ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2013


ქერა ქალი "ბალონკა" ძაღლით(მტლიანდ)

დედას გაფიცებ,მომიყევი,იმ ღამეს რა მოხდა.
რომელ ღამეს? - ვეკითხები ჩემს მეგობარ გიას.
რომელ ღამეს და ჭილაძესთან რომ ასულხართ შენ და ის გიჟი ქალი,ლალი როა.
აააა, -  ვამბობ მე, -  ეგ რამდენი ხნის წინ იყო,  თანაც უნდა გითხრა,რომ    საერთოდაც  არ არი ის ქალი გიჟი  და  ენას რომ აჭარტალებს  ეგ ჩემისა, მაგრა არ მომწონს.
არაფერ ენას არ აჭარტალებს, "პროსტა" მომიყვა  თქვენი ასვლის ისტორია და ისიც დაამატა მაგარი "სტრანნი" ღამე იყოო.  იმის  შემდეგ სულ მაინტერესებს და მავიწყდება, გამეგო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი.
სულ თუ გავიწყდებოდა ,  ეხლა რამ გაგახსენა?
რამ და... გარეთ გაიხედე!
ფანჯარაში გადავიხედე,  ვერაფერი დავინახე ისეთი, რაც მიმანიშნებდა, რამ გაახსენა იმ ღამის ამბები.
არ გინდა, რა, ეს  გამოცანობანას თამაში. მითხარი, რა დაინახე.
იმ ძაღლს ვერ ხედავ?
ვხედავ... 
ჰოდა, ვისი ძაღლია?
ვაა, ბუბუსიკაა?
ჰო, ეგაა.
რა სერიოზულად დაიარება... მაინც დაბერდა ეგ  ყურუმსაღი, აი.
დაბერდა კი არა, მოწყენილია.
მაშ, მაინც წავიდა?...
ვინ წავიდა?
ვინ და ლალი. ბოლოს მითხრა, ეგ ძაღლი თუ დაინახე ზიჩის ბაღში უჩემოდ, ესე იგი წავედიო.
სად წავიდა კი მაგრამ?
სად და დაახვია აქედან.
როგორ, ყველა სულელი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ამის დედა ვატირე?! ეგაც მიხვდა აქედან რომ  დასახვევია, ხედავ შე ხუსკიტო? 
ხუსკიტი თავი გაბია,  - ვეუბნები მე  და იმ დღის თუ ღამის ამბებს ვიხსენებ.

* * *
გარკვეულმა პრობლემებებმა, რომელიც სამსახურში შემექმნა, ცხოვრების ისეთ რეჟიმში გადამიყვანა,
რომ თითქმის ყოველ ღამე მიხდებოდა  გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლის მიღება.
სიმართლე ვთქვა, მაინცდამაინც  არ გამძნელებია ამ წესზე გადასვლა.  მიზეზი კი,  წესის და ზნის შეცვლისა,  ჩემი,  ასე ვთქვათ და,  საქმიანი  პარტნიორის, "მალვაში"  ყოფნა  იყო.  მთელი დღის განმავლობაში  საწოლის ქვეშ  შემძვრალი, საღამოს ელოდებოდა, როცა რამდენიმე  ადამიანი, ვინც მისი სამყოფელი ვიცოდით,  ვეწვეოდით და ისიც, შებინდებულზე გამოძვრებოდა ხოლმე საწოლის ქვეშიდან და  მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ, მაგიდას შემოვუსხდებოდით.  ყველანი დაძაბულები ვიყავით. ამიტომ, ამ დაძაბულობის მოსახსნელად, ალკოჰოლს ვწყალობდით, ღვინის სმის თავი არავის გვქონდა და  წამლად არაყს ვხმარობდით უმეტესედ. ეს ”დამალობანა-არაყობანა”, დაახლოებით,  ერთ  წელიწადს  გაგრძელდა  და წლის თავზე, როცა მის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან  დიდი  ფული იყო მის გამოსახსნელად გადახდილი, - მძებნელებს  კი ყოველგავარი ინტერესი დაეკარგათ  მისი ხილვისა. მე ჩამოვყალიბდი ლოთად და მერე დიდხნიანი რეაბილიტაციის პერიოდიც მქონდა, მაგრამ ეს სხვა ამბავია. 

მივუბრუნდები ძირითად ამბავს. ერთხელაც ერთი ასეთი მალვიან-არყიანი საღამოს შემდეგ (ზაფხული  იდგა  თბილისსა შინა), საკმაოდ მთვრალი და ხალისიანი, სახლში მოვბრუნდი და როგორც ყოველთვის (მავნე ჩვევა), გზად არაყი შევიძინე, - გეგონება საკმარისი არ მქონდა  დალეული. ჩემი სახლის ეზოში  შესავლელს  საკმაოდ მძიმე და ძნელად გასაღები ჭიშკარი ამშვენებს, რომლის გაღება -დაკეტვა არც სიფხიზლეში მიყვარს და სიმთვრალეში ხომ, შანსი არაა, ეგ საპასუხისმგებლო მისია ჩემს თავზე ავიღო.

გავაჩერე  მანქანა  ჭიშკართან, სკამი  გადავწიე, მუსიკა ჩავრთე იმის მოლოდინში, რომ ვინმე მეზობელთაგანი მოვიდოდა და თავის თავზე აიღებდა ჭიშკრის გაღების მთელ სიძნელეს. კარგა ხანს ვიჯექი ასე, ეტყობოდა არავინ იყო ჩემი მშველელი.
- დავტოვებ ქუჩაში , - ვიფიქრე მოპარვით მაინც აღარ იპარავენ -მეთქი.

ჰოდა,  ამ  დროს,  ზიჩის  ბაღის მხრიდან ჩვენი მეზობელი, ლალი მოდის.  უცნაური ქალი იყო, ქერა, თივის ბულულივით თმა ჰქონდა , სულ ასე ერთნაირი ვარცხნილობით მახსოვდა. რაღაც განსაკუთრებული თითქოს არაფერი ეცვა,  მაგრამ რატომღაც სულ მქონდა შეგრძნება,  რომ გამოპრანჭული დაიარებოდა . ან უცნაური რატომ იყო, ისიც არ ვიცი, უბრალოდ არა მარტო მე, ყველა ასე ვიძახდით: ”მაგარი სტრანნი ქალია”.  ჰოდა,  მოდის  ეს ”სტრანნი” ლალი გრიბოედოვზე, ამ  თავის აბულულებული ქერა თმით,  მობაკუნობს  მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი.  ხო, ეგ დამავიწყდა  მეთქვა,  რომ ყოველთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა.  დარწმუნებული ვარ, რომ  ეზოში მეზობელთანაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი და  გაპრანჭული გადადიოდა. ჩემზე დიდი იყო ალბათ 2-3 წლით, ეგ რუსთაველზე ცხოვრობდა,  მე -  გრიბოედოვზე. ძაღლი ჰყავდა, პატარა "ბალონკა, ფინიას ვიტყოდი,  მაგრამ ნაღდად "ბალონკა" იყო და ჩემი ბრალი არაა.

ჩემი სახლიდან მაგის ეზო მოჩანდა, პირდაპირ ჩვენს ქვემოთ იყო, ამოდიოდა ხოლმე  და იმ ძაღლს ჩვენთან გრიბზე ასეირნებდა.  ვერც გაამტყუნებ,-  რუსთაველზე ძაღლის სეირნობას ზემოთ სეირნობა ნაღდად  სჯობდა, მითუმეტეს ზიჩის ბაღში, იმ პატარა ბალონკა-ფინიას  მეგობარი ძაღლები ყოველთვის  ხვდებოდნენ და ჰქონდათ ერთი ჟრიამული ცალკე ძაღლებს და ცალკე ძაღლების პატრონებს.  ბოლოხანს იშვიათად ვხედავდი, თუმცა ეს ჩემი მოუცლელობის  და  ჩემს მიერ დასახელებული  მიზეზის გამო ცხოვრების წესის შეცვლამ გამოიწვია. მოკლედ ეს ჩვენი ლალი რომ უცნაური იყო, ვთქვი და ძაღლიც უცნაური ჰყავდა. ძაღლს ბუბუ  ერქვა, მაგრამ მე  დორიანს ვეძახდი, რადგან აშკარად არ ბერდებოდა , ჩემი გამოთვლებით, მინიმუმ, ოცი წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, მაგდენივე  ხანი ვიცნობდი  ლალის და ამ ძაღლის გარეშე  ნანახი არ მყავდა. და თუ ის ბუბუსიკა ”დორიანი” არ იყო,მაშინ რაღაც ბიოლოგიური ექსპერიმენტის მონაწილე ნაღდად იყო, ანდა სულაც კლონები ჰყავდათ. თორემ მე რასაც ვუყურებდი, ძაღლი  მუდამ მკვირცხლი და  საანცოდ მზადმყოფი იყო. იმ ღამეს (საათს დავხედე და 1 შესრულებულიყო ამასობაში) უძაღლოდ მოდიოდა და გამიკვირდა. რომ დავინახე მანქანიდან გადმოვედი და მივესალმე.

გაუხარდა ჩემი დანახვა.
- როგორ ხარ, რას შვრებიო? - მკითხა.
- არამიჭირს, განსაკუთრებულად-მეთქი, თავად როგორ ხარ, ამ ბოლო ხანს იშვიათად გხედავ.
- მეც ვერ გხედავ.
- ეგ კი მართალია, მე გვიან მიწევს სახლში მოსვლა და ალბათ მაგის ბრალია. ბუბუ  სადა გყავს?
- წყნეთში მყავს მეგობართან, ეხლა იქიდან მოვდივარ, მათ  სანახავად ვიყავიო.
- დასასვენებლად გყავს გაშვებული?
- არა სახლი გავყიდე და დროებით ამხანაგთან მყავს მიბარებული.
- რატომ,  რა მოხდა, სახლი რის გამო გაყიდე?
- აღარ მინდა აქ ცხოვრება უნდა წავიდე აქედან.
- რატომ რა მოხდა,რამე შეგემთხვა?
- სიგარეტი გაქვს? მომაწევინე  და თან მოგიყვები...
- კი, - მივაწოდე,  მოვუკიდე.
- შეიძლება მანქანაში დავსხდეთ?
- რა თქმა უნდა, დაბრძანდი და ვილაპარაკოთ, რადგან ისე ავღელდი, ჩვენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას  საუბარს ვეღარ დავარქმევ მეთქი, - ვცადე გახუმრება.


მანქანაში ჩავსხედით.
- სად აპირებ წასვლას?
- აღარ ვიცი, რადგან საფრანგეთში მინდოდა წასვლა, ვეღარ მივდივარ. ვისაც უნდა გაეკეთებინა ეგ ამბავი, დაიჭირეს  და აღარ ვიცი, რა ვქნა...  მარტო ის ვიცი, რომ აქედან უნდა წავიდე.
- ჯერ ეგ ვიზა,რომ გაგეკეთებინა და მერე გაგეყიდა ბინა, არ შეიძლებოდა?
- ჰო,  მაგრამ ამ ვიზას უფულოდ კი არ მიკეთებდნენ.  3000 ევროს მთხოვდნენ დასაწყისში და მერე 2000 ადგილზე რომ ჩავიდოდი.
- რა გითხრა, აბა?  უბრალოდ საფრანგეთში ჩასვლისთვის ძალიან ბევრი არ იყო ეგ თანხა?
- არა მარტო ჩასვლა არა, იქ ჩასულს მპირდებოდნენ,რომ სამსახურსაც დამაწყებინებდნენ  და მერეც  დამეხმარებოდნენ,  რომ ამეცილებინა ემიგრაციის სამსახურთან გაუგებრობები.
- ფული მიცემული გქონდა იმ ქალისთვის?
- ქალი კი არა, კაცი იყო.
- ვინც იყო. ფული მიეცი?
- კი , 1500 ევრო მქონდა მიცემული...
- მერე ?
- მერე რა?  დავკარგე,  რა ვქნა? დაიჭირეს და  ვისღა მოვთხოვდი?
- არ ვიცი, ოჯახი, ახლობლები არავინ არ ჰყავდა?
- არ შემიძლია, კაცი დაჭერილია და მის ოჯახს რა მოვთხოვო?
- ხო, მაგრამ შენ რომ ასე დარჩი, უბინაოდ, ეგ არაფერი? ახლა სად ცხოვრობ, იქირავე რამე?
- არა, ჯერ არაფერი. ხან ერთ ამხანაგთან ვარ, ხან მეორესთან. რა ვქნა, არ მინდა ამ ფულის ქირაში განიავება. თანაც ბინა რომ ვიქირავო, ილუზია გამიჩნდება, რომ სახლი მაქვს და უფრო გამიძნელდება წასვლა. ეხლა არაფერი აღარ მაქვს, ასე უფრო ადვილია. რაც ნაკლები გაქვს დასათმობი და დასატოვებელი,  ამ გადაწყეტილებას უფრო ადვილად ღებულობ. ამასობაში იქნებ რამე გამოჩნდეს და მერე დამჭირდება ეს ფული.
- ძაღლს რას უპირებ?   
- ჩემი ბუბუსი, - თქვა ნაღვლიანად. - არ ვიცი, თუ არ გამატანეს, ალბათ მაპატიებს, დავუტოვებ  ჩემს დაქალს, რომელსაც ძალიან უყვარს. ვისთანაცაა წყნეთში. მინდოდა, ეს პერიოდი მაინც ყოფილყო ჩემტან, მაგრამ ეხლა ვისთანაც ვცხოვრობ, ალერგია აქვს ძაღლებზე და ვერ მივიყვანე მასთან. ძალიან მომენატრა ბუბუ და მის სანახავად ვიყავი წყნეთში.
- ხო, ვიცი,  ხომ მითხარი...
- შენ რას აკეთებ, რატომ დგახარ გარეთ?
- სახლში შესვლა, ამ ჭიშკრის გაღება, დაკეტვა...  მეზარება!  გინდა სადმე გავისეირნოთ? -შევთავაზე მე.
- სიამოვნებით. მართალი გითხრა, არც მინდა სახლში ასვლა. ერთი კვირაა, ამ ჩემს დაქალთან ვარ და ქმარი უკვე ბუზღუნებს და ალმაცერად მიყურებს. მაგათაც რა ქნან, ორი ოთახი აქვთ, ცალკე თვითონ, ცალკე ბავშვები. ძლივს ეტევიან...  ეხლა მე დავემატე, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე და სხვასთან გადავალ.
- მაშინ, თუ გინდა თუ გინდა, დილამდე ვიბოდიალოთ ასე და ქმარი სამსახურში და ბავშვები სკოლაში რომ წავლენ, შენც იმ დროს ადი სახლში-მეთქი.
- ძაან დიდხანს არ მოგვიწევს ბოდიალი?
- დიდხანს რა,  ეხლა ორის თხუთმეტი წუთია, ჯერ ფეხით ვიბოდიალოთ , რუსთაველზე ჩავიდეთ,  მერე უკან ამოვბოდიალდეთ,  ბაღში დავსხდეთ... მერე ავდგეთ და მანქანით ვიაროთ, მერე ახლიდან და ამასობაში დროც გავა-მეთქი.
- კი, მაგრამ...  მთვრალი რომ ხარო?
- არაუშავს, მთვარლი უფრო ვარ ბოდიალის ხასიათზე.
- ძილის არა? -გაეღიმა.
- ძილი თუ მოგვინდა, მანქანაში დავიძინოთ, ანდა სულაც ჩემს ამხანაგს ვეწვიოთ, რომელიც, თან, შენი დიდი თაყვანისმცემელია...
- ვინაა? - შემეკითხა, გავუჩინე ინტერესი.
- არ ვიცი, შენ იცნობ თუ არა, ჩიტაძეზე ცხოვრობს, რომ განახებ, მერე ალბათ იცნობ და... სახელი და გვარით, რა ვიცი, ვერ მიხვდები.
- მერე ოჯახი?
- კოჯორში ჰყავს და  ამიტომაც უპრობლემოდ შეგვიძილა ვეწვიოთ.
- კარგი ეგრე იყოს, ვნახოთ, რა გამოვა - გაიღიმა.
- რაღაცა გამოვა,  - გამეღიმა მეც. -  თანაც, მოდი, გრაფიკი შევცვალოთ და ცოტა ხანი სკვერში ჩამოვსხდეთ, რამეს ვიყიდი მაღაზიში, თორემ მომშივდა, შენ არ გშია?       
- პრინციპში, უარს არ ვიტყოდი.
- მაშინ  ძეხვს, ყველს და პურს ვიყიდი. ლუდს დალევ?
- დავლევ ერთ ჭიქას.
- მიდი, შენ სკვერში შედი და დამელოდე,  მანამ ვიყიდი-მეთქი.

სადღეღამისო მაღაზია  იყო აკადემიის გვერდზე.  ერთი ცვლა  მაგარი ძილისგუდები იყვნენ, ეხლაც ეტყობოდა,  ეგენი იყვნენ,  არ მოვეშვი და ხან ფანჯარაზე ვუბრახუნე, ხან ზარი ვაძლიე და როგორც იქნა გამოვახედე,
        ბუზღუნით გამოიხედა ,
- რა იყო, რა შეყარე უბანი?
- გოგო,  ის შტერი გივი ძილში გიხდის ფულს? სამი მყიდველი წავიდა, სანამ შენ ადექი.
- შენი საქმე არ არი, ვინ რაში მიხდის ფულსო.

პატარა და  უზრდელი, ტანაც ახლადგაღვიძებული  გოგო იყო.  კი ვიფიქრე,  ფანჯარასთან ახლოს მოვიყვან და ყურს ავუწევ-მეთქი, მაგრამ  აღარ ვქენი, ამის წიკვინი  და მეზობლების გაღვიძება ნაღდად არ შედიოდა ჩემს გეგმებში.  თანაც ისეთი ჩათლახი ბავშვი იყო,  რამეს დამაბრალებდა და შარს  ამკიდებდა, ამიტომ შევეშვი.
- ძეხვი მომე, ” ტურისტი”, ყველი, პური, ლუდი და ჭიქები, დიდი, ერთჯერადები... ხო,  და  თან დამიჭერი, რა, ძეხვი და ყველი... და კიდევ მდოგვი,  მდოგვი დაამატე.
ყველი რანაირი გინდა?
–გამომძახა -ჩვეულებრივი
–რანაირი უნდა მინდოდეს?
-ჰოლანდიური გვაქვს, დაჭრილი, მოდი ნუ მაწვალებ და მაგას მოგცემ.
-"დავაი", მაიტა თუ ძაან ძვირი არ ღირს.
-იმერულზე ცოტათი ძვირია,
-კაი იყოს. ბარემ პურიც დაჭრილი მომე.
-ძეხვი დამიჭრა და ყველთან და პურთან, ერთ პარკში , მეორეში კი ლუდი და ჭიქები ჩამიწყო.
-სულ 12 ლარისაა.
-გადავუხადე. პარკებს ხელი დავავლე და სკვერისკენ წავედი. ლალი გარეთ ,სკვერის ბორდიურზე ჩამომჯდარიყო და მელოდებოდა.
- გამახსენდა მანქანაში არაყი რომ მედო. პარკები მივაწოდე .
-ამდენი რა იყიდე?
-არც არაფერი-- ლუდი და ჭიქები ცალკე პარკში ჩამიწყო.. მოვალ ეხლავე.
-სად მიდიხარ?
-მანქანასი არაყი მაქვს და მოვიტან,
-აღარ გინდა რა, ისედაც მთვრალი ხარ.
-რაღა მთვრალი ვარ , გამოვფხიზლდი, იმდენი ხანი ველოდებოდი ჭიშკრის გაღებას, გამოვედი. და სანამ პახმელია დამწყებია , ჯობია -ცოტა მივკრა.
-კაი, გელოდები.
-მალევე მოვბრუნდი , შენ არ დალევ?-შევეკითხე.
-არა , მე იშვიათად ვსვამ და თანაც შეიძლება ღვინო დავლიო. ან ლუდი ცოტაოდენი.
-კაი , როგორც გინდა, მეც ცოტას დავლევ ხასიათი რომ არ გამიფუჭდეს.
-შევედიტ სკვერში და ყველაზე უბრო მოფარებულ სკამზე ჩამოვჯექით , ფეხებზე კი მეკიდა , მაგრამ მაინც ვარჩიე ისეთ ადგილას დავმსხდარიყავით სადაც , შემთხვევით გამვლელი (გზააბნეული) ვინმე ნაცნობი ვერ დამინახავდა. შუაღამისას სკვერში არაყს როგორ ვსვამდი.
-რას შეჭამ ? ყველი პური და ძეხვი გვაქვს.
-ხოდა რაღას მეკითხები ? ყველს პურს და ძეხვს შევჭამ, და შენი ნებართვით ლუდს მივაყოლებ. შეიძლება?-გაეცინა,
-ჰოო, მეც მაგარი კითხავ დაგისვი, ვერაფერს იტყვი. პური მივაწოდე და ზედ ყველის და ძეხვის ნაჭრები დავუდე.
-მადლობა. მომშიებია , დღეს მთელი დღე არ მიჭამია , უფრო სწორედ ვერ ვჭამე , არ მინდოდა , .
-მიირთვი მიირთვი ,
-ლუდი ჩამოვუსხი , ჩემთვის კი ლუდს, არაყი დავუმატე და მოვსვი. მესიამოვნა, გრადუსი ვიგრძენი , არყის გემო კი ვერა.
- ამ ადგილადან მთაწმინდა არ სჩანს არადა , მაგრად მომინდა დამენახა,
-დაფიქრებულხარ, ფაქტიურად ანძის ქვეშ ვცხოვრობთ, და ანძას ვერ ვხედავთ.
-რად გინდა , რომ ხედავდე?
-რავი უბრალოდ აქვეა და არ ჩანს. გაასწორებდა რომ ჩანდეს.
-რამდენი ხანია გიცნობ , და  არ ვიცი რას აკეთებ –მეუბნება.
-რომ იცოდე არც მე ვიცი , შენ რას საქმიანობ.
-მე პირველი შეგეკითხე.
-არ შემკითხვიხარ, უბრალოდ სთქვი , რომ არ იცი, რას ვსაქმიანობ. ამიტომაც დაგასწრებ და შეგეკითხები; რას საქმიანობ ქალაბატონო ლალი?
-ქალბატონო არა ....
-არაფერს რომ აღარ ვსაქმიანობ , იმიტომაც მინდა აქედან წასვლა.
-კი , მაგრამ სულ ასე ხომ არ იყავი?
- იყო დრო როცა ვმსახურობდი და მეგონა რომ რაღაცას ვაკეტებდი ისეთს , რაც ვიღაცას სჭირდებოდა.
-არ მეტყვი რას აკეტებდი?
-გეტყვი, რატომ არ გეტყვი. მთარგმნელობით კოლეგიაში ვმუშაობდი.
-ვა, რას აკეთებდი?
-აბა თუ გამოიცნობ? -გამეცინა.
- არა დღეს ბრიყვული კითხვების , დასმის დიდოსტატი ვარ, იცი რა გამახსენდა.
-რა?
-რა და ნუგზარ ჯუღელი ხო იცი ?
-ხო როგორ არა.
-ჰოდა ძველი დროა , ეგაც რომ ახალგაზრდაა , თინათინიც ხომ გახსოვს ლეკვეიშვილი?
-მოცურავე რომ იყო?
-ხო, მეტი,  ქართველი მოცურავე არც არსებობდა ბუნებაში. მოკლედ ამ ჩვენმა თინათინმა გაიმარჯვა , ევროპის ჩემპიონი გახდა მე მგონი, და -ფინიშთან მისულს ნუგზარი დახვდა და წყლიდან ახალ თავამოყოფილს, სულს რომ ძლივს ითქვამს, ეკითხება:
-თინათინ თქვენ ცურავთ? -აი ეგეტი კითხვა დავსვი დაახლოებით, არა?
- არა, რატომ ხო შეიძლება კოლეგიაში მემუშავა და მბეჭდავი ვყოფილიყავი,ანდა სულაც ბუღალტერი. -მართალი ხარ , ხომ იცი. მე მგონი დავთვერი. ოღონდ , სულაც ბუღალტერი არა რა, მბეჭდავი მირჩევნია.
-ბუღალტრებმა რა დაგიშავეს?
-არც არაფერი , უბრალოდ არ მინდა რომ ბუღალტერი იყო..მითხარი ,მართლა მბეჭდავი იყავი?.
-მბეჭდავიც ... და თან ფრანგულიდან ვთარგმნიდი.
-ინტერესნო. იცი როგორ მევასება ფრანგული/
-როგორ?
-ძალიან. განსაკუთრებით როცა ქალები ლაპარაკობენ, ან მღერიან .
-ლაპარაკობენ და მღერია ქალები ფრანგულად… მაგარი ხარ რა ,რატომ ვითომ ქალები.
-არ ვიცი მაგრად მსიამოვნებს, ასე მგონია მე მიმღერიან და მეუბნებიან როგორ ვუყვარვრარ. -------------ლექსები იცი ფრანგულად?
-გაგიკვირდება და ვიცი.
-წამიკიტხავ რამეს?
-რამეს თუ ვინმეს.
-ვინმეს რამეს.
-კარგი.
-დაიწყო. არყიან ლუდს ვსვამდი და ვუსმენდი. მართალი ვუთხარი , ძალიან მსიამოვნებდა ფრანგულის სმენა, სწავლა მინდოდა , მაგრამ ენებში საშინლად უნიჭო გამოვდექი, ვიცოდი არაფერი გამომივიდოდა და ამიტომ არც მიცდია. დაამთავრა, და ეს დამთავრება ჰგავდა , თავზე რომ გეფერებიან , გსიამოვნებს,  გაიტრუნები , თვალებს მილულავ და ამ დროს სიფთაო და ვინმე ბოროტი თავში, რომწამოგარტყამს და დაგაბრუნებს რეალობაში სადაც , მომფერებლები არ არსებობენ , მხოლოდ თავში წამომრტყმელები...
-რა კარგი იყო. ვისია?
-მალარმე.
-მერე რაო , რა მინდაო მალარმემ? თეთრი, სუფთა ფურცლების შიში კიდევ მაქვსო?
-არაო, აღარო.
-მეტი არაფერი?
-კიდევ, რამაზა მაგარი ბიჭიაო , და ყველა ფრანგ ქალს ევასებაო, ზემოდანაც ქართველებსაცო, ხოდა გეყოფათ აქ ჯდომა და გაისეირნეთო , დილის 6 საათამდე მაინც არ გათენდება და დღევანდელ ღამეს აქ მოსვლას კიდევ მოასწრებთო...
--ასე იძახის მალარმე.
-და ზარატუსტრა , ზარატუსტრა რას ეუბნება?
-დაახვიეთ აქედანო.

-ცოტახანი ვისხდეთ კიდევ, ხუთი წუთი და მერე წავიდეთ, კარგი?
-როგორც შენ გინდა , მეგონა აღარ გინდოდა აქ ყოფნა.
-სისულელეა , მაგრამ მოდი ეს ხუთი წუთი უხმოდ ვისხდეთ , მერე კი წავიდეთ.
-რამე რიტუალი გაქვს , თუ რა ხდება?
-არა , უბრალოდ , ხომ გითხარი სისულელეა. ამ ადგილას სახლი რომ იდგა გახსოვს?
-ძალიან ბუნდოვნად.
-მეც ეგრე ვარ , ვიღაცეები თითქოს მახსოვს, მაგრამ რაღაც  ფრაგმენტები მხოლოდ და მეტი არაფერი, ვერაფერ ისტორიას ვერ ვიხსენებ, არაფერი მაქვს ხელმოსაჭიდი , თითქოს გაქრა სამუდამოდ თავის მაცხოვრებლებთან ერთად.ეხლა , ნახე როგორაა, 29 ნომერს პირდაპირ 33 მოსდევს, 31 ნომერი არ არსებობს , აღარც სახლი აღარც მაცხოვრებლები , ნომერიც კი გაქრა.
-ისე ნომერი მაინც დაეტოვებინათ, გვეცოდინებოდა , რომ N31-ში ზიჩის სკვერია. როგორ ფიქრობ მასონების ხელი ურევია ამაში?
-მაგათი ბრალი იქნება გეთანხმები.
-ხოდა , მოდი მასონების ჯინაზე ვცადოთ და კავშირი დავამყაროთ ამ სახლის ეგრეგორთანმ ვნახოტ რა გამოვა
-ვუღიმი მე.
-როგორ ფიქრობ ვინმეს რომ ვუთხარათ, ორი დიდიხნის ზრდადასრული ადამაინი რასაც ვცდილობთ, ნორმალურებად ჩაგვთვლიან? ----- -მოგცლია , არ ვუთხართ არავის და ეგ იქნება. -ორივეს გვეღიმება.
-კარგი არავის ვუთხრათ, მერე რომ გავისეირნებთ რუსთაველზე, ერთმანეთს მოვუყვეტ , ხო საინტერესო იქნება?
-მართლა საინტერესოა.
-ვნახოთ.
-მე ცაში ვიყურები და ვცდილობ, დროს გავცდე, მგონია რომ სადღაც შავ-თეთრ ფოტოებზე დაფიქსირებულ, ჩვენ თავს მივაგნებ, (თუ დინოზავრის კვალი შემორჩა , ჩვენიც იქნება სადმე) ... ლალი სადღაც სივრცის მიღმა ცდილობს გასვლას , ან მე მეჩვენება ასე . გავიფიქრე "მერე აუცილებლად შევეკითხიბი"….
-ხუთ წუთს 1-2 წუთი გადავაშორეთ. თითქმის ერთდროულად წამოვდექით ისე, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვია. ლალიმ დარჩენილი პროდუქტები პარკებში ჩააწყო , აქ ხომ არ დავტოვებთო.

- მართალი ხარ, მანქანაში ჩავდებ , ღამე ჯერ კიდევ წინაა, რა იცი რა ხდება ? პარკი საჭმელებით , არაყი, დარჩენილ ლუდითურთ მანქანაში ჩავდე. ---
-სკვერსა და ჩემს სახლს შორის კიბეები რუსთაველზე ჩადის . ჩავყევით. კიბეებს ლალის სახლის "არკამდე" ჩავყავართ.
-რა ხდება ნეტა ჩემს ეზოში?
- რა უნდა ხდებოდეს ? მალხაზა ისევ თვრება, ისევ დილიდან , ინგა ისევ წყევლის , მერე მალხაზა აგინებს , ინგა გარბის მეზობლებთან, მერე რიგდებიან და დილას ახლიდან. ნეტა არ ბეზრდებათ?
-ქალბატონი ვერიკო, მეზობლებელ ქალებს შემოიკრებს და ჭორაობს ყველაზე და ყველაფერზე, კაცები სვამენ, როცა არ სვამენ, , ფულს ეძებენ დასალევისთვის , თუ ვერ იშოვეს მოწყენილები გვიან ღამით იშლებიან , დაშლამდე ბედს და მთავრობას აგინებენ. თუ იშოვეს ფული, მაშინაც იგივეა , ეგაა მთვრალები იგინებიან, ადრესატები იგივეა, ეგაა შენი ეზოს ამბები .
- რაც ბინა გავყიდე, ვეღარ შევდივარ ჩემს ეზოში , ასე მგონია რაღაცა მოვკალი ჩემს თავში და იქ რომ შევიდე მკვდარი უნდა ვნახო,გარდაცვლილის ყურება კიდევ არ მინდა. რომ წავალ ალბათ მომენატრება ეს შტერობები.
- მოგენატრება აბა რა იქნება.
-რატომ? ნეტა ჩვენ ვართ ეგეთები თუ ყველა ესეა?
-რა ამბავში ამბობ?
-მარტო აქ საქართველოში ხდება ასე? ჯერ , რომ არ წასულხარ და უკვე ნოსტალგია გაქვს.
- ბრაზილილებს ჩვენზე მეტად ერხევად . აბა , მაგათ აწუხებთ თურმე ნოსტალგია.
-არა , მგონია , მაგაში ჩემპიონები მაინც ჩვენ ვიქნებით.
-შეიძლება.
- რუსტაველზე გავედით, დღეც კარგია რუსთაველი, მაგრამ ღამე უფრო გრძნობ მთელ მუღამს.დღე ყველასია , ღამე უბანს უბრუნდება და ალბათ მაგიტომ.
-იცი რატომ მიყვარს ღამე აქ ბოდიალი? ყველა სახლი ვიცი. ყველა ეზო. ჰოდა ,რომ მივუყვები აქაურობას , მგონია რომ სახლები , ეზოები , მთელი დღის ამბებს მიყვებიან, დაღლილები არიან, მაგრამ მაინც. მცნობენ შინაური რომ ვარ, მეც ვესალმები და ვეფერები, დღე სახლს ლაპარაკს ვერ დავუწყებ, ღამით კი შემიძლია რომელიმე სახლთან გავჩერდე და მოვუსმინო , მეც მოვუყვე ჩემი ამბები, მითუმეტეს თუ დალეული მაქვს სულ ადვილად გამომდის ეგ ამბავი.
-მოდი მაშინ , სანამ სახლებს დაუწყებ ლაპარაკს მომიყევი, რა ფიქრები და აზრები გაგიჩნდა სკვერში, 31 ნომერ სახლთან დაკავშირებით.
-არ დამცინებ?
-მე რა უნდა დაგცინო, გაგიჟდი?
-კარგი , გახსოვს პატარა გოგო ლოლა ? მაგ სახლში ცხოვრობდა , მგონი პირველ სართულზე.
-ღია ფერის თმები ჰქონდა , ქერა კი არა მწიფე ხორბლისფერი?
-ჰო, ჰო , ეგ. ლამაზი ბავშვი იყო. სხვა ბავშვებთან მოთამაშეს იშვიათად ვხედავდი , არადა გახსოვს მაგ დროს რამდენი ბავშვი იყო უბანში? ჰოდა, ბავშვი მახსოვს , დედამისი კი მომკალი და ვერ ვიხსენებ, რომელი იყო... და , გინდა დამიჯერე, გინდა არა ის ლოლა იჯდა ჩვენტან ერთად სკვერში, სკამზე.
- ლოლა იქ იყო, ტიროდა, მითხრა, რომ იმდენი ხანია ტირის,ცრემლს გააყოლა ხორცი და გაუფერულდა, გამჭვირვალე გახდა. ეხლაც იმხელაა რამხელაც გვახსოვს სახლის დანგრევამდე, შეიძლება ცოტათი დიდი. იცი რა მითხრა კიდევ?
-რა გიხრა?
-რა და თურმე , სინამდვილეში ჩინელი ყოფილა და ნამდვილის სახელი ლოუ ლინ ჰქვია .
-ჩინელი არა , კორეელი.
-ეგრე მითხრა და რა ვქნა. ერთ ვარსვკლავის, რომელსაც თავის ვარსკვლავს ეძახდა , სხივს მოყვებოდა თბილისში,

-გრიბოედოვზე იმ 31 ნომერში, ყველას აქაურად თვლიდა , აქ დედაც ჰყავდა , რომელსაც ეგონა რომ ის მისი შვილი იყო, მაგრამ როცა ჩინეთში ბრუნდებოდა დედამისსაც და სხვებსაც , მისი არსებოდა ავიწყდებოდა , რადგან დროებითი დედა იყოო, აბა მიმხედავი ხომ მჭირდებოდაო, არ იცოდა გარეგნობა, როგორ ეცვლებოდა, მაგრამ ეგრე კი ხდებოდა, ერთხელაც აქ რომ აღმოჩნდა, სახლი დანგრეული დახვდა და ვეღარაფერი იცნო, აღარც დედა ჩანდა ,შეშინდა , უცნობ გარემოში მოხვედრილი. წასვლა მოუნდა უკან , სახლის სახურავიდან მოჩანდა ის ვარსვკვლავი, რომლის დახმარებითაც უკან ბრუნდებოდა. სახლი აღარ არსებობდა , აღარც სახურავი, ქვემოდან კი იმ ვარსვკვალვს ვერ ხედავდა , (ალბათ აკადემიის შენობა ეფარებოდა.ავტ.შენიშვნა) მას შემდეგ აქ ვარ და გზა ვერ გამიგნიაო, ტირილისგან გამჭვირვალე გავხდი, ვერავინ მხედავს, ძალიან გაუკვირდა, მე რომ დავინახე.
-აღარ ვუთხარი, რომ ვერც მე ვხედავდი უბრალოდ ვგრძობდი და მისი , შორეთში ჩაკარგული , მინავლებული ხმა , ოდნავღა მესმოდა, მაგიტომ გთხოვე ჩუმად ყოფნა.
-მერე ?
-მერე , არაფერი , ხომ გახსოვს ცაში ვიყურებოდი , ვიგრძენი სადღაც ჩინეთსი, ვიღაცა იმ ვარსკვლავს მისჩერებოდა, ლოლა რომ ეძებდა, მივხვდი რომელი იყო ის ვარსკვლავი, შეშინებული და ატირებული რომ ვეღარ ხედავდა. ავდექი და გავყევი, გავყევი და ვნახე ლოუ ლინი უკვე დიდი , ის ჩინეთში იყო, მაგრამ არ ახსოვდა ვინ იყო , რა ერქვა, იმიტომ რომ ბავშვობა ჰქონდა დაკარგული. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა , უკან მოვაბრუნე მზერა და ლოლას ის ვარსკვლავი დავანახე , რომლის სხივსაც უნდა გაჰყოლოდა. რომ ავბრუნდებით მგონია, რომ წასული დამხვდება და დაუბრუნდება ლოუ ლინობას.
- მაგრად უბერავ შენ. გამოტყდი ,რომ ეხლა შეთხზი ეგ ისტორია?
-არაფერიც არ შევთხზი, მართლა ეგრე იყო. , სიმართლე იყო რაც მოვყევი, ტყუილი რაში მჭირდებოდა? -გზა გავაგრძელეთ.
-ეხლა შენ, მოყევი რა ნახე და იგრძენი ? -ამ საუბარ-საუბარში , ლაღიძემდე მივსულვართ.
-გახსოვს რა კარგი იყო?
-აი მაგას ნაღდათ ვერაფერი დამავიწყებს , მთელი ბავშვობის ნიძლავების უმეტესობა , ლაღიძის ხაჭაპურზე და წყლებზე იყო, ფეხბურთი იყო , ხაჭაპურზე ვთამაშობდით , ჯოკერი იყო იგივეზე, მოკლედ სანამ სერიოზული რამეების სმას დავიწყებდი , ხაჭაპურზე და წყლებზე ვიყავით , თქვენ გოგოები , რას თამაშობდით.
- რა უნდა გვეთამაშა ? ფეხბურთს ნამდვილად არა
-ლაფტას, თამაშობდით თქვენნიძლ ავზე.
- ლაფთას, კლასობანას , და "ბრის ილი მიუს" ვტამაშობდით ხაჭაპურებზე.
-ნუ ბრაზობ, რა მოხდა, არ შეიძლებოდა?
-დაიბადები შემდეგ ცხოვრებაში გოგოდ და ნახავ შეიძლება თუ არა.
- მე რომ დავიბადები, ფეხბურთში საქართველოს ქალების ნაკრები , მსოფლიო ჩემპიონი იქნება და მე 10 ნომერზე ვითამაშებ.
-რა თქმა უნდა, აბა კაცებს შანსი არა გაქვთ , ქალები თუ რამეს ვიზამთ.
- დაელოდეთ სანამ მე ქალად დავიბადები, მანამდე დარხეული გაქვთ. კაი, აღარ გვინდა ეხლა ფეხბურთები, მოყევი შენი ამბები, მე რომ მომაყოლე კარგია?
-კარგია , აბა ცუდია?
-მე ქალის ფიქრები მესმოდა , ორსულად იყო და იმას დარდობდა , სახლი რომ უნდა დაენგრიათ, ნეტავ ბავშვი აქ გაზრდილიყოო. იცი , კიდევ , უცნაურ რაღაცეებზე ფიქრობდა. მუცელზე ისვამდა ხელს და ლაპარაკობდა , იმ ბავშვს ელაპარაკებოდა რომ უნდა დაბადებულიყო.
-რაო , რას ეუბნებოდა  ----ვატყობ დავინტერესდი.
-მოდი ჩამოვჯდეთ და ისე მოგიყვები, კი არის კარგი სეირნობა, მაგრამ ქუსლებზე მთელი დღე... დავიღალე.
-ჩამოვჯდეთ რა პრობლემაა, ჩამოვჯდეთ და მომიყევი.

-ჩემო პატარა , ბა , კარგად ხარ სიხარულო? გაკვირვებული სახე გაქვს ვიცი , ჩემი ხმა რომ გესმის. ვინ გუგუნებს და არ მაძინებსო იძახი, ჯერ ხომ არ იცი , რომ ის მრგვინავი არსება დედაშენია. ნეტა ,ბიჭი ხარ თუ გოგო? მე გოგო  მინდა, რომ იყო და მინდა მე მგავდე, თუ ბიჭი ხარ ხომ არ გამიბრაზდები, რომ ვიძახი გოგო მინდა  იყო-მეტქი?
-გესმის ჩემი ? გესმის ვიცი. შენც  გაინტერესებს როგორი იქნება შენი დედა? გიკვირს ალბათ, ამდენს რომ ვლაპარაკობ. იქნებ ბრაზობ კიდევაც , რომ გელაპარაკები და არ გაძინებ. აქ რომ მოხვალ გემახსოვრება რეებსაც გიყვები?

-ნეტავ, ჯერ ბა იქნები და მერე გახდები ლი, თუ ჯერ ლი და მერე ბა? ბა ალბათ სულ იქნები და თანდათან ლი გახდები, რომ გაჩნდები მამაშენს ვეტყვი ბა ვშვი, მამაშენი კი იტვის შვი ლი, იცი როგორ გელოდება მამაც?  გაინტერესებს , სად მოგიწევს მოსვლა?.იცი აქ ბევრი მწვანე ხეებია, და ცაა ლურჯი ლურჯი, იცი რანაირია ლურჯი?  გეცოდინება , საიდანაც მოდიხარ, ხომ უფრო ლურჯია ცა და ხეებიც უფრო მწვანე, ყვავილებიც როგორი ლამაზი იქნება მანდ , მე აღარ მახსოვს , დამავიწყდა, შენ დაიმახსოვრე და მომიყევი პატარავ. ყველაფერი უნდა მომიყვე ,მეც ხომ გიყვები, შენც მომიყევი. იქნებ  ჩემზე დიდიცა ხარ, მამაშენს რომ ვუთხარი , მე მგონი ჩვენი შვილი ჩვენზე დიდია მეთქი, გაგიჟდიო მითხრა, ორსულობის ბრალიაო.

-რატომ არ შეიძლება,  ჩემზე დიდი რომ  იყო? მე კი გაგაჩენ.
-ხომ შენი ნებით მოდიხარ დედიკოს სიხარულო? კარგი დედა დაგხვდები , ალბათ მოგეწონე და მიტომ ამირჩიე. ყველაზე კარგი დედა გეყოლება ჩემო ბა შენ, და შენ იქნები ყველა ლი ზე საყვარელი ლი.
--ვიჯექი და ვუსმენდი , როგორ  ელაპარკებოდა თავის ბავშვს. მუცელს ხელს უსვამდა , ეფერებოდა. მე კიდევ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ბავშვი მე ვიყავი, იმიტომ რომ იმ ბავშვთან ერთად ვუსმენდი  იმ ქალს .
--იცი რას ჰგავდა ეს? აი, ჩვენ რომ გვესმის ხოლმე რაღაც ხმები და შინაგან ხმას რომ ვეძახით აი ისე.
--აჰა , ესე იგი იმ ბავშვთან ერთად უსმენდი არა?
---დიახაც ვუსმენდი , შენც  ხომ ელაპარაკე ლოლას?
---მე?---კი ველაპარაკე.  ვერ გეტყვი ვხედავდი მეტქი , მაგრამ აშკარად ვგრზნობდი , მის იქ ყოფნას.
---აბა მაშინ რატომ გიკვირს , მე რომ იმ ქალის ხმა მესმოდა?      ეგრე იყო  ჩაფიქრებული,  შენ ლოლას ხმა უნდა გაგეგო , მე კიდევ იმ დასაბადებელი  ბავშვის  შეგრძნებები  უნდა  მიმხვდარიყავი. 
--ძალიანაც კარგი , ესე იგი ტყუილად არ ვმჯდარვართ იქ, რამდენი რამე გავიგეთ იქ მცხოვრებლებზე.

--თავისუფლებამდე გავიდეთ?
--ზოგადად , თუ აქვეა როა?
--აქვეა რომაა, ძეგლიანი.
---მეზარება.
--მაშინ, რომ გიტხარი ჩემი მეგობარია ,  მაგრა მოსწონხარ მეტქი , იმასთან ავიდეთ, დავურეკავ , თუ სახლშია ავადგეთ .
--რომ ეძინოს?
---ვაა, გაიღვიძებს დიდი ამბავი. შენი გაცნობა უნდა დიდი ხანია,  პირიქით გაუხარდება.
---რად უნდა ჩემი გაცნობა?
---ხომ გითხარი მოსწონხარ და შენი თაყვანისმცემელია--ვუღიმი.
--მერე ცოლად მომიყვანს? –საპასუხო ღიმილი.
--ეგ არ ვიცი არამგონია, ცოლიც ჰყავს და ერთი ფეხბურთის გუნდი არა, მაგრამ შვილიც ყავს.
--ბედი არა მაქვს, ამ ასაკში კაცს მოვეწონე და მაინცდამიანც ცოლიანს.
--რა ასაკი შენ გაქვს.
-- კაი რა. რა, რა ასაკი? გინდა გითხრა რამდენი წლის ვარ?
--მერე მე არ დამაბრალო , შენ მკითხე ასაკიო.
--არ დაგაბრალებ , ვითომ არ გაინტერესებს?
--მაინტერესებს? ისედაც ვიცი.
--აბა რამდენის ვარ?
--42-ის , მაგრამ საერთოდ არ გეტყობა--ვამატებ მე
---თუ არ მეტყობა აბა საიდან მიხვდი , ვანგა ხარ?
---ვანგა რა შუაშია, ჩემი ასაკი ვიცი და მე რომ 1 კლასში ვიყავი, შენ მეოთხეში იყავი. დავძაბე ტვინი და მივხვდი რამდენისაც ხარ. ------------ბიჭოს, რა ყოჩაღი გამოდექი.
---ჭკვიანას მეძახდენ ბავშვობაში და შეეშვი ჩემს შაყირს. რა ვქნათ ავიდეთ?
---სად ცხოვრობს, რა მითხარი?
---ჩიტაძეზე, კაგებეს ზემოთ.
---აუ, არა , რა! არ გეწყინოს მაგ სიმაღლეზე ამ ფეხსაცმელებით?
- სულ, რომ ბრედ პიტი მელოდებოდეს და გიჟდებოდეს ჩემზე, ვერ ამოვალ , დავიღალე , ხომ ხედავ, უკვე აქ მიჭირს სწორზე .
---გინდა დადიანობოს ამბავში,  გავჩითავ ეგეთ ფეხსაცმელებს და მეც მაგით ვივლი?
---მართლა ივლი?
---რა პრობლემაა!
---დღეც რომ იყოს?
----ეხლა რომ დღე იყოს ვივლიდი.
----- კაი დავიმახსოვრებ, მაგას.
---მე გითხარი ეხლა რომ დღე იყოს ვივლიდი , თორემ ხვალ და ზეგ მე რავიცი რას ვიზამ--თავის დაძვრენას ვცდილობ.
---ეგეთები ხართ კაცები.
---ვიცი , მაგარი უპირო და ცრუპენტელები ვართ. აგე ტაქსი მოდის და ტაქსით ავიდეთ. ტაქსს ვაჩერებ, ვსხდებით.
---საით ახალგაზრდებო?--მეკიტხება მძღოლი.
---შევხედე, ჩემხელა იქნება. შენ რა მეკაიფები? ----არა , ძმაო რას გეკაიფები, საით ჯიგრებო უნდა მეტქვა და მანდილოსანი რომ დავინახე გადავაკეტე , უკეტესი კიდევ ვერაფერი მოვიფიქრე.
---გაიხარე კაი კაცო, მეც გიხურებ რა, ახალგაზრდებოო თქვი, შობელძაღლებო ხომ არ გითქვია.
--- ეე , რამაზ რა გჭირს.?----ბოდიში, ბოდიში ლალი, გამოვშტერდი უცებ, მომიტევე.  ჩიტაძეზე , გვინდა ახალგაზრდებს.
---ლალი ხედავ? ეგ შენი  ნათქვამის პასუხად ბრძანა ამ კაცმა,  ხედავ ახალგაზრდები გვიწოდა. ეგრეც არის. ახალგაზრდები ვართ მეც, შენც და ეს კაციც. დიახაც , რომ ეგრეა. მომხედე ძმაო ,  არ გეზარება ეს ტაქსაობა ?    მეგობართან ავდივართ, დავაი შენც წამო ჩვენტან.მანქანას ეზოში დააყენებ.
-- ვესტუმროთ , ცოტა დავლიოთ, ბევრი ვისაუბროთ , თუ ეგრე იზამ გამიხარდება? მძღოლი ბოდიშს მიხდის , მადლობელი ვარ ,მაგრამ რა ვქნა საქმე, საქმეა, არ გეწყინოს.
---რა უნდა მეწყინოს? შენ იცი შენი საქმისა, მე გულით გეპატიჟებოდი.
--ვიცი , ვიცი ძმაო.
--- თავში აზრი მომდის და ათარბეგოვზე ასული, მძღოლს ვეუბნები: მოდი გრიბოედოვისკენ დაატრიალე, აკადემიასთან მიგვიყვანე. როგორც გნებავთ-- მეუბნება მძღოლი.
---აღარ ავდივართ? კითხულობს ლალი.  ავდივართ,  მაგრამ მოდი ჩემი მანქანით ავიდეთ, მერე უკან გამოსასვლელები  ვიქნებით  და  გვიან უფრო დაგვეზარება ფეხით სიარული.
---კარგი ეგრე ვქნათ.
--მძღოლს ფულს ვაძლევ, უარობს  მაგრამ სკამზე ვუგდებ, მადლობა ძმაო , გაიხარე.
-- მანქანიდან გადმოვდივართ.
---მე მგონი არაყი ეხლა მოგეკიდა ,-მეუბნება ლალი.
--არა , არა, ფხიზლად ვარ. ნუ გეშინია აქედან ჩიტაძეზე ასვლას რა უნდა. მართლა, მთვრალი რომ ვიყო მაშინაც არაა პრობლემა. ეხლა ხომ საერთოდ... უბრალოდ კარგ ხასიათზე დავდექი. 
--- ლალის მანქანამდე მივყევი, კარები გამოვუღე: -დამელოდე , რაღაცას ვნახავ და მალე მოვალ.
---- ბაღში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი.    ვცადე რამე გამერჩია სიბნელეში ან ხმა გამეგო საიდანმე , არაფერი გამომივიდა , აზრი არ ჰქონდა ლოდინს წამოვდექი და მანქანისკენ წავედი.
-- წასულა?
---ხო , წასულა იქ აღარ იყო—მანქანა დავქოქე და  დავძარი.
---შენ დალეული ხარ, მაგრამ მე რაღა მჭირს, რეებს ვკითხულობ ?-იძახის ლალი.
---რა გწირს ? ცუდი არაფერი , დღეს  კიდევ ერთხელ ნახე, რომ შეიძლება გესმოდეს და გრძნობდე უფრო მეტს ვიდრე გეგონა, ესაა და ეს. --
--მაგ შენ ძმაკაცს , ძაღლი ყავს?—სხვა თემაზე გადააქვს საუბარი.
---ვინ ძმაკაცს, დავითსს?
---ხო დათოს , დავიტს . ვისთანაც მივდივართ ხომ დათო ჰქვია?
---რადგან ასე გინდა დათო დაუძახე , ისე დავითი ჰქვია  და ძაღლიც ჰყავს , დობერმან პინჩერი. --
--გამახსენდა , რომელიცაა, ნანახი მყავს.
---ხომ გითხარი იცნობ მეთქი ,რომ ნახავ გაგახსენდება ეგრევე .
---დაფიქრდი , იქნებ უხერხულია ასე გვიან სტუმრობა.
-- არა მეთქი, ხომ გითხარი.
---შენ ისიც თქვი დავურეკავო.
---თითქმის მივედით ეკლესიის ეზოში ცხოვრობს , იქიდან დავურეკავ , თუ უხრხული იქნება იტყვის და მოვტრილადებით, რა პრობლემაა? ---კარგი .
---ეზოში შევუხვიეთ , მანქანა გავაჩერე და დავრეკე, როგორც მოსალოდნელი იყო , მარტო იყო და ჩემი ხმის გაგონებაც გაუხარდა , ვუთხარი შენთან ეზოში ვარ , თანაც მარტო არა  და სტუმრებს თუ მიგვიღებ? ერთი კარგი ადამიანი მინდა გაგაცნო-მეტქი. ამოდი , ამოდი რას რეკავ ხომ იცი მარტო ვარ სახლშიო. კიბებებზე ასულს კარებშივე შემოგვებება, აბა ვინ უნდა გამაცნოო, ლალის ნამდვილად არ ელოდა და სახტად დარჩა, მე მეგონა მეხუმრებოდი , ვინმე ჩვენიანთან ერთად მოხვედიო. ჩვენიანია ეს ადამიანიც მეტქი. და ერთმანეთი გავაცანი.
---გაიცანით , დავით ეს ლალია , ლალი ეს დავითია, დღეის ამის შემდეგ შეგიძლიათ , ერთმანეტს მიესალმოთ და მოიკითხოთ. გაძლევთ ამის უფლებას.
----მიუხედავად იმისა რომ ყველა ფანჯარა ღია ჰქონდა და აივნის კარიც ბოლომდე გამოღებული, ოთახში მაინც სიგარეტის სუნი და ბუღი იდგა. ტელევიზრთან მდგარ სავარძლის სახელურზე , კონიაკიანი ფუჟერი იდგა , იატაკზე ნახევარი ბოთლი კონიაკი. და პირთამდე ნამწვავებით სავსე  საფერფლე.
---ბიჭო , ცოტა ადრე ვერ გამაფრთხილე ? სახლს მოვაწესრიგდები-წუხს დავითი
---კარგი , ნუ წრიალებ , ყველაფერი ნორმაშია, ხო გეუბნები ჩვენიანია. არ არი საჭირო ზედმეტად თავის გამოდება.
--- თავის გამოდება რა შუაშია? ადამიანი პირველადა ჩემთან..….
---ყველაზე კარგს იზამ, თუ ამ საშინელებას მოაშორებ და სავსე საფერფლე  მივეცი. . მე მანამდე აქაურობას მივალაგებ, ასე რომ სანერვიულო არაფერია.  ლალი სავარძელში ჩავსვით. კონიაკი ჟურნალების მაგიდაზე დავდე, ჭიქაც იქვე.
---- სამზარეულოდან გამოგვძახა. ჩაი , ყავა რამდენიმენაირი მაქვს , კონიაკს თავად ხედავთ , რაც არი მანდაა, მეტი არ მაქვს , თუ კარგად მოვძებნე არაყიც მექნება სადმე და მე მგონი, ანის გადანახული და დამალული წითელი ღვინოც უნდა იყოს, მითხარით რას მიირთმევთ? --
--ალკოჰოლი ადრეა, ამიტომ ,მე ყავას  დავლევ უნალექოს , შენ რა გირჩევნია?--ლალის ვეკითხები
-- ყავა იყოს, ოღონდ ნალექიანი.
---რანაირი გინდათ-კვლავაც გამოგვძახა.
---მაშინ მეც ნალექიანიდავლევ. 
---დავით ნალექიანს დავლევთ ორივე, ერთი ერთზე.  თუმცა სჯობია , მე მიმიშვა. ყავის მოდუღება “დელა ტონკაია”- პეტრუხა, მე ვარ მაგის ოსტატი, მე მოვამზადებ , შენ “ვეჩნად” ბევრ შაქარს ყრი.
---სამზარეულოში გავედი  და დავითა გამოვაძევე.
--- ლალი შენც ეგრე გინდა,  ერთი ერთტზე?
----კი, შენთვის რასაც გააკეთებ ეგეტივე გამიკეთე. . მოვადუღე და ყავის ჭიქებით ხელში , უხერხულ სიჩუმე ჩამოწოლილ ოთახში მომიწია დაბრუნებამ. რა გჭირთ ხალხო? ხმა ამოიღეთ, ერთმანეტი გაგაცანით, ძაღლები ორივეს გყავთ, მე ორივე მიცნობთ , ამინდსაც არაუშავს. ჩემზე საუბარი თუ გერიდებათ , ძაღლებზე მაინც ილაპარაკეთ, სანამ სხვა საერთოს გამონახავდეთ, “კსტაწი” ძაღლი სადა გყავს?
---ანის ს და თეოს ყავთ წაყვანილი წყნეთში. აჰა, რა გინდა ლალი, ამის ძაღლიც წყნეთში ყოფილა , ხოდა თემა გაქვთ; უხდება თუ არა წყნეტის ჰაერი ძაღლებს , ცუდი თემა არაა. პოლიტიკაზე და ამინდზე საუბარს ნაღდი აჯობებს.
---ამის დედა ვატირე, გაუჩერებლად ლაპარაკის ჩემპიონატი რომ იმართებოდეს, შენ მედალოსანი კრიტიკულ დღეებშიც(ვუღიმი და თვალს ვუკრავ) კი იქნები და დღეს ხმა ვერ ამოგაღებინეთ. ლალი შენ უნდა დაგაბრალო ეს ამბავი. მონუსხე და დაამუნჯე კაცი, სხვა გზა არ არი, თითო ჭიქა კონიაკი დავლიოთ, ეგებ მაგის შემდეგ ენა გაგვეხსნას და საუბარიც უფრო საინტერესო გახდეს ,  ჭიქები მოვიტანე ჩემთვის და ლალისთვის. რა კონიაკია ?
---ასკანელებია, ეგენი საფრანგეთიდან ეზიდებიან “კანიაჩნი” სპირტს.
---შენ როგორ ყველაფერი იცი. ხოდა კარგი კონიაკი იქნება . კონიაკს ვასხამ. მანამ თქვენ გაშინაურდებით, მე სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ..
---მოდი ჩემო ტოლმეგობრებო, იმას გაუმარჯოს რომ შეგვიძლია , შუაღამისას გაუფრთხილებლად ერთმანეთან ვესტუმროთ, , აი , ეგრე მომენატრები და ავდგები და  მოვალ , შენ მოგენატრები და მოხვალ, არა აქვს მნიშვნელობა ღამის 12-ია თუ , Dდილის 6. მენატრები და მოვდივარ. და ოჯახიის ყველა წევრიც რომ ასეა ეგაა კარგი. ანი წასულია და პრობლემა არ იქნება მეთქი ლალის ვეუბნებოდი , და ბოდიში ვუხდი ანის, იმისთვის რომ ასეთი ხეპრე და დაუნახავი ვარ, რა ანი აქ  რომ იყოს რამე  პრობლემა იქნებოდა? არასდროს მოვსულვარ ამ დროს, უფრო გვიან?  ცუდი უთქვია, რამე იმ გოგოს? არც გაუვლია გულში , პირიქით როგორც შეეძლო პატივი უცია , ასეე არაა დავიტ? ხოდა არ ვიცი ეს ყველაფერი ცუდია თუ კარგი , მაგრამ ჩვენ ეგეთები ვართ და პირიქით რომ იყოს არ მინდა. ხომ მაქვს უფლება? მაქვს ჩემო ბატონებო, და ზუსტად ამას გაუმარჯოს , კიდევ თქვენ გაცნობას გაუმარჯოს, ლალის ვუთხარი , უბანში რომ გადმოხვედი და ლალი ნახე, მას შემდეგ, მისი გაცნობა გინდა, არ მომერიდა და ისიც ვუთხარი რომ ძალიან მოგწონს. აბა რომ არ მოგწონდეს გაცნობაც არ გენდომებოდა. ჰოდა ეგრეა და მივუჭახუნოთ ერთმანეთს ჭიქები.
---შენც უნდა დალიო ლალი,  ერთი ჭიქა არაფერს გიზამს და გაცნობისათვის კი აუცილებელია,
---დათრობას ხომ არ მიპირებთ-გაეღიმა.
--გამოიცანი , ზუსტადაც ეგ გვქონდა გადაწყვეტილი. დიდი ხნის ჩანაფიქრი გვქონდა და დღეს მომენტი ჩაგვივარდა. ხედავ?  მიგვიხდა დავით.
---დავითა მაგარი სერიოზული სახით იჯდა და ჩვეული უხვსიტვეობის ნაცვლად შორისდებულებით იფარგლებოდა, კარგ ვარიანტში 2 სიტყვიან წინადადებას გადმოგვიგდებდა. ალბათ ამის გამო იყო რომ ლალიც ჩუმად იჯდა. გავბრაზდი მცირედ.
--რა გჭირს დავიტ, ძმაო , ხომ მშვიდობაა? ტელეფონზე ვერაფერი შეგატყვე და აქ ისე მოღუშული ზიხარ , ვფიქრობ ,სადღეგრძელო ხომ არ შემეშალა მეტქი.
---არ გრცხვენია მამაო (ჩემი ზედმეტსახელი 8 კლასიდან), “პროსტა” მოულოდნელი იყო , ლალისთან ერთად შენი მოსვლა, ამ დაულაგებელ ,არეულ სახლში.  გაგიკვირდება და დავიბენი    არ შეიძლება? …
---ლალი, ხედავ მაინც შენ გაბრალებს. უთხარი რამე , გაგიჟდა კაცი ამ აულაგებელი სახლის გამო. მოდი დავულაგოთ , ყველანი მოვისვენებთ?
--ეე, ახურებ ეხლა რამაზ(მამაოს აღარ მეძახის).
--კაი, ხო ვხუმრობ. მაშინ, შენ თავს გავაცნობ ლალის, ყველაფერს ვეტყვი რაც ვიცი შენზე და მერე როცა ჩემსავით გაგიცნობს ეგ დაძაბულობაც მოგეხსნება.
---მაიცა თუ ძმა ხარ!
--რა იყო “ყველაფერში” , მხოლოდ კარგი ვიგულისხმე.--ვიცინი მე.

                                                                ყველაფერი დავითას შესახებ

--- დავითს-დავითს, მე მგონი მარტო მე ვეძახდი, ჩვევა მაქვს ასეთი , დავითს დავითი დავუძახო, კახაბერს , კახაბერი, ნიკოლოლზს ნიკოლოზი, ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ამ სახელიან ადამიანებთან ურთიერთობისას.. . E დავითს გარეგნობა ქართული ჰქონდა , ხასიატიც ქართული, კიდევ, არ ვიცი სადაურად , მაგრამ უაზროდ ნაკითხი იყო, და ა როგორც ქართული მენტალიტეტის უცილობელი თვიხება, ქართულადვე მაგრად გამოხუებული იყო. მის განვლილ წლებს პერიოდებად თუ დავყოფთ    და თვალს გადავავლებთ, ვნახავთ რომ 18-23 წლამდე დრო ვარჯიშს შეალია, დღეში 3 საათი შტანგებითა და გირებით კუნთების მასას ზრდიდა და გარკვეულ წარმატებასაც მიახწია, ბიცეპსი 45 სმ-დე გაეზარდა.

შვარცნეგერს მის მის სულიერ(ფიზიკურ) ევოლუცუიაში 23 წლის ასაკში დაენძრა, როცა პირველად გაიგო ნარკოტიკის გემო, არა უბიწო და ქალწული არ ყოფილა, მაგრამ პლანის იქით მანამდე არასდროს წასულა. გასინჯა და მოეწონა , მოეწონა და როგორც შტანგებით ვარჯიში უყვარდა ასე შეიყვარა წამალი, ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივი გამოდგა და 33 წლისა, მაგ საქმეში არავის ტოლს არ დაუდებდა , ქალაქის ყველა ბარიგას იცნობდა, თუმცა ქალაქის კი არა საქართველოს და მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, (მაგ დროისატვის ჩვენც და სხვებიც, უკვე დამოუკიდებელი და აყვავებისკენ მსწრაფი ქვეყნები ვიყავით) ამ სფეროში მოღვაწე , თავის თავის პატივისმცემელი “ბარიგის” მისამართი და ტელეფონი ჰქონდა, მერე მოგეხესენებათ ომები იყო , ბრძოლებიც. ომსა და ბრძოლაშიც გამოიწრთო , ფრონტის ხაზზე ისე გადადიოდა და გადმოდიოდა, აქედან ფულით და იქიდან წამლით, რომ ნებისმიერი ჯაშუშ- დესანტი, მასთან შედარებით სოსკამწოვარა იყო. ყველაფერს კი უძლებს ადამიანი, მაგრამ შენს გვერდზე მყოფის გადაადამიანების პროცესის ყურება , მართლაც ძნელი ასატანია, და ოჯახის წევრებისა , მეგობრების, მუდარისა და მუქარის შემდეგ, ამ საქმის დანებებისა რამდენიმე მცდელობა , არ დაუკარგოთ და ჰქონდა. მკურნალობითაც ყველაზე არაადამიანური მეთოდები მკურნალობდა.
---. მოსკოვში , სამხედრო  ჰოსპიტალის საგიჟეში 3 თვე გაატარა. მკურნალობის ბოლოს მოკლეს და გააცოცხლეს, დაახლოებით მსგავსი მეთოდით ბიშკეკშიც უმკურნალეს, მაგრამ თბილისში ჩამოსულმა მეორე დღეს ნაცნობ ბარიგას რომ დაურეკა, მიხვდა რომ ყველაფერი იდიოტობა იყო და საკუთარი თავისთვის თვითონვე უნდა ეშველა.

---ამიტომაც წამალი რომ დაევიწყა, სასმელს მიეძალა, სასმელსაც ისეთივე ენთუზიაზმით შეუტია, როგორც მანამდე არსებულ ორ გატაცებას , ჰოდა გაიტაცა და გაიტაცა სამელმა, ჩაფსმამდე სვამდა, გონის დაკარგვამდე. ბოლოს ერთი ჭიქა კმაროდა რომ დამთვრალიყო, ამას აშკარად წამალი სჯობდა, თანაც კარგად მოგეხსენებათ, ეხლა რა ხარისხის სასმელი იყიდება და რევოლუციის გარიჟრაჟზე, ვის რა შემოჰქონდა და რას ასხამდა ბოთლში, ჩამსხმელმაც კი  არ უწყოდა.
---დააბრმავა სასმელმა. ხატიაზე უარესად დაბრმავდა მზესაც კი ვერ ხედავდა.
---მაშინ სახლიდან წამოსული იყო, რუსთაველზე ნაქირავებში ცხოვრობდა , ერთ, პატარა უფანჯრო ოთახში . მეგობრებმა ექიმთან, რომ მივიყვანეტ , შანსი არაა  თვალის ჩინის დაბრუნებისო, ამის წამალი აწი სმენის ვარჯიშიაო.
---წამოვედიტ გინებით ექიმიდან. მერე ჩვენი მეგობრის ,დედის, დაჟინებული მოთხოვნიტ დავუწყეთ გადასხმები, ვიტამინებიტ გაჯერებულ ფიზიოლოგიურ სითხეებს მთელი დღის განმავლობაში ვუსხამდით ვენაში. რას იზამდა ბრმა იყო და მარტო ვერ მოძრაობდა, მოგვენდო, ეგ იყო ლუდს ითხოვდა, ლუდს ვასმევდით . აბა რა გვექნა ? მოძრაობა არ შეეძლო დამოუკიდებლად , თორემ გინება უსაშველოდ მაგარი იცოდა . ვასმევდით ლუდს და პარალელურად , გადასხმებს ვუტარებდით. ვინმემ შეიძლება არ დაიჯეროს და გადასხმებიდან 2 კვირაში ჯერ ერთ თვალში და მალევე მეორეშიც, მხედველობა დაუბრუნდა. მართლა სასწაული იყო. ამ სასწაულის ხათრით , რამდენიმე წელი , ყოველგავარი სასმელის  და  წამლების გარეშე ცხოვრობდა, ცოლიც მოიყვანა თვალგახელილმა და ბავშვიც შეეძინა. დამავიწყდა მეთქვა , რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ კითხულობდა , საგიჟეებში , კაიფებში , სიმთვრალეში, ლოგინში ტუალეტში,(მანდ ყველა კითხულობს) დაწოლილი, ფეხზე მდგრაი, ჩაფსმული , წვერგაპარსული, კითხულობდა ყველაფერს , თხა და გიგოსაც ისეთივე ინტერესით, როგორც სარტრსა, პრუსტს, როგორი არეული ცხოვრებაც ჰქონდა , ეგეთივე არულობა ჰქონდა თავშიც. არ ვიცი როგორ და რანაირად ამახსოვრდებოდა მაგრამ , ისეთ დეტალებში ახსოვდა წაკითხულები, რომ ჩვენ შედარებით ჯანმრთელი ცხოვრების წესის ამრჩევებს , გულზე გვხეთქვდა.

--ეგეც იყო, რომ მიუხედავად ამ ცხოვრების წესისა , საჯდომად არ იქცა და შეძლების ფარგლებში, ცდილობდა ჭირსა თუ ლხინში შენს გვერდზე ყოფილიყო. სხვა საქმეა როგორ გამოსდიოდა.

ეხლა ის პერიოდი ჰქონდა , როცა ოქროს შუალედს მიაგნო და ზომიერებას გაუგო გემო, იძახდა კიდევაც ადამიანი მთელ ცხოვრებას  ზომიერების სწავლას ანდომებსო. მე კი ვეუბნებოდი , ეგ შენი ნატქვამი არ არი ,  კონფუცი იტყოდა მაგას ,ან ლაოძი  , მაგრამ აწვებოდა  პირველჩვენებას-ჩემიაო, ასეა თუ ისე  ჭეშმარიტების საღი მარცვალი , “მისეულ” სიბრძნეში აშკარად იყო,         
  სწორედ ასეთ  დავითთან , კარგთან თუ ცუდთან, გიჟთან თუ ჭკვიანთან ვიყავით სტუმრად და ეს ყველაფერი მეტნაკლები სისრულითა და სერიოზულობიტ ლალისაც მოვახსენე.
    თავად ლალის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი,  დავითასთვის,რომ  უკეთ  გამეცნო.    რაც ვიცოდი  კარგა ხნის წინ მქონდა ნათქვამი, ამიტომაც  ლალის ვთხოვე;
  ლალი, შენ ამიერიდან  დავითის შესახებ  თითქმის იმდენივე იცი,  რამდენიც მე.  მაგის სასიყვარულო ისტორიები არ მომიყოლია, თორემ დანარჩენი  ყველაფერი.  მოდი შენც მოყევი შენს შესახებ, ბარემ დავითიც გაგიცნობს და მეც  შევიტყობ რამე ახალს შენს შესახებ მეთქი. მერე თუ გინდა ფიცვერცხლნაჭამებიც შევიქმნათ  ოღონდ არ ვიცი გოგო ბიჭს შორის ეგ ამბავი  , როგორ ხდება.
    ეხლა მაგის დრო არააო.
    ვერცხლის ჭამის თუ მოყოლის?
    მოყოლის.
    ვითომ რატომ? შევეკითხე—რა მზის ამოსვლამდე უნდა მოგეყოლა და შეამჩნიე მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა , თუ წასასვლელები ვართ სადმე და დრო არ გვაქვს, ვერ  მოვასწრებთ?
    არა მაგიტო არაო, ეგ  არ მიგულისხმიაო, “დრო არ არი” სულაც არ ნიშნავს უდროობასო.
    სერიოზულად დავინტერესდი  რას ნიშნავდა “დრო არ არი”  და პასუხიც მივიღე
    რას და როდესაც, რამის თქმა ან ადრეა, ან კიდევ გვიანო, ანუ ყველა სათქმელი თავის დროზე  უნდა ითქვასო,
    ფატალიზმის სუნი ასდიოდა  ამ ამბავს.  შევებრძოლე,  მაგრამ მერე მაგ თემაზე კამათი დამეზარა და როგორც გინდა-მეთქი.
    ასეა თუ ისე ჩემს მიერ  დავითას  წარდგენას,  შედეგი მოჰყვა.  ნელ ნელა  აეწყო საუბარი,  ჩემი  რჩევა გაითვალისწინეს და მართლაც  ძაღლით დაიწყეს , კარგად გამოიკითხეს  ერთმანეთის  ძაღლების,  ძაღლური ქცევის, შესახებ ყველაფერი.  მეც  შესახსენებლად იმისა , რომ იქ ვიყავი,  აღარ დავაყოვნე და ახალი სადღეგრძელო შევთავაზე,  სადღეგრეძელოს თემა, მათ  საუბარს მოჰყვა,  ძაღლების  და მეგობრების სადღეგრძელო  გავაერთიანე და მოვითხოვე ეს ყველაფერი განსხვავებულით დაგველია.  არ დამიჯერს. მაშინ    სამივეს  ჭიქა ჩემკენ მოვწიე-შევავსე კონიაკით და სამივე დავლიე.
    ეგრე რატომო?-იკითხეს
    ავუხსენი, რომ პირველი ჭიქით მეგობრების დავლიე, მეორეთი ძაღლების და მესამით ძაღლების, როგორც მეგობრების და მეგობრების როგორც ერთგული ძაღლების ეგრე  შევსვი-თქო.. იმ წუთს  მეგონა რომ სიბრძნეს, ახალგახსნილ ფანტანივით დაუნანებლად ვაფრქვევდი.
    მომეკიდა  სასმელი, დივანზე მოხერხებულად მოვკალათდი, თვალები  მიმელულა , მესმოდა მუსიკის  და დავითას ხმა,  უკვე  თავის სტიქიაში იყო. ერთს თუ ამოიქოქებოდა მერე ძნელი იყო მისი გაჩერება.
  გააგიჟებს საწყალ გოგოს , მაგრამ არ ჰგავდა  ლალი      , იმ  ჩამოსხმას  ეგეთი ისტორიები რომ აგიჟებს…


      ჩამეძინა,  მესიზმრა    “პარნოიში” ვარ,    თავზე კოღო დამზუის,მიკვირს აქ  კოღოს რა უნდა?  ამ შობელძაღლს ფრთები, რატომ  არ უსველდება, არ უმძიმდება  და ძირს არ ვარდება? კოღო კიდე "ნაგლი" სჩანს და მეტანება, აშკარად ადგილას არჩევს “პასადკისთვის”, და მერე ნათელია  სისხლს ამიღებს. 
      გულში მეცინება; “  რომ იცოდეს რამდენი მაქვს დალეული,  ეგრე გულმოდგინედ  არ მოონდომებდა ჩემს დაკბენას”----, მერე ვფიქრობ კოღოს სულ სახსრიან ფეხებზე  ჰკიდია ჩემი  ალკოჰოლი, შეიძლება  ჩემთვის თავის  “სპიდიანი” ხორთუმის  ჩასობას აპირებს  და იყავი მერე გვრიტივით.    მაგას  არაფერი მოუვა , დიდი დიდი ჩემი ალკოჰოლიანი სისხლით , ფრთები აერიოს და პატარა ავარია მოუვიდეს, მე რაღა მეშველება?.
    გავბოროტდი  სიზმარში  და ვფიქრობ , თუ მიკბინა დავიჭერ ამ კოღოს და მერე ვინმე სხვას დავაკბენინებ(თითქოს ძაღლი იყოს)  ეგრე უნდათ მაგათი  დედაც მეთქი, აბა მარტო მე ხო  არ  მოვკვდები?
    ბოლოს  საღმა აზრმა გაიმარჯვა. კოღოს  მოკვლა განვიზრახვე. მაგრამ წამოწოლილი ვარ და  საშინლად ზარმაცი,  მეზარება,  მაგრადაც მცხელა,  ნეტავ მექისე მოვიდეს  მადლიანი,  ვედროთი ცივი წყალი დაგვასხას  მეც და ამ ნაბოზვარ  კოღოსაც—ვნატრულობ.
    ისე აგიხდა ყველაფერი. ვიგრძენი სახეზე ცივი წყალი, …გამოვფხიზლდი, თავზე ლალი მედგა და წყალს მაპკურებს. უაზრო თვალებით ავხედე , ვერ მივხვდი რა ხდებოდა , მახსოვს გავიფიქრე "კოღოს რა მოუვიდა"...
    შენ რა მართლა ჩაგეძინა, თუ თავს იმძინარებ და შენ  ძმაკაცს საქმეს უჩალიჩებ?
    რაო, რაო-- დავაჭყიტე თვალები, ვის, რა საქმეს ვუჩალიჩებ?,
    მე მივდივარ და შენ როგორც გინდა.
    სად მიდიხარ?  რა მოხდა , აღარ იტყვი?
    შენი  ძმაკაცი, მე მგონი  გაჟიმვას  მიპირებს და ეხლა მე მაგის თავი არა მაქვს.
    რააააა?????-გამოვფხიზლდი ბოლომდე.
    ქალი  ამოუყვანე შენს ძმაკაცს  და ეგეც ცდილობს რა - მეტი არაფერი.
    რა ქალი, რის ქალი . გიჟი ხარ?
    რა კი არა, ვინ ქალი. ყველა კაცი საბოლოოდ  ის ერთი ადგილია და მეტი არაფერი .
    დათო სადაა?
    დათო კი არა დავითი , ეგრე არ მეუბნებოდი დავითი ჰქვიაო.
    კარგი, სადააა დავითი? სადაა და კონიაკის საყიდლად წავიდა ძლივს მოვიშორე. ყვირილი არ მინდოდა  და ჩხუბი.  სასმელზე გავუშვი და მაგით  მოვიშორე, კონიაკი დავლიოთ კიდევ-მეთქი.
      რატომ არ გამაღვიძე,  შეგეშინდა?
      ხო ეგეც იყო ,  დავფიქრდი; ორი ვარიანტი იყო, ან  ჩემი აქ ამოყვანა შეთანხმებული  გქონდათ და ბიჭს ნაშა ამოუყვანე, მაშინ უნდა მშინებოდა, ან მსგავსი არაფერი იყო  და რომ გამეღვიზებინე შეიძლება გეჩხუბათ,    მაგისაც  შემეშინდა . რა გამოვიდა?  ყველა ვარიანტში უნდა მშინებოდა, ამითომაც რომ წავიდა, მხოლოდ  მაშინ გაგაღვიძე.
      რომ ამოვა აღარ ვეჩხუბები?
      აღარ ეჩხუბები.
      რატომ გგონია?
      იმიტომ, რომ უკვე კარგახანია გელაპარაკები, სიბრაზემ გამიარა და  არ მინდა,  რომ ეჩხუბო,    დათვრა ეგ საწყალი  და ქალი მოუნდა,    რომ არ იჩხუბო ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ. ეხლა მეცინება, რომ მახსენდება, როგორ მეჩალიჩებოდა, მაგრამ მაშინ?  ბიჭო ტვინში სულ ეგ როგორ გიტრიალებთ, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობთ, შეიძლება ვარკვლავებზე, სიყვარულზე და თავგაწირვაზე ელაპარაკობდეთ  ქალს და ამ დროს ტვინში ის გიტრიალებდეს ,როგორ ჩაიწვინო ლოგინში,
      მაიცა რა ლალი , ვარსვკლავები არა , ანდრომედას ნისლეულობა. აი,  არაფერიც არ გვიტრიალებს და ეგ ყველაფერი შენი “დაგადკებია”.
    “დაგადკებია”? , წამო წავიდეთ  და გზაში მოგიყვები. მერე შენ თქვი, რა როგორ იყო.
      არ დაველოდოთ?
      გაგიჟდი?  გეუბნები მთვრალია და მაგის ღლაბუცს ვერ გავუძლებ.
      რამ დაათვრო, ნახევარი ბოთლი კონიაკიც კი აღარ იყო.
      კონიაკი გამოცალა და მერე ღვინოც  დალია , შენ არ მოყევი, ერთ ჭიქაზე თვრებოდაო?
      ხო მაგრამ ეგ უწინ იყო.
      უწინ კი არა ეგ ყოველთვის ეგრეა, შენ  არ იცი , “ბივში კაგებეშნიკების” ამბავი ?
      რა ამბავი?-  დავიბენი
      რა და ბუნებასი რომ არ არსებობენ.
      მაგით რისი თქმა გინდა ?
      ლოთები და ნარკომანებიც ეგრე არიან. “ბივშები” არ  არსებობენ.  წავედით რა,  თორემ მოვა.
      კაი, ნუ გეშინია ,  საათზე დავიხედე ამასობაში 4 საათი გამხდარიყო,  ეგ ძერჟინსკის კუთხემდე იყო ჩასასვლელი , იქაა  მაღაზია  ღია, უბანში ეგ ერთი მუშაობს “კრუგლასუტოჩნა.” ჰოდა , წასვლა წამოსვლა ნახევარი საათის ამბავია, “ტაკჩტო” ძალიანაც ნუ ვიქურციკებთ, არ გვჭირდება და ნელა  წამოვდექი.
      კარები  არ  დავკეტოთ?-მეკიტხება ლალი.
      გასაღები თუ თანა აქვს  დავკეტოთ. თუ არადა უბრალოდ მოვიხუროთ და  იყოს ეგრე. არავინაა აქ მომსვლელი  და რომც მოვიდეს,  რა ჩემს ფეხებს წაიღებენ?    ეგ გიჟიც მალევე მოვა.
      მაშ გაჟიმვას გიპირებდა? ვახ ეგ ჩათლახი, მოინდომა არა ბიჭმა....  წერილს დავუტოვებ, მოიცა  ერთი წუთით. ქაღალდის ნაგლეჯზე დავუწერე რომ წავედით, ვთხოვდი მეტი აღარ დაელია  და ისიც მივუწერე რომ მაგრა გამიტყდა რაც გააკეტა.…
      კარი გამოვიხურეთ და კიბეებს ჩავუყევით.



    გარეთ ზაფხულის ღამე თუ  უკვე გამთენია იყო, უფრო კი ის დრო, ღამე რომ  გრძნობს  დაერხა და იცის  ნელანელა უნდა ჩალაგდეს.  ის პერიოდია,  ჩიტები რომ “სპინიმ მოზგომ” ხვდებიან  გათენდება  ცოტახანში, და ჯერ კი არ ხმაურობოენ, მაგრამ ბუდეებში ერთი გვერდიდან მეორეზე, მხარს  ინაცვლებენ, ტრიალდებიან და ღამის სიჩუმეს, სწორედაც მათი გვერდის მოცვლის ხმა არღვევს. 
    ჩემი მანქანა დავინახე. გამიხარდა  გამახსენდა  , მანქანით რომ  ამოვედით.
    ლალი, ლალი ჩემო ლალი-ვეუბნები ლალის, რაო ჩემო რამაზაო, მხარს მიბამს. 
    ძალიან თუ აღარ ბრაზობ ჩამიბრძანდი მანქანაში.-რითმაში არ ჯდებოდა მაგრამ.... …
    აღარ ვბრაზობ, რა აზრი აქვს თორემ ჰა ვიბრაზებ.
    ჰო, არა ღირს  , ცუდი ბიჭი კი არ არი, მაგრამ რაღაც ამბავში მართალი ხარ, ეტყობა  დალია და  აერია რამსები, ვეღარ მიხვდა რა პონტში ავედით, ჰო თან მეც რო ჩამეძინა.... ნაღდი ეგრე  იფიქრა რა,  რაც შენ თქვი, შეიძლება არც უნდოდა მაგრამ.... რამე ცუდი არ იფიქროს, ამ გოგომ  ჩემზეო.  კი, კი ეგრე იქნებოდა, ხმამაღლა ფიქრს ვაგრძელებ მე.
    შენ რას გეტყვი იცი? ---მაგრა ახურებ  რამაზ.
    რას ვახურებ?
    რას და მაგ შენი ძმაკაცის დასაწუნი რა მაქვს მე?
    მერე ვინ თქვა, ეგეთი სისულელე?
    ვინ და შენ.    რას ნიშნავდა , შეიძლება არც უნდოდაო, ბაბუა მაგისამ რა , ყოველდღე, შუაღამისას ჩემნაირი ქალები აკითხავენ.
    შენ რა შარიანი ვინმე ხარ , ვერაფერი გავიგე შენი  -ვუღიმი მე, რადგან ეგრეა  ავბრუნდეთ  და გადავამოწმოთ მართალი ვინაა.
    მოიცა,  სად უნდა ავბრუნდეთ. დაქოქე და დავახვიეთ აქედან. დავქოქე  და დავახვიე,
    დავითა რომ არ შემხვედროდა , ჩიტაძეზე ზემოთ ავაჭერი.  ჰაა რა ვქნათ?
საითკენ  შევუხვიო, მარცხნივ თუ მარჯვნივ?
    სადაც ჩვენიანები არიან –მეუბნება ლალი.
    ჩვენიანები მარჯვნივ არიან-- ვამბობ და მარჯვნივ ვუხვევ.
    მანდეთ რატომ?
    რატომ და მარცხნივ, თავისუფლებაზე მომიწევს გასვლა. იქ დიდი შანსია გამაჩერონ და მაშინ შენი გადანახული ევროებიდან მოგიწევს ფულის დაძრობა.
    ხოო, კაი მაშინ ეგრე წადი და მერე ბესიკისკენ ჩაუხვიე,
    ეგრე ვაპირებ კიდევაც.
  ავუყევი და ვხვდები რომ , სახლში  და ლოგინში შეხტომა მინდა, მამთქნარებს.  რა მინდოდა?  ჩემი ზარმაცი და კრეტინი თავის ... ვაგინებ ჩემ თავს  გამეღო ის ჭიშკარი და შევსულიყავი  სახლში.
    იქნებ ისე შევიყვანო ლალი სახლში რომ ვერავინ გაიგოს?-აბა , გარეთ ხომ არ დავტოვებ.  არაა  ფანტასტიკის სფეროდან , მაგრამ მერე სად დავაწვინო, ისე რომ ვერავინ გაიგოს,  ეგ არ ვიცი. გამთენიას დაქალთან  ვერ მივიყვანდი. არადა ერთბაშად მომეკიდა დაღლა , ხომ მეძინა დავითთან,  მაგრამ  იმ კოღოს ზუილმა  არ მომასვენა.
    ლალი რა გავაკეთოთ?
    არ ვიცი  რამაზ. გულში ალბათ  იძახი  “ რა დებილი ვარ , ეს ვინ ავიკიდეო?
    ჩემს  გადაღლილ  ტვინში ზიხარ,  ხუმრობაში გადამყავს, მაგრამ მეტყობა, რომ სიმართლე თქვა.
    მაპატიე  ლალი,  ეს ყველაფერი დროებითი სისუსტეა, ხო მაპატიებ?    მოდი მომიყევი  დავითა რას გეჩალიცებოდა, გავხალისდებით და  გადამივლის ეს სისუსტე.
    გითხარი  უკვე რასაც მეჩალიცებოდა.  თვალები მიხუჭე თუ არა ,  ჩაირთო...…
    ეგ, სანამ  თვალებს მივხუჭავდი მანამდე ჩაირთო.
    რა მნიშვნელობა აქვს , მოკლედ არ გაჩერებულა,  ინდოეთში მოგზაურობის ამბავი მოყვა .  მართალი გითხრა მაგრა მაცინა.
    მაგარი ისტორიაა, ხო ზეპირად ვიცი, მაგრამ რამდენჯერაც  მოყვება ყოველთვის  მეცინება.
    მართლა ეგრე იყო , როგორც ყვება?
    ვინც ახლდა  ეთანხმებიან, ეგრე იქნებოდა , თუმცა მაგისას რას გაიგებ.               
    ხოდა მიყვება,  თან სვამს, ამ სიცილ კისკისში, ერთი ჭიქა მეც დამალევინა, თვითონ ის დარჩენილი კონიაკი დალია და რაღაც მომენტში, რომ გამომხედა  მივხვდი  საქმე ავად იყო,  მერე  ღვინოც გამოიტანა,  ეხლა  ინდოეთის სადღეგრძელო ვახტანგურით უნდა დავლიოთო.
    ვუთხარი ღვინოს არც ვახტანგურით ვსვამ და არც  დავითურით. სიმჟავე მაქვს აწეული , “სტარაოსტ ნე რადოსტ”, თან მივაყოლე,  იქნებ  სიბერის შეხსენებამ,  ჟინი გაუნელოს,შენც არ მომიკვდე....                                       
    ლალი, ეგ რა შეცდომა დაგიშვია—მეცინება.
    რა შეცდომა?
    რა და დავითას  ზედმეთ  სახელად რას ეძახდენ იცი?
    რას?
    რას და გერონტას.
    გერონტა რა შუაშია?
    ბავშვობიდან თავისზე ბევრად დიდი ქალები ევასებოდა,  გერონტოფილობის ამბავში, გერონტა დავარქვით,  წარმოიდგინე სიბერეზე წუწუნს, რომ დაიწყებდი მაგრა გაუსწორდებოდა. ესეც ასე , დავით-გერონტაზე, უკვე ყველაფერი იცი.
    მართლა? ნაღდი  ბრუტუსას შთამომავალი ხარ,  მოღალატე. ესე იგი სიბერის გამო დავევასე არა? ტაქსში მაგრა  მარწმუნებდი , კოხტა და ფარცქვალა გოგო ხარო?
    ეგეთი ხარ,  ეგეთი , მართლა გეუბნები, კოხტა და  ფარცქვალა. 
    ინდოეთის სადღეგრძელო, თანაც  ვახტანგურითო არა? ისე კი ეკუთვვნის მაგ ამბავს ვახტანგური.

   

                                          ამბავი  დავითას  მიერ ინდოეთის მოხილვისა, ლალისთვის მის მიერვე მოყოლილი,  რომელიც მე ისედაც ვიცოდი.
   
    მოსკოვში ვართ. შემოდგომის ბოლოა, საზიზღარი ამინდით.  მირეკავს ზურა, წამალზე მეკითხება გაქვსო? ცოტა მქონდა დარჩენილი , კოკნარი , მაგისგან დავალებული ვარ და არ დამიმალია, ვუთხარი 3-4 Dდღე თავს რომ გავიტანთ იმდენი  მაქვს, მერე რამე გამოჩნდება-მეთქი.
    მერე ინდოეთი გამოჩნდებაო, ნახევარ საათში დამადგა ნომერში.  ცუდად იყო , დავეხმარე .  ხმა რომ ამოიღო--ინდოეთში ჯგუფი მიდის, ჩემი მეგობარია საშკა,  იმის ფირმას მიყავს. ორი კაცის წაყვანა შემიძლია ჩემს გარდა.  წავიდეთ წამალიც იღება და თან გავთბებით.  ნახე რა ცივა , გარეთ გახედვა არ მინდაო.  მართლა მაგარი სიცივე იყო, საქმე არაფერი მქონდა ,  რა საქმე უნდა მქონოდა?  ჩემი მეგობრების ხარჯზე ვიყავი, იმათ ბიზნესი ჰქონდათ და  მოთმინებითა  დიდითა,  უცდიდნენ  როდის გამოვსწორდებოდი, დღე  მაიმუნობაში  გადიოდა.
    წავიდეთ—ვეუბნები.  რამეს ვაკეთებ თუ რა?  ნუგზარა , ხომ იცი (ჩვენი მეგობარი იყო ავლაბრელი კარგი ბიჭი, მოკვდა საწყალი) “კაკრას” გუშინ ველაპარაკე,  ინდოეთის ამბებს  მიყვებოდა, ახალი ჩამოსული იყო იქიდან, კეთილ ზღაპრებს ყვებოდა , კეთილ ზღაპარში , კიდევ წამალი ბლომადაა და მაგარა იაფი ღირს.
    ხოდა , დავურეკე ნუგზარას და წვრილი წვრილად გამოვიკითხე იქაური ამბები, ბარიგის  მისამართ--კოორდინატები.  დაგიხაზავო  თორემ ვერ გაიგებ სადა ცხოვრობსო,  სურათი სასტუმროს ფაქსზე გამომიგზავნა, ბარიგას “სტრანნი” სახელი სინჯარა ერქვა, რაღაცა აშკარად შეცდომით იყო , მაგრამ დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა სინჯარა ერქმეოდა თუ ბრაჰმაპუტრა.
    მოკლედ ამ ამბიდან მესამე დღეს აეროპორტში ვართ  მე, კუსა და ზურა, თვითმფრინავში ასვლიდან 5 საათში კიდევ, უკვე ინდოეთსი გავიჩითეთ.
    ეგეთი გაუგებარი ქვეყანა გეუბნები არ გენახოს, მახსოვს რაღაცას ვკითხულობდი  ინდოეთზე, იქ ეწერა ინდოეთი კონტრასტების ქვეყანა.  ნაღდინ ეგრეა. ერთ ადგილას მოვხვდი , ტელევიზორის ყუთიდან ქალი გამოძვრა , იმას კიდე სამი თუ ოთხი ბავშვი გამოყვა, შიგნიდან კაცის ყვირილის ხმა ისმოდა, გარეთ გამოსულებს აგინებდა. გამოვშტერდი,  რავი სად ეტეოდნენ,  გაკვირვებული სახე მქონდა , იმას კიდევ ეგონა ბავშვებს ვათვალიერებდი. აზრზე ხარ, მეუბნება;  მომე 5 დოლარი და რომელ ბავშვსაც ხელს დაადებ მოგყიდიო.
  ძლივს გამოვექეცი , ის კი  მომდევს , მისტერ , მისტერ მეძახის და მანიშნებს, რომ 2 დოლარზეც  თანანხმაა. რანაირი უბანი იყო? მაცივრის ყუთი პენტჰაუზად  ითვლებოდა.
  არადა,  ჩვენ სადაც დავბინავდით, მაგარი 5 ვარსვკლავიანი სასტუმრო დაიჩითა. ძველებური შენობა, ვიღაც რაჯას ყოფილი სასახლე , თუ რაღაც მსგავსი.  შიგნით  21 საუკუნე, სრული კომფორტი. კონდიციონერები და აუზები.
  პირველ დღეს შევედი სასტუმროში,  წამოვწექი საწოლზე, დაღლილი ვარ რა, ავხედე  ჭერს და “ბლიად”  რას ვხედავ უზარმაზარი ხვლიკი მიყურებს ზემოდან , გადმოუგდია ენა, ასასვსავებს და კუდს ჭერს უტყაპუნებს.
  ხვლიკი , გველი , ბაყაყი , აი ეგეთებს    ჩემს სამეგობროში  ვერ ნახავ ,  მოვრთე გინება , ყვირილი.  შეშინებული ვერც იმას ვიხსენებ ხვლიკები შხამიანები არიან თუ “პროსტა” იკბინებიან. მოკლედ პანიკა ავწიე.  შემოვარდა მომსახურე პერსონალი , მაწყნარებენ რა მოხდაო, მე ვეუბნები თქვე შობელძაღლებო,  მეტი რა უნდა მოხდეს , ჭერზე ხვლიკი გულაობს , აბაზანაში ალბათ  ნიანგი “ზაგარს” იღებს, დამიბრუნეთ ჩემი ფული,  უნდა გიჩივლოთ მეთქი, ამათ ახედეს  ხვლიკს და სიცილი დაიწყეს , თან რაღაცას მეუბნებიან, ზურგზე ხელს მიპარტყუნებენ,  მაწყნარებენ არ იკბინებაო, ამასობაში  მოვიდა ვიღაცა შავგვრემანი  ვეებერთელა მასტი, თავზე  ინდური ჩალმით,  მიხსნის რომ ეს ხვლიკი ამ სასტუმროს თილისმაა და ჩემი ბედი,  რომ არაფერი დავუშავე, თორემ ეზოში ვეფხვი, რომ დაგვიდის, აი იმას შევაჭმევდი შენს თავსო, გულში ვფიქრობ შენ მოსკოვში მყავდე , შენი ვეფხვიანად  შეგჭამდი , მაგრამ  აქ  რას იზამ , თავის ქვეყანაშია , თან იმდენნი არიან ჯგუფებად თუ არ დაითვალე, რიცხვები არ გეყოფა.
    გავჩერდი , არ შევიმჩნიე    მუქარას რომ მივუხვდი.  აბა, მაგას ხო არ გავაგულავებდი. ბევრი რო  არ გავატრაკო,  ამ ხვლიკმაც კი ვერ დამავიწყა რისთვისაც ვიყავი  ამ სიშორეზე  ჩამოსული.  მინდოდა ეხლა მე ტაჯმაჰალები და კანდარია მაჰადევები?
    საფულედან  ოთხად გადაკეცილი, ჩემი რუქა-შპარგალკა გავაძვრე  და გავწიე  ჩემი ბარიგის მოსაძებნად. ზურა  და კუსა მიმკვდარუნებულები იყვნენ და ეძინათ. გავანებე თავი.
  გარეთ  გამოსული , სასტუმროსთან უსაქმურად მდგომ რიკშას გავურიგდი და იმ უბანის სახელი ვუთხარი სადაც  წასვლას ვაპირებდი, სამასი რუპიაო ეგ დაახლოებით 10 დოლარი იყო,  ვუთხარი 10 დოლარად  5 ბავშვს ვყიდულობდი,  თუ გინდა 5 დოლარს მოგცემ.  არაო ძალიან შორსააო , კაი მეთქი , თან  მაგრად მიკვირს ესე რამ გამაწუწურაქა, სრული საათნახევარი მიდიოდა რა გზით იარა და რა სიჩქარით ვერ გეტყვი,  ბოლო-ბოლო ,  ერთ ვიწრო ქუჩაზე  გამიყვანა , ესეც შენი "პუნქტ ნაზნაჩენია", ამის იქით რიკშებით მოგზაურობა აკრძალულიაო,  აღარაფერი დარჩა, ფეხით  უფრო  მალე მიხვალო. 
   
    შენც ნალებით  ასფალტი არ გააფუჭო- გავიფიქრე,  თქმით არაფერი მითქვამს.ამდენი ჭუჭყიანი ადამიანი ერთად არასდროს  მინახია,  ვიწრო ქუჩები სავსე იყო , ყველა ჯურის  ხალხით , საწყლები  ჭუჭყიანები,დაუბანლები, გაუბედურებული, აშკარად ეტყობოდათ კაი ხნის უჭმელები იყვნენ, ცოტა შემეშინდა , ალბათ ფიქრობენ , ამ ფუთქუნა, ფითქინა  ბიჭს , რა ნაწილი უფრო გემრიელი ექნებაო , ავიჯაგრე , თქვენი ფუთქუნა ვინაა  გულში ვფიქრობ, მაგრამ იმათთან შედარებით მართლა ფუთქუნა ვიყავი,(ფითქინობაზე არაფერს ვიტყვი) მიუხედვად იმისა, რომ  ბოლო 3 კვირა კოკნარის გარდა არაფერი მქონდა არც ნაჭამი და არც დალეული, მაინც იმათთან შედარები ქონში ვცურავდი, ჯიბესი დანა მოვსინჯე , “ჩემ ჩორტ ნე შუტით”,რა იცი რა ხდება,  ვნერვიულობ , ვეუბნები მანახეთ აი ეს ადგილი რუქას ვანახებ, (თქვა რუქამან არაკი) და იმ ადგილას მცხოვრები, სინჯარა თუ სინრაჯა  “ხუი ივო ზნაეტ მეთქი,”  და ამ წვალებაში მივადექი , აზრზე ხარ იმის სახლს, იცი სად ცხოვრობდა? წარმოიდგინე ჩინეტის კედელი, მაგხელა კედელი იყო, გეუბნები და იმ კედელზე უფრო მაღალი კიდევ,  ამ კედელში უამრავი ფანჯარა , თუ კარები ვერ გაიგებ, ერთი ფანჯარა დამანახეს სადღაც მეექვსე სართულის პონტში,  მითხრეს აი იმ ფანჯარასი ცხოვრობს , ის შენი  სინჯარაო.
    ვეუბნები  იქ როგორ უნდა მოვხვდე,  ან “ვაბშე” ის ეხლა იქაა  თუ არა, როგორ უნდა გავიგო.  მერე ერთი დავკერე , დამთანხმდა  20 ცენტად ავძვრები და გავიგებ იქაა თუ არა.  თუ იქაა, კიბესაც ჩამოვაგდებინებო.
  გავკარი სპაიდერმენს , ეს მასტი კედელზე დაძვრებოდა, ორ წუთში, ფანჯრიდან მეორე მასტთან ერთად გადმოიხედა,  ჩემი თავი დაანახა  და თან რაღაცს უხსნიდა, ბოლოს ეტყობა დაითანხმა და ზემოდან კიბე ჩამოაგდეს.
    მე რა ხერგიანი  ვარ,  ხო აზრზე ხარ.  ნახევარი საათი მივძვრებოდი.  კიბე,  აქეთ იქით ქანაობს, ვეხეთქები კედელს, დავლურჯდი , ჩემს წვალებას რო უყურეს შევეცოდე ,  ქვემოთ ვიღაცეებს ჩასძახეს, იმათ  კიბის ბოლო დაიჭირეს და მერე გამიადვილდა , როგორც იქნა ავძვერი და სიმაღლეში მეტრა ნახევრიან და კვადრატურაში  3-4 კვადრატულიან ოთახ--გამოქვაბულში აღმოვჩნდი. მასტი მეკიტხება ვინა ხარო, მე კიდე ვეუბნები ავლაბრელმა ნუგზარამ მომცა შენი  მისამართი და თან მოგიკითხა , ხო ნაღდათ სინჯარა ხარ მეთქი, აზრზე ხარ? გაიხსენა ამ ჩემისამ ნუგზარა, მაგრა გამისწორდა, დამიფასდა ამხელა თავგაწირვა.  რა გინდაო?    რა მინდა  კეთილო კაცო და გავიგე ხალხს ზღაპარში ახვედრებ, მოდი ერთი კარგი ზღაპრის გმირი გამხადე მეთქი.  ეხლა მარტო ოპიუმიანი ზღაპარი  მაქვსო.  ეეე, გაგახარებს შივა და რამა, სანსარას წრეს აცდენოდი, პირდაპირ ნირვანაში მენახოს  შენი თავი, დავლოცე როგორც შემეძლო. 

    მაიტა  მაგ ზღაპრის,  ყველა გვერდს ვყიდულობ. შენ როგორ გაწყენინებო, 30 დოლარად 40 ჩეკამდე რომ წამალი გამოვიდოდა იმდენი ავიღე, მეტი არა ჰქონდა. ვიფიქრე , საქართველოს დედაც , კუსასიც და ზურასიც.
    სად უნდა წავიდე  ამაზე მაგარ ადგილას,  ავიღებ ამის მეზობლად ოროთახიან გამოქვაბულს,  ცოტა უფრო მოზრდილს და აქედან ქვემოთ ჩამსვლელის დედაც. გეუბნები სრული სერიოზულობით დავფიქრდი ამ საკითხზე, მაგრამ ერთი რამე მაბრკოლებდა--ფულის საკითხი.    გადავწყვიტე  ჩავალ  ცოტა ხნით, გურჯისტანში ამ საკითხს მოვაგვარებ,  ჩემს ბინას გავყიდი,  ამ    ფულით , იქ  40 წელი არაფერი  მომაკლდებოდა.    ორმოც წელიწადს კიდევ, რომელი  მათუსალა მე ვარ  ვიცოცხლო , დაჟე  შემეძლო დარჩენილი ფულით ჩემი სახელობის ფონდიც კი დამეარსებინა, უპატრონო ნარკომანებისთვის. ზღაპარში შემეძლო ცხოვრება. ზღაპარში ყოფნა არ მიჯობდა , უაზრო ყოველდღიურობას? 
    ასე ვფიქრობდი, მაგრამ არ გამომივიდა.  საბოოლოდ თბილისში ჩამოვედი და შევრჩი.    ამ ქალაქს ხო ეგ აქვს თვისება, იძახი ჭაობია, არაფერი ხდება , აქ რა  მინდა , მაგრამ მაინც ვერსად მიდიხარ ,  რჩები  ჭაობში და ბაყაყივით აგრძელებ ყიყინს. .
 
    ესე სევდიანად დამიმთავრა  თხრობა  თავის  ინდოეთსი მოგზაურობის შესახებ.  მოყვა ეს ისტორია და შემომიტია , იფიქრა ციტადელი აღებულია და
ჯერ , ხომ გითხარი ვახტანგური  მომთხოვა თავის შემდგომი კოცნა-პროშტნით და მომავალი კოტრიალით, ეგ რომ არ გამოუვიდა სავარძლის სახელურზე ჩამომიჯდა , ჩემი მედალიონით დაინტერესდა.    კი მეცოდებოდა, ვიფიქრე  ვაკოცნინებ,    ამ უბედურს წმინდა პორპირეს ხატზე , მაგრამ ვერ გაიგებდა მთლად მართებულად და გადავიფიქრე, მაშინ იყო , რომ ვთხოვე კონიაკის მოტანა.
    ბეწვზე ხარ გადარჩენილი ჩემო ლალი-ვუღიმი.
  ბეწვზე მე კი არა ეგაა გადარჩენილი , რისი თავი ჰქონდა მაგ უბედურს, ძლივს ბოდავდა  რაღააცეებს, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო  , ხო ვიცი
ბოზის “ბროშკასავით”, მკერდიდან მეყოლებოდა მოსახსნელი.
    მოიცა, რეებს იძახი ამიტყდა სიცილი, დაგამტვრევ და ნახავ მერე.  მკაცრი ხარ ძალიან,  ეგრეც არაა საქმე ჩემო კარგო-ვეხუმრები.
    კარგი არ ვიქნები მკაცრი, და იცი რა ვქნათ,
    რა?
    ეხლა მომაფიქრდა ,  მოდი  გვეყოფა ბოდიალი , ესე ხომ არ ვიწანწალებთ მთელი ღამე.  მივიდეთ  აბანოებამდე, ცოტა რომ შერიჟრაჟდება, აბანოში შევიდეთ, თორემ ხვალ ვერ ვივარგებთ.    აბანოში  შესვლამდე კი,  შენი ნებართვით ,  თვალს მოვხუჭავ  მანქანში,  თუ    მანამდე სადმე  არ გადმომსვამ  და არ გადმომაგდებ.
    ვაპირებდი , მაგის გაკეთებას მაგრამ , რადგან მთხოვე და დამასწარი აღარ ვიზამ ,  შეგიცოდებ, ოღონდ სადმე მაღაზიაში , ერთ  ბოთლ არაყს ვიყიდი, კარგი?
    თუ ეგრე ძალიან გინდა იყოდე , მაგრამ მე თუ მეკითხები, გეტყვი რომ აღარ გჭირდება.
    მჭირდება, ლალი ,მჭირდება, ცოტას დავლევ და მეც მივიძინებ ,გულით მინდა შენ მშვიდ ძილს ვუდარაჯო , მაგრამ  პოლიციეს მივანდობ მაგ კარგ საქმეს და მეც შენთან ერთად ჰიპნოზის საუფლოში გავინავარდებ.
    სად იყიდი არაყს.?
    ეგ მაგარი ძნელი ამბავია, ზემელზე შევიაროთ მაღაზიაში, შენ გინდა რამე ?-ვეკითხები ლალის.
    არა , არაფერი.
    არაყს , ტიკტაკს (ეგ საჭირო “ვეშია”),  პაუზისათვის  "ტვიქსებს"  ვიყიდი, მიდის არაყზე.
      რაც  გინდა იყიდე , მე პიტნის საღეჭი მიყიდე
      კაი- ვუთხარი  და მაღაზიასთან შევაჩერე.
      რაც  მინდოდა ყველაფერი ავიღე. ლალის საღეჭი რეზინაც    და ტიკ ტაკიტ პირგამოტენილმა , მანქანა ჭრელი აბანოებისკენ წავიყვანე. 
      ხუთი ხდებოდა ჭრელ აბანოებთან მანქანა რომ შევაჩერე.
      გადარცენისა დასალევი მაქვს, ვთქვი ჩემთვის
      რა გადარჩენის?
      პოლიციამ რომ არ გაგვაჩერა.
      ჰო, კარგია ეგ. მე კი  დავიღალე ძალიან. მითხრა ლალიმ , მეძინება.
      გადაწიე საზურგე,სკამიც უკან დაწიე,  მოეწყვე ნორმალურად და დაიძინე.         
      შვიდზე  გაგვეღვიძება?
      “სტაიანშიკს” ვთხოვ და გაგვაღვიძებს, დაიძინე, დაიძინე. მე გადავალ “სტაიანშიკს” დაველაპარაკები.
      ჯიბეში არაყი  და ორი “ტვიკსი”  ჩავიდე და გადავედი.
      რომ მოვალ დაძინებული დამხვდი-დავუბარე ლალის და მოწყენით მდგარ დარაჯისკენ გავწიე.
      კაი , კაცს გაუმარჯოს.
      გაგიმარჯოს , მომესალმა.
      “სმენა”  რომელზე გეცვლება , კეთილო ადამიანო?
      7-ზე –მოვა მეწყვილე.
      ჰქენი სიკეთე რომ შეიცვლები , აგე იმ მანქანაში ვიჯდები,(დავანახე) ცოტახნით დავიძინებ  და მაგ დროისთვის გამაღვიძე, კარგი?
      კი ბატონო , რა პრობლემაა.
      შენ არ გეძინება?-ვეკითხები.
      მივეჩვი, როცა ჩემი მორიგეობაა, აღარ მეძინება, უწინ უფრო მიჭირდა , ეხლა აღარ.
      ხო არ დალევდი , არაყი მაქვს-ვეპატიჟები.
      საათზე დაიხედა. რატომაც არა, შეიძლება უკვე.
      არაყი ამოვიღე ჯიბიდან და შოკოლადები. ერთი მივაწოდე.
      მადლობა გადამიხადა. საიდანღაც ორი პატარა ჭიქაც გააძრო.  დავისხით . დაილოცე-ვთხოვე.
        გაგვიმარჯოს, აგე დილა დგება, და მშვიდობიანი დღე გაგვთენებოდეს, არ ვიცი საიდან მოდიხარ და რას აპირებ , მაგრამ მინდა რომ შენც , მეც ყველას ჩვენ გარშემო , ბედნიერი და მზიანი დღე გაგვითენდეს . მომიჭახუნა და გადაჰკრა.
        ეგრე იყოს მეთქი დავეთანხმე , აღარ განვევრცე და დავლიე.
        მოდი , ეხლა მე ერთსაც დავლევ და წავალ, კეთილო კაცო, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგევარ, თუ არ მიწყენ.
        რა უნდა გიწყინო –გამიღიმა. მოხვედი პატივი მეცი. კეთილი სიტყვა მითხარი.
        ხოდა მანდა ვარ, ჩემო ძმაო. ჩამოვასხი ჭიქებში და გავაგრძელე;
დღეს ვნახეთ  ერთმანეთი და ვინ იცის კიდევ შევხვდებით თუ  არა, სახელი არ ვიცი  მე შენი და შენ ჩემი,  მაგრამ კარგი  სიტყვა    არ დაგვიმადლებია  და დალოცვა ერთმანეთის, მოდი,  ყოველთვის და  ყველგან    ასე ყოფილიყოს , არ  დაგვნანებოდეს  მეორე კაცისთვის  კეთილი  სიტყვა და არც იმას ჩვენთვის.     
        გაიხარეო , მითხრა და დავლიეთ.
        მოდი ძმაო , ეს არაყი შენ დაიტოვე ,  გათენებანდე  კიდევ შეგხვდება ვინმე  ჩემნაირი  და  დაგჭირდება. მე  კი , როგორც შევთანხმდით 7-სთვის  გამაღვიძე.
        მიდი ,ძმაო  მოისვენე.
        ლალის  ეძინა , ფრთხილად გავაღე და უფრო ფრთხილად მოვიხურე, რომ არ შემეწუხებინა.
        თავი,  საწყლად გადაეგდო გვერდულად და ეძინა  , ასე უსახლკაროდ და უძიროდ დარჩენილს, ღმერთო უშველე რამე-გადავიწერე პირჯვარი და ლეთას წყლები პირზე მოვიცხე. …
…………………………………………………

    კაკუნის ხმამ გამომაღვიძა,  დარაჯი იყო.
    გაიღვიძე ძმაკაც  მივდივარ უკვე.  საათთს მანახებს, ნახევარია რვის, მეტს ვეღარ გავჩერდებიო.    ფანჯარა ჩავწიე. შვიდზე, რომ მოვედი ისე გეძინა , შემეცოდე აღარ გაგაღვიძე,  მეწყვილესაც დავუბარებდი , მაგრამ იქნებ როგორ გეჩქარება და მაგიტომაც აღარ შეგეშვი და გაგაღვიძეო.
    კაი კაცი ხარ, კარგი ჰქენი , ნაღდათ საქმეებია.
    აბა , კაი გაგვეგოს ერთმანეთისო.  გამომემშვიდობა და წავიდა.
    ლალი! შევნჯღრიე ოდნავ.
    ჰოოოო...…
    გაიღვიძე,  რვის ნახევარია.
    მღვიძავს-პასუხი.
    ვიცი და მაგიტომაც გეუბნები.
    საზურგე  გადმოწია ,  სკამიც გაასწორა. სარკეში ჩაიხედა;--აუ რას ვგავარ.
    რას გავხარ და ახალ გაღვიძებულ ქალს.
    ქალს კი არა ბაბაიაგას ვგევარ.
    ვანებებ  დაწყნარებას თავს-ვიცი აზრი არ აქვს.
    მანქანიდან გადმოვედით.
    რას იზამ, შემოხვალ?-მეკითხება ლალი
    სად?
    კარგი რა, გათენდა უკვე , შენ კიდევ ღამევე ამოწურე შტერული კითხვების ლიმიტი.
    არა, არ შემოვალ, არაა საჭირო.
    გამიცინა, არა რა, არაფერი გეშველებათ კაცებს.
    რა გვაქვს ვითომ საშველი?
    რა იფიქრე , ეხლა შენ?
    რა ვიფიქრე?
    კარგი , ბატომო თუ ეგრე გინდა გამოიშტერე თავი. შემოდი და იბანავე , მე საერთოში შევდივარ, ქალებში კიდევ შენ არ შემოგიშვებენ,  ძალიანაც რომ გინდოდეს.  მიდი, მიდი  შენც  შედი  იბანავე , იცი რა მაგარია , მთელ დაღლილობას მოგიხსნის, მერე სახლამდეც  ხალისით  მიმიყვან.
    სახლამდე ისედაც მიმყავდი, ნუ  გეშინია.  აბანოში შევდივარ.
    დაილოცოს გოგირდის აბანოს მომგონი. ახალდაბადებულივით ვარდისფერი და ნორჩი გამოვედი აბანოდან, ხალიასიანი და დაღლილობის კვალ გამქრალი.
    ცოტახანში ლალიც გამოვიდა.
    ჰა , დავემსგავსე ადამიანს?--მეკითხება.
    ისედაც ჰგავდი და არა გჯერა. ახლა უბრალოდ კარგ ადამიანს გევხარ-ვეანგლები.                                                               
    ათარბეგოვზე გავიდე?-ვეკიტხები.
    კი,  რომელი საათია? 
    ცხრაა არი უკვე,
    სანამ მივალთ ნახევარიც გახდება ათის ,ჩემი დაქალიც მარტო იქნება, ბავშვებიც  წასულები იქნებიან  სკოლაში  და ქმარიც სამსახურში.
    დავსხდებით,  ვიჭორავებთ. მიყვარს ეგ დრო,  მარტო რომ ვრჩებით, მე და ჩემი დაქალი.  შენც მოხვდები დღევანდელ გასაჭორებში.
    აბა შენ იცი ძალიანაც არ  გამიმეტოთ.
    ნუ გეშინია , ცუდ არაფერს ვიტყვით და კარგი კიდევ იყოს ბევრი, რა გენაღველბა,
    ჰო , ეგრე შეიძლება.
    ჭავჭავაძის აღმართზე  ავუხვიე.
    ეგეც  უბანი, ისეთი შეგრძნება მაქვს, შორი გზიდან მოვბრუნდით.  რას ერჩი ,  მაგრად ვიბოდიალეთ , არა?
    ჰო, არაუშავდა.  მითხარი , მაგრამ დამავიწყდა, სად  ცხოვრობს ის შენი დაქალი?
    მარჯვნივ გაუხვიე,  მეორე სახლია მარჯვნივ,
    გასაგებია. მოვუხვიე .ესაა.?
    ჰო ესაა, გააჩერე.
    იცი  მგონია რომ , ყველაფერი ამეწყობა და მაინც წავალ საფრანგეთში. ბუბუ თუ დაინახე უჩემოდ  ბაღში  მორბენალი, იცოდე რომ წავედი და ბუბუსიკს ქრთამი უნდა მიუტანი , სამი კილო პედიგრი,… მოსულა?
    ხუთს მივუტან, ვიცი ყველაფერი გამოგივა. აგე, თუ არა, ეს კარგი ნიშანია.
    რაზე ამბობ?
    დავითას ვერ ხედავ?
    უი, დათო!
    დათო კი არა დავითი, ვუსწორებ მე.
    დავითა  იჯდა ტროტუარზე , ყვავილებით ხელში, დასახატი იყო რა.
    გაუხარდა ჩვენ  დანახვა,
    ეგრეც ვიცოდი, შენთან გავიარე სახლში არააო,  ტელეფონი გამორთული გაქვს .  მერე აქ ამოვედი-მეთქი მოიყვანს, აბა რას იზამს...
    ლალის  მიუბრუნდა,  ხო მაპატიებ?  არ უნდა დავლიო რა, ოდნავ მეტი მომივა და ვშტერდები, რა ვქენი კი არ მახსოვს, მაგრამ ამის  წერილი  ვნახე დილას და გული გამისკდა—ჩემზე იძახის
    არაფერი  დავით , ნამდვილად არაფერი---უღიმის ლალი.
    მართლაა??  მაგრამ ვინერვიულე.  გაიხარე , ამოვისუნთქე ესე იგი , მაპატიე?
    გაპატიე , გაპატიე.
    ლალი, ეს ყვავილები ჩემგან შენ.
    მადლობა დავით.
    აჰა , დილა ყვავილებით დაგეწყო , რა გინდა მეტი?    წავალთ მაშინ ჩვენ. 
    კარგად იყავით , ჩემო კარგებო, მოდი გაკოცოთ--გვეუბნება ლალი.
    გადავკოცნეთ, დავემშვიდობეთ.
    პირობა არ დაგავიწყდეს-მეუბნება ლალი,
    ნუ გეშინია,  ირბენს ბუბუ ამაყად მაძღარი.
    კარგად ლალი, ვემშვიდობებით. გამიყვან სახლში? მეკითხება დავითი.  აბა , რას ვიზამ.

     


      ესეც იმ ღამის  ისტორია,  ჩემო ძმაო გია, მოგიყევი  ყველაფერი, რადგან ასე გაინტერესებდა. 
      სულ ეს იყო?
      აბა, მეტი რა უნდა ყოფილიყო? 
      რა ვიცი აბა? მეგონა მართლა რაღაც მოხდა.
      არაფერი მეტი, ეგ იყო თავი და ბოლო, თუმცა ბოლო არა. ბოლო ეხლა იქნება, მიდი ძმურად მაღაზიაში გადადი    და პედიგრი იყიდე.  ფულს ვაძლევს გიას, მე მანამდე  ოთახს მივალაგებ, თორემ კიკეთიდან ჩამოდიან დღეს ჩემები.
      მერე ამ პედიგრის რა ვუყო?
      მოიტან და არაყს მივაყოლებთ.  კაი შტერი ხარ რა, ეგე, შავთვთმიანი ქალი რომ დგას ზურგით, იმას მიეცი, უთხარი ეგ ბუბუს  ძღვენია თქო.
      კარგი გავედი,  მოვალ მალე-მეუბნება გია.
      მიდი, მიდი გელოდები. –ვპასუხობ მე.








                 
.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები