როცა უფროსმა დამ თვლა ისწავლა, დედა ორმოს იღებდა, უფროსი და ლობიოს მარცვლებს თვლიდა, შემდეგ ორმოში ყრიდა, დედა მიწას აყრიდა...
როცა შუათანა ძმამ თვლა ისწავლა, დედა ორმოს იღებდა, შუათანა ძმა ლობიოს მარცვლებს თვლიდა, შემდეგ ორმოში ყრიდა, უფროსი და მიწას აყრიდა..
როცა უმცროსმა დამ თვლა ისწავლა, უფროსი და ორმოს იღებდა, უმცროსი და ლობიოს მარცვლებს თვლიდა, შემდეგ ორმოში ყრიდა, შუათანა ძმა მიწას აყრიდა...
როცა უფროსი და წავიდა შუათანა ძმა იღებდა ორმოს, უმცროსი და ლობიოს მარცვლებს ყრიდა ორმოში, დედა მიწას აყრიდა...
როცა შუათანა ძმა წავიდა, უმცროსი და იღებდა ორმოს, დედა ლობიოს მარცვლებს ყრიდა და თავადვე აყრიდა მიწას...
როცა უმცროსი და წავიდა, დედა ორმოს იღებდა, თვლიდა ლობიოს მარცვლებს, ორმოში ყრიდა და თავადვე აყრიდა მიწას...
როცა მოსავალი მოვიდა, დედამ უფროს დას მისცა თავისი წილი მოსავალი, შუათანა ძმამ უმცროსი დის წილიც წაიღო და უკან აღარ დაბრუნებულა... უმცროს დას არ შეხვდა მოსავალი. უფროსი და დუმდა ამის შესახებ, შუათანა ძმა ბრაზობდა უმცროსს დაზე, დედა წუხდა.
როცა დედა წავიდა, უფროსი და მადლიერი იყო დედის...
როცა დედა წავიდა, შუათანა ძმამ შვილებს დაურიგა თავისი და უმცროსი დის წილი...
როცა დედა წავიდა, უმცროსმა დამ დააყარა მიწა დედას...
როცა დედა წავიდა უმცროსმა დამ თვლა ასწავლა შვილებს...
(როცა დედა წავიდა, უმცროსი და უამბობდა შვილებს, თუ როგორ წავიდა დედა)...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. Dღემდე ასე არასოდეს მომწონებია "ლექსი" ამ ფორმით... ეს რეალური ცხოვრებაა... "გრძელი სიტყვა მოკლეD ითქმის",-ო ამ თვალსაზრისით... ჩემთვის მიგნებაა და საოცრად მწარე რეალობა... პატივისცემით ავტორო... Dღემდე ასე არასოდეს მომწონებია "ლექსი" ამ ფორმით... ეს რეალური ცხოვრებაა... "გრძელი სიტყვა მოკლეD ითქმის",-ო ამ თვალსაზრისით... ჩემთვის მიგნებაა და საოცრად მწარე რეალობა... პატივისცემით ავტორო...
14. კარგია!!! მოწონება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგია!!! მოწონება ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
13. მეც მიყვარხარ არმენ : ) მეც მიყვარხარ არმენ : )
12. შენგან ცოტათი უჩვეულო, მაგრამ მაგარი! გენაცვალე და მაგრად მიყვარხარ, ძმაო! 5! შენგან ცოტათი უჩვეულო, მაგრამ მაგარი! გენაცვალე და მაგრად მიყვარხარ, ძმაო! 5!
11. ხო ადამიანები ზოგჯერ არასწორად იქცევიან :) ხო ადამიანები ზოგჯერ არასწორად იქცევიან :)
10. თითქოს არაფერი, მაგრამ ბოლოს არაჩვეულებრივად იკვრება... მომეწონა.
წარმატებები ავტორს. თითქოს არაფერი, მაგრამ ბოლოს არაჩვეულებრივად იკვრება... მომეწონა.
წარმატებები ავტორს.
9. მომწონს! მომწონს! მომწონს! მაგრამ არა როგორც პოეზია... მომწონს! მომწონს! მომწონს! მაგრამ არა როგორც პოეზია...
8. რაში ჭირდება ახლა ამას რითმა.
ნაირა გელაშვილის "დედის ოთახთან" ერთად, საუკეთესო რამეა, რაც ამ ბოლო დროს წავიკითხე. არ ვარ სუბიექტური, შენ მომიკვდე!:*
ოფელიას ხარბო მგოსანო, ვალიკოოოოოო.
ტიტე რაში ჭირდება ახლა ამას რითმა.
ნაირა გელაშვილის "დედის ოთახთან" ერთად, საუკეთესო რამეა, რაც ამ ბოლო დროს წავიკითხე. არ ვარ სუბიექტური, შენ მომიკვდე!:*
ოფელიას ხარბო მგოსანო, ვალიკოოოოოო.
ტიტე
7. საინტერესოა, მომეწონა ++ საინტერესოა, მომეწონა ++
6. კარგია. ძალიან. ( მაპატიეთ, ურითმო ლექსებს, როგორც მინიატურებს, ისე ვიწონებ ) ++ კარგია. ძალიან. ( მაპატიეთ, ურითმო ლექსებს, როგორც მინიატურებს, ისე ვიწონებ ) ++
5. მშვენიერი ბალადა თანაც ++ მშვენიერი ბალადა თანაც ++
4. =) მე არ ვიცი =) მე არ ვიცი
3. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 მარტი, 2013 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 მარტი, 2013
2. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. უმცროსი დის წილი :(
ბალადაა. უმცროსი დის წილი :(
ბალადაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|