ის ზურგით იდგა, მაგრამ უფრო კარგად ვხედავდი, ვიდრე ოდესმე, როცა მთხოვდა რომ დამენახა. ის იდგა თეთრი, ეცვა მხოლოდ დილა ფანჯრიდან, მზე კი შორს იყო, სახლის უკან, სადღაც ვენახთან. და სიმღერ-სიმღერ გლეხკაცები ხელავდნენ ყურძენს. (ფიქრი კადრიდან) ახლა კი… ახლა… მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, იმაზე მეტსაც, ვიდრე გგონია. მოუხდებოდი ზამთრის საღამოს... ჭიქა კონიაკს... მეტყოდი ამბავს, დილიდან რომ სათქმელი გქონდა, რომ არ გყოფნის და დაგიმატო სასმელი ცოტა.… შენ დათრობამდე მოითმენდი ყველა სურვილს და გაბედულებით გაიშლიდი თმებს და საყელოს. როდესაც სასმელს შეერევა მთელი სიმორცხვე და მოგონებებს შეერევა საწუხანდელო. და რადგან ახლა უკვე ვიცი, რომ შენ არსებობ, სხვა ყველა რომანს მე ვუწოდე უბრალო თრობა… როცა ალაგებ ჩემს ცხოვრებას, როგორც გარდერობს. ვგრძნობ შემიძლია ამ ცხოვრების შენთვის დათმობა. გლეხკაცები კი სიმღერ-სიმღერ ხელავენ ყურძენს. მზე ახლოსაა, სახლის უკან, სადღაც ვენახთან. არ გაგიშვებდი..მე ადრე და არც უფრო გვიან, ამდენი ხნით თუ მიდიოდი, რომ დამენახა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რამე კარგს ვეძებდი და ... წავიკითხე. მომეწონა. რამე კარგს ვეძებდი და ... წავიკითხე. მომეწონა.
15. გრძნობებით გაჟღენთილი . . . მკითხველამდე მიტანილი როგორი ემოცია ++ გრძნობებით გაჟღენთილი . . . მკითხველამდე მიტანილი როგორი ემოცია ++
14. უბრალოდ მაგარია რა :)))) აი სხვა რა უნდა ვთქვა :)))))
5555555555555555555555555 უბრალოდ მაგარია რა :)))) აი სხვა რა უნდა ვთქვა :)))))
5555555555555555555555555
13. ეს განსაკუთრებულად მომეწონა! ჯერ-ჯერობით ესაა ჩემი რჩეული შენს ლექსებს შორის :)
+5 ეს განსაკუთრებულად მომეწონა! ჯერ-ჯერობით ესაა ჩემი რჩეული შენს ლექსებს შორის :)
+5
12. გიო ძალიან გამეხარდი აქ :* გიო ძალიან გამეხარდი აქ :*
11. რა ლამაზია... რა ლამაზია...
10. მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, იმაზე მეტსაც, ვიდრე გგონია. :) :* მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, იმაზე მეტსაც, ვიდრე გგონია. :) :*
9. უჰ მომეწონა.. :) + უჰ მომეწონა.. :) +
6. ის იდგა თეთრი, ეცვა მხოლოდ დილა ფანჯრიდან,
++ ის იდგა თეთრი, ეცვა მხოლოდ დილა ფანჯრიდან,
++
5. http://urakparaki.com/?m=4&ID=18626
ჟადენის მე ზურგით ვდგავარ! http://urakparaki.com/?m=4&ID=18626
ჟადენის მე ზურგით ვდგავარ!
4. კარგია...ლამაზი ადგილებია ლექსში... კარგია...ლამაზი ადგილებია ლექსში...
3. ლამაზი და ემოციური მიძღვნაა...ადრესატს ალბათ მოეწონება
წარმატებები და ჩემი პლიუსები+++++ ლამაზი და ემოციური მიძღვნაა...ადრესატს ალბათ მოეწონება
წარმატებები და ჩემი პლიუსები+++++
1. "მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, იმაზე მეტსაც, ვიდრე გგონია. მოუხდებოდი ზამთრის საღამოს... ჭიქა კონიაკს..."
:) არც ისე ბევრია ისეთები, ჭიქა კონიაკს რომ უხდებიან , გაგმართლებიათ:)
არაფერი განსაკუთრებული არაა ახლა ამ ლექსში (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა), მაგრამ რა ლამაზი გამოტყდომაა გრძნობებში, მშვენიერი კადრებით.
გამყვება რამდენიმე ფრაზა აქედან, ერთი წაკითხვითვე. "მე სულ უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, იმაზე მეტსაც, ვიდრე გგონია. მოუხდებოდი ზამთრის საღამოს... ჭიქა კონიაკს..."
:) არც ისე ბევრია ისეთები, ჭიქა კონიაკს რომ უხდებიან , გაგმართლებიათ:)
არაფერი განსაკუთრებული არაა ახლა ამ ლექსში (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა), მაგრამ რა ლამაზი გამოტყდომაა გრძნობებში, მშვენიერი კადრებით.
გამყვება რამდენიმე ფრაზა აქედან, ერთი წაკითხვითვე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|