ამ კაცმა როგორღაც მოახერხა ერთი გამოხედვით, ორიოდე წამში შეეჭამა ჩემი გულ-მკერდი. მედალიონი არ გადაგცდეს - მეთქი, ამის გაფიქრება მოვასწარი, რომ ნიკა კლასელს დაემშვიდობა და გზა განვაგრძეთ.
კაფეში შესვლისთანავე, როგორ გითხრათ, ლავიწის ძვლები ამიწვა ზედ აკრულმა თვალებმა. საათთან თამაშს მოვეშვი და კუთხეში მდგარ მაგიდას გავხედე, ქალმა მაშინვე მომაცილა მარილწყლიანი მზერა. რატომღაც, ჩამი ოთახიდან იმ დილით გაგვილი მკვდარი პეპლები გამახსენდა. მისი მოპირდაპირე მაგიდისკენ წავედით. სანამ დავსხდებოდით, კიდევ ერთხელ გავაპარე თვალი. ახლა ნიკას ზურგზე თვალები ისე გაშეშებოდა, სხეულში მისი განცდები ამიწრიალდა.
- მომაწევინე - ვთხოვე ნიკას და სანამ ველოდებოდი წარბს როდის შეკრავდა ამ ერთხელ-მეთქი, დავამატე. - ამ ერთხელ, თქვენი წითელი პომადისა და დღევანდელი ვარცხნილობის ხათრით, ქალბატონო! - გამიცინა და სიგარეტი გამომიწოდა, რაც უნდა ვაღიარო, საკმაოდ გამიკვირდა. ვუყურებდი ნიკას და ვცდილობდი წარმომედგინა რა ხდებოდა ჩემს ზურგს უკან. ახლა ის ქალი გაიფიქრებდა აჰჰ, ეწევა კიდეცო, ან იქნებ თვითონაც ეწევა, ან, იქნებ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც არ ეწევა, მაგრამ არც მწეველ ქალს კიცხავს. ან იქნებ სადღაც, წარსულში ისე გაირინდა, რომ ვეღარც მამჩნევს. ლამაზი თმები აქვს, ტუჩები, თვალებიც.. ჰო, ლამაზია და პატარა. - რამ გამასულელა - ჩავიჩურჩულე და სასწრაფოდ ჩავაქრე სიგარეტი. (შევეცადე ეს ზუსტად ისე გამეკეთებინა, როგორც ნიკა შვრება ხოლმე). - ნიკა, უკან შენი ნაცნობი ზის - თვალი ნელა მოავლო ხალხს და ერთ წერტილზე გაჩერდა, კარგად დააკვირდა, თითქოს ძველი ნაცნობის შეცვლილი ნაკვთების ახლიდან შესწავლას ცდილობსო. მეტი ვერაფერი შევამჩნიე. - იცნობ? - მკითხა ბოლოს და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. - არა, საიდან.. - წარბები შეჭმუხნა და მთელ სახეზე უამრავი კითხვის ნიშანი აუთამაშდა. - ლამაზი კია - გავუღიმე. იდაყვები მაგიდას დააყრდნო, თითები ერთმანეთში გადააჭდო და წინ წამოიწია, რაღაც უნდოდა ეკითხა და თავს და ბოლოს ვერ უძებნიდა. - იმ გოგოს შენს დანახვაზე სახე გადაუთეთრდა, შენ გვერდზე ჩემს დანახვაზე კი როგორ გითხრა.. - ვფიქრობდი როგორ ამეხსნა ნიკასთვის, როგორი იყო ლამაზი ქალის სახე, რომელმაც მკვდარი პეპელა მომაგონა. - გასაგებია - მითხრა როცა მიხვდა, რომ ვერ დავალაგებდი სათქმელს. ის ასე მაშინ ამბობდა, როცა არაფერი იყო თავის ადგილას. - ახლა ადგები, მიხვალ და მოიკითხავ.. - თითქმის ჩურჩულით ვუთხარი და წამით ისიც კი გავიფიქრე, იქნებ ისედაც აპირებდა-მეთქი. გაიცინა, მერე ძალიან სერიოზული სახე მიიღო, გამაგიჟებ შენ მეო, ლოყაზე თითები ნაზად დამისვა და წამოდგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. "განსაკუთრებულ ქალებს" შემოვყევი და. ქმნიან. .
"განსაკუთრებულ ქალებს" შემოვყევი და. ქმნიან. .
12. რაღაც ლექსია პეპლების სუიციდზე .
ქალებსაც შეუძლიათ პეპლებივით ლამაზად სიკვდილი , მხოლოდ განსაკუთრებულ ქალებს შეუძლიათ :) რაღაც ლექსია პეპლების სუიციდზე .
ქალებსაც შეუძლიათ პეპლებივით ლამაზად სიკვდილი , მხოლოდ განსაკუთრებულ ქალებს შეუძლიათ :)
11. მკვდარი პეპლები "ჟადენ"-ის შემოქმედებაშიც შემომხვდა: "კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ".. :) მკვდარი პეპლები "ჟადენ"-ის შემოქმედებაშიც შემომხვდა: "კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ".. :)
10. თანამედროვე მწერლობა სულ სხვა, ზეახალი განზომილებაა. რაც მეტს ვკითხულობ, მით უფრო მეტად ვეფლობი მასში! თანამედროვე მწერლობა სულ სხვა, ზეახალი განზომილებაა. რაც მეტს ვკითხულობ, მით უფრო მეტად ვეფლობი მასში!
9. ფინალი ძალიან მაგარი იყო++++ ღმერთმა ამრავლოს ასეთი განსაკუთრებული ქალები ფინალი ძალიან მაგარი იყო++++ ღმერთმა ამრავლოს ასეთი განსაკუთრებული ქალები
8. აქ რომ შემოვდივარ და განწყობა რომ იხუთება, ადრეული სექტემბრის არეულ ამინდებს ჰგავს, მე რომ ძალიან მიყვარს =)
სხვა (განსაკუთრებული) ქალების მიერ შექმნილ შემთხვევებზე როგორ არ დაგეთანხმო
ბოლოში განვითარებული ფსიქოლოგიური სიუჟეტი კარგია (დიალოგიდან). დანარჩენი კი.. როგორ გითხრა =) აქ რომ შემოვდივარ და განწყობა რომ იხუთება, ადრეული სექტემბრის არეულ ამინდებს ჰგავს, მე რომ ძალიან მიყვარს =)
სხვა (განსაკუთრებული) ქალების მიერ შექმნილ შემთხვევებზე როგორ არ დაგეთანხმო
ბოლოში განვითარებული ფსიქოლოგიური სიუჟეტი კარგია (დიალოგიდან). დანარჩენი კი.. როგორ გითხრა =)
7. ნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სხვა შემთხვევები, რომლებსაც სხვა (განსაკუთრებული) ქალები ქმნიან :) ნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სხვა შემთხვევები, რომლებსაც სხვა (განსაკუთრებული) ქალები ქმნიან :)
6. მომეწონა! ძალიან :) ალბათ ნიკა არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი . სხვა შემთხვევაში ქალები მასე არ იქცევიან :) მომეწონა! ძალიან :) ალბათ ნიკა არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი . სხვა შემთხვევაში ქალები მასე არ იქცევიან :)
5. ამ ერთხელ, თქვენი წითელი პომადისა და დღევანდელი ვარცხნილობის ხათრით, ქალბატონო! - გამიცინა და სიგარეტი გამომიწოდა
ოჰ მადუმაზელ,მართალია თქვენ მე ვერ მიტანთ,მაგრამ აქ ყოველთვის მხვდება ის ტკბილეული,რაზედაც უარს ვერაფირით ვამბობ ამ ერთხელ, თქვენი წითელი პომადისა და დღევანდელი ვარცხნილობის ხათრით, ქალბატონო! - გამიცინა და სიგარეტი გამომიწოდა
ოჰ მადუმაზელ,მართალია თქვენ მე ვერ მიტანთ,მაგრამ აქ ყოველთვის მხვდება ის ტკბილეული,რაზედაც უარს ვერაფირით ვამბობ
4. ჰოდა მეც შემოვირბინე აქ) იმიტომ, რომ მიყვარს პეპლები და კიდევ ბევრი რამ რაც აქ არის) მოკითხვა ლამაზ ფერს) ჰოდა მეც შემოვირბინე აქ) იმიტომ, რომ მიყვარს პეპლები და კიდევ ბევრი რამ რაც აქ არის) მოკითხვა ლამაზ ფერს)
3. აშკარად ნიჭიერი ხარ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, რომელიც ნამდვილად შენი გაქვს. საინტერესოდ იკითხები :)) აშკარად ნიჭიერი ხარ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, რომელიც ნამდვილად შენი გაქვს. საინტერესოდ იკითხები :))
2. მე თქვენი სტუმრობა ყოველთვის ძალიან მახარებს, ქალბატონო ირმა ^_^ ფინალში თუ რამე ისე ვერ არის, აუცილებლად გავითვალისწინებ მე თქვენი სტუმრობა ყოველთვის ძალიან მახარებს, ქალბატონო ირმა ^_^ ფინალში თუ რამე ისე ვერ არის, აუცილებლად გავითვალისწინებ
1. სათაური- გადასარევი;
დასაწყისი - მშვენიერი ;
სიუჟეტის განვითარება-კარგი;
თხრობა - შესანიშნავი;
ფინალი... :) სათაური- გადასარევი;
დასაწყისი - მშვენიერი ;
სიუჟეტის განვითარება-კარგი;
თხრობა - შესანიშნავი;
ფინალი... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|