–შენ იცი რა ფერის თვალები გაქვს? –ბალახი რომაა, იმფერი –არა, ჩვენ ერთმანეთის ფერის თვალები გვაქვს, ამიტომ შენი ლაზარესფერია, ჩემი ასიასფერი. – ასია უყურადღებოდ უსმენდა ბავშვს და მორიგ გამვლელს ჭამდა თვალებით. – კიდევ, ფელამუშისფერი ტუჩები გაქვს. – გოგომ ხმამაღლა გადაიკისკისა, შემდეგ ძალით შეჭმუხნა წარბები და გვერდზე მიმავალს დახედა გაცინებისსურვილნარევი წყრომით. –რამ მოგაფიქრა პატარა კაცო ეგ, ჰა? – მან მშვენივრად იცოდა, რომ ეს უწყინარი, ბავშვური შედარება იყო და მეტი არაფერი. –რა ვიცი, გუშინ გამიკეთა დედამ ფელამუში. ისე, ასია, შენნაირი სახელი სხვას რატომ არავის აქვს? –ალბათ იმიტომ, რომ არაბულია. –თუ მასეა, ჩემი ებრაულია, მაგრამ მარტო მე არ მქვია, რატომ? –ოჰ, რა კითხვები გიჩნდება ბავშვო? უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენი სახელი ჩვენში გავრცელდა, ჩემი კი არა. – მაღალ, წვრილწელიან გოგოს ხელი ჩაეჭიდა 11–12 წლის ბიჭისთვის, რომელსაც როგორღაც კისერი მოეღრიცა, თავით მარცხენა მხარს დაყრდნობოდა და მხედველობის, შავჩარჩოიანი სათვალეებიდან ოდნავ მოჭუტული, მწვანე (ასიასფერი) თვალებით თვალმოუწყვეტლივ მისჩერებოდა გვერდზე მიმავალს, რომელიც ბავშვის საუბარს გულისყურით სულაც არ უსმენდა და გარშემომყოფთა ხარბ მზერებს აკვირდებოდა, რომელიც მისი ხორბლისფერი ფეხებისკენ იყო მიმართული. – შენ ის მითხარი, თემამ რა ქნა გუშინ? –მასწავლაბელმა დამცინა, საიდან მოიტან ხოლმე ასეთ რაღაცებსო – გოგოს ორივე ლოყა ჩაუჩხვლიტა სევდიანმა ღიმილმა , დაღვრემილ თანამოსაუბრეს ხუჭუჭა, შავ თმაში თითები შეუცურა და გამამხნევებლად მოეფერა. –ბავშვებმა რაო? –ზოგმა გაიგო, ზოგმა–ვერა. ილია ხომ იცი? მაგან მითხრა, მერე ცას სადღა წაიღებდიო? ამაზე არ მქონდა ნაფიქრი და დავიბენი, მაგრამ მაშინვე მმივხვდი, რომ თუ ცაში ზღვა იქნებოდა, ზღვის ადგილი დედამიწაზე ცარიელი დარჩებოდა და ვუთხარი, ცა ოკეანეების ადგილს დაიკავებდა და საციგურაო მოედნებივით იქნებოდა–მეთქი. –ყოჩაღ ბიჭო! – ასიამ ლოყაზე უჩქმიტა, ემოციური თხრობისგან აწითლებული ბავშვის თეთრი სახე წამში გადაღიმილდა –კარგად გითქვამს. –ასია, შენ რას ფიქრობ? წარმოიდგინე, მაღლა რომ ავიხედავდით, გამჭვირვალე წყალში თევზებს დავინახავდით და ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი იქნებოდა.. გოგომ ძლივს მოწყვიტა თვალი მაღაზიის ვირტინასთან აყუდებულ მაღალ, გამხდარ ბიჭს, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით შეჰყურებდა ტანწერწეტას. –ჰოჰ, მაგარი კია, მაგრამ მზე? სკოლასთან შეჩერდნენ. ასია დაიხარა და თმები აუქოჩრა. –მოვიფიქრებ და ხვალ გეტყვი მზეზე, კარგი? – ლაზარე მიტრიალდა და ჩანთის წონისაგან საკმაოდ დამძიმებული პატარა სხეულით ნელი ნაბიჯით გასწია სკოლის კარებისკენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ერთმანეთის ფერის თვალები. . . ფელამუშისფერი ტუჩები. . .ხორბლისფერი ფეხები. . .
საინტერესო იყო :) ^^ ერთმანეთის ფერის თვალები. . . ფელამუშისფერი ტუჩები. . .ხორბლისფერი ფეხები. . .
საინტერესო იყო :) ^^
21. კარგი იყო , თუმცა გულის სიღრმეში რაღაც დამაკლდა. აქ+4 :) კარგი იყო , თუმცა გულის სიღრმეში რაღაც დამაკლდა. აქ+4 :)
20. გავიმეორებ: მაგრამ მზე? გავიმეორებ: მაგრამ მზე?
18. ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზია
17. რა ლამაზი და საყვარელია <3<3 გამახარა ამ ლამაზმა ნაწარმოებმა <3 რა ლამაზი და საყვარელია <3<3 გამახარა ამ ლამაზმა ნაწარმოებმა <3
16. –არა, ჩვენ ერთმანეთის ფერის თვალები გვაქვს, ამიტომ შენი ლაზარესფერია, ჩემი ასიასფერი. – ასია უყურადღებოდ უსმენდა ბავშვს და მორიგ გამვლელს ჭამდა თვალებით. – კიდევ, ფელამუშისფერი ტუჩები გაქვს. – გოგომ ხმამაღლა გადაიკისკისა, შემდეგ ძალით შეჭმუხნა წარბები და გვერდზე მიმავალს დახედა გაცინებისსურვილნარევი წყრომით.
მოეწონა არტეს:) –არა, ჩვენ ერთმანეთის ფერის თვალები გვაქვს, ამიტომ შენი ლაზარესფერია, ჩემი ასიასფერი. – ასია უყურადღებოდ უსმენდა ბავშვს და მორიგ გამვლელს ჭამდა თვალებით. – კიდევ, ფელამუშისფერი ტუჩები გაქვს. – გოგომ ხმამაღლა გადაიკისკისა, შემდეგ ძალით შეჭმუხნა წარბები და გვერდზე მიმავალს დახედა გაცინებისსურვილნარევი წყრომით.
მოეწონა არტეს:)
15. მადლობა, რომ მკითხულობთ. მადლობა, რომ მკითხულობთ.
14. კვლავ 3-ს ვწერ!!! წინსვლით!!! წარმატებეი!!! გაიხარე შენა!!! კვლავ 3-ს ვწერ!!! წინსვლით!!! წარმატებეი!!! გაიხარე შენა!!!
12. ერთადერთი-ასაკი რომ სხვანაირად გაგემხილა, მეტად შეფარვით =)
ისეთი ნაწერებია, ყველას წაკითხვის შემდეგ რომ მეღიმება უნებურად და გამეფიქრება (ხოლმე):
მე დავბრუნდები =) ერთადერთი-ასაკი რომ სხვანაირად გაგემხილა, მეტად შეფარვით =)
ისეთი ნაწერებია, ყველას წაკითხვის შემდეგ რომ მეღიმება უნებურად და გამეფიქრება (ხოლმე):
მე დავბრუნდები =)
11. მელნისფერო!!!! ამ საიტისთვის შეუსაბამო სიტყვა კია, მაგრამ "ზამასკაში" ვართ და ნუ დაგვტოვებთ ასე :))
პატივისცემით: მელნისფერო!!!! ამ საიტისთვის შეუსაბამო სიტყვა კია, მაგრამ "ზამასკაში" ვართ და ნუ დაგვტოვებთ ასე :))
პატივისცემით:
10. არადა აზრადაც კი არ გამივლია გაგრძელება. თუმცა.. არადა აზრადაც კი არ გამივლია გაგრძელება. თუმცა..
9. მეც ველოდები გაგრძელებას.... ჯერ არაფერს ვიტყვი და არც დავწერ ქულას... ისე მართლა მელნისფერი ხარ:)) მელნისფრად წერ:))) მეც ველოდები გაგრძელებას.... ჯერ არაფერს ვიტყვი და არც დავწერ ქულას... ისე მართლა მელნისფერი ხარ:)) მელნისფრად წერ:)))
8. გაგრძელება იმედია ექნება,
საშინელი დანაკლისის გრძნობა დამეუფლა.
წარმატებები ავტორს.
პატივისცემით:
გაგრძელება იმედია ექნება,
საშინელი დანაკლისის გრძნობა დამეუფლა.
წარმატებები ავტორს.
პატივისცემით:
5. დამავიწყდა აქ წეღან, რომ მეთქვა- ფელამუშისფერი ტუჩები მომეწონა ძალიან:) დამავიწყდა აქ წეღან, რომ მეთქვა- ფელამუშისფერი ტუჩები მომეწონა ძალიან:)
4. საინტერესოა 24–ში რა ხდება. მადლობა ჯონათან შესწორებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ ამიერიდან :) საინტერესოა 24–ში რა ხდება. მადლობა ჯონათან შესწორებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ ამიერიდან :)
3. ზღვა- ცაში, ცა- დედამიწაზე, მზეს - ველოდებით.
"გვერძე" - ეს სიტყვა "გვერდზე"-ს მართლწერის ახალი ფორმაა თუ რატომ წერს ასე ამ ბოლო დროს ბევრი? :) ზღვა- ცაში, ცა- დედამიწაზე, მზეს - ველოდებით.
"გვერძე" - ეს სიტყვა "გვერდზე"-ს მართლწერის ახალი ფორმაა თუ რატომ წერს ასე ამ ბოლო დროს ბევრი? :)
2. ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მოუძებნის ადგილს მზეს, თუმცა ჯერ პატარაა.
24-ში მოვალ აქ, ვნახოთ მზე. ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მოუძებნის ადგილს მზეს, თუმცა ჯერ პატარაა.
24-ში მოვალ აქ, ვნახოთ მზე.
1. :* აგე შენ:** :* აგე შენ:**
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|