როგორც ქალის დამახასიათებელი ინსტიქტი - -რაც არ უნდა საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობდეს, თვალს მაინც ეშმაკურად გააპარებს, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მამაკაცისკენ.
სწორედ ასე მიმზერს კლინიკის კედლები და თითოეული კუთხე უფრო კეთილგონივრულად მეპყრობა, ვიდრე დაწყვილებული ქალის მზერა, მზერა, რომელიც შეზღუდულია...
ამ კედლებში გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვიდრე ამ კედლების მიღმა – გარე, სულიერ სამყაროში, სამყაროში, რომელიც ერთგვარია ბარაკია, “აზული” – -სადაც შეზღუდულია უფლებები...
მე, არ ვიცი, როგორია ამ ნაწერის ბედი, უფრო ავანტურისტია, ხან აშენებული, ხან დაქცეული... უფრო თევზების ჰოროსკოპს გავს, ხან აღმა, ხან დაღმა მცურავს...
ხან ღია ცის ქვეშ შერჩენილს, ხან კედლებში გამომწყვდეულს...
არ ვიცი რა იქნება ხვალ, ალბათ დავლევ ცოტას და დავრჩები ღია ცის ქვეშ, ან დავუბრუნდები კლინიკის კედლებს, სადაც გაცილებით მეტია თავისუფლება, ვიდრე ღია ცის ქვეშ...
ასეთი რამ არასდროს მინახავს, არასდროს მინახავს წვიმა ასე დამსგავსებოდეს ოწინარს და მისი ხმა ისუსხებოდეს მედუზის მსგავსად და დნებოდეს ხელის გულებში, როგორც მედუზა და თუ ეს დაუჯერებელია, კითხე და გიპასუხებს კლინიკის კედლები, რადგან ჩემ გარდა, კედლებია ამ ყველაფრის მოწმე...
არ ვიცი, როგორია ამ ნაწერის ბედი, გარდა იმისა, რომ მორიგი სიტყვების კომბინაცია მედუზის მსგავსად დამსუსხავს და ხელში ჩამადნება, მაგრამ აქ არ არის მზე, აქ მხოლოდ კედლები, თავისუფლება და ორმოც ვატიანი ნათურაა, ნათურა - ულტრაიისფერი სხივები და ერთგვარი მზის იმიტაცია, მხოლოდ ერთი ნაკლით – -არ ათბობს...
არ ვიცი, როგორია ამ ნაწერის ბედი... ეს ჩაკეტილი და თავისუფალი სივრცეა ამ ნაწერის რეიკარნაცია... და მისი დასასრული ისეთივეა, როგორც შეეფერება მამაკაცურ თვისებას, დახაროს თავი და მანამდე დაუთმოს შეყვარებულ წყვილს გზა, სანამ ქალი შეფარვით შეაპარებს, შეზღუდულ მზერას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. დღიურში მიმაქვს. :) ძალიან კარგი დღიურში მიმაქვს. :) ძალიან კარგი
9. როგორც ქალის დამახასიათებელი ინსტიქტი - -რაც არ უნდა საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობდეს, თვალს მაინც ეშმაკურად გააპარებს, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მამაკაცისკენ.
ამას ვაპროტესტებ....
როგორც ქალის დამახასიათებელი ინსტიქტი - -რაც არ უნდა საყვარელ ადამიანთან ერთად სეირნობდეს, თვალს მაინც ეშმაკურად გააპარებს, მოპირდაპირე მხრიდან მომავალი მამაკაცისკენ.
ამას ვაპროტესტებ....
8. ...
ვეძებდი და ვიპოვე.
ყველა სიკეთე... ...
ვეძებდი და ვიპოვე.
ყველა სიკეთე...
7. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
6. :-) კარგი ხარ :-) კარგი ხარ
5. ოუმ =)
ძალიან. ოუმ =)
ძალიან.
4. დღეს ამით დავამთავრებ კითხვას +5 სიკეთე ავტორს. დღეს ამით დავამთავრებ კითხვას +5 სიკეთე ავტორს.
3. ფინალი მართლაც მაგარია, შეკრა მთელი ნაწერი.
"არ ვიცი, როგორია ამ ნაწერის ბედი, გარდა იმისა, რომ მორიგი სიტყვების კომბინაცია მედუზის მსგავსად დამსუსხავს და ხელში ჩამადნება, მაგრამ აქ არ არის მზე, აქ მხოლოდ კედლები, თავისუფლება და ორმოც ვატიანი ნათურაა, ნათურა - ულტრაიისფერი სხივები და ერთგვარი მზის იმიტაცია, მხოლოდ ერთი ნაკლით – -არ ათბობს..." ეს მომეწონა კიდევ.
სიკეთე ავტორო!
ფინალი მართლაც მაგარია, შეკრა მთელი ნაწერი.
"არ ვიცი, როგორია ამ ნაწერის ბედი, გარდა იმისა, რომ მორიგი სიტყვების კომბინაცია მედუზის მსგავსად დამსუსხავს და ხელში ჩამადნება, მაგრამ აქ არ არის მზე, აქ მხოლოდ კედლები, თავისუფლება და ორმოც ვატიანი ნათურაა, ნათურა - ულტრაიისფერი სხივები და ერთგვარი მზის იმიტაცია, მხოლოდ ერთი ნაკლით – -არ ათბობს..." ეს მომეწონა კიდევ.
სიკეთე ავტორო!
2. კარგი იყო :) კარგი იყო :)
1. ფინალი დასაწყისს რა კარგად ხსნის, არადა, კინაღამ აღვშფოთდი, უცებ :)
წვიმის კლინიკური სურათი მომეწონა , განსაკუთრებით:
"ასეთი რამ არასდროს მინახავს, არასდროს მინახავს წვიმა ასე დამსგავსებოდეს ოწინარს და მისი ხმა ისუსხებოდეს მედუზის მსგავსად და დნებოდეს ხელის გულებში, როგორც მედუზა"
მოკლედ, ხან აღმა რომ დაცურავს ეს ნაწერი და ხან დაღმა, ამას არაუშავს- მთავარია, თავისუფლად ცურავს! ფინალი დასაწყისს რა კარგად ხსნის, არადა, კინაღამ აღვშფოთდი, უცებ :)
წვიმის კლინიკური სურათი მომეწონა , განსაკუთრებით:
"ასეთი რამ არასდროს მინახავს, არასდროს მინახავს წვიმა ასე დამსგავსებოდეს ოწინარს და მისი ხმა ისუსხებოდეს მედუზის მსგავსად და დნებოდეს ხელის გულებში, როგორც მედუზა"
მოკლედ, ხან აღმა რომ დაცურავს ეს ნაწერი და ხან დაღმა, ამას არაუშავს- მთავარია, თავისუფლად ცურავს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|