ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2013


მამა და ავოკადო

ჩემი ავოკადო , კურკიდან გავახარე,
აივანზე ცხოვრობს ქოთანში
და სულაც არ ხარობს,
საქართველოში რომ დაიბადა.
მამაჩემივითაა.
მამაჩემიც არ ხარობს იმით  აქ  რომ  დაიბადა.
დარწმუნებულია  ამერიკაში რომ
დაბადებულიყო პრეზიდენტი იქნებოდა.

მე მჯერა მამაჩემის.
ჩემი ავოკადოსიც მჯერა ,
მზის ჩასვლის შემდეგ ,    მორწყვისას  მეუბნება:
ამერიკაში რომ დავბადებულიყავი
18 მეტრიანი ხე ვიქნებოდი,
ორას კილომდე ნაყოფს მოვისხამდი.
გადავამოწმე მართალს იძახის.
დაბადებულიყო მამაჩემი ამერიკაში,
მე პრეზიდენტის შვილობა დამშვენდებოდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები