ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაბა შიოშვილი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2013


ჩემი ცხოვრების მოკლე მიმოხილვა

ჩავსახლდი ჩემს მიერ აგებულ სათბურში და შუშის კედლები
შიგნიდან დავფერე.
თავის დასაცავად ცვლილების ქარისგან, დავკეტე ყოველი
კარი და ფანჯარა.
თანდათან შევქმენი კალენდრის ქსეროქსი, დავიწყე ცხოვრება
ერთი დღის ასლებში.
საკუთარ მოღობილ კომფორტის მებაღე, ვრწყავდი და ვუვლიდი
ხელოვნურ ყვავილებს.
ხანდახან სიღრმიდან ტკივილი მივლიდა, ხმას ჰგავდა ატომურ
ბომბების დაჭკნობის.
ვუსმენდი გაცვეთილ საუბრის ჩანაწერს: "სალამი, როგორ ხარ?",
"კარგად, შენ რას შვრები?".
ტუჩებზე ღიმილი გაფითრდა, გახუნდა, თვალებში ეკლებმა
დაიწყეს გამოზრდა.
შეშლამდე მომინდა გამოსვლა ჩიხიდან, შეგრძნება სიცივის,
სისხლის და ტკივილის.
შიშველი სიცოცხლის შეგრძნება მომინდა და ჩემი სათბურის
კედლები დავლეწე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები