 | ავტორი: აპათია ჟანრი: პოეზია 5 მარტი, 2013 |
არაფერი გვაქვს გასაყოფი მე და შენ ღმერთო.
პირველად,როცა ამ მიწაზე დავსახლდი კარ-მიდამო ერთი ამოსუნთქვით მოვაწყვე, ღობეც „კალიცოსავით“ შემოვატყი გარშემო ეზოს, რომ იხვ-წიწილა გარეთ არ გამომპარვოდა და მოსვენებით დავეშვი სკამზე, სწორედ მაშინ გამახსენდი: დაილოცოს შენი ძალა და მადლი, რომ აქ მომიყვანე,ღმერთო.
როცა პირველად დაკოჟრილ და აკანკალებულ ხელებზე გადავიწვინე ნანატრი შვილი, რომლის ხმამაც მოარღვია ყველა ზღუდე და ჯებირი სულში, რაც კი აქამდე მიშენებია ცხოვრების გასატანად და ახალდაბარულ მიწად დამიტალღა მთელი სხეული, ისე რომ არც შემოუხედვს,არც მომფერებია, უბრალოდ მოვიდა და ოცდაათი წელი, არაფრით სავსე,თურმე,თვალებთან დამიყარა, სწორედ მაშინ შენ გამახსენდი,ღმერთო: დაილოცოს შენი ძალა და მადლი, რომ სულით ამავსე.
და დღეებმა იწყეს მდინარეებად დენა, და როცა პირველად მამა ჩამესმა, ამდენი ხნის დაგროვილი ცრემლი და ობმოდებული თავშეკავება გვალვიან თვალებში სულ გაზაფხულის წვიმებად ვღვარე ჩემი ცოლის წინ- კარში დამჯდარი,დახეთქილი თითებით სიმინდს რომ ცლიდა კალთაში და წუთით სხვა ფიქრებში გადახლართლს გამოეპარა წუთით ჩვენი ბედნიერება. როგორ დამბერებია,ღმერთო, მზე ჩასწოლია ყველა ნაოჭში, ისე ღრმად ამოუვსია სიგრძეებზე და დაუმძიმებია თითქოს, რომ მის გარეშე ყოფნამ მთელ სხეულში გამცრა და გამახსენდი: დაილოცოს შენი ძალა და მადლი,რომ მყავს და ჩემს შემდეგაც,დიდ ხანს მიცოცხლე ღმერთო...
როცა პირველად დალალებად ჩამოშალა ჩემმა ყანამ,ხორბლის ოქროსფერი თავთავები და საკუთარი ოფლით გაჟღენთილმა მიწამ შვებით ამომხედა-ვალი მოვიხადეო და ეზოშიც დადგა ახალგამომცხვარი ტკბილი, მადლიანი პურის სუნი და სხვანაირი სიმშვიდის, სწორედ მაშინ,ჭიქა ღვინით და შუაზე გადატეხილი პურით, (ორთქლი რომ უწვავს მუცელს) შენ გამახსენდი, და კიდევ ერთხელ გადიდე, რომ მშიერს არ გვკლავ.
მერე კი... როცა რკინის მერცხლებმა ხმაურით ჩამოუფრინეს ჩვენს სახლს და მყუდრო ეზოს, და ცეცხლით ჩამოგვადნა თავზე ზეცა, ყველამ ვიგრძენით სიმშვიდე როგორ მძაფრად დაიწყო წვა, ხმალივით აღმართული ალით, და მშიერი კალიებივით შეესივნენ გარშემო ყველაფერს, რაც იყო და არ იყო ღირებული, ხოლო ნაცრის ფერი მთელი სიხარბით გადაევლო სახლებს,ხეებს ადამიანებს- ჩვენმა ქოხმაც მარტო დატოვებული ბავშვივით მოაღო პირი და წამში განახევრდა. უკან მოვიტოვეთ ყველაფერი კარგი და გამოვიქეცით. გზდაგზა ვყარეთ თუ რამ ზაფხული გვებადა სამივეს ერთად და მხოლოდ შიში დავიტოვეთ: შიშს ვჭამდით, შიშში გვეძინა, შიშით ვიბანდით ხელ-პირს, შიშსს ვსვამდით, შიშით დავდიოდით და შიშით ვუყურებდით ერთმანეთს- ისინი-მე,მე-მათ.
მერე ... ბოლო კადრად ჩამიარა მთელმა სითბომ,რაც ვაგროვე,ვზარდე და თან ვხედავდი მთელი ძალით როგორ მაყენებდნენ გზიდან, მე კი სისხლი ვერ გამოვილიე პირიდან რომ ხმა ამომეღო და გაქცევა მეთხოვა, მხოლოდ ის მოვიფიქრე,რომ წინასწარ დახუჭული თვალებით და გაქვავებული ტანით ისევ შენ გაგიხსენე და მოგასწარი ვედრებად: ესენი მიცოცხლე დიდხანს,ჩემს შემდეგ,ღმერთო....
ასეა,უფალო,არაფერი გვქონია მე და შენ გასაყოფი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ამას არ ველოდი :)
კარგია რომ წავიკითხე ! ამას არ ველოდი :)
კარგია რომ წავიკითხე !
21. მადლობა : ) მადლობა : )
20. მე საწყისი და საფინალო ფრაზის ადგილს ვერ ვხედავ ამ ლექსში, ვინც ხედავს ღმერთმა შეარგოს.
მომწონს, თან მაგრად.. ერთხელაც არ მომდომებია შევჩერებულიყავი და საერთოდ გამეთიშა საიტი, როგორც წესია.
ბრავო.. მე საწყისი და საფინალო ფრაზის ადგილს ვერ ვხედავ ამ ლექსში, ვინც ხედავს ღმერთმა შეარგოს.
მომწონს, თან მაგრად.. ერთხელაც არ მომდომებია შევჩერებულიყავი და საერთოდ გამეთიშა საიტი, როგორც წესია.
ბრავო..
19. "ღობეც წრიულად შემოვარტყი გარშემო ეზოს" ,- არ შეგეძლო დაგეწერა??? ნუ ვმეტყველებთ ოკუპანტის ენაზე:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
+5 და წავედი დასაძინებლად, თან ოქროსფერი თავთავების სურნელს წავიყოლებ!
ყოჩაღ! "ღობეც წრიულად შემოვარტყი გარშემო ეზოს" ,- არ შეგეძლო დაგეწერა??? ნუ ვმეტყველებთ ოკუპანტის ენაზე:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
+5 და წავედი დასაძინებლად, თან ოქროსფერი თავთავების სურნელს წავიყოლებ!
ყოჩაღ!
17. როცა პირველად დაკოჟრილ და აკანკალებულ ხელებზე გადავიწვინე ნანატრი შვილი, რომლის ხმამაც მოარღვია ყველა ზღუდე და ჯებირი სულში, რაც კი აქამდე მიშენებია ცხოვრების გასატანად და ახალდაბარულ მიწად დამიტალღა მთელი სხეული, ისე რომ არც შემოუხედვს,არც მომფერებია, უბრალოდ მოვიდა და ოცდაათი წელი, არაფრით სავსე,თურმე,თვალებთან დამიყარა, სწორედ მაშინ შენ გამახსენდი,ღმერთო: დაილოცოს შენი ძალა და მადლი, რომ სულით ამავსე.
შიშს ვჭამდით, შიშში გვეძინა, შიშით ვიბანდით ხელ-პირს, შიშსს ვსვამდით, შიშით დავდიოდით და შიშით ვუყურებდით ერთმანეთს- ისინი-მე,მე-მათ. მერე ... ბოლო კადრად ჩამიარა მთელმა სითბომ,რაც ვაგროვე,ვზარდე და თან ვხედავდი მთელი ძალით როგორ მაყენებდნენ გზიდან, მე კი სისხლი ვერ გამოვილიე პირიდან რომ ხმა ამომეღო და გაქცევა მეთხოვა, მხოლოდ ის მოვიფიქრე,რომ წინასწარ დახუჭული თვალებით და გაქვავებული ტანით ისევ შენ გაგიხსენე და მოგასწარი ვედრებად: ესენი მიცოცხლე დიდხანს,ჩემს შემდეგ,ღმერთო....
ასეა,უფალო,არაფერი გვქონია მე და შენ გასაყოფი...
ძალიან მოეწონა არტემიდას:) როცა პირველად დაკოჟრილ და აკანკალებულ ხელებზე გადავიწვინე ნანატრი შვილი, რომლის ხმამაც მოარღვია ყველა ზღუდე და ჯებირი სულში, რაც კი აქამდე მიშენებია ცხოვრების გასატანად და ახალდაბარულ მიწად დამიტალღა მთელი სხეული, ისე რომ არც შემოუხედვს,არც მომფერებია, უბრალოდ მოვიდა და ოცდაათი წელი, არაფრით სავსე,თურმე,თვალებთან დამიყარა, სწორედ მაშინ შენ გამახსენდი,ღმერთო: დაილოცოს შენი ძალა და მადლი, რომ სულით ამავსე.
შიშს ვჭამდით, შიშში გვეძინა, შიშით ვიბანდით ხელ-პირს, შიშსს ვსვამდით, შიშით დავდიოდით და შიშით ვუყურებდით ერთმანეთს- ისინი-მე,მე-მათ. მერე ... ბოლო კადრად ჩამიარა მთელმა სითბომ,რაც ვაგროვე,ვზარდე და თან ვხედავდი მთელი ძალით როგორ მაყენებდნენ გზიდან, მე კი სისხლი ვერ გამოვილიე პირიდან რომ ხმა ამომეღო და გაქცევა მეთხოვა, მხოლოდ ის მოვიფიქრე,რომ წინასწარ დახუჭული თვალებით და გაქვავებული ტანით ისევ შენ გაგიხსენე და მოგასწარი ვედრებად: ესენი მიცოცხლე დიდხანს,ჩემს შემდეგ,ღმერთო....
ასეა,უფალო,არაფერი გვქონია მე და შენ გასაყოფი...
ძალიან მოეწონა არტემიდას:)
16. მადლობა : ) მადლობა : )
15. თავს არ დაგავიწყებინებს, ისეთი ლექსია, პირში სისხლჩაგუბებული და თვალებში ვედრება ჩამდგარი. თავს არ დაგავიწყებინებს, ისეთი ლექსია, პირში სისხლჩაგუბებული და თვალებში ვედრება ჩამდგარი.
14. აქ ჭირს კარგი ლექსი წაკითხვა, მით უმეტეს, კარგი ვერლიბრის. ამის გამო, იშვიათად ვკითხულობ პოეზიის ნიშნით გამოქვეყნებულ ნაწარმოებს. ეს კი ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ვერლიბრი წავიკითხე ავტორის წინა ვერლიბრების გავლენით და შემიძლია ვთქვა, რომ არაფრით ჰგავს ამ პორტალზე გამოქვეყნებულ სხვა ვერლიბრებს. ეს ლექსია და არა აბდაუბდა. მომწონს. აქ ჭირს კარგი ლექსი წაკითხვა, მით უმეტეს, კარგი ვერლიბრის. ამის გამო, იშვიათად ვკითხულობ პოეზიის ნიშნით გამოქვეყნებულ ნაწარმოებს. ეს კი ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ვერლიბრი წავიკითხე ავტორის წინა ვერლიბრების გავლენით და შემიძლია ვთქვა, რომ არაფრით ჰგავს ამ პორტალზე გამოქვეყნებულ სხვა ვერლიბრებს. ეს ლექსია და არა აბდაუბდა. მომწონს.
13. მადლობა ყველას : ) მადლობა ყველას : )
12. საინტერესო ლექსია, მომეწონა, წარმატებები! ++ საინტერესო ლექსია, მომეწონა, წარმატებები! ++
11. მომეწონა, წარმატებები! მომეწონა, წარმატებები!
10. ძალიან, ძალიან კარგია ++ ძალიან, ძალიან კარგია ++
9. ძალიან კარგი რამეა ეს- თემაც, შესრულებაც! ძალიან კარგი რამეა ეს- თემაც, შესრულებაც!
8. კარგად მახსოვს და ისვ ისეთი ემოციით წავიკითხე, როგორც პირველად...555 კარგად მახსოვს და ისვ ისეთი ემოციით წავიკითხე, როგორც პირველად...555
6. მარუს, იცხოვრებ ჩემთან ერთად სოფელში? :)) მარუს, იცხოვრებ ჩემთან ერთად სოფელში? :))
5. ეს ლექსი მახსოვს,
როცა პირველად დალალებად ჩამოშალა ჩემმა ყანამ,ხორბლის ოქროსფერი თავთავები და საკუთარი ოფლით გაჟღენთილმა მიწამ შვებით ამომხედა-ვალი მოვიხადეო და ეზოშიც დადგა ახალგამომცხვარი ტკბილი, მადლიანი პურის სუნი და სხვანაირი სიმშვიდის, სწორედ მაშინ,ჭიქა ღვინით და შუაზე გადატეხილი პურით, (ორთქლი რომ უწვავს მუცელს) შენ გამახსენდი, და კიდევ ერთხელ გადიდე, რომ მშიერს არ გვკლავ.
ეს კარგია. ეს ლექსი მახსოვს,

ეს კარგია.
4. მშვენიერია! მშვენიერია!
3. ჰოო. მე გაოცებული ვარ =) ჰოო. მე გაოცებული ვარ =)
2. :-) საინტერესოა,ისიც საინტერესოა კაცის მხრიდან რომ წერ:-) :-) საინტერესოა,ისიც საინტერესოა კაცის მხრიდან რომ წერ:-)
1. ავტორი: აპათია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ამას შევინახავ! ავტორი: აპათია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ამას შევინახავ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|