ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2013


ემილი, რომელმაც სახელი შეიცვალა

შუაღამის 4 საათია.

ემილი ფიქრობს იმაზე, რომ დროა რაღაც შეცვალოს და საკუთარ თავში გაჩენილ დიდ ღრმულს უფრო აღრმავებს.

საკუთარ სახელს ვერ იტანს და წერილების ბოლოს არასდროს წერს მას. ფიქრობს, რომ ასე უფრო ორიგინალურია და უსიამოვნო შეგრძნებებსაც იცილებს.

ერთ დღეს, როცა გაიღვიძა, სარკეში ჩახედვა არ დაჭირვებია, ისე იგრძნო, რომ წინა ღამის ნარჩენები თვალის უპეებზე ქონდა შემორჩენილი. დაამთქნარა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- დროა დავივიწყო, რომ თავი დავასაფლავე და ამ მიყრუებული სასაფლაოზე სიარული შევწყვიტო.

ემილიმ გადაწყვიტა, რომ სახელი გადაერქვა.

ეზოში მინდვრის ყვავილები დაკრიფა, სახლში შემოსასვლელ მთავარ კარებზე დიდი აბრა გააკრა სათაურით: „მინდვრის ყვავილების გამყიდველი სარა“ და დალაგებულ-დასუფთავებულ სახლში, თითქმის ყველა კუნჭულში მინდვრის ყვავილები დაალაგა.

ისედაც დაავადმყოფებულ გონებას ესღა აკლდა. დამჭკნარ ყვავილებს გარეთ ყრიდა და ახალი შემოქონდა. მალე გადაიღალა და ამასაც შეეშვა.

მის ეზოში დიდი ხე იდგა. ბავშვობაში მამამ, რომელმაც ცოლის თვითმკვლელობის გამო სიხარულისგან გაგიჟებულმა თავადაც თავი მოიკლა, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა ვნახო ცხოვრებაშიო, ამ ხეს სახელი დაარქვა: სია.

სარა ხშირად უსხამდა მას წყალს და თავის წარმოსახვით მეგობრებს თბილად გადაულაპარაკებდა ხოლმე: ძლიერ ადამიანებსაც კი ჭირდებათ ხანდახან მზრუნველობა, ხეებმა რა დააშავესო.

ერთხელ სრულიად შემთხვევით აზრად მოუვიდა, რომ ბიჭი გამხდარიყო და იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ეწეოდა სიგარეტს, როგორ ეცვა გახუნებული ჯინსები და ქვედა ტუჩს როგორ ილოკავდა ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევის გამო, წამოხტა, ტაში შემოკრა და გარდაცვლილი მამის ოთახში ძველი ტანსაცმელები გადმოქექა.

სარას თვალების მაგივრად ღილები აქვს. მანამ არ მოიძრობს, სანამ არ იპოვის ადამიანს, რომელიც მას ხელს ჩაკიდებს, სევდიან ხესთან მიიყვანს, თვალებს დაახუჭინებს და ნაზ მელოდიებში, სიგრილეში, ჰაერის ცივ ნაკადში ჩაკარგავს.

ერთხელ ბატონები ქონდა. როცა დედამ კითხა თუ რა სურდა, პალტოიანი მამაკაცი მოინდომა,რომელსაც თან უხეში, თან ნაზი ხელები ექნებოდა, მუხლზე დაისვამდა და სიგარეტს მოაწევინებდაგრილ საღამოებში.

სარამ აბაზანა თბილი წყლით აავსო, ტანისამოსი გაიძრო, ხელი მენჯებზე მოისვა და ჩაყვინთა.

სარა დაიღალა. თვალები დახუჭა და როცა იგრძნო, რომ საკუთარ ფანტაზიაში სრულიად ზედმეტი იყო, აიღო ბასრი დანა, ფეხი გაიჭრა და სისხლით კედლებზე დაწერა:

Emily is alone. No-one needs Emily. Emily loves no-one. Emily hurts because of her existence. Emily must eat her sadness, or she will be drown in it. Emily doesn’t want to be drown. Emily needs humans. Poor Emily.  Emily. Emily. Emily. Emily. Emily. Emily.Where are you lost, Emily?

საკუთარ ზურგ-ჩანთაში ჩაალაგა მისი სიმარტოვე, თბილი ქურთუკი, ხეებისთესლები, ნისლი, ცრემლებით სავსე ბოთლი, გარდაცვლილი ლეკვის ფოტოსურათები, ასანთის კოლოფები, მკვდარი ბუზის ფრთები, ზღაპრების წიგნი; ჩაიცვა თბილად, ზურგზე მოიგდო ჩანთა, სახლი ჩაკეტა და გზას დაადგა.

ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა საუკუნოვან მუხას, ჩამოკიდა თოკი, იქანავა და ბავშვობის ოცნება აისრულა: ჰოთდოგები სუფთა ჰაერზე მიირთვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები