ჭრილობებზე, რომლებიც მას ბასრმა საგნებმა მიაყენა, ყვავილები ამოვიდა. როცა მისი სისხლით მცენარეები იკვებებიან, ის უბრალოდ ხუჭავს თვალებს და წარმოიდგენს რას ფიქრობენ ისინი. მცენარეები მისი შვილებია, რომლებსაც რძის ნაცვლად სისხლი ესაჭიროებათ.
„იცი, როცა აცნობიერებ, რომ ის რესურსები, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყენებ, სხვასაც ჭირდება, თავს ბედნიერად გრძნობ. ეს თავგანწირულ ადამიანთა ბედნიერებაა, რომლებშიც იმოდენა სევდაა, რამდენიმე მცენარეს ერთდროულად ეყოფა.“
როცა მისი სისხლი წყლის მოვალეობას ასრულებს, ამაყად გრძნობს თავს.
როცა ტკივილი ძლიერდება და ხვდება, რომ მალე მოკვდება, ფიქრობს, რომ ვინმე ამ მცენარეებს სხვა ადამიანის სხეულში გადარგავს. ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაგრამ დედისგან თანდაყოლილი სევდით გაჟღინთავენ სხვისი სისხლის ყოველ მოლეკულას.
როცა ფესვები მთელს სხეულს მოედება, მას ფიქრი აღარ შეეძლება. მხოლოდ რამდენიმე შეგრძნება მოიცავს მის სხეულს და თვალებს მაგრად დახუჭავს, რათა გაუძლოს ამ ყოველივეს.
ვამპირი მცენარეები კი გაიზრდებიან და გალამაზდებიან. ფოთლები გაუმწვანდებათ.
მალე ადამიანი მოკვდება და მთელი მისი სევდა მემკვიდრეობად მცენარეებს გადაეცემა. მაგრამ მათ სხვა სხეულში არავინ გადარგავს, რადგან ვამპირები არავის სჭირდება.
სანამ უსისხლობისგან დაჭკნებიან, მათ მანამდე სევდა მოუღებს ბოლოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვამპირის ხსენება არ მომეწონა. ისე კი:
,,როცა ტკივილი ძლიერდება და ხვდება, რომ მალე მოკვდება, ფიქრობს, რომ ვინმე ამ მცენარეებს სხვა ადამიანის სხეულში გადარგავს. ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაგრამ დედისგან თანდაყოლილი სევდით გაჟღინთავენ სხვისი სისხლის ყოველ მოლეკულას.,,
,,მალე ადამიანი მოკვდება და მთელი მისი სევდა მემკვიდრეობად მცენარეებს გადაეცემა. ,,
ვამპირის ხსენება არ მომეწონა. ისე კი:
,,როცა ტკივილი ძლიერდება და ხვდება, რომ მალე მოკვდება, ფიქრობს, რომ ვინმე ამ მცენარეებს სხვა ადამიანის სხეულში გადარგავს. ისინი ბედნიერნი იქნებიან, მაგრამ დედისგან თანდაყოლილი სევდით გაჟღინთავენ სხვისი სისხლის ყოველ მოლეკულას.,,
,,მალე ადამიანი მოკვდება და მთელი მისი სევდა მემკვიდრეობად მცენარეებს გადაეცემა. ,,
3. ვაჰ, როგორი საინტერესო იყო ადგილ-ადგილ =) ვაჰ, როგორი საინტერესო იყო ადგილ-ადგილ =)
2. მომეწონა. "მალე ადამიანი მოკვდება და მთელი მისი სევდა მემკვიდრეობად მცენარეებს გადაეცემა." მომეწონა. "მალე ადამიანი მოკვდება და მთელი მისი სევდა მემკვიდრეობად მცენარეებს გადაეცემა."
1. გოდერძი ჩოხელის " წერილი ნაძვებს" გამახსენა.
კი, ვამპირები ისეთი სევდიანები არიან ხოლმე :)
გოდერძი ჩოხელის " წერილი ნაძვებს" გამახსენა.
კი, ვამპირები ისეთი სევდიანები არიან ხოლმე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|