თავიდან დაღლილობა იყო, შემდეგ თვლემა და შემდეგ სულ აღარაფერი, რადგან ვერასდროს მიხვდები, როგორ გადადიხარ სიფხიზლიდან ძილში. (როცა მორიგე ექიმი ხარ მითუმეტეს) ჰოდა ძილი იყო შემდეგ. სიზმრები თითქმის არასდროს ესიზმრებოდა, მხოლოდ ძველი ამბები აღუდგებოდა ხოლმე თვალწინ, ისეთივე სიცხადით როგორც მაშინ, ბავშვობაში ხდებოდა. ოღონდ უმნიშვნელო არასდროს არაფერი, ყოველთვის მნიშვნელოვანი ამბები ახსენდებოდა ან ახლა უმნიშვნელო, მაგრამ ბავშვობისთვის მნიშვნელოვანი. ახლაც იქ იყო…ზაფხულში. ჯინსის მოკლე შარვლით და გაცვეთილი მაგრამ საყვარელი მაისურით, წარწერით - “reebok”. იყო ატუზული მაღალ რკინის ჭიშკართან, სადაც წელიწადში ერთხელ, მის სოფელში, მის მეზობლად, ყველაზე ლამაზი გოგონა (ვინც კი ოდესმე ენახა) ჩამოდიოდა და რამდენიმე დღეს ატარებდა. გოგონა საქართველოში არ ცხოვრობდა. მისი მშობლები არ ცხოვრობდნენ აქ და იმიტომ. (ასე ხსნიდა გოგონა ამ ფაქტს) ისინი მუშაობდნენ ქალაქში, რომელსაც ერქვა ოდესა და ამ ატუზულმა მოკლე ჯინსიანმა ბიჭმა იცოდა, რომ ეს ქალაქი იყო შორს და ფეხით ვერასდროს ჩახვიდოდი. (ესეც გოგონასგან იცოდა) ჭიშკრის მიღმა ჯერ კარის ყრუ ხმა ისმოდა და შემდეგ ღიღინი ამოჩემებული სიმღერის. არ ახსოვდა სიმღერა, მაგრამ სიზმარშიც ზუსტად იცავდა ძველ ტონალობას. შემდეგ ჭიშკრის ხრიწიანი ხმა და ხელის მუდმივად ერთნაირი დაქნევა გადაჯვარედინებული თითებით და ხელზე ბავშვისთვის შეუფერებელი უბრალო, მაგრამ ლამაზი ქვებით მოჭედილი სამაჯური. ეს სამაჯური ხომ ამ სიზმრის ავტორმა და კარებთან ატუზულმა ბიჭმა აჩუქა და გოგონაც შეპირდა რომ იქამდე არ მოიხსნიდა ვიდრე ეყვარებოდა, ანუ არასოდეს მოიხსნიდა.… მერე სიცარიელე იყო სიზმარში... ეს ყოველთვის ასე იყო რადგან ბოლოს თითებგადაჯვარედინებული ხელის აქნევა და მზეარეკლილი სამაჯური ახსოვდა ბიჭს, მანქანის ფანჯრიდან ჰაიჰარად და უდარდელად აქნეული და მეტი არაფერი… მერე მხოლოდ ცარიელი ზაფხულები. დედა ამბობდა, საერთოდაც ოკეანის მიღმა წავიდნენო მეზობლები… – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – გამაყრუებელმა ხმამ შეწყვიტა ისედაც გაარაფრებული სიზმარი… სასწრაფო დახმარების მანქანა კივილით შემოვარდა ეზოში და ისიც ჩვეული სისწრაფით დაეშვა კიბეებზე მოყვანილი ავადმყოფის შესაგებებლად. დიალოგი უკვე ეზოდან გაიმართა. - მანქანამ დაარტყა. - აეროპორტთან. -ახალი ჩამოსული იყო. -რაც შეგვეძლო ვიჩქარეთ. -სულ ახალგაზრდაა. -ზემოთ ყველაფერი მზადაა? - აწიეთ…! -შუქი! -ხელსაწყოები ! -მაკრატელი და წყალი ჯერ მხოლოდ ეს. გახადეთ. . . ოპერაცია იყო ხანმოკლეც და დაუსრულებელიც და არცერთი ოპერაციის მსგავსი, რაც მანამდე გაეკეთებინა. ეს იყო ბუნდოვანი და სიზმრისეული… და ისეთი ცოცხალი, დიდი ხანია, რომ არ უგრძვნია. მიზეზი იყო ჯერ არარსებული, რადგან იყო ჩვეულებრივი საღამო და მორიგეობა. იყო ტრაგედია, რადგან საოპერაციო მაგიდაზე იწვა ახალგაზრდა ქალი უსიცოცხლო და ვერგადარჩენილი. სამორიგეოში წარმოუდგენლად დათრგუნული შევიდა. -უკვე შეატყობინეს მშობლებს. საზღვარგარეთ ცხოვრობენ. სხვა არავინ ყავს. (აღარ ახსოვდა ვინ თქვა ეს) -ეს მისი პირადი ნივთებია… სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვხსენით.. (იგივე ხმა)
მან უგუსლიყუროდ გადაავლო თვალი ჯვარს, ოქროსფერ საათს, გატეხილ მობილურ ტელეფონს, მძივს და... აქ უკვე სიზმარი დაიწყო - ის იდგა მაღალ რკინის ნაცრისფერ კართან, რომელსაც უბრალოთვლებიანი მაგრამ ლამაზსამაჯურიანი ხელი აღებდა, მისივე ნაჩუქარი და პირობადადებული. ახლა საკუთარ სამუშაო მაგიდაზე იდო. “-სულ გეკეთება? -სანამ მეყვარები! ანუ სულ.” უცნაური ოპერაციის მიზეზი კი რამდენიმე ნაბიჯში იყო... სიკვდილთან სამსაათიანი ბრძოლის დროს მუდმივად თითებგადაჯვარედინებული, ხელის მტევანი... რომელსაც სამაჯური და სიცოცხლე აკლდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ვინ ხარ შენ, ადამიანო? ვინ ხარ შენ, ადამიანო?
11. ჩემი თვალი თუ თითი აღარ იქნება აქ.. მატირა ამ საახალწლოდ) ჰოოდა რა ვიცი. კარგი ბიჭი გვყოლია აქ ))) წარმატებები ჩემი თვალი თუ თითი აღარ იქნება აქ.. მატირა ამ საახალწლოდ) ჰოოდა რა ვიცი. კარგი ბიჭი გვყოლია აქ ))) წარმატებები
9. საინტერესოდ მეჩვენა. თუმცა სევდიანია. ++++ საინტერესოდ მეჩვენა. თუმცა სევდიანია. ++++
8. მოგიწონეთ. გულზე მომედო - ესე იგი კარგია. :) 5 ქულა. მოგიწონეთ. გულზე მომედო - ესე იგი კარგია. :) 5 ქულა.
7. მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
6. სულ მემეტება გიწერო რომ: მაგარი ხარ, გიო მაგარი ხარ, გიო მაგარი ხარ, გიო
და ა.შ
:))))))))))))))))))
სულ მემეტება გიწერო რომ: მაგარი ხარ, გიო მაგარი ხარ, გიო მაგარი ხარ, გიო
და ა.შ
:))))))))))))))))))
5. იმ "ალუბლების " მერე ამ ავტორისგან სულ რაღაც უკეთესს ველი ხოლმე :)
რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს კარგი არაა.
იმ "ალუბლების " მერე ამ ავტორისგან სულ რაღაც უკეთესს ველი ხოლმე :)
რაც იმას არ ნიშნავს, რომ ეს კარგი არაა.
4. ემოციურად გადმოცემ .ყოჩაღი გიორგი ხარ შენ.:) ემოციურად გადმოცემ .ყოჩაღი გიორგი ხარ შენ.:)
3. სათაური არ მომეწონა და კავშირი-პირველსა და მეორე ამბავთან
დანარჩენს არაუშავდა =) სათაური არ მომეწონა და კავშირი-პირველსა და მეორე ამბავთან
დანარჩენს არაუშავდა =)
2. კარგი ნაწერია. კარგი ნაწერია.
1. რს მერჩოდი? ამეტირა ახლა და ცუდ ხასიათზეც დავდექი:(( რს მერჩოდი? ამეტირა ახლა და ცუდ ხასიათზეც დავდექი:((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|