ათასჯერ მოვკვდი... და აღვსდექი ათასმეერთედ - მოვკვდი მეომრად, მეთულუხჩედ, მეხრედ, მეეტლედ, ქურდიც ვიყავი, წამებულიც, ვიყავ ასკეტიც, მორწმუნეც ვიყავ, ღვთისმგმობელიც და მყავდა კერპიც,
სულიც გავყიდე, თუმც ვიყავი სულით დიადიც, მონაც ვიყავი, საჭურისიც, მრუში დიაციც...
ცხენი წამექცა და ვიბრძოდი... დამჭრეს - ვიბრძოდი... ჩემსავ ძუძუმტემ მესროლა და მაინც ვიბრძოდი...
მე ვთესდი, ვმკიდი, მე ვხატავდი, ვაქანდაკებდი - რასაც დავნებდი, იმ ერთადერთს, სიკვდილს დავნებდი...
მე ათასერთი სიცოცხლით და ათას აღდგომით მოვედი დღემდე - რამდენჯერ უნდა მოვკვდე, აღვსდგე ნეტავ როდემდე?!
აჰა სიცოცხლეც ათას ერთი - მე ვარ პოეტი - რა დავტოვე, რა დამახვედრეთ, რისთვის მოვედი?! მეფობა მინდა, სიმდიდრე, თუ თაყვანისცემა?! - არა, ბატონო, ნუ დამიწყებთ ამის მტკიცებას!..
მე ათას ერთი სიცოცხლით და ათას აღდგომით მოვედი თქვენთან, მე ათას ერთი სირცხვილით და ათასი დარდით მოვედი თქვენთან...
მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მძულხართ, მე თქვენ მჭირდებით, - ღვინო გწყურიათ?! - მე დავჭყლეტ მტევანს, გპირდებით! სისხლი გწყურიათ?! - დავიწურავ ძარღვებს, გპირდებით! ხალიჩები გსურთ?! - გაგეგებით ფეხქვეშ, გპირდებით!
ათასჯერ უნდა მეცხოვრა, რომ გამეგო თქვენთვის, გამეგო თითქმის, ათასმეერთედ მოვსულიყავ ოსტატად რითმის...
და დღეს მე ვცხოვრობ უპოვარი მგოსნის სიცოცხლით და ეს სიცოცხლე გვირგვინია ათას სიცოცხლის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ლექსია. კარგი ლექსია.
6. ოჰო გიორგი, მშვენიერი მიძღვნაა :) +++ ოჰო გიორგი, მშვენიერი მიძღვნაა :) +++
5. მუხა, თემურ ფირცხალაიშვილი ტერიტორიულად ლანჩხუთში მოღვაწეობდა მთელი ცხოვრება. ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ კარგადაა ცნობილი მისი პოეზია. თუ არ ვცდები ლიტკლუბი.გე-ზე დევს მისი ლექსები და შეგიძლია გაეცნო მუხა, თემურ ფირცხალაიშვილი ტერიტორიულად ლანჩხუთში მოღვაწეობდა მთელი ცხოვრება. ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ კარგადაა ცნობილი მისი პოეზია. თუ არ ვცდები ლიტკლუბი.გე-ზე დევს მისი ლექსები და შეგიძლია გაეცნო
4. კარგი მიძღვნაა, კარგი იქნებოდა მოკლე ინფორმაცია მოგეწოდებინა ამ ადამიანზე. კარგი მიძღვნაა, კარგი იქნებოდა მოკლე ინფორმაცია მოგეწოდებინა ამ ადამიანზე.
3. ისე დამაინტერესა, ვიცი რომ ძველ ლექსებსაც დებს ხოლმე. სუსტი რომ იყოს, 5-ს არ დავწერდი. ისე დამაინტერესა, ვიცი რომ ძველ ლექსებსაც დებს ხოლმე. სუსტი რომ იყოს, 5-ს არ დავწერდი.
2. საკმაოდ ძველი ლექსია ლუტეცია,რატომ იკითხე _ ძაან სუსტია?:)) საკმაოდ ძველი ლექსია ლუტეცია,რატომ იკითხე _ ძაან სუსტია?:))
1. ახალი ლექსია თუ ძველი? 5. ახალი ლექსია თუ ძველი? 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|