- მატარებლით მგზავრობისას, როცა ბაქნებს დიდი სისწრაფით გავდივარ და საბოლოოდ სადმე შეჩერდება ეს უზარმაზარი მასა, იქ მდგომი მაღალი სარეკლამო აბრები კი არა, ანდა მონიტორები, არამედ ზედ ბაქანზე მდგომი ადამიანები მგონია თავი და ვაგონში უიმედო, უარაფრო, უსიცოცხლო საკუთარი პიროვნების რაღაც ნაჭერს ვაკვირდები ხოლმე. ვაკვირდები როგორც საკუთარ მამას, ამხანაგს, ან რამე ისეთს რისი შეყვარებაც შეიძლება. ვაკვირდები მიძინებულს ჩემს თავს, მთელი სახის ნახევარით რომ მივყრდნობივარ თავისებურად დიდ გრილ შუშას და სიტყვები არ მყოფნის რომ დავუძახო, პირს კი ვაღებ, მაგრამ არაფერი ამოდის იქიდან ბლანტი ჰაერის გარდა, არადა თუ ერთი სიტყვა მაინც არ დავძარი ხმამაღლა და არ გამოვაფხიზლე, კიდევ რამდენ ბაქანს გავივლი მარტო, უიმედო, უარაფრო, სანამ საბოლოოდ სადმე არ შეჩერდება ეს უზარმაზარი მასა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მეც სიტყვა "საინტერესო" მომადგა პირველი მეც სიტყვა "საინტერესო" მომადგა პირველი
3. საინტერესოა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სხვები =) საინტერესოა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სხვები =)
2.
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა :))
იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა :))
1. საინტერესო..5 საკუთარი თავის და ყოფის დანახვა სხვისი თვალით.... საინტერესო..5 საკუთარი თავის და ყოფის დანახვა სხვისი თვალით....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|