“ჩვენ ახლა ოცდაორი წლისანი ვართ”... ბეჰიტო
მეგობარო, რამდენი ხანია შენ შესახებ აღარაფერი მსმენია... არც მთლად ასე შეიძლება დავიწყება, წერილი მაინც მომწერე ხოლმე. სულ ნუ მომიკითხავ, მხოლოდ შენი ამბავი მიამბე. არც მამაშენზე მსმენია რამე, ალბათ ისევ ამზადებს ავეჯს და ისევ პოულობს გულის ჯიბეში შენს სისხლს - (სონეტებს,) რომელიც მამის გულის ჯიბეშია ჩაწურული...
რამოდენიმე წლის წინ, შენს სახლს ვეძებდი, თითქმის მივაგენი კიდეც, მაგრამ შენს სახლთან მდგარმა (უთუოდ შენმა მეგობარმა) დუმილით მიმახვედრა, რომ არც მან იცოდა შენი სახლი. (თუ არ ვცდები პოლიკარპე ერქვა შენს მეგობარს და ბიუსტის ფორმა ქონდა...)
მოგვიანებით შევიტყვე - - ჭლექი გქონია... შენ ყურადღებას არ აქცევ ამას და ცხოვრებას განაგრძობ, ჩვეული სონეტებით...
ბოლოს მითხრეს, რომ შენს სახლს, საძირკველი გამოთხარეს, შენი სახლი, საძირკვლიანად ჩაფლეს მიწაში და ზედ სხვისი სახლი დააშენეს...
მე, ვიპოვი შენს დაკარგულ სახლს. გულის ჯიბიდან ამოვიღებ ამ ნაწერს, წაგიკითხავ და გეტყვი, რომ ჩვენ უკვე ოცდაოთხი წლისანი ვართ...
ახლა შენს წერილს ველოდები, რომლის დასასრულს იქნება ასეთი ხელმოწერა: შალვა კარმელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბოლოს მითხრეს, რომ შენს სახლს, საძირკველი გამოთხარეს, შენი სახლი, საძირკვლიანად ჩაფლეს მიწაში და ზედ სხვისი სახლი დააშენეს..
ბოლოს მითხრეს, რომ შენს სახლს, საძირკველი გამოთხარეს, შენი სახლი, საძირკვლიანად ჩაფლეს მიწაში და ზედ სხვისი სახლი დააშენეს..
7. ვაჰ =) მიყვარს ასეთი წერილები =) ვაჰ =) მიყვარს ასეთი წერილები =)
6. რაღაცნაირად :) რაღაცნაირად :)
5. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
1. შალვა კარმელი- უმრწმესი ცისფერყანწელი, ყველაზე პოეტური სენით აღსრულებული....
ძალიან კარგი ლექსია, ირაკლი, ყოჩაღ!
1989 წელს თქვენ მოგვევლინეთ? :) შალვა კარმელი- უმრწმესი ცისფერყანწელი, ყველაზე პოეტური სენით აღსრულებული....
ძალიან კარგი ლექსია, ირაკლი, ყოჩაღ!
1989 წელს თქვენ მოგვევლინეთ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|