ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2013


ის. (ემოციების გარეშე).

  ოცნებობს სახლზე, მზისკენ ფანჯრებით და ყოველ საღამოს, როცა სხივები მის ოთახში კედლებს ეყრდნობა, ის მათ იქვე ხვდება.
  ეს დრო მიყვარსო, არასოდეს ავიწყდება მითხრას.






  ვიჯექი ბზრიალა მაგიდაზე, ვბზრიალებდი ჯერ წაღმა, შემდეგ უკუღმა და მონოტონურად ვიმეორებდი, რომ მუცელში მზე მქონდა.
 
  ისეთი არაფერი.. მინდოდა და აუცილებლად უნდა ეკითხა, რას ნიშნავდა ეს.





–გესმის?! მუცელში მზე მაქვს!
–გავიგე. – თავი არც აუწევია, წიგნის კითხვა განაგრძო.
  ჩამოვხტი მაგიდიდან, ჰამაკთან მივირბინე, გვერდზე მივუჯექი, მისი ხელი უხეშად მოვბღუჯე და მუცელზე მივიდე.
–აი, ჩემი მზე!– აწითლებულ კანზე დამხედა, თურმე რა ყოფილაო, გაიცინა.
  კმაყოფილი სახით გადმოვძვერი ჰამაკიდან, ბზრიალა რკინის მაგიდას დავუბრუნდი და როცა ჩემ გარშემო ყველაფერმა ტრიალი დაიწყო, კმაყოფილება გაქრა. ის ხომ ვერ იგრძნობდა ჩემში ჩარჩენილ მზეს, მისი ხელი იმაზე ცხელი იყო, ვიდრე ჩემი დამწვარი მუცელი.









ყოველ საღამოს, როცა ჩვევა არ მღალატობს და წითელ პომადას ვისვამ, რომ ჩაის ჭიქას ტუჩები დავამჩნიო, ის მეკითხება, რატომ აღარ დავდივარ ეკლესიაში.



და მე ვპასუხობ არაფერს.











  ჩვენ ვიწექით ოთახში, სადაც გაზაფხული ისმოდა და მიუხედავად ამისა, ის ჩუმი ხმით იმეორებდა:
,,სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.’’
 

  მე ზუსტად წარმომედგინა როგორი იყო მისი სახე იმ წამს.
  მე მინდოდა არ ვყოფილიყავი იქ.
  მე ვფიქრობდი, რომ მზიანი ამინდი არ შეეფერებოდა იმ წუთებს.
  მე მიკვირდა.







  კედლებს ადამიანის სუნი უჯდება.
  კედლებს ადამიანის სუნი უჯდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები