აწრიალდა – წიგნის სახელია, მგონი... ჩარლიმ გულიანად გაიცინა. – არა ახალგაზრდავ, ეს ულამაზესი ნაჭერია. სიმშვიდეს რომ იპოვი, აბრეშუმის კაბას შევაკერინებ შენთვის. – მან დანამდვილებით იცოდა, რომ ახლა ისეთი რაღაც წამოვიდოდა გვერდზე მიმავლისგან მისკენ, რაც ჯერ არც ერთი ნაცნობი ქალისგან ეგრძნო და მართლაც, მსახურ გოგოს ისედაც მზისგან შეფაკლული ღაწვები სულ მთლად აუბროწეულდა, მისი ქარვისფერი თვალებიდან ისეთი ბედნიერება გადმოიღვარა ბატონში, რომელსაც იმ მომენტში წარსულში განცდილი ვერც ერთი ბედნიერი წამი შეედრებოდა მისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მრავალ სქელტანიან წიგნშიაც კი ვერ ამოვიკითხავ ამგვარ, სრულყოფილთან მიახლოებულ წინადადებებს! აი, რატომღაც! რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მრავალ სქელტანიან წიგნშიაც კი ვერ ამოვიკითხავ ამგვარ, სრულყოფილთან მიახლოებულ წინადადებებს! აი, რატომღაც!
11. დაწერე შენც.. ხო დაწერე შენც.. ხო
10. სიმშვიდის ძიება.. მარიამ :) მერიენ.. :) სიმშვიდის ძიება.. მარიამ :) მერიენ.. :)
9. ვაჰ =)
თან როგორი წვრილი ძაფებით =) ვაჰ =)
თან როგორი წვრილი ძაფებით =)
8. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.
7. შენ კაი ტიპი ხარ მეთქი ადრეც გითხარი:* შენ კაი ტიპი ხარ მეთქი ადრეც გითხარი:*
6. მომელნისფეროა :) მომელნისფეროა :)
5. მშვენიერია! მშვენიერია!
3. ჩარლი ფლერისთვისაც.
ლამაზი, აზრიანი მინიატურა. ჩარლი ფლერისთვისაც.
ლამაზი, აზრიანი მინიატურა.
2. საინტერესოა მოთხრობაა:)) ++ და წარმატებებიი:)) საინტერესოა მოთხრობაა:)) ++ და წარმატებებიი:))
1. სათაური არ ვიცოდი... სიმშვიდე :))) სათაური არ ვიცოდი... სიმშვიდე :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|