ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ყორშია
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2013


წისქვილები

*
მათ არ აქვთ თვალები
მათ არ აქვთ ყურები
მათ არ აქვთ პირი

მათ მხოლოდ დაკოჟრილი ხელები აქვთ
და იქნევენ ამ ხელებს უმისამართოდ

დგანან უძრავი წისქვილებივით
მათ გამძლე ტურბინები აქვთ
და სიმარტოვის ხორბალს
მეხსიერების ბუნკერში ხრავენ

მოვა დრო და სიცოცხლის წისქვილები
სიკვდილის მდინარეებს ათხვლეპენ, აღოღნიან
და ნესტიან საძირკვლებში გაეჩრებათ
სიმარტოვის მკვდარი თევზები

მოვა დრო და-
ამ წისქვილის მბრუნავ ჯვარზე
ევნება ჩვენი ბავშვობის ქარი

*
ბაბუაჩემი მოხუცი მეწისქვილეა
და ყოველ ღამე ღვარძლი ესიზმრება

განთიადზე მდინარესთან მიდის-
თავის წისქვილს რომ ასაზრდოებს იმ მდინარესთან,
და ადრე გარდაცვლილ სატრფოზე მღერის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები