 | ავტორი: ელ-კა ჟანრი: პროზა 11 ნოემბერი, 2008 |
არა, არა, ნუ შეშინდებით, მე არაფერი დამიწერია :D
მოთხრობა რომელსაც ახლა წაიკითხავთ (იმედი მაქვს :) ) დაწერილია მარინე მამულაშვილის მიერ, გამოქვეყნებული იყო ჟურნალ "საქართველოს ქალში" (წელი არ მახსოვს :) ), მომეწონა და მინდა თქვენც წაგაკითხოთ .
მ ო ლ ო დ ი ნ ი
ავტობუსიდან რუსთაველის ძეგლი რომ გამოჩნდა, ფანჯარას მივაჭყლიტე ცხვირი და იქაურობა გულდასმით დავზვერე---ვერ დავინახე, ალბათ ჯერ არ მოსულა. ავტობუსიდან ჩამოვედი, იქვე გაჩერებასთან ნაყინი ვიყიდე და აეროპორტის სალაროებთან რომ საათია, იქით გავემართე. ამასობაში შვიდიც შესრულდა. მე, როგორც ყოველთვის, ზუსტად მოვედი. საათთან გამოსაჩენ ადგილზე დავდექი, ბარემ შორიდან დამინახოს, იქნებ ბოლოს და ბოლოს შერცხვეს, მოსვლა რომ ისევ დავასწარი. ვერ გამიგია, მე რად უნდა ვასწრებდე მოსვლას? უკვე რვის ხუთი წუთია. ჰოდა იმას ვამბობდი... რას ვამბობდი?... საათი თუ გაუჩერდა. კი მაგრამ, ხომ უნდა შენიშნოს, რომ საათი გაჩერებულა. არა, შეამჩნევდა, ერთი-ორჯერ მაინც თუ დახედა. და თუ არ დახედა?--- ესე იგი, ჩემთან შეხვედრა არც უფიქრია. ყველაფერი გასაგებია. ჰმ! ნამდვილად იმან დაურეკა. და ახლა ალბათ ერთად დასეირნობენ. თუ ეგრეა, ერთ წუთსაც არ გავჩერდები. მეტი არაფერი მინდა, ოღონდ ეგენი დავინახო სადმე ერთად. მერე მიყუროს!... რაღას მიბარებდა, მოსვლას თუ არ აპირებდა? მაშ, სად გდია ამდენ ხანს?! რვის ათი წუთია. თვალები ისევ მოვჭუტე, სახე სულ დამემანჭა და ვცადე, რაც შეიძლება შორს გამეხედა. მაინც ვერაფერი დავინახე. ესეც მე! რომ ჩამჩიჩინებენ, სათვალე ატარეო, ტყუილს კი არ მეუბნებიან. ჯერ ერთი, სახე სულ დამინაოჭდება. მეორეც --- შორიდანვე ხომ დავინახავდი, მოდის თუ არა. იქნებ სულ ახლოსაა, მე კი ვერ ვხედავ და სულ ტყუილად ვნერვიულობ?... იმდენი იმას რა ვუთხარი! არა, რაღაცაშია საქმე. ნამდვილად ავად გახდებოდა. წევს ახლა ალბათ და ორმოცი აქვს სიცხე. საწყალი! იქნებ იაპონური გრიპიც (მაშინ ეგრე ვეძახდით :) ) კი დაემართა. ახლა მაინც გრიპია მთელ ქალაქში მოდებული. ისე, ტელეფონით რომ ველაპარაკე, რაღაც არ ეტყობოდა ხმაზე, ავად რომ იყო. რა უბედურებაა, უკვე რვის თხუთმეტი წუთია. მეც ვდგავარ, რაღა, სულელივით და ვუცდი! აქამდეც უნდა წავსულიყავი, ჭკუა რომ მქონოდა. მაგრამ არა, პრინციპის საქმეა ---- ხომ უნდა გავიგო, მოვა თუ არა. როცა დავინახავ, მაშინვე წავალ. ხმასაც არ გავცემ. დიახ! უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენს დააგვიანებს. მაგრამ ვაითუ, სულ არ მოდის? რამდენ ხანს ვიდგე აქ? წამოწვიმა კიდეც. სულ გავილუმპები. მაინც დავიცდი. აი, მობძანდება და პირში მივახლი ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ. იქნებ სჯობს, რომ სულაც არაფერი ვუთხრა, ზურგი შევაქციო და წავიდე? ასე აჯობებს, უფრო ეფექტური იქნება. მიხვდება, რომ საშინელება ჩაიდინა. არა, მაინც რაღას ვუცდი. რვის ოცი წუთია! წავალ. აღარც ვნახავ აღარასდროს. ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე. იქნებ იმასაც ფიქრობს, რომ ღირსია ასე საათობით ვიდგე ქუჩაში და ველოდო? სულ ჩემი ბრალია ყველაფერი. ახია ჩემზე! მე რადგან მიყვარს, თავი ულამაზესი ჰგონია. სარკეში ჩაიხედოს მაგ უტვინომ! წავედი. ტელეფონსაც აღარ მივეკარები. რეკოს რამდენიც უნდა. მეყოფა მაგ არარაობაზე, არაკაცზე ფიქრი!... გამოჩნდა, როგორც იქნა! აბა, ახლა ვუჩვენებ სეირს!... ხო-ხო-ხო, როგორ გააყოლეს გოგოებმა თვალი! არა -- ობიექტურად თუ შეხედავ. ძალიან სიმპათიურია. ამას თვითონაც გრძნობს. ერთი ის ქუდი ვერ მოვახდევინე, თორემ ისე... ვეტყვი, აღარ დაიხუროს, არ უხდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მეც მომეწონა!!! მეც მომეწონა!!!
27. ლამაზია. აზრიანი.
ლამაზია. აზრიანი.
26. მე დიდ ყურადღებას ვუთმობდი საიტის ცხოვრებას და ვკითხულობდი ხშირად,მიკვირდა ერთი რამ,მაშინ როცა ძალიან კარგად იწერება აქაც პროზე რატომ არ გვყავს მკითხველი..განა მხოლოდ ერთი მიზეზი: ქართველების სიზარმაცე და მონიტორზე ნაკლებად მისაღები ხერხი პროზის წაკითხვა? არა,კიდევ ბევრია და მათ შორის ერთი- პროზას მეტი არეალი წირდება,მეტი ინტელექტი და წიგნიერება,პოეზიას კი წაკითხვით ადვილად გაიგებ და თან მალე,რაც სწრაფად ის უკეთესადო ხოომ
მინდა წარმატებები გისურვოოთ და მკითხველი პროზისკენ მოვაბრუნოთ! პატივისცემით, უბრალოდ შტეფი.... მე დიდ ყურადღებას ვუთმობდი საიტის ცხოვრებას და ვკითხულობდი ხშირად,მიკვირდა ერთი რამ,მაშინ როცა ძალიან კარგად იწერება აქაც პროზე რატომ არ გვყავს მკითხველი..განა მხოლოდ ერთი მიზეზი: ქართველების სიზარმაცე და მონიტორზე ნაკლებად მისაღები ხერხი პროზის წაკითხვა? არა,კიდევ ბევრია და მათ შორის ერთი- პროზას მეტი არეალი წირდება,მეტი ინტელექტი და წიგნიერება,პოეზიას კი წაკითხვით ადვილად გაიგებ და თან მალე,რაც სწრაფად ის უკეთესადო ხოომ
მინდა წარმატებები გისურვოოთ და მკითხველი პროზისკენ მოვაბრუნოთ! პატივისცემით, უბრალოდ შტეფი....
25. ხომ უნდა გავიგო, მოვა თუ არა. როცა დავინახავ, მაშინვე წავალ. ხმასაც არ გავცემ. დიახ!
კარგია, მართლაც! ხომ უნდა გავიგო, მოვა თუ არა. როცა დავინახავ, მაშინვე წავალ. ხმასაც არ გავცემ. დიახ!
კარგია, მართლაც!
22. არ ვაფასებ რადგან სხვისია. სხვას კი ვეტყვი არ მიყვარს ე.წ. "სმაილიკებიანი" ნაწარმოები... შენ კი ჩემგან მოწონება!!! სიმართლე გითხრა, კიდევ დავამატებ ერთფეროვან ნაწარმოებს არ ვაფასებ. ძვირფასო რა ვქნა პირდაპირი ვარ!!! აქ ზუსტად ეგ არის... არ ვაფასებ რადგან სხვისია. სხვას კი ვეტყვი არ მიყვარს ე.წ. "სმაილიკებიანი" ნაწარმოები... შენ კი ჩემგან მოწონება!!! სიმართლე გითხრა, კიდევ დავამატებ ერთფეროვან ნაწარმოებს არ ვაფასებ. ძვირფასო რა ვქნა პირდაპირი ვარ!!! აქ ზუსტად ეგ არის...
21. ძალიან კარგიაააა ძალიან კარგიაააა
19. 5555555555555555555555 5555555555555555555555
18. მიხარია რომ მოგეწონათ :) მიხარია რომ მოგეწონათ :)
15. ფინალი იყო რაღაც სასწაული :) ფინალი იყო რაღაც სასწაული :)
14. ია-ია და სუუზ :-* არა მგონია, ჩემს დაწერილს ასე გაეხარებინეთ :) ია-ია და სუუზ :-* არა მგონია, ჩემს დაწერილს ასე გაეხარებინეთ :)
13. რატომ ა რ წერ არაფერს :( რატომ ა რ წერ არაფერს :(
12. დედააააა !!!! :))) ელ-კა :) რა გამეხარდა შენი სახელი რომ დავინახეეე :))) ოხ ეს ეშმაკუნა თქო ვიფიქრეეეეეე ;) ნახე რას გვიმალავდა თქოოო :) ხო და იმედი გამიცრუვდა :( არა ისე მაინც სიამოვნებით ჩავიკითხე, მაგრამ შენი უფრო გამეხარდებოდააააააა :))) გაკოცე:) დედააააა !!!! :))) ელ-კა :) რა გამეხარდა შენი სახელი რომ დავინახეეე :))) ოხ ეს ეშმაკუნა თქო ვიფიქრეეეეეე ;) ნახე რას გვიმალავდა თქოოო :) ხო და იმედი გამიცრუვდა :( არა ისე მაინც სიამოვნებით ჩავიკითხე, მაგრამ შენი უფრო გამეხარდებოდააააააა :))) გაკოცე:)
11. იოჰან, რა ვქნათ, აი ასეთი უპრინციპოები ვართ ხანდახან ქალები :D იოჰან, რა ვქნათ, აი ასეთი უპრინციპოები ვართ ხანდახან ქალები :D
10. :)) კაი იყო თუმცა ოდნავ მოსალოდნელი ფინალით :)) კაი იყო თუმცა ოდნავ მოსალოდნელი ფინალით
9. :) მომეწონაა :) მომეწონაა
8. რებეკ :-* ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა.
ჩემი ნაწარმოებების ლოდინი კი არ გამოგადგებათ :D რებეკ :-* ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა.
ჩემი ნაწარმოებების ლოდინი კი არ გამოგადგებათ :D
7. ელ-კა ისე გამეხარდა რომ ვნახე ნაწარმოებებში, მეგონა შენი იქნებოდა, ისე სამომავლოდ შენი რომ დადო, ბედნიერი ვიქნები ელ-კა ისე გამეხარდა რომ ვნახე ნაწარმოებებში, მეგონა შენი იქნებოდა, ისე სამომავლოდ შენი რომ დადო, ბედნიერი ვიქნები
6. ძაან დამევასა :) 2 ძაან დამევასა :) 2
5. :) მე შენი მერჩია!;) :) მე შენი მერჩია!;)
4. გაიხარეთ, :) რა კარგი ყოფილა შექება :) (თუნდაც არა ჩემი) :) გაიხარეთ, :) რა კარგი ყოფილა შექება :) (თუნდაც არა ჩემი) :)
3. მაგარია სააღოლ. ნოსტალგიური ვარ ახლა! მაგარია სააღოლ. ნოსტალგიური ვარ ახლა!
2. საყვარელი ნაწერია:)ბავშვობაში დაგაბრუნებს:) საყვარელი ნაწერია:)ბავშვობაში დაგაბრუნებს:)
1. ჯურნალ "საქართველოს ქალის" ერთი გაცრეცილი ფურცელი მქონია შენახული ჩემს ბლოკნოტებთან. ამას იმიტომ ვამბობ-- არ იფიქროთ, რომ ეს მოთხრობა საუკეთესოდ მივიჩნიე ამ წლების განმავლობაში. ეს ავტორი მაშინ "ახალი სახელების" განყოფილებაში იბეჭდებოდა. ჯურნალ "საქართველოს ქალის" ერთი გაცრეცილი ფურცელი მქონია შენახული ჩემს ბლოკნოტებთან. ამას იმიტომ ვამბობ-- არ იფიქროთ, რომ ეს მოთხრობა საუკეთესოდ მივიჩნიე ამ წლების განმავლობაში. ეს ავტორი მაშინ "ახალი სახელების" განყოფილებაში იბეჭდებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|