 | ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 25 მაისი, 2013 |
ეს არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა... და პროზა და პოეზია რომ არ არის, ეს ხომ ცალსახად ჩანს! მოკლედ, ვინაიდან არ ვიცოდი, რომელ ჟანრში უნდა დამედო, ისევ აქ განვათავსე. ამ წერილის მიზანი – ქულების დაგროვება არ არის... ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისტკივილია! გული მწყდება. რაღაც ხდება საიტზე.
ოდესღაც, 2008 წელს, როცა საიტი თავისი არსებობის სულ რამდენიმე თვეს ითვლიდა, იუზერების რაოდენობა 300–მდე იყო... ან იქნებ არც! მაგრამ საიტი მდიდარი იყო ძალიან კარგი ავტორებით!
300 იუზერში 50 კარგი ავტორი – ჩანდა კიდეც და მათი შემოქმედებაც ლამის ზეპირად იცოდნენ დანარჩენებმა. 13.000 იუზერში კი – ჩაიკარგა ის 50 კარგი ავტორი!
და თანაც, იმ მართლა კარგი ავტორებიდან ნახევარზე მეტმა ან სულ მიატოვა საიტი და ან წელიწადში ერთხელ თუ გამოჩნდებიან–ხოლმე, ახალი წლის მოსვლასავით!
ღმერთო, როგორ მაკლია საიტზე ჩემი ნუკრი ბერეთელი, ჩემი როი, გიო საჯაია, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიო გაბაიძე, აჩი, გენრი, სულხანი, გიო არაბული, ნეკერა, ია–ია, ნუციკო დეკანოზიშვილი, ნინი–ნიჩორტა, ზევსის დაქალი, მიხო მოსულიშვილი, ლუბა ელიაშვილი, ლიკა საჯაია, ჩემი ქაშიკა–დათა, ირინკა წიკლაური, სპილუკა, მარიამ წიკლაური, სანათა, რებეკა, პატარა აკაკი, იოჰან ხევსური, ანი – პატარა ბარტყი, ქარდა, პეტრე, ილტოსპირელი, პიკოლო – უცხო ჩიტი,,, ჩემი მამლუქი და ჩემი ლეიქი მომენატრა! შეიძლება თავად მას გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ბაკურიც კი მომენატრა, მიუხედავად იმისა, სულ რომ მეჩხუბებოდა, "რა ამბავია ამდენი ტაშ–ფანდური და სახინკლეში სიარულიო?!"... აბა სხვა კი არაფერი გვქონდა გასაყოფი?! :) მენატრება მათი ძარღვიანი ლექსები და ღრმა აზრის მქონე მოთხრობები...
ჰა–რა–ლეს მოთხრობები მომენატრა, უდიდესი სიბრძნითა და უსაზღვრო იუმორით გაჯერებული მოთხრობები! და მერე რა, თუ ხანდახან ფორუმზე შემოიხედება–ხოლმე? აღარაფერს წერს და... ან წერს და აღარაფერს დებს... ჩემთვის ამას ერთი ფასი აქვს! მე ვეღარაფერს ვკითხულობ კახასებს და... თავისთვის წერს მხოლოდ?
რომელი ერთი ჩამოვთვალო?! დარწმუნებული ვარ, ბევრი გამომრჩა კიდეც ამ ჩამონათვალში... მაპატიეთ, ხალხო!
ცრემლებამდე მენატრება ის დრო, როცა ყველა ერთად ვიყავით! გადატანითი მნიშვნელობით ერთად კი არა, მართლა ერთად! როგორც წესი, თვეში ერთხელ მაინც ვიკრიბებოდით და რომელიმე კაფეში ან სახინკლეში მივდიოდით... ან სულაც ექსკურსიას ვაწყობდით–ხოლმე...
რამდენი კარგი რამ კეთდებოდა აქ, ვიდრე იუზერთა რაოდენობა 1.000–ც კი არ იყო და... როგორ აღარაფერი კეთდება ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 13.000 გავხდით!
======================= ლ უ ბ ა ს ვ ე რ ა ნ დ ა...
“როგორ მომენატრეთ ყველა, გული უთქვენობით მტკივა.... ჩემთან ამოდითო”, - ლუბამ, - “ჯერ ხომ არც თუ ისე ცივა?! აგერ, ვერანდა მაქვს დიდი!... მოკლედ, ამოდითო... გელით!.."
თბილისს მოვექეცით თავზე, ანძას ვეხებოდით ხელით...
ნუკრი – ამზადებდა მაყალს... რობერტს – მწვადის აცმა ანდეს... ზოგი ხაჭაპურებს ჭრიდა, ზოგი – ხახვს აჭრიდა მწვადებს...
ზოგი მიუცუცქდა არაყს, ზოგიც – ჭიქა ვისკით თბება... ლუბას მეგობრობის სუფრა სტუმრებს ვერანდაზე ხვდება!
შემდეგ - შემოდგომის წვიმამ ყველა აგვახედა მაღლა... ღმერთო, საოცრებას ვხედავთ თუ ეს "მირაჟია" დაღლის?! - ერთად ადიოდნენ ცისკენ ადამიანი და ძაღლი.
===============
ე რ თ ა დ
გულები გადაჯაჭვული, გადახლართული სულები... ხან – ლიტ.კაფეში ჩამსხდარნი, ხან – მარტყოფს ამოსულები...
ხან – ნარიყალას სტუმრობენ, ხან - მიჰყვებიან ქვაფენილს... საკუთარ ლექსებს სტოვებენ სარეცხის თოკზე გაფენილს...
ხან თმას და სახეს ირთავენ შადრევნის მარგალიტებით... სითბოს მჩუქნიან უსაზღვროს ჩემი ღაბუა ჩიტები...
ამ სათაურებით ("ლუბას ვერანდა" და "ერთად"), ბარე, 15 ლექსი დაიწერა იმ დღეებში!
================= ახლა კი... მხოლოდ ამ სიმღერის ტექსტი ამოტივტივდა გონებაში:
საააად, საით წასულან, საააად, დღენი ჩვენი სიყვარულისაააააააა...
არა და, მხოლოდ 5 წლისაა საიტი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. ეს ავტორები მეც მენატრებიან. ეს ავტორები მეც მენატრებიან.
37. ვტირი ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მეც მომენატრა ის დრო თამრიკო, ჩვენი ურთიერთსიყვარული გრძელდება, ,,ლუბას ვერანდა" გამახსენდა, მენატრება ყველა ავტორი, შენს მიერ ჩამოთვლილი, მიყვარხარ თამრიკო ძალიან! ვტირი ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, მეც მომენატრა ის დრო თამრიკო, ჩვენი ურთიერთსიყვარული გრძელდება, ,,ლუბას ვერანდა" გამახსენდა, მენატრება ყველა ავტორი, შენს მიერ ჩამოთვლილი, მიყვარხარ თამრიკო ძალიან!
36. მომეწონა <3 <3 წარმატებები ავტორო. გილოცავ სულთმოფენობას მრავალს დაესწარი სულიწმინდის მადლი გფარავდეს და შეგეწიოს. გაიხარეთ. <3 მომეწონა <3 <3 წარმატებები ავტორო. გილოცავ სულთმოფენობას მრავალს დაესწარი სულიწმინდის მადლი გფარავდეს და შეგეწიოს. გაიხარეთ. <3
35. იყო რაღაც ტკბილი და მოსანატრებელი ურაკზე ნათენებ ღამეებში.. :) იყო რაღაც ტკბილი და მოსანატრებელი ურაკზე ნათენებ ღამეებში.. :)
34. მონატრება კარგია და ლუბას ვერანდა მშვენიერი,! მონატრება კარგია და ლუბას ვერანდა მშვენიერი,!
33. ” ძალიან სევდიანია, ”ფიროსმანის სამოვარის” სურნელი აქვს ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი
თამარი ბრძანებს.
ვთანხმობ და მერე როგორ. ძალიან დიდი სამშვენისი დაჰკარგა საიტმა იმ დიდიებული ავტორების
გაუჩინარებით. რა საოცარი ქალბატონი ხართ და რა სიყვარულის ტარება შეგიძლიათ! ”
(შემთხვაევით ჩემს გვერდზე დამიწერია და მოვკვდი სირცხვილით:)) ” ძალიან სევდიანია, ”ფიროსმანის სამოვარის” სურნელი აქვს ყველაფერს იმას, რასაც ქალბატონი
თამარი ბრძანებს.
ვთანხმობ და მერე როგორ. ძალიან დიდი სამშვენისი დაჰკარგა საიტმა იმ დიდიებული ავტორების
გაუჩინარებით. რა საოცარი ქალბატონი ხართ და რა სიყვარულის ტარება შეგიძლიათ! ”
(შემთხვაევით ჩემს გვერდზე დამიწერია და მოვკვდი სირცხვილით:))
32. იუზერთა რაოდენობის გაზრდა თუ მეგობრობის შეწყვეტას მოასწავებდა პირველად გავიგე რაღა დაგიმალოთ და... გამოდის, რომ აქ რომ დავრეგისტრირდით ნაკლებად უნიჭონი ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ბევრად ნიჭიერთა ურთიერთობაზე? ანუ, სახინკლეში არ წასვლა გამოდის ახალ იუზერთა ბრალია? (სხვათაშორის ვერ ვიტან ხინკალს) გულისხმიერ მეგობრებს რომ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები დაეკარგათ ისიც? მე, რიგით ცამეტიათასიანთაგანს სინანულის გრძნობაც კი გამიჩნდა. მომიტევეთ ღმერთმანი...
მე მაგალითად სახალხო შეკრებების დიდი სურვილით არ ვიღვწვი და ამიტომ არ დავდივარ მითუმეტეს სახინკლეში ურაკპარაკელებთან ერთად. რამდენიმე აქგაცნობილი მეგობარი კი მყავს. აგერ ნეფერტარმა ბრძანა ნიჭიერი ადამიანი არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანიაო, რაშიც აბსოლიტურად ვეთანხმები. კარგი სუბიექტური ცნებაა. ყველა ერთად კარგები კი ვერ ვიქნებით. მე ვფიქრობ თავიდანვე, რომ ვყოფილიყავი პოეზიის საღამოების მომწყობთა თუ სახინკლეში წამსვლელთა მარაქაში გარეული, შემდეგ საერთოდ არ დამწყდებოდა გული იმაზე, რომ ხალხი ვინც უნდა შემოფანტულიყო ნელ-ნელა შემოიფანტა. იუზერთა რაოდენობის გაზრდა თუ მეგობრობის შეწყვეტას მოასწავებდა პირველად გავიგე რაღა დაგიმალოთ და... გამოდის, რომ აქ რომ დავრეგისტრირდით ნაკლებად უნიჭონი ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ბევრად ნიჭიერთა ურთიერთობაზე? ანუ, სახინკლეში არ წასვლა გამოდის ახალ იუზერთა ბრალია? (სხვათაშორის ვერ ვიტან ხინკალს) გულისხმიერ მეგობრებს რომ ერთმანეთის ტელეფონის ნომრები დაეკარგათ ისიც? მე, რიგით ცამეტიათასიანთაგანს სინანულის გრძნობაც კი გამიჩნდა. მომიტევეთ ღმერთმანი...
მე მაგალითად სახალხო შეკრებების დიდი სურვილით არ ვიღვწვი და ამიტომ არ დავდივარ მითუმეტეს სახინკლეში ურაკპარაკელებთან ერთად. რამდენიმე აქგაცნობილი მეგობარი კი მყავს. აგერ ნეფერტარმა ბრძანა ნიჭიერი ადამიანი არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანიაო, რაშიც აბსოლიტურად ვეთანხმები. კარგი სუბიექტური ცნებაა. ყველა ერთად კარგები კი ვერ ვიქნებით. მე ვფიქრობ თავიდანვე, რომ ვყოფილიყავი პოეზიის საღამოების მომწყობთა თუ სახინკლეში წამსვლელთა მარაქაში გარეული, შემდეგ საერთოდ არ დამწყდებოდა გული იმაზე, რომ ხალხი ვინც უნდა შემოფანტულიყო ნელ-ნელა შემოიფანტა.
31. ჰო, ძნელია. მესმის ქალბატონო თამარ.
მაგრამ აქ არ იქნება 13 000 იუზერი, შეიძლება 2000 -იც არ იყოს რეალურად. თითოს თუ 26 ნიკი აქვს, სულ 500 ყოფილა მაშინ.
მადლიანი კალმის ადამიანებიდან რამოდენიმეღა შემორჩა აქაურობას. ისინიც ვეღარ/აღარ წერენ, რასაც დებენ საცოდაობაა პირდაპირ, ან კარგი ნამუშევრები აქაურობისთვის აღარ ემეტებათ - მკითხველის ხარისხმა დაიკლო და იმიტომ.
შემოქმედება ტალღასავით არის, ხან მოგაწყდება ხან უკან იხევს. იქნებ ასე ხდება ? ОДНАКО: პირდად ჩემზე რამოდენიმე ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა ძალიან ცუდი პიროვნული შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ მათი აღარც ნიჭი მაინტერესებს და აღარც შემოქმედება. თუ კაცი კაცად არ ვარგაო - ხომ გაგიგიათ.ჩემთანაც იყო რამოდენიმე წვეულებაზე და ხანდახან ისეთი ამბები მესმოდა ყური რომ ვერ აიტანს. ძალიან მშვიდად და მოჭრილად შევწყვიტე მათთან ურთიერთობა მიუხედავად პროტესტებისა. შემდეგ კი თავი გავარიდე ყველას - ვისაც ჩემი გაცნობის სურვილი გაუჩნდა.
ვინც მაშინ გავიცანი, იმ ადამიანებიდან ყველაზე ღირსეული, წიგნიერი, გამართული პიროვნება - მინდია ცეცხლაძე აღმოჩნდა და ახლაც ყოველთვისაც შემოირბენს ხოლმე ჩემთან როცა თბილისშია. კიდევ ერთ ქალბატონთან მაქვს კარგი ურთიერთობა და მას არასოდეს დავკარგავ ის ერთადერთია, ვინც სიკეთე დაინახა და დააფასა.
იცით რა, ახლაც კარგად მოებმებოდა თავი ექსკურსიასაც და ბუნებაში მოწყობილ პიკნიკსაც, მაგრამ ... ეს სახიფათოდ მივიჩნიე ქალბატონო თამარ. მართალია ხიფათიდან ღირსეულად თავის დაღწევა ჩემი პროფესიაა, მაგრამ არ მინდა პროფესიული ხერხის გამოყენება დამჭირდეს იმ ადამიანებთან ვისი შემოქმედების კითხვაშიც საათები გამიტარებია.
ასე რომ მირჩევნია მხოლოდ შემოქმედება წავიკითხო, მოვიწონო ან დავიწუნო და გავჩერდე. :) ჰო, ძნელია. მესმის ქალბატონო თამარ.

ასე რომ მირჩევნია მხოლოდ შემოქმედება წავიკითხო, მოვიწონო ან დავიწუნო და გავჩერდე. :)
30. სრულიად გასაგებია ქალბატონი თამარის გულისწუხილი და მონატრება. ადრე სხვა ურთიერთობები იყო აქ, ამიტომ რომ მოენატროს ადამიანს და თქვას კიდეც, ალბათ აქვს ამისი უფლება. :) სრულიად გასაგებია ქალბატონი თამარის გულისწუხილი და მონატრება. ადრე სხვა ურთიერთობები იყო აქ, ამიტომ რომ მოენატროს ადამიანს და თქვას კიდეც, ალბათ აქვს ამისი უფლება. :)
29. აი რაზე უნდა ილაპარაკო ახლა აქ?
კაი ქბ. თამარ
გაუმარჯოს სხვის დასანახად გაკეთებულ საქმეს აი რაზე უნდა ილაპარაკო ახლა აქ?
კაი ქბ. თამარ
გაუმარჯოს სხვის დასანახად გაკეთებულ საქმეს
28. რას ერჩით ავტორს?) ზოგს რა გვაწუხებს, ზოგს რა.. რაზეც გვეწერება ვწერთ.. კარგია, ალბათ ასეთი ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ 13.000 რომ არის იმიტომაც ხდება შეუძლებელი. 13.000 ადამიანიდან 100 ავტორის ნაწერი მექნება წაკითხული ვითომ?: ) რა ვიცი.. მოკლედ მოწოდებად უნდა მიიღოთ ეს წერილი, შეხვდით ერთმანეთს, დატკბით საკუთარი თუ სხვისი შემოქმედებით და ისიამოვნეთ ურაკელებო) წარმატებები ავტორს... რას ერჩით ავტორს?) ზოგს რა გვაწუხებს, ზოგს რა.. რაზეც გვეწერება ვწერთ.. კარგია, ალბათ ასეთი ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ 13.000 რომ არის იმიტომაც ხდება შეუძლებელი. 13.000 ადამიანიდან 100 ავტორის ნაწერი მექნება წაკითხული ვითომ?: ) რა ვიცი.. მოკლედ მოწოდებად უნდა მიიღოთ ეს წერილი, შეხვდით ერთმანეთს, დატკბით საკუთარი თუ სხვისი შემოქმედებით და ისიამოვნეთ ურაკელებო) წარმატებები ავტორს...
27. ეეეჰ, მე ერთს ვამბობ, თქვენ მეორე გესმით! არ მეგონა, ასე თითო წინადადებად თუ მომიწევდა ახსნა–განმარტების დადება.
1. "ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისტკივილია! გული მწყდება. რაღაც ხდება საიტზე"... ხდება, აბა არ ხდება? იმდენმა კარგმა ავტორმა დატოვა საიტი... უკანმოუხედავად, გულდაუწყვეტლად!... და ეს არაფერია თქვენი აზრით?
2. "300 იუზერში 50 კარგი ავტორი – ჩანდა კიდეც და მათი შემოქმედებაც ლამის ზეპირად იცოდნენ დანარჩენებმა. 13.000 იუზერში კი – ჩაიკარგა ის 50 კარგი ავტორი!"
იმ კარგი ავტორების ლექსებს დანარჩენები ზეპირად სწავლობდნენ და ისევე კითხულობდნენ შეხვედრებზე, როგორც ლადო ასათიანის, გალაკტიონის, ტიციანის, მუხრანის ლექსებს... და 13.000 იუზერში, მითხარი, რამდენია ისეთი პოეტი, მათი ლექსების ზეპირად სწავლა და მერე, სუფრაზე მათი წაკითხვა რომ მოუნდეს ადამიანს? იქნებ არიან კიდეც? მაგრამ ამდენ ავტორში კარგის პოვნა გართულდა–მეთქი... ესეც ჩემი პრობლემაა, ალბათ... მე ხომ არ მითქვამს, კარგი ავტორები აღარ გვყავს საიტზე–მეთქი? ამის თქმას – ვერ დამაბრალებთ! არ მითქვამს და იმიტომ. :)
3. "რამდენი კარგი რამ კეთდებოდა აქ, ვიდრე იუზერთა რაოდენობა 1.000–ც კი არ იყო და... როგორ აღარაფერი კეთდება ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 13.000 გავხდით! "
ხან – ლიტ.კაფეში ჩამსხდარნი, ხან – მარტყოფს ამოსულები...
ხან – ნარიყალას სტუმრობენ, ხან - მიჰყვებიან ქვაფენილს... საკუთარ ლექსებს სტოვებენ სარეცხის თოკზე გაფენილს... –––––>>>> ეს სახინკლეში სიარული გგონიათ რომელიმეს? სულ ტყუილად!
ჩვენ სალონურ შეხვედრებს ვმართავდით–ხოლმე ლიტ–კაფეებში, სადაც, ზოგჯერ, მაგიდაზე არაფერი იდო მათივე საკუთარი პოეტური კრებულების გარდა! გასვლითი შეხვედრები გვქონდა–ხოლმე ხან ნარიყალაზე, ხან მარტყოფში, ხან უფლისციხეში და ხან სიღნაღში... და შეიძლება მთელი დღე ისე დაგვღამებოდა, რომ ხინკალი კი არა, მხოლოდ წყაროს წყალი გვქონოდა–ხოლმე საგზლად წაღებული!
"ზევსის დაქალი" – მაიკო გამოგონებათა დიდოსტატი იყო! მან მოიფიქრა ასეთი პოეტური აქციები: "სარეცხის თოკზე გაფენილი ლექსები"... "ქარსგატანებული ლექსები"... "მოხეტიალე პოეტები"... ქაშიკა–დათა (დავით ქაშიაშვილი) ამ აქციებს იღებდა და მერე ტელევიზიით აშუქებდა–ხოლმე...
ყოველ მეორე პარასკევს მიშა ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) პოეტურ შეხვედრებს მართავდა–ხოლმე სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში, რაშიც ძალიან გვიწყობდა ხელს ამ ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი...
სახინკლე?... სახინკლე კიდევ ერთი მიზეზი იყო–ხოლმე, მოგონებული ერთად ყოფნისთვის! და ყოველი ასეთი სახინკლის "მონახულება" პოეზიის ზეიმივით იყო.... ზოგიერთ სახინკლეში იმდენად გვცნობდნენ, რომ ჩვენი შესვლისას ამბობდნენ: "ჩვენი პოეტები მოვიდნენ, დღეს გემრიელი დღე გვექნებაო"... და მერე ზოგი რომელ კუთხეში ატუზული გვისმენდა ხოლმე და ზოგი რომელ მაგიდასთან სპეციალურად შეჩერებული!...
აი, ეს მაკლია აქ! :( და თუკი ამ ყველაფერს ახერხებდა 300 იუზერი, რატომ ვერ უნდა მოახერხოს 13.000–მა? ერთად არა, რა თქმა უნდა...
მე ამას ვწუხვარ და არა იმას, რომ 12.700 ახალი იუზერი დაგვემატა–მეთქი!!!...
ახლა მაინც დავწერე გასაგებად? ჰოდა, ძალიან კარგი!
იმედია, ამ თემას აღარავინ დაუწყებს კირკიტს. ვინც ვერ მიხვდა, რა მაწუხებს, იმან, უბრალოდ, გაიაროს და სხვა გვერდზე გადავიდეს. მე ხომ ქულებსა და შეფასებას არ ვითხოვ ვინმესგან? :)
ეეეჰ, მე ერთს ვამბობ, თქვენ მეორე გესმით! არ მეგონა, ასე თითო წინადადებად თუ მომიწევდა ახსნა–განმარტების დადება.

26. არა, დატირებაზე არ ვხალისობ ქ-ნო თამარ, მაგრამ აქ რაც წავიკითხე მონატრებაზე მეტად 12700 იუზერის დამატების მწუხარება უფრო გამოსჭვივის და ცოტა არ იყოს გული მეტკინა, რადგან მეც ერთერთი "უკანასკნელთაგანი" ვარ.
"ამ წერილის მიზანი – ქულების დაგროვება არ არის... ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისტკივილია!
გული მწყდება. რაღაც ხდება საიტზე. "
"300 იუზერში 50 კარგი ავტორი – ჩანდა კიდეც და მათი შემოქმედებაც ლამის ზეპირად იცოდნენ დანარჩენებმა. 13.000 იუზერში კი – ჩაიკარგა ის 50 კარგი ავტორი!"
"რამდენი კარგი რამ კეთდებოდა აქ, ვიდრე იუზერთა რაოდენობა 1.000–ც კი არ იყო და... როგორ აღარაფერი კეთდება ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 13.000 გავხდით! "
თქვენი ნაწერით თუ ვიმსჯელებთ 12700-მა ხელი შეუშალა იმ სამასს და მათ შორის 50 კარგ ავტორს ბოლო მოუღო. და მისტირით იმ დროს და სწუხხართ ახალზე. მსგავსი "დატირება" ჩემთვის ნამდვილად რომ სახალისოა. ამასთან კითხვაც მებადება: რას ელოდებით საიტიდან? რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ "ძველი დიდება" დაბრუნდეს? ნუთუ მხოლოდ სახინკლეებში სიარულია ამისთვის საკმარისი? თუ მხოლოდ ეს უმნიშვნელო რამ წყვეტს საიტის ბედს კი ბატონო, წავიდეთ სახინკლეში :)
ვიტყვი იმასაც, რომ მსგავსი ფორმის ნაწერები იცოდეთ მავანს ნამდვილად ტკენს გულს და ხლეჩს აქაურ საზოგადოებას ორ ნაწილად : "ძველებად" და "ახლებად".
ასეთი მიდგომით რა თქმა უნდა არავის მოუნდება არაფრის გაკეთება, თორემ თუ ყურადღებით აახელთ თვალს დაინახავთ, რომ აქ არიან დღეს ისეთი ადამიანები (და მათ შორის იმ 12700 იუზერშიც) ვისაც ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია საიტისთვისაც და საიტს გარეთაც არ ზოგავენ თავებს დიდებული საქმეების საკეთებლად ... :)
ასე, რომ როცა რამეს წერთ ქ-ნო თამარ უკეთესია ცხელ გულზე ნუ გამოაქვეყნებთ. გადახედეთ, დაფიქრდით, გულს ხომ არ ტკენთ ამით ვინმეს და მერე, უკვე კარგად გაანალიზებული, ცივ გონებაზე შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ. :) თუ თქვენ გაუფრთხილდებით სხვებს, სხვებიც გაგიფრთხილდებიან თქვენ და ზღვარი ძველი და ახალი საიტელებისა უკვალოდ გაქრება :)
არა, დატირებაზე არ ვხალისობ ქ-ნო თამარ, მაგრამ აქ რაც წავიკითხე მონატრებაზე მეტად 12700 იუზერის დამატების მწუხარება უფრო გამოსჭვივის და ცოტა არ იყოს გული მეტკინა, რადგან მეც ერთერთი "უკანასკნელთაგანი" ვარ.
"ამ წერილის მიზანი – ქულების დაგროვება არ არის... ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისტკივილია!
გული მწყდება. რაღაც ხდება საიტზე. "
"300 იუზერში 50 კარგი ავტორი – ჩანდა კიდეც და მათი შემოქმედებაც ლამის ზეპირად იცოდნენ დანარჩენებმა. 13.000 იუზერში კი – ჩაიკარგა ის 50 კარგი ავტორი!"
"რამდენი კარგი რამ კეთდებოდა აქ, ვიდრე იუზერთა რაოდენობა 1.000–ც კი არ იყო და... როგორ აღარაფერი კეთდება ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის 13.000 გავხდით! "
თქვენი ნაწერით თუ ვიმსჯელებთ 12700-მა ხელი შეუშალა იმ სამასს და მათ შორის 50 კარგ ავტორს ბოლო მოუღო. და მისტირით იმ დროს და სწუხხართ ახალზე. მსგავსი "დატირება" ჩემთვის ნამდვილად რომ სახალისოა. ამასთან კითხვაც მებადება: რას ელოდებით საიტიდან? რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ "ძველი დიდება" დაბრუნდეს? ნუთუ მხოლოდ სახინკლეებში სიარულია ამისთვის საკმარისი? თუ მხოლოდ ეს უმნიშვნელო რამ წყვეტს საიტის ბედს კი ბატონო, წავიდეთ სახინკლეში :)
ვიტყვი იმასაც, რომ მსგავსი ფორმის ნაწერები იცოდეთ მავანს ნამდვილად ტკენს გულს და ხლეჩს აქაურ საზოგადოებას ორ ნაწილად : "ძველებად" და "ახლებად".
ასეთი მიდგომით რა თქმა უნდა არავის მოუნდება არაფრის გაკეთება, თორემ თუ ყურადღებით აახელთ თვალს დაინახავთ, რომ აქ არიან დღეს ისეთი ადამიანები (და მათ შორის იმ 12700 იუზერშიც) ვისაც ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია საიტისთვისაც და საიტს გარეთაც არ ზოგავენ თავებს დიდებული საქმეების საკეთებლად ... :)
ასე, რომ როცა რამეს წერთ ქ-ნო თამარ უკეთესია ცხელ გულზე ნუ გამოაქვეყნებთ. გადახედეთ, დაფიქრდით, გულს ხომ არ ტკენთ ამით ვინმეს და მერე, უკვე კარგად გაანალიზებული, ცივ გონებაზე შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ. :) თუ თქვენ გაუფრთხილდებით სხვებს, სხვებიც გაგიფრთხილდებიან თქვენ და ზღვარი ძველი და ახალი საიტელებისა უკვალოდ გაქრება :)
25. 24. ეს დატირებაა ქალბატონო თამარ ???????????????? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ძალიან კი ვიხალისე :))))))))))) მწერალი. 2013-06-03 09:27:43
პაატა, დიდი ხანია, რაც "დატირებაზე" ხალისობ–ხოლმე? მართლა ვერ გავიგე შენი პოსტის შინაარსი... ეს დატირება არაა. ეს მონატრებაა! ჩემი მეგობრების თუ არამეგობრების, მაგრამ საოცრად კარგი ავტორების ნაწარმოებთა მონატრება!
სამწუხაროა, რომ ვერ გაიგეთ, რაზე მტკივა გული! 24. ეს დატირებაა ქალბატონო თამარ ???????????????? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ძალიან კი ვიხალისე :))))))))))) მწერალი. 2013-06-03 09:27:43
პაატა, დიდი ხანია, რაც "დატირებაზე" ხალისობ–ხოლმე? მართლა ვერ გავიგე შენი პოსტის შინაარსი... ეს დატირება არაა. ეს მონატრებაა! ჩემი მეგობრების თუ არამეგობრების, მაგრამ საოცრად კარგი ავტორების ნაწარმოებთა მონატრება!
სამწუხაროა, რომ ვერ გაიგეთ, რაზე მტკივა გული!
24. ბელგრადის მოჩვენებავ, რა ვქნა, კითხვა იცი, საერთოდ? მე ვის მოვინატრებ და სად, – პორტალზე თუ ფორუმში, – ეს ჩემი გადასაწყვეტია და არა შენი...
ჩემი ნაწერების დევნის მეტი საქმე არ გაქვს? :)))) შენთვის ეს საიტი არაფერს წარმოადგენს, 26 ნიკი გქონდა და... :)))
თუ არაფერს წარმოადგენს საიტი, რას ქმნიდი ამ ნიკებს? გეხალისებოდა? ნუ, ალბათ არ იცოდი, რომ მხოლოდ ერთი ნიკითაც შეიძლებოდა "არ მომწონს" და "მარაზმია"–ს წერა... რა, გითვლიდა ვინმე თუ? :)))))))))))
მე ნუკრის ლექსები ამ საიტზე მაკლია... თორემ ისე – facebook–ზეც ვახერხებ წაკითხვას! მე როი და ჩემი ბათუმელი ბიჭები ამ საიტზე მაკლია... და საერთოდ, ის ურთიერთობა მაკლია, რაც აქ ამ სამიოდე წლის წინ იყო... შენ ამას ვერ გაიგებ... განა იმიტომ, რომ შეუგნებელი ხარ? არა, უბრალოდ მაშინ აქ არ იყავი! თორემ ამ პოსტებს არ დამიდებდი აქ და ჩემთან ერთად ამოიოხრებდი, – "ეეჰ, ნეტა იმ დროსო!"
ისე, ნუ შეწუხდები–ხოლმე ამხელა პოსტებით. შენ არავის ენატრები ამ გვერდზე! :) შენ ხომ აქ ხარ? :))))))))
ბელგრადის მოჩვენებავ, რა ვქნა, კითხვა იცი, საერთოდ? მე ვის მოვინატრებ და სად, – პორტალზე თუ ფორუმში, – ეს ჩემი გადასაწყვეტია და არა შენი...
ჩემი ნაწერების დევნის მეტი საქმე არ გაქვს? :)))) შენთვის ეს საიტი არაფერს წარმოადგენს, 26 ნიკი გქონდა და... :)))
თუ არაფერს წარმოადგენს საიტი, რას ქმნიდი ამ ნიკებს? გეხალისებოდა? ნუ, ალბათ არ იცოდი, რომ მხოლოდ ერთი ნიკითაც შეიძლებოდა "არ მომწონს" და "მარაზმია"–ს წერა... რა, გითვლიდა ვინმე თუ? :)))))))))))
მე ნუკრის ლექსები ამ საიტზე მაკლია... თორემ ისე – facebook–ზეც ვახერხებ წაკითხვას! მე როი და ჩემი ბათუმელი ბიჭები ამ საიტზე მაკლია... და საერთოდ, ის ურთიერთობა მაკლია, რაც აქ ამ სამიოდე წლის წინ იყო... შენ ამას ვერ გაიგებ... განა იმიტომ, რომ შეუგნებელი ხარ? არა, უბრალოდ მაშინ აქ არ იყავი! თორემ ამ პოსტებს არ დამიდებდი აქ და ჩემთან ერთად ამოიოხრებდი, – "ეეჰ, ნეტა იმ დროსო!"
ისე, ნუ შეწუხდები–ხოლმე ამხელა პოსტებით. შენ არავის ენატრები ამ გვერდზე! :) შენ ხომ აქ ხარ? :))))))))
23. ეს დატირებაა ქალბატონო თამარ ???????????????? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ძალიან კი ვიხალისე :))))))))))) ეს დატირებაა ქალბატონო თამარ ???????????????? :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ძალიან კი ვიხალისე :)))))))))))
22. mec menatreba is dro... mec menatreba is dro...
21. კიდევ ერთი რჩევა მაქვს
99% მგონია რომ ეს ხალხი თქვენს სოციალურ ქსელში გყავთ ასე რომ პირადად მათთან მიმოწერაში შეგიძლიათ დათქვათ შეკრების ადგილები სთხოვოთ ნაწარმოებები სულ ახალ ახალი და ცხელ ცხელი შექმნათ facebook ჯგუფი, რომლის ადმინიც იქნებით და დაამატებთ მხოლოდ იმ 50 ადამიანს თუ მეტს
კიდევ ერთი რჩევა მაქვს

20. კაი რა რა გგონიათ ეს საიტი ქართული ლიტერატურის მექა თუ როგორაა საქმე ნიჭიერი ხალხი იყვნენ ისინიც ვისაც არ ქონდა კომპიუტერი და საიტი მაგრამ ჩანდნენ ეს არის სამოყვარულო ლიტ პორტალი, არანაირი პრეტენზია არ აქვს რამეზე, არც პროფესიონალი მწერლებითაა დაკომპლექტებული და მითუმეტეს არც პროფესიონალი შემფასებლებით შემოვედი ვნახე მომეწონა ვა რა კარგია დალშე ის ავტორი წიგნს გამოუშვებს ნობელის პრემიას აიღებს თუ კვერცხი დაეწვება ტაფაზე უმნიშვნელოა ჩემთვის ეს მოწერილო რაღაც კიდევ მარაზმია თუ გენატრება ვინმე და თუ მაინცდამაინც ასეთი რამე ხდება, აგერ ბატონო ფორუმი, როცა არ იცი სად წაიღო რაღაც ფორუმი იდეალური ადგილია, დადე, მაგრამ იქ არავინ მიაქცევს ყურადღებას და არავინ იტყვის რომ ვიღაც მაინც ნატრულობს ძველ დროს, ჰოი მას უყვარს ლიტერატურა, ეიმედება ნიჭიერი ხალხის და კაროჩე რა
ირაკლი მართალია, მეორადი ნიკები, მე 26 მაქვს მაგალითად, ეს ყველაფერი აურზაურს იწვევს, ამიტომაც გავაუქმე დანარჩენი 25, მაგრამ ბევრი ვერ ეშვება ბავშვობას, ზოგს სამი დღე მოთმენა არ უნდა და ასე.
არაფერი გამოსწორდება
გისურვებთ წარმატებებს
ო იე კაი რა რა გგონიათ ეს საიტი ქართული ლიტერატურის მექა თუ როგორაა საქმე ნიჭიერი ხალხი იყვნენ ისინიც ვისაც არ ქონდა კომპიუტერი და საიტი მაგრამ ჩანდნენ ეს არის სამოყვარულო ლიტ პორტალი, არანაირი პრეტენზია არ აქვს რამეზე, არც პროფესიონალი მწერლებითაა დაკომპლექტებული და მითუმეტეს არც პროფესიონალი შემფასებლებით შემოვედი ვნახე მომეწონა ვა რა კარგია დალშე ის ავტორი წიგნს გამოუშვებს ნობელის პრემიას აიღებს თუ კვერცხი დაეწვება ტაფაზე უმნიშვნელოა ჩემთვის ეს მოწერილო რაღაც კიდევ მარაზმია თუ გენატრება ვინმე და თუ მაინცდამაინც ასეთი რამე ხდება, აგერ ბატონო ფორუმი, როცა არ იცი სად წაიღო რაღაც ფორუმი იდეალური ადგილია, დადე, მაგრამ იქ არავინ მიაქცევს ყურადღებას და არავინ იტყვის რომ ვიღაც მაინც ნატრულობს ძველ დროს, ჰოი მას უყვარს ლიტერატურა, ეიმედება ნიჭიერი ხალხის და კაროჩე რა
ირაკლი მართალია, მეორადი ნიკები, მე 26 მაქვს მაგალითად, ეს ყველაფერი აურზაურს იწვევს, ამიტომაც გავაუქმე დანარჩენი 25, მაგრამ ბევრი ვერ ეშვება ბავშვობას, ზოგს სამი დღე მოთმენა არ უნდა და ასე.
არაფერი გამოსწორდება
გისურვებთ წარმატებებს
ო იე
19. ხო, ბევრი გამომრჩა, ალბათ, იკა! მაგრამ შენ რეალში მაინც გხედავ–ხოლმე და... ეს ხალხი ქუჩაშიც აღარ მხვდება. :(
მენატრებიან და... რა ჩემი ბრალია? :)
ხო, ბევრი გამომრჩა, ალბათ, იკა! მაგრამ შენ რეალში მაინც გხედავ–ხოლმე და... ეს ხალხი ქუჩაშიც აღარ მხვდება. :(
მენატრებიან და... რა ჩემი ბრალია? :)
18. ლუბას ვერანდა მორჩა აწი...:)) ლუბას ვერანდა მორჩა აწი...:))
17. კი არ ჩაიკარგა...ან რა ჩაკარგავს ნიჭიერ ხალხს? არ შემოდიან უბრალოდ...იმიტომ რომ რაღაც ფსევდონიკებით დედა უტირეს აქაურობას მავანებმა კი არ ჩაიკარგა...ან რა ჩაკარგავს ნიჭიერ ხალხს? არ შემოდიან უბრალოდ...იმიტომ რომ რაღაც ფსევდონიკებით დედა უტირეს აქაურობას მავანებმა
16. ეე გამოგრჩენივართ...:((((((((( ეე გამოგრჩენივართ...:(((((((((
15. ვეთანხმები ბერის, მეც მესმის თამარ შენი. ვეთანხმები ბერის, მეც მესმის თამარ შენი.
14. ზემოთჩამოთვლილ გრანდსახელებთან მე ვინა ვარ, მაგრამ ერთი მინდა დავამატო, ჯერ არ მოვსულვარ და უკვე გაქცევას ვაპირებ ამ პორტალიდან, აქ რაც ხდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... :) ზემოთჩამოთვლილ გრანდსახელებთან მე ვინა ვარ, მაგრამ ერთი მინდა დავამატო, ჯერ არ მოვსულვარ და უკვე გაქცევას ვაპირებ ამ პორტალიდან, აქ რაც ხდება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს... :)
13. მესმის თქვენი გულის ტკივილი, სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესია. ლექსების კარგი და თბილია...
მესმის თქვენი გულის ტკივილი, სამწუხაროდ შეუქცევადი პროცესია. ლექსების კარგი და თბილია...
12. ხო,კარგი იყო ძველად... ყველა ვმეგობრობდით მგონი ახლა გადაგვიტყდა ძვლები, ახლა შევიცვალეთ ტონი... ხო,კარგი იყო ძველად... ყველა ვმეგობრობდით მგონი ახლა გადაგვიტყდა ძვლები, ახლა შევიცვალეთ ტონი...
11. " იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა." :)
მართლა, როდის არის ურაკპარაკის დაბადების დღე? :) " იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა." :)
მართლა, როდის არის ურაკპარაკის დაბადების დღე? :)
10. დემნა ხორ, იცი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მე ჩინურად ვწერ და თქვენ ქართულად კითხულობთ. სადმე ვახსენე ახალი იუზერები – ცუდად წერენ–მეთქი? ან რატომ აუკრძალეთ მათ აქ შემოსვლა–მეთქი? რა ან სად ნახეთ აქ ახლების შეურაცხმყოფელი თუნდაც ერთი სიტყვა?
არა, ბატონო! არც მითქვამს და არც მიფიქრია! ვისაც როგორ უნდა ისე წეროს და იკითხოს თავისი ნაწარმოებები... არც შეფასებას ვითხოვ, – თავშივე დავწერე ამის შესახებ! არც არავის ვაძლევ შენიშვნას, – ეს ასე რატომ დაწერე–მეთქი... გილოს ერთი სიტყვა ვკითხე, ნამდვილად შხამი და სამსალა იგულისხმე–მეთქი? ეს ვერ მაპატიეთ... :))) აწი როგორ გავიღებ ხმას? დათა თუთაშხიასავით ვიტყვი, – არაა ჩემი საქმე, ვინ რას დაწერს და როგორ! მომეწონება? – ვიტყვი მომწონს–მეთქი... არ მომეწონება? – გავივლი შეუფასებლად და უკომენტაროდ! და აღარავინ მომწეროს პირადში, – შემიფასე და დამიკომენტარე, თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო! :)
და თუ მე, თამარ ბუკიას, ის ძველი იუზერები და მათი ნაწერები მომენატრა, ამის უფლება არ მაქვს? :)))))
დემნა ხორ, იცი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მე ჩინურად ვწერ და თქვენ ქართულად კითხულობთ. სადმე ვახსენე ახალი იუზერები – ცუდად წერენ–მეთქი? ან რატომ აუკრძალეთ მათ აქ შემოსვლა–მეთქი? რა ან სად ნახეთ აქ ახლების შეურაცხმყოფელი თუნდაც ერთი სიტყვა?
არა, ბატონო! არც მითქვამს და არც მიფიქრია! ვისაც როგორ უნდა ისე წეროს და იკითხოს თავისი ნაწარმოებები... არც შეფასებას ვითხოვ, – თავშივე დავწერე ამის შესახებ! არც არავის ვაძლევ შენიშვნას, – ეს ასე რატომ დაწერე–მეთქი... გილოს ერთი სიტყვა ვკითხე, ნამდვილად შხამი და სამსალა იგულისხმე–მეთქი? ეს ვერ მაპატიეთ... :))) აწი როგორ გავიღებ ხმას? დათა თუთაშხიასავით ვიტყვი, – არაა ჩემი საქმე, ვინ რას დაწერს და როგორ! მომეწონება? – ვიტყვი მომწონს–მეთქი... არ მომეწონება? – გავივლი შეუფასებლად და უკომენტაროდ! და აღარავინ მომწეროს პირადში, – შემიფასე და დამიკომენტარე, თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო! :)
და თუ მე, თამარ ბუკიას, ის ძველი იუზერები და მათი ნაწერები მომენატრა, ამის უფლება არ მაქვს? :)))))
9. ძალიან კარგი ლექსებია. წერილიც კარგია. მონატრება, მონატრება... ძალიან კარგი ლექსებია. წერილიც კარგია. მონატრება, მონატრება...
8. ქალბატონო თამარ,თქვენი ეს განცხადება რაღაც შეხედვით საწყენიც კია,მაგრამ რადგანაც კრიტიკისა და პუბლიკაციის გვერდზე გამოქვეყნეთ,ვერ ჩავთლით მთლად საწყენად.მესმის თქვენი მონატრება,მაგრამ ამ ვებ-გვერდის ახალ წევრებს ძველებისთვის თავიანთი ნამუშევრების გამოქვეყნება არ აგვიკრძალავს.რითია ნაკლები ზოგიერთი ახალი წევრის შემოქმედება ზოგიერთ ძველისაზე?არგუმენტად მოვიყვან ერთ-ერთ ლექსს,რომელიც აქ წავიკითხე რამდენიმე დღის წინ,ლექსს ქვია - "გალაკტიონს",სამწუხაროდ ავტორის სახელი აღარ მახსოვს.პატივს ვცემ ყოველი ადამიანის შემოქმედებას,და თუ თქვენ არ მოგეწონებათ რომელიმე ნაწარმოები ამისთვისაა კრიტიკა,რომელიც თქვენ როგორც ჩანს კარგად შეგიძლიათ.ეს დაეხმარება როგორც ახალბედა მწერლებსა და პოეტებსაც.რა ჯობს იმას,როცა ამდენი მონაწილე გამოუჩნდა მწერლობასა თუ პოეზიას. ქალბატონო თამარ,თქვენი ეს განცხადება რაღაც შეხედვით საწყენიც კია,მაგრამ რადგანაც კრიტიკისა და პუბლიკაციის გვერდზე გამოქვეყნეთ,ვერ ჩავთლით მთლად საწყენად.მესმის თქვენი მონატრება,მაგრამ ამ ვებ-გვერდის ახალ წევრებს ძველებისთვის თავიანთი ნამუშევრების გამოქვეყნება არ აგვიკრძალავს.რითია ნაკლები ზოგიერთი ახალი წევრის შემოქმედება ზოგიერთ ძველისაზე?არგუმენტად მოვიყვან ერთ-ერთ ლექსს,რომელიც აქ წავიკითხე რამდენიმე დღის წინ,ლექსს ქვია - "გალაკტიონს",სამწუხაროდ ავტორის სახელი აღარ მახსოვს.პატივს ვცემ ყოველი ადამიანის შემოქმედებას,და თუ თქვენ არ მოგეწონებათ რომელიმე ნაწარმოები ამისთვისაა კრიტიკა,რომელიც თქვენ როგორც ჩანს კარგად შეგიძლიათ.ეს დაეხმარება როგორც ახალბედა მწერლებსა და პოეტებსაც.რა ჯობს იმას,როცა ამდენი მონაწილე გამოუჩნდა მწერლობასა თუ პოეზიას.
7. აზგო, შენ ყოველთვის ასე გესმის-ხოლმე, რასაც წერენ იუზერები? მდააა..... Я про Фому, он - про Ерёму! ასეა ახლა შენი საქმე! :))))))))))))
მე ვამბობ, რომ ის კარგი ავტორები მომენატრა-მეთქი საიტზე და მათი გემრიელი ნაწარმოებები... შენ კი დიიიიდი სახინკლის გახსნას გვთავაზობ! სახინკლე არაა პრობლემა... პრობლემა იმ კ ა რ გ ი ავტორების საიტზე დაბრუნებაა... ახლა მაინც გასაგებია ჩემი გულისტკივილი? :))))))))))) აზგო, შენ ყოველთვის ასე გესმის-ხოლმე, რასაც წერენ იუზერები? მდააა..... Я про Фому, он - про Ерёму! ასეა ახლა შენი საქმე! :))))))))))))
მე ვამბობ, რომ ის კარგი ავტორები მომენატრა-მეთქი საიტზე და მათი გემრიელი ნაწარმოებები... შენ კი დიიიიდი სახინკლის გახსნას გვთავაზობ! სახინკლე არაა პრობლემა... პრობლემა იმ კ ა რ გ ი ავტორების საიტზე დაბრუნებაა... ახლა მაინც გასაგებია ჩემი გულისტკივილი? :)))))))))))
6. მე პირადად ერთ გამოსავალს ვხედავ: დავხვრიტოთ ეს ზედმეტი 12700 იუზერი! ერთი მაგათიც... ე-ე, ანუ ესე იგი ერთი ჩვენიც! ანდა "ლოკომოტივის" სტადიონი გადაკეთდეს სახინკლედ! ვაა, ეს მეორე გამოსავალი მომიფიქრებია! მე პირადად ერთ გამოსავალს ვხედავ: დავხვრიტოთ ეს ზედმეტი 12700 იუზერი! ერთი მაგათიც... ე-ე, ანუ ესე იგი ერთი ჩვენიც! ანდა "ლოკომოტივის" სტადიონი გადაკეთდეს სახინკლედ! ვაა, ეს მეორე გამოსავალი მომიფიქრებია!
4. მე მე–7 თაობის თბილისელი ვარ, ღიმილ... :)
გვარი – მეგრული მაქვს, კი... :) მაგრამ მეგრული არ ვიცი, სამწუხაროდ! მე მე–7 თაობის თბილისელი ვარ, ღიმილ... :)
გვარი – მეგრული მაქვს, კი... :) მაგრამ მეგრული არ ვიცი, სამწუხაროდ!
3. თბილი მოგონება მონატრებაა :) :*
თბილი მოგონება მონატრებაა :) :*
2. ქალბატონო თამარ, თქვენ მეგრელი ბრძანდებით ხო? ქალბატონო თამარ, თქვენ მეგრელი ბრძანდებით ხო?
1. მე მომეწონა თქვენი მონატრება ) მე მომეწონა თქვენი მონატრება )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|