მე თევზი მყავს და მის აკვარიუმში წყალი ობდება ყოველთვის, როცა ჩემს ოთახში ის დღე დგება, კედლებს რომ პატარაობის ფოტოები აჭრელებს და ვხედავ, დროს ყველაფერი ეჭმევა.
ისედაც არასოდეს ლაპარაკობდი, მაგრამ როცა მასზე გიყვებოდი მეჩვენებოდა, რომ მუნჯდებოდი. ხომ გესმის? ხანდახან მგონია, რომ მის გამო წახვედი.
ზოგადად, ოთახებში თითქმის ვერასოდეს ვეტევი. არ მიყვარს დღისით საინტერესო რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს ბნელა და უნდა მოგიყვე. როცა ზურგით ფანჯრის ჩარჩოზე გადაწოლილს, მეხუთე სართულიდან თმებგადაფენილს მაქვს პატივი, მისი ცოლის გუბკით გამოტენილი ლიფები ვიხილო, იმდენად ვხალისდები, რომ ჩემი ხასიათი სახლში ვეღარ ეტევა.
ჩემი თევზი მარადმწვანე აკვარიუმში ცოცხლობს და რომ იცოდეს, რა უინტერესო ,,ცხოვრება,, აქვს, ფილტვებს ჰაერით გამოიტენიდა და.. ისე, ჩვენ ვართ უკუღმართები თუ თევზები?
როცა ყველა კორპუსში სინათლე დუმს, მისი ცოლის ღიღინი მესმის. ეს ის ღამეებია, სახლში მისვლას რომ აგვიანებს. ჰო, მზიანი ქალია მისი ცოლი. ათასში ერთხელ, როცა ძალიან მიმართლებს, ფანჯარასთან ისიც მოდის. კიდევ უფრო იშვიათად ისეც ხდება, რომ ამ დროს რეკავენ და მე შემიძლია მოვუსმინო..
საოცარი შეგრძნებაა ღამით ხერხემალი ფანჯრის რაფაზე გადაკიდო და დარწმუნებული იყო, ქალაქში მეორე არავინაა, ვინც იმ წამს შენს პოზიციაშია და ისე უყურებს ცას.
აღარ მახსოვს ბოლოს როდის ვაჭამე თევზს. წესით, გუშინ უნდა მომკვდარიყო. ასე მეგონა მე.
აღარ შემიძლია წარმოგიდგინო. არადა, ადამიანები წარმოსახვიდან არ იცვლებიან. ხომ ძველებური ხარ, ჟღალი, ჭორფლებიანი.. ნემო, დამღალა შენთვის ამბების მოყოლამ, როცა აქ არ ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ნემო, თევზი მომიკვდა.
ნემო, თევზი მომიკვდა.
19. შენთვის (ხასიათი რომ გეწვის :დ) ახალი რაღაც მაქვს ^_^ სოფო მუზებს გისურვებ :))) დონალდ ნუ მეთვალისჩაკვრისსმაილები :)
მადლობა. შენთვის (ხასიათი რომ გეწვის :დ) ახალი რაღაც მაქვს ^_^ სოფო მუზებს გისურვებ :))) დონალდ ნუ მეთვალისჩაკვრისსმაილები :)
მადლობა.
18. წარმატებები
+2
;) წარმატებები
+2
;)
17. ვაიმე მარიამ რა კარგი ხარ ვაიმე მარიამ რა კარგი ხარ
16. ძალიან მაგარია <3 ძალიან მაგარია <3
15. ძაან მაგარია, გავერთე კითხვაში... ნუ დამთავრდა! გააგრძელე მოჩვენებებთან საუბარი ^_^ მწერლობა ხომ ზუსტად ისაა, რომ რეალობის მიღმა იხედებოდე ძაან მაგარია, გავერთე კითხვაში... ნუ დამთავრდა! გააგრძელე მოჩვენებებთან საუბარი ^_^ მწერლობა ხომ ზუსტად ისაა, რომ რეალობის მიღმა იხედებოდე
14. :)) შენ თუ ისევ გრძელი თმა გაქვს, ძალიან მშურს. :)) შენ თუ ისევ გრძელი თმა გაქვს, ძალიან მშურს.
13. ზოგადად, ოთახები თითქმის ვერასოდეს ვეტევი.<<კორექტურაა
გოგონი =)
გამეღიმა. ჰოდა ღამით, ფანჯრის რაფიდან ხერხემალს რომ გადავკიდებ ხოლმე, გამახსენდება, რომ შეიძლება ქალაქში მეორე ვინმეცაა, ვინც იმ წამს ჩემს საოცარ შეგრძნებას იზიარებს =) ზოგადად, ოთახები თითქმის ვერასოდეს ვეტევი.<<კორექტურაა
გოგონი =)
გამეღიმა. ჰოდა ღამით, ფანჯრის რაფიდან ხერხემალს რომ გადავკიდებ ხოლმე, გამახსენდება, რომ შეიძლება ქალაქში მეორე ვინმეცაა, ვინც იმ წამს ჩემს საოცარ შეგრძნებას იზიარებს =)
12. ,,მე წინა ცხოვრებაში პოლი მერქვა. შენ - მოტე დე ფლევილი, მატილდა. მე მერე უცნაური ბედი მერგო. შენ მერე ალბათ უნდა ატირდე,, ,,მე წინა ცხოვრებაში პოლი მერქვა. შენ - მოტე დე ფლევილი, მატილდა. მე მერე უცნაური ბედი მერგო. შენ მერე ალბათ უნდა ატირდე,,
10. მეც ღამით მიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა, ნუ, უნდა ბნელოდეს მაინც :)
"დროს ყველაფერი ეჭმევა"
უთხარი იმ გოგოს, აჭამოს რა თევზს რამე , სანამ ნემო მოვიდოდეს :) მეც ღამით მიყვარს ასეთი ნაწერების კითხვა, ნუ, უნდა ბნელოდეს მაინც :)
"დროს ყველაფერი ეჭმევა"
უთხარი იმ გოგოს, აჭამოს რა თევზს რამე , სანამ ნემო მოვიდოდეს :)
9. კომენტარს შემოვყევი და რა კარგია რომ შემოვყევი +++++++++++++++++++ !!!!! კომენტარს შემოვყევი და რა კარგია რომ შემოვყევი +++++++++++++++++++ !!!!!
8. ოჰ, ნიკა. რა ტიპი ხარ.
http://25.media.tumblr.com/tumblr_lyrqhyyy4B1r2fs0co1_500.gif ოჰ, ნიკა. რა ტიპი ხარ.
http://25.media.tumblr.com/tumblr_lyrqhyyy4B1r2fs0co1_500.gif
7. ხალხო,მოდით აქ. ეს გოგონა ნამდვილი სასწაულია! ხალხო,მოდით აქ. ეს გოგონა ნამდვილი სასწაულია!
6. ვინც წერს მელნისფერი არ უყარდეს შეუძლებელია. მე მიყვარს მელნისფერი :))) ვინც წერს მელნისფერი არ უყარდეს შეუძლებელია. მე მიყვარს მელნისფერი :)))
5. არც მე, მაინცდამაინც არც მე, მაინცდამაინც
4. არადა, მელნისფერი არ მიყვარს. სულ სხვა ფერი ჩანხარ ნაწერებიდან. და ძალიან კარგი ფერიც. მომწონხარ ჯერჯერობით. მერე შეგიყვარებ კიდეც. (მიცვალებულებსაც შეგვიძლია სიყვარული.) არადა, მელნისფერი არ მიყვარს. სულ სხვა ფერი ჩანხარ ნაწერებიდან. და ძალიან კარგი ფერიც. მომწონხარ ჯერჯერობით. მერე შეგიყვარებ კიდეც. (მიცვალებულებსაც შეგვიძლია სიყვარული.)
3. მომეწონა მელნისფერო, მიყვარს, როცა ავტორი საფანტაზიოროდ ადგილს მიტოვებს :)++ მომეწონა მელნისფერო, მიყვარს, როცა ავტორი საფანტაზიოროდ ადგილს მიტოვებს :)++
2. :დ კი დათო, საკმაოდზე საკმაოდ :დ :დ კი დათო, საკმაოდზე საკმაოდ :დ
1. "საოცარი შეგრძნებაა ღამით ხერხემალი ფანჯრის რაფაზე გადაკიდო და დარწმუნებული იყო, ქალაქში მეორე არავინაა, ვინც იმ წამს შენს პოზიციაშია და ისე უყურებს ცას." - ასე აღარ გააკეთო :D და "მისი ცოლის გუბკით გამოტენილი ლიფები" ეს ძალიან მაგარია :D ისე, ამბობენ, აზღუდებია ისეთიო, რომ ფრიად მცირე ზომის მკერდსაც საკმაოდ ჯიშიანად წარმოაჩენსო :D "საოცარი შეგრძნებაა ღამით ხერხემალი ფანჯრის რაფაზე გადაკიდო და დარწმუნებული იყო, ქალაქში მეორე არავინაა, ვინც იმ წამს შენს პოზიციაშია და ისე უყურებს ცას." - ასე აღარ გააკეთო :D და "მისი ცოლის გუბკით გამოტენილი ლიფები" ეს ძალიან მაგარია :D ისე, ამბობენ, აზღუდებია ისეთიო, რომ ფრიად მცირე ზომის მკერდსაც საკმაოდ ჯიშიანად წარმოაჩენსო :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|