ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
10 თებერვალი, 2013


ზღვარი.

არავინ იცოდა საიდან მოვიდა ჩვენს სოფელში, არც იმ მოხუცმა, რომელმაც იპოვა და აღზარდა, არც თვითონ მან.
არ მახსოვს მშობლები, ესე იგი არც მყავსო, ასე ამბობდა.
ელი არაამქვეყნიურობიდან გაჩნდა ტყეში და იმ დღიდან აღარ გამქრალა მისი თვალებიდან მათში არეკლილ ხეთა სიმწვანე, ტოტებს შორის ჩაღვრილ სხივებთან ერთად, რომლებიც მისი წყლისფერი სულის სარკედ გამოიჭედა.
მე ასე მჯეროდა.
სწორი, თხილისფერი თმა ჰქონდა, ხერხემალის ბოლომდე გაწოლილი და საოცარი, იასამნისფერი ტუჩები. მკრთალი თითებით ეპოტინებოდა რაღაც სხვას, არარეალურს და ამავე თითებით ჩემში წინასწარ ქსოვდა იმ გრძნობას, სამუდამოდ რომ ღრღნით ხოლმე საინტერესოთაგან მიტოვებულ ადამიანებს.
მეუბნებოდა, თავიდან, როცა თქვენი სამყარო დაიწყო, ორი მზე არსებობდა იქამდე, სანამ დღე ბრმა ღამეს ცალ თვალს აჩუქებდაო.
ელის ნაღვლიანად შურდა სილურჯეში ჩაფლული სამყაროს საბნის – მას ჭორფლები აქვს და იმიტომო.
დღემდე, როდესაც ჩემი სხეული ტყის ნამიან ბალახშია გაწოლილი, ვგრძნობ მის წყლისფერ სულს და თვალნათლივ ვხედავ, რომ ცის ფერი, ხეები, ან მათში ჩაღვრილი სხივები კი არა, ელის თვალები მახურავს.
ის არ იყო აქაური, სხვა სამყაროს ეკუთვნოდა.
მე ეს მწამს ისე, როგორც სხვა არცერთი რამ, რეალური თუ არარეალური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები