ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2008


ნაი!

          /ნაირა გელაშვილს/

საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,
დიდხანს ვიყუჩებთ და
ერთ-ერთი დაიწყებს:
-ხედავ?დაგვიზამთრდა.
-გაჭირდა ცხოვრება,
-მდა-ა!

როგორც კოვზიდან
კაკლის მურაბის ჩამოგორება,
ეგ შემოხედვა,
ზანტი,სველი და უეცარი.
ჩემს ყელში,
სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,
ააწკრიალებს ძველ მელოდიას:
''ნაი,მომენატრე,
  ნაი,მომენატრე,
  ნაი,მომენატრე,
  ნაი!''

ეს მელოდია ისმოდა ჩემში
მაშინ ,როდესაც
ჩახვეულები ცივ საბანში
ვიწექით ერთად,
თავფეხშექცევით
და სიზმრებს
დურად ვინაწილებდით:
მაშინაც,
როცა გაბუტული,
სანაპიროზე,
ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი
ქვიშის სამარეს.

ნაი,მომენატრე,
ნაი,მომენატრე,
ნაი,მომენატრე,
ნაი!!!
ყველაფერს გადავდებ,
ყველას დავივიწყებ,
ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!
ან ფინჯან ყავაზე,
ან ჭიქა ჩაიზე
საღამოს მე შენთან მოვალ!

1993

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები