 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 25 ივლისი, 2013 |
გამოფენაზე მოსული უამრავი დამთვალიერებლიდან ყველა აღტაცებული დარჩა. აქ არ იყო რაიმე ძველის გამეორება.
– შესანიშნავი ნახატია, - უთხრა მაღალფეხებიანმა ქალმა თანმხლებ დიდმუცლიან კაცს.
ქალზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ დარბაზში ისე იდგა, უნებურად იქცევდა ყურადღებას. აი, ისე, ბალერინები რომ დგანან ხოლმე, ვიდრე მაყურებლის წინაშე მადლობას მოიხდიან. თითქოს უნდა აფრინდესო და რაღაცნაირად ამ გამოფენის ნაწილს ჰგავდა, ურომლისოდაც დარბაზს რაღაც დააკლდებოდა.
დიდმუცლიანმა კაცმა არაფერი უპასუხა. არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა და ამიტომ, არ ესმოდა ფერწერა. არც ის უნდოდა, ქალს უვიცად სჩვენებოდა, ამიტომ გაჩუმდა, მაგრამ ერთი კია, თითოეული ნახატი ადგილზე აბამდა, ვერ გაიგო კი, რატომ. ერთ ნახატს ერქვა „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის“... ტილოზე რაღაც იისფერი ხაზები იყო, ამ იისფერი ხაზების უკან ვიღაცის სახე ირეკლებოდა იასამნისფერ თოვლზე. კაცს ეგონა, რომ ნახატზე თოვდა და იმ, თოვლზე არეკლილ ვიღაცის სახეს ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ვერაფრით მიხვდა, როგორ შეიძლებოდა, ნახატზე ეთოვა, მაგრამ ნამდვილად თოვდა.
მეორე ნახატისთვის ავტორს „მთვარის სონატა...“ დაერქმია. აქ არსად იყო მთვარე, , მაგრამ კაცს მოეჩვენა, მთვარე ის-ის იყო, ღრუბლებში დაიმალა და ეს ეს არის ღრუბლებიდან გამოვაო. თვალმოუშორებლად უყურებდა და ელოდა, როდის გამოვიდოდა ეს მთვარე ღრუბლებიდან. და რაც საოცარი იყო, ესმოდა რაღაც მუსიკაც... ნახატმა ადგილეზე დააბა და მუსიკამაც. ვერსად მიდიოდა.
- შესანიშნავი ფერწერაა - თქვა ნირწამხდარმა მაღალფეხებიანმა ქალმა.
- მოგწონთ?
მოესმათ ზურგიდან. ორივემ თავი უკან შემოაბრუნეს.
- მოგწონთ? - ისევ იკითხა ხანშიშესულმა კაცმა. მას შავი ფრაკი ეცვა, შავი ცილინდრი ეხურა. დიდმუცლიან კაცს მოეჩვენა, რომ ხანშიშესული მსახიობი იყო.
– დიახ, ძალიან, ყველა ნახატი ცოცხალია, ყველა თითქოს, მოძრაობს.! - თქვა ქალმა.
ცილინდრიანმა ხანშიშესულმა კაცმა შეამჩნია, ქალს ძალიან ლამაზი და მეტყველი ხელები ჰქონდა.
„ასეთი ხელები მგრძნობიარე და ინტელექტუალურ ადამიანებს აქვთ“ , გაიფიქრა მან.
-იყიდეთ - შესთავაზა ქალს.
-სამწუხაროდ, ფასი ჩემთვის ხელმიუწვდომელია - ნაღვლიანად გაიღიმა ქალმა და თანმხლებს გადახედა.
– გინდათ, გაჩუქოთ?!
– თქვენ ვინ ბრძანდებით?! – გაუკვირდა ქალს და აქ შეამჩნია, ხანშიშესულ კაცს ფრაკი კისერთან საკმაოდ გაცვეთილი ჰქონდა და ცილინდრიც ალბათ, სიძველისგან გახუნებულიყო და ზუსტად ეს ყველაფერი რაღაც ინტიმურს ხდიდა გამოფენას.
– მე ავტორი ვარ.
– როგორ?! – ქალმა გაიხედ–გამოიხედა, თვალებით ვიღაცას ეძებდა – მე ვიცი, რომ ავტორი საკმაოდ ახალგაზრდა მხატვარია.
– მე იმ მხატვრის ავტორი ვარ - აუხსნა ცილინდრიანმა და გაიღიმა.
ქალმაც გაიღიმა, თუმცა, კი ვერ გაიგო პასუხის აზრი, ისე გაიღიმა, ზრდილობის გამო და უბრალოდ თქვა:
– დიდი შემოქმედებაა!
– ყველაზე დიდი შემოქმედება თავის გადარჩენაა ფიზიკურად და მორალურად - ისევ გაიღიმა კაცმა.
დიდმუცლიანი კაცი ვერ მიხდვა რა ხდებოდა. ქალი და ცილინდრიანი კაცი ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და მაგრამ რაღაც ერთ გარკვეულ საკითხზე სხვადასხვა აზრი ჰქონდათ.
– რა ბრძანეთ?! - გაუკვირდა ქალს.
– ყველაზე დიდი შემოქმედება ამ წუთისოფელში თავის გადარჩენაა, ფიზიკურად და მორალურად - გარკვევით გაიმეორა კაცმა და ისევ გაუღიმა ქალს.
– კი, მაგრამ განა შეიძლება თავის გადარჩენა, როცა ცუდი ასე ბევრია და კარგი ასე ცოტა ?! – ნაღველი მარტო თვალებში გამოჩნდა ოდნავ შესამჩნევად და თანხმლებს შეუმჩნევლად გადახედა, მხოლოდ თვალების მოძრაობით.
– დიახ, შეიძლება, თუ მე მოგეხმარეთ.
– თქვეენ?! – ირონია ოდნავ შეეხო ქალის ტუჩის კუთხეებს – კი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ?
– ხომ გითხარით, იმ მხატვრის ავტორი ვარ.
დიდმუცლიან კაცს არ ესმოდა რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ დაბურძგლა და სიმწრის ოფლმა დაასხა.
ქალმა წარბები აზიდა, თუმცა არაფერი უკითხავს.
ხანშიშესულმა კაცმა თავაზიანად მოუხადა ცილინდრი დამშვიდობების ნიშნად და ხელჯოხის კაკუნით საგამოფენო დარბაზიდან გავიდა.
– ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ, როგორც პროფესიონალები, მაგრამ ისეთი გულწრფელი აღტაცებით, როგორც თქვენ, არავინ. ასე მგონია, ზუსტად იმას ხედავთ, რისი თქმაც მე მინდოდა, ამიტომ გაჩუქებთ - მხატვარმა ნახატი ჩამოხსნა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ნეფერტარო, აუცილებლად უნდა გაგიცნო მე შენ. :) გადაიაროს ამ ზაფხულის ბუმმა და უნდა გაგიცნო. :) იშვიათად იგებს ვინმე სხვის მოთხრობას ისე, როგორც შენ ჩემსას. :*
მუხა, ჩემო სიყვარულო, ველოდებოდი, როდის წაიკითხავდი. :) შენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ იცი? :)
მეუდაბნოვე, ყოველთვის მიხარია, შენი აქ შემოსვლა. :) ნეფერტარო, აუცილებლად უნდა გაგიცნო მე შენ. :) გადაიაროს ამ ზაფხულის ბუმმა და უნდა გაგიცნო. :) იშვიათად იგებს ვინმე სხვის მოთხრობას ისე, როგორც შენ ჩემსას. :*
მუხა, ჩემო სიყვარულო, ველოდებოდი, როდის წაიკითხავდი. :) შენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ იცი? :)
მეუდაბნოვე, ყოველთვის მიხარია, შენი აქ შემოსვლა. :)
18. მიკვირს ეს როგორ გამომრჩა ამდეხანს წაუკითხავი. ეს ალბად ერთი დიდი რომანიდან არის აღებული, ,არის საინტერესო და ემციური, როგორც ყოველთვის, ბოლოს მკითხველისთვის ტოვებ საფიქრალს. ჩემი მოწომება იყოს აქ. მიკვირს ეს როგორ გამომრჩა ამდეხანს წაუკითხავი. ეს ალბად ერთი დიდი რომანიდან არის აღებული, ,არის საინტერესო და ემციური, როგორც ყოველთვის, ბოლოს მკითხველისთვის ტოვებ საფიქრალს. ჩემი მოწომება იყოს აქ.
17. მე კი ვთვლი, რომ სათაური იდეალურად არის შერჩეული, დასკვნა კი არის აი ეს:
"ყველაზე დიდი შემოქმედება ამ წუთისოფელში თავის გადარჩენაა, ფიზიკურად და მორალურად".
მხატვრის ავტორი, ცილინდრიანი მოხუცი კაცი გაცვეთილსაყელოიანი ფრაკით კი ის არის ვისგანაც ნამდვილი ხელოვნება მოდის, უფალი თანამედროვე სახით, ვისაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანს ფიზიკურად და მორალურად გადარჩენაში ამ წუთისოფელში. ამიტომაც მისი ქვეცნობიერი კარნახით მხატვარი ჩუქნის "იისფერ თოვლს" ქალს, რომელიც ტენდის აღწერით - დეგას ბალერინას ჰგავს.
მიყვარს ტენდის ნაწერები, ისეთი პიკანტურია, უცხო, არომატული, სურნელოვანი როგორც კარკადეს ცივი ჩაი.
5 ქულა. მე კი ვთვლი, რომ სათაური იდეალურად არის შერჩეული, დასკვნა კი არის აი ეს:
"ყველაზე დიდი შემოქმედება ამ წუთისოფელში თავის გადარჩენაა, ფიზიკურად და მორალურად".
მხატვრის ავტორი, ცილინდრიანი მოხუცი კაცი გაცვეთილსაყელოიანი ფრაკით კი ის არის ვისგანაც ნამდვილი ხელოვნება მოდის, უფალი თანამედროვე სახით, ვისაც შეუძლია დაეხმაროს ადამიანს ფიზიკურად და მორალურად გადარჩენაში ამ წუთისოფელში. ამიტომაც მისი ქვეცნობიერი კარნახით მხატვარი ჩუქნის "იისფერ თოვლს" ქალს, რომელიც ტენდის აღწერით - დეგას ბალერინას ჰგავს.
მიყვარს ტენდის ნაწერები, ისეთი პიკანტურია, უცხო, არომატული, სურნელოვანი როგორც კარკადეს ცივი ჩაი.
5 ქულა.
16. ჰო ეს წავიკითხე მე და ის კაცი მხატვრის მამა მგონია) შესაძლოა ვცდები... წარმატებები +5 ჰო ეს წავიკითხე მე და ის კაცი მხატვრის მამა მგონია) შესაძლოა ვცდები... წარმატებები +5
15. მომეწონა, ლაღად იკითხება, იდეა კარგად არის გადმოცემული, ქალის პორტრეტი ძალიან ხატოვნად მართლაც სურათივით კარგად არის შესრულებული, ფრაკიანმა მოხუცმა მისტიკური სახე მისცა მოთხრობას და მოდი ნუ ვეცდებით გამოვიცნოთ ვინ იყო ის. კარგია. მომეწონა, ლაღად იკითხება, იდეა კარგად არის გადმოცემული, ქალის პორტრეტი ძალიან ხატოვნად მართლაც სურათივით კარგად არის შესრულებული, ფრაკიანმა მოხუცმა მისტიკური სახე მისცა მოთხრობას და მოდი ნუ ვეცდებით გამოვიცნოთ ვინ იყო ის. კარგია.
13. ჩემში, როგორც უნივერსიტეტის ლექტორში, სიტყვა "დასკვნა" სხვა ასოციაციას იწვევს, - სადიპლომოს დასკვნისკენ გარბის გონება. ანუ, მოთხრობა - კარგია, მაგრამ... სათაური მგონია სრულიად შეუფერებელი.
კომენტარებში ვნახე, - "კრებულის დასკვნააო"... მაპატიეთ, მაგრამ... კრებულის დასკვნად - ეს სათაური "დასკვნა" არ გამოდგება.
მოკლედ, არ ვიცი, რამდენად სწორად მიმიხვდით, - არ მომწონს სათაური და ვფიქრობ, შესაცვლელია.
"დაღეჭილს" კი რაც შეეხება, ლუკმა უნდა მოგეწონოს, მისი დაღეჭვის სურვილი რომ გაგიჩნდეს. მერე კი, რა თქმა უნდა, ადვილი გადასაყლაპი ხდება-ხოლმე და თევზის ფხასავით არ იჩხირება ყელში. :)
ჰო, მართლა, ტენდი, თქვენ მე არ მიცნობთ. მე - დალი ვარ, (ნანა მიცნობს მხოლოდ თქვენი "სამეზობლოდან") და ნურავის დააბრალებთ ჩემს აქ შემოსვლას და ამ კომენტარს, კარგი? მითუმეტეს, რომ მე თქვენზეც კი 2-3 წლით უფროსი ვარ, ალბათ! უბრალოდ, მახსოვს თქვენი აგრესიული ტონი ჩემს მიმართ და... გულმა არ მომითმინა, რომ არ მეთქვა ჩემი სათქმელი. :) ჩემში, როგორც უნივერსიტეტის ლექტორში, სიტყვა "დასკვნა" სხვა ასოციაციას იწვევს, - სადიპლომოს დასკვნისკენ გარბის გონება. ანუ, მოთხრობა - კარგია, მაგრამ... სათაური მგონია სრულიად შეუფერებელი.
კომენტარებში ვნახე, - "კრებულის დასკვნააო"... მაპატიეთ, მაგრამ... კრებულის დასკვნად - ეს სათაური "დასკვნა" არ გამოდგება.
მოკლედ, არ ვიცი, რამდენად სწორად მიმიხვდით, - არ მომწონს სათაური და ვფიქრობ, შესაცვლელია.
"დაღეჭილს" კი რაც შეეხება, ლუკმა უნდა მოგეწონოს, მისი დაღეჭვის სურვილი რომ გაგიჩნდეს. მერე კი, რა თქმა უნდა, ადვილი გადასაყლაპი ხდება-ხოლმე და თევზის ფხასავით არ იჩხირება ყელში. :)
ჰო, მართლა, ტენდი, თქვენ მე არ მიცნობთ. მე - დალი ვარ, (ნანა მიცნობს მხოლოდ თქვენი "სამეზობლოდან") და ნურავის დააბრალებთ ჩემს აქ შემოსვლას და ამ კომენტარს, კარგი? მითუმეტეს, რომ მე თქვენზეც კი 2-3 წლით უფროსი ვარ, ალბათ! უბრალოდ, მახსოვს თქვენი აგრესიული ტონი ჩემს მიმართ და... გულმა არ მომითმინა, რომ არ მეთქვა ჩემი სათქმელი. :)
12. უამბიციო პროზაა. ოსტატის ხელი ეტყობა. გისურვებ წარმატებებს! უამბიციო პროზაა. ოსტატის ხელი ეტყობა. გისურვებ წარმატებებს!
11. ეს გუშინ წავიკითხე და გამახსენდა, ლორთქიფანიძეს აქვს, როცა მხატვრობაში ვერ ერკვევი, ის მოგწონს, რაშიც შენს თავს ხედავო =) ეს გუშინ წავიკითხე და გამახსენდა, ლორთქიფანიძეს აქვს, როცა მხატვრობაში ვერ ერკვევი, ის მოგწონს, რაშიც შენს თავს ხედავო =)
10. ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
9. ოი, თანანა, უუუღრმესი მადლობა. დიახ, მასე ვფიქრობ, დაღეჭილს ყველა გადაყლაპავს.
პატივისცემით. :) ოი, თანანა, უუუღრმესი მადლობა. დიახ, მასე ვფიქრობ, დაღეჭილს ყველა გადაყლაპავს.
პატივისცემით. :)
8. შემოქმედს სწორედ მისი ჩანაფიქრის დამნახავი და გამზიარებელი ჭირდება, ასეთთა რაოდენობა კი სამწუხაროდ, ყველა დროში მცირეა... შემოქმედს სწორედ მისი ჩანაფიქრის დამნახავი და გამზიარებელი ჭირდება, ასეთთა რაოდენობა კი სამწუხაროდ, ყველა დროში მცირეა...
7. " ქალზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ დარბაზში ისე იდგა, უნებურად იქცევდა ყურადღებას. აი, ისე, ბალერინები რომ დგანან ხოლმე, ვიდრე მაყურებლის წინაშე მადლობას მოიხდიან. თითქოს უნდა აფრინდესო და რაღაცნაირად ამ გამოფენის ნაწილს ჰგავდა, ურომლისოდაც დარბაზს რაღაც დააკლდებოდა."
ჩემი პატივისცემა და :) " ქალზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ დარბაზში ისე იდგა, უნებურად იქცევდა ყურადღებას. აი, ისე, ბალერინები რომ დგანან ხოლმე, ვიდრე მაყურებლის წინაშე მადლობას მოიხდიან. თითქოს უნდა აფრინდესო და რაღაცნაირად ამ გამოფენის ნაწილს ჰგავდა, ურომლისოდაც დარბაზს რაღაც დააკლდებოდა."
ჩემი პატივისცემა და :)
6. ჭაო, ეს მოთხრობა ჩემი კრებულის "დასკვნაა" :) სწორად მიხვდი შენ. ჭაო, ეს მოთხრობა ჩემი კრებულის "დასკვნაა" :) სწორად მიხვდი შენ.
5. თოლია..:-* ნახატი კი ქალს აჩუქეს , მაგრამ ის შავი კაცი (ცილინდრიანი) ვინ იყო?...:) სავარაუდოდ ალბათ მხატვრის მამა... ტენდი..:-* ცოტა ბუნდოვანია ეს დასკვნა , უფრო სწორად კი დამრჩა ისეთი აზრი, თითქოს რომელიღაც შენს რომანს ამოაგლიჯე ერთი ფურცელი და მოგვიტანე აქ...:)) მაინც დიდად ვისიამოვნე შენი მრავლისდამტევი დიალოგებით...:-* ეტყობა ნაწერს ოსტატის ხელი...:-* თოლია..:-* ნახატი კი ქალს აჩუქეს , მაგრამ ის შავი კაცი (ცილინდრიანი) ვინ იყო?...:) სავარაუდოდ ალბათ მხატვრის მამა... ტენდი..:-* ცოტა ბუნდოვანია ეს დასკვნა , უფრო სწორად კი დამრჩა ისეთი აზრი, თითქოს რომელიღაც შენს რომანს ამოაგლიჯე ერთი ფურცელი და მოგვიტანე აქ...:)) მაინც დიდად ვისიამოვნე შენი მრავლისდამტევი დიალოგებით...:-* ეტყობა ნაწერს ოსტატის ხელი...:-*
4. ტენდი, მომკალი ახლა , თუ გინდა, მაგრამ მთლად კარგად ვერ მივხვდი :)
დიდმუცლიან კაცს აჩუქა ნახატი?
კაი გამოფენა კი იყო! ტენდი, მომკალი ახლა , თუ გინდა, მაგრამ მთლად კარგად ვერ მივხვდი :)
დიდმუცლიან კაცს აჩუქა ნახატი?
კაი გამოფენა კი იყო!
3. წეღან წავიკითხე, ვეღარ მოვასწარი დაკომენტარება... სავსეა ემოციით აქაურობა...უნაკლო დიალოგებია... ჩემი დიდი მოწონება... + გაიხარეთ! წეღან წავიკითხე, ვეღარ მოვასწარი დაკომენტარება... სავსეა ემოციით აქაურობა...უნაკლო დიალოგებია... ჩემი დიდი მოწონება... + გაიხარეთ!
2. , იმ მხატვრის ავტორი ვარ. სიტყვით რომ ვერ გადმოვცემდი ჩემს ემოციებს,წერას მივმართე.. აქ კი ვეღარც ვწერ..:) არაფრისმთქმელი--5 კომენდანტივით გამოწმებ..მე- (შიშით) -შემოდიხარ თუ არა საიტზე(ფორუმის პოსტის მერე).. და მიხარიხარ... , იმ მხატვრის ავტორი ვარ. სიტყვით რომ ვერ გადმოვცემდი ჩემს ემოციებს,წერას მივმართე.. აქ კი ვეღარც ვწერ..:) არაფრისმთქმელი--5 კომენდანტივით გამოწმებ..მე- (შიშით) -შემოდიხარ თუ არა საიტზე(ფორუმის პოსტის მერე).. და მიხარიხარ...
1. ესეც, გამოფენა. :) ესეც, გამოფენა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|