ზღვა მივატოვე და გიხსენებთ ახლა შენ და ზღვას. მანდ, ნური-გელთან ამინდია ახლა საჩემო. მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს, როგორც შენ ფანქარს – მეწამული ტუჩის გარშემო.
თვალები – საწვიმრად განწირული ცის ფერი სევდა. მე შენ მიყვარხარ! არაფერი გარდა ამისა. ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ და მოდი, წითელი სისხლისფერი ღვინო დავისხათ. ჰო! ვამპირული შემართებით დავცალოთ ღამე, მთელი სისხლისგან. იქნებ გათენდეს!
ჰოდა, ხომ იცი არაფერი შეედრება ზღვაზე თენებას. ჰოდა, რადგანაც ზღვა არაა ახლა, შენ ხარ და… მოდი და ისე ჩამახედე შენს სველ თვალებში, ზღვა დავინახო და მოგიყვე როგორ ღელავდა.
გონება, გული – არაფერი შემრჩა საერთოდ. მე გავხდი ღამე! გავხდი ბნელი! გავხდი უკუნი! … და ღამე გკოცნის ყვრიმალებზე, მუხლებზე, ყელზე. გავხდი შენი და შენი მაჯის ფეთქვა, გუგუნი…
ეს ცოდვიანი ღამე არის ამ საუკუნის. გათენდი! სანამ დაიცალა ღამე და მოკვდა, რომ ხელმეორედ დაღამდეს და ისევ გათენდე… თორემ ეს ღამე მე დავცალე უკვე სისხლისგან ჰოდა როდემდე…
მე შენ მიყვარხარ! არაფერი გარდა ამისა. ლამპიონებზე აყოლილი ლანდივით მსდევ და… მოდი, წითელი სისხლისფერი ღვინო დავისხათ. მანახე შენი განწირული ცისფერი სევდა.
მე თითებს ისე ნაზად ვახებ ჩახუთულ ჰაერს, როგორც შენ ფანქარს – მეწამული ტუჩის გარშემო.… აქ ვამპირული შემართებით იცლება ღამე, მანდ კი, გელ-ბაშთან გარიჟრაჟი არის საჩემო.
ასეთი ლექსების გამო მიყვარდება ურაკპარაკი თანდათან, უფრო და უფრო... ლამაზად რომ ჩაგეღვრება სულში საოცრებაა, აბა, რა არის? გაიხარე, ავტორო!!! მადლობა ამ ლექსისთვის!

უფ რა კარგიაააააა, მოდით წაიკითხეთ, აი პოეზია დატკბით, ისიამოვნეთ:) ჩემს ლექსებს რომ კითხულობთ, აი ეს წაიკითხეთ:) 55555უკომენტაროდ:)

როგორც კომენტარებიდან მივხვდი, ეს ყმაწვილი საკმაოდ ცნობილია უკვე ლიტერატურისმოყვარულთა შორის, მე მხოლოდ ახლა "აღმოვაჩინე" და როგორც ვატყობ, ვასიკო კეჟარაძისა არ იყოს, მოსალოცად მქონია საქმე :)
ძალიან კარგი ლირიკაა!