ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2013


მკათათვე

მკათათვე
მუხლებამდე თავთავები.
მწველი მზე
ყანაში რომ თამაშობს.
შენ როგორც გრძელი ღამის დამთავრება
მე როგორც თოჯინა და გამაშები.
კალათა
სოკოებით. ნაწვიმარზე.
ღიმილი
ტუჩებზე რომ ფორმად.
შენ ჩემი ცხოვრებიდან ნაწილები,
შენ ჩემი ცხოვრებიდან,
ფორა...
მკათათვე
უჩვეულო სიმხურვალე.
ყანა რომ ბიბინებს და ღელავს.
მე და შენ ჩალის ქუდებს ვიხურავდეთ...
გასაგრილებლად კი ღელე...
მკათათვე
მუხლებამდე თავთავები...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები