* * *
მუდამ ასე კი არ ყოფილა;
ცეცხლსაც ჰქონდა სახელი, ცასაც, მზესაც, მიწასაც, მაგრამ, ის, ვიღაც პირველყოფილი პირმოკუმული იდგა კუშტად და, მთელი დღეების მანძილზე, მხოლოდ თავისთან მცხოვრებ ქალს შეჰყურებდა, უცნაურად მუცელსავსეს და სხეულმთვარიანს.
სულ პირველადაც მან ახედა, ალბათ, ვარსკვლავებს, შემობრუნდა და უნებურად დასცდა: - მიყვარხარ.
* * *
/ნინის/
რა დაასრულებს გზებს და მიზნებს?!.
ამ ეპოქაში უამრავი მიმართულებით მოძრაობს ხალხი;
მთვარეზე დადგა ადამიანი, წყლის და მიწისქვეშ ყოველდღიური საქმე გაუჩნდა, გზაჯვარედინიც დიდი ხნის წინ გამოიგონეს.
მე კი მუდამ ეს ჩამესმოდა ჩემს ბავშვობაში: \"A პუნქტიდან - B პუნქტისაკენ\"... და ვხსნიდი, როგორც მჯეროდა ხოლმე.
დღემდე ასე ვარ; თუ გაგშორდები, მხოლოდ წრეზე, წრეზე წავალ, რომ ბოლოს ისევ შენთან დავბრუნდე.
* * *
სიკვდილი, რა თქმა უნდა, შინ დაბრუნებაა,
მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ გამომიშვი ქუჩაში, ღმერთო, და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე.
მე დღემდე ვდგავარ ვრცელ პროსპექტზე და მეშინია, ვინმე ჩემთან მყოფმა არ მითხრას: - სახლში მივდივარ.
ვუყურებ ამ სახლს და ფანჯრებთან მდგარ ხალხში ვეძებ ნაცნობ სახეებს.
* * *
ბოლო დროს, როგორ შევიცვალე; საიდან ეს ახალი შიში ბრალის დადების?!.
აი, დღესაც, მდინარის პირას ვდგავარ და მინდა, როგორც ადრე, ჩემს ბავშვობაში, ერთი დიდი ქვა ვისროლო წყლისკენ, მაგრამ ვერ ვბედავ.
ვინ იცის, რატომ მოიტანეს, აქ რატომ დადეს!..
კი, შესაძლოა, რომ შესაქმის დღიდან ასეა, ან მდინარემ ჩამოიტანა,
მაგრამ, ისიც ხომ დასაშვებია, რომ რაღაც დათქმულ ადგილს აღნიშნავს, სადაც სხვადასხვა გზით მოდის ორი შეყვარებული, მუდამ აქ, ამ ერთ უბრალო ქვასთან, ახირებულად...
ან შორს, სადღაც, უამრავი ბავშვი შემსხდარა ველოსიპედებზე, იქნებ უკვე გზაშიც არიან და მათ შორის პირველი ყვირის: - ქვამდე, იმ ქვამდე ვინც მიასწრებს...
და იცინიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დღემდე ასე ვარ; თუ გაგშორდები, მხოლოდ წრეზე, წრეზე წავალ, რომ ბოლოს ისევ შენთან დავბრუნდე. დღემდე ასე ვარ; თუ გაგშორდები, მხოლოდ წრეზე, წრეზე წავალ, რომ ბოლოს ისევ შენთან დავბრუნდე.
12. ლექსები ძალიან მომეწონა, გულში ჩამწვდომია, ! ლექსები ძალიან მომეწონა, გულში ჩამწვდომია, !
11. დღემდე ასე ვარ; თუ გაგშორდები, მხოლოდ წრეზე, წრეზე წავალ, რომ ბოლოს ისევ შენთან დავბრუნდე.
* * *
სიკვდილი, რა თქმა უნდა, შინ დაბრუნებაა,
მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ გამომიშვი ქუჩაში, ღმერთო, და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე. * * * რა კარგი ვინმე ხარ !!!
:-*:-*:-*
დღემდე ასე ვარ; თუ გაგშორდები, მხოლოდ წრეზე, წრეზე წავალ, რომ ბოლოს ისევ შენთან დავბრუნდე.
* * *
სიკვდილი, რა თქმა უნდა, შინ დაბრუნებაა,
მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ გამომიშვი ქუჩაში, ღმერთო, და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე. * * * რა კარგი ვინმე ხარ !!!
:-*:-*:-*
10. და რას კითხულობს ურაკპარაკი, რატომ აქვთ ამ ლექსებს მხოლოდ 9 კომენტარი?! და რას კითხულობს ურაკპარაკი, რატომ აქვთ ამ ლექსებს მხოლოდ 9 კომენტარი?!
9. ჭელო.. მომენატრე.. :*
ესენი კი.. <3 ჭელო.. მომენატრე.. :*
ესენი კი.. <3
8. =) ამ დღეებში ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითისთვის მოიტანეს ეს ბოლო ლექსი და ისე გამიხარდა =) =) ამ დღეებში ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მაგალითისთვის მოიტანეს ეს ბოლო ლექსი და ისე გამიხარდა =)
7. ჩემთვის რთულია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ავტორი როა მაგდენს ვხვდები. ჩემთვის რთულია, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ავტორი როა მაგდენს ვხვდები.
6. +++++ +++++ +++++ +++++
"შესაქმის დღიდან" - შექმნის დღიდან... ალბათ)* +++++ +++++ +++++ +++++
"შესაქმის დღიდან" - შექმნის დღიდან... ალბათ)*
5. აქ უნდა იკითხო, იფიქრო და ჩუმად იყო... აქ უნდა იკითხო, იფიქრო და ჩუმად იყო...
3. ყოველთვის გაოცებული ვრჩები აქ...5555
"სიკვდილი, რა თქმა უნდა, შინ დაბრუნებაა,
მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ გამომიშვი ქუჩაში, ღმერთო, და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე.
და ყოველთვის ასეთი მადლიერი ვრჩები სიცოცხლის...:-*
ყოველთვის გაოცებული ვრჩები აქ...5555
"სიკვდილი, რა თქმა უნდა, შინ დაბრუნებაა,
მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვარ იმისათვის, რომ გამომიშვი ქუჩაში, ღმერთო, და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე.
და ყოველთვის ასეთი მადლიერი ვრჩები სიცოცხლის...:-*
2. "და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე"...
ლექსებსაც. როგორც ყოველთვის, მოვიწონე ლექსები სულ სხვა სამყაროდან. "და ამ ქუჩას ჰქვია სიცოცხლე"...
ლექსებსაც. როგორც ყოველთვის, მოვიწონე ლექსები სულ სხვა სამყაროდან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|