ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელნისფერი
ჟანრი: პროზა
23 იანვარი, 2014


თბილად წარმოსახული.

მე და შენ გვიყვარს როდესაც ვზივართ ზღვის ნაპირას და გვიყურებს ზღვა.
როცა შემოდგომაზე ჩიტებთან ერთად მივფრინავთ თბილად წარმოსახულ ქვეყნებში და რამდენიმე თვე, როცა ადამიანები იბუზებიან, ჩვენ გვთბილა.
შენ გიყვარს როცა კაბა აცვია ჩემს სხეულს და კაბა არ გავს არასვისას.
მიყვარს, როცა ყოველი შენი დანახვისას ვგრძნობ, რომ ამ დროს ერთი წლის შემდეგაც კი, სახეზე ზუსტად ის მესახება, რაც მაშინ, როცა პირველად შევხვდით. და ეს არასოდეს განელდება.
შენ ყოველი დამშვიდობებისას თან მატან იმდენ გაკვირვებას, შენით გამოწვეულს ჩემში, რომ მე ის ვერასოდეს  მიმატოვებს.
როცა თოვს, უბრალოდ ვდგავართ ტროტუართან თითებგადაჭდობილები და ვიღიმით. ამ დროს ვხვდები, რომ ჩვენ არ ვართ სამყაროში, სამყაროა ჩვენში.
მე და შენ გადავწყვიტეთ არასოდეს ავსულიყავით მეცხრე ცაზე, ის ჩვენთან, დედამიწაზე ჩამოვიტანეთ და აქ არის ყოველთვის, როცა ვგრძნობთ, რომ არ ვგავართ სხვებს. მე და შენ




2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები