 | ავტორი: დ. / ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2013 |
გარეთ წვიმს, ჩემი ყველა ნაწერი ერთი ფრანგი მწერლის რომანს მაგონებს, რომელშიც მხოლოდ ისაა აღწერილია თუ როგორ იწყებს ავტორი წერას. “ცხოვრება ეს არის მუდმივი ძალისმევა დროში.” ლიტერატურის თეორიის სემინარი. 003 აუდიტორია. შევდივარ, ვჯდები წინ, არცერთი “ჯგუფელი” არ მეცნობა. ააა არა, არის ერთი მარი ქვია მგონი, მოკლედ მეზარება მაგასთან ლაპარაკი, დამიწყებს როგორ ემთხვევა გერმანულის დამატებითი საათები სხვა ლექციებს და ა.შ. ვათვალიერებ შემომსვლელ სტუდენტებს, საინტერესო არავინაა, ლექტორზე გადავიტანე ყურადღება. შუახნის კაცია , კაშნე და შლიაპა მაგიდაზე უდევს, თვითონ კი რაღაც სტატიას კითხულობს (არადა სემინარი უკვე დაიწყო წესით).. როგორც იქნა დადო ნაბეჭდი სტატია და ყურადღების ღირსი გაგვხადა. ჩვეული თემით დაიწყო საუბარი, განაცხადა : დამატებითი საათები იმტომ ავიღე რომ ხელფასი მომმატებოდა ანუ იძულებული ვარ ახლა თქვენ წინაშე ვიყო ამ აუდიტორიაშიო. შეგვახსენა თუ როგორ შრომობენ ჩვენი მშობლები იმისთვის რომ ჩვენ განათლება მივიღოთ და სხვა მრავალი. მოკლედ მზად ვიყავი დემონსტრაციულად დამეტოვებინა აუდიტორია და მხოლოდ იმიტომ რომ არ მიყვარს ყურადღების მიპყრობა(მსგავსი სიტუაციები მაბნევს კიდეც) აუდიტორიიდან გასვლა არც მიფიქრია. მერე ეს ჩემი ლექტორი მოყვა სოკრატეზე, მის მედიტაციებზე, აზრის “მშობიარობაზე” , ეს ყველაფერი არც თუ საინტერესო იქნებოდა რომ არა ფრაზა “ ცხოვრება ეს არის მუდმივი ძალისხმევა დროში” არ ვიცი, რატომღაც ჩავიწერე ლიტერატურის თეორიის ცარიელ რვეულში. ლექციის დასრულების შემდეგ მხიარულ განწყობაზე დავდექი, ვუღიმოდი სხვებს, უცნობებ თუ იმ სტუდენტებს, რომლებიც დიდად არ მეხატებოდნენ გულზე. რაღაც მიხაროდა, თითქოს ვიპოვე ის რასაც არც ვიცოდი თუ ვეძებდი, თითქოს მივხვდი ცხოვრების აზრს.. . ბოლო ლექცია იყო და შესაბამისად წამოვედი სახლში, ფეხით მოვდიოდი და გზაში ვფიქრობდი იქნებ თბილისში იმიტომ ჩამოვედი სასწავლებლად რომ ეს სიტყვები მომესმინა მეთქი .. . ---- ახლა კი ვიტყვი რა კავშირშია წიგნის წერის პროცესი და ცხოვრება ერთმანეთთან. მე ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი ბუნებრივი, ბედნიერი და თავისუფალი ნებისმიერ გარემოში, მაგრამ ხშირად მიწევდა ძალა დამეტანებინა თავისთვის რომ გამეღიმა ან მეთქვა ის რისი თქმა სულაც არ მინდოდა, მომესმინა ის რაც არ მაინტერესებდა. ვერ ვიტანდი ამ იძულების პროცესს და ამიტომ ვერიდებოდი არაფრისმთქმელ საუბრებს თუ ახალ ნაცნობებს, ვცდილობდი ვყოფილიყავი თავისუფალი, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ვიცხოვრებ კი? ასე მემართებოდა მაშინაც როცა რამის წერას დავაპირებდი, მინდოდა სიტყვები თავისით დაბადებულიყვენ, მეწერა დაუფიქრებლად და ძალდაუტანებლად, მაგრამ ეს ყველაფერი იმით მთავრდებოდა რომ არაფერსაც არ ვწერდი. მე მივხვდი რატომ ვუღიმოდი ხალხს ლექციის მერე, მივხვდი რისი თქმა უნდოდა ლექტორს. ცხოვრების აზრი ხომ იმაშია თავს შეეწინააღმდეგო და აიძულო რაიმე ახლის გაკეთება, ისევე როგორც წიგნის დაწერა შუძლებელია თუ არ დაიწყე, თუ არ აიღე კალამი, შენს აზრებს არავინ კითხულობს და მითუმეტეს არავინ იწერს . . . ცხოვრების აზრი არის ძალისხმევა დაიწყო ცხოვრება. თუ შენ მუდმივად იწყებ ცხოვრებას ესეიგი შენ ცხოვრობ. ცხოვრება ეს არის მუდმივი ძალისხმევა დროში
ი. დ. 17.03.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დამაინტერესა, წავიკითხავ აუცილებლად :) დამაინტერესა, წავიკითხავ აუცილებლად :)
2. გურჯიევის სიტყვები გამახსენდა.. :)
"ცხოვრება მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან, იმისათვის, რომ ურთულესი "მექანიზმი" რეალურ, ცნობიერ მოქმედებაში მოიყვანოთ. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი, მანამ სანამ თქვენში იქნება წარსული ან მომავალი. ცხოვრება რომელშიც თქვენ (ჩვენ) ხართ (ვართ) აწმყოშია.. "
გიორგი გურჯიევი _ საუბრები მოწაფეებთან
წაიკითხე ეს წიგნი არ ინანებ.. გურჯიევის სიტყვები გამახსენდა.. :)
"ცხოვრება მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან, იმისათვის, რომ ურთულესი "მექანიზმი" რეალურ, ცნობიერ მოქმედებაში მოიყვანოთ. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ იგი, მანამ სანამ თქვენში იქნება წარსული ან მომავალი. ცხოვრება რომელშიც თქვენ (ჩვენ) ხართ (ვართ) აწმყოშია.. "
გიორგი გურჯიევი _ საუბრები მოწაფეებთან
წაიკითხე ეს წიგნი არ ინანებ..
1. აზროვნებ =) აზროვნებ =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|