განთიადისას ფეხაკრეფით დგება, თხელ კაბას იცვამს და ფანჯრის რაფაზე მზერას აყრდნობს. მინის მიღმა ფერები სიმშვიდეში იკარგებიან და მეწამულისფერი ცა სიას თვალებში როგორც სისხლი, ისე იღვრება. თმებს მშვიდად ისწორებს, წამწამებს უენერგიოდ ახამხამებს და თითისწვერებზე მდგარი ხელებს ჰაერში ათამაშებს, ისე თითქოს მისი თითები პეპლების ფრთებია. მათი მოძრაობა სიცოცხლით სავსე და ამ დროს ნაღვლიანი მფრინავების კვდომას განასახიერებს. მერე ისევ მხრებში მოხრილი და ბეღურასავით მობუზული ოთახის კუთხეში ჯდება და თავს ღია მწვანე კედელს აყრდნობს. თვალები ჩაწითლებული აქვს. უძილობისგან დაღლილობა შუბლზე იარლიყივით აქვს მიკრული და მისი გონება ისე უჩინარდება სივრცეში, როგორც მისი ორგანიზმიდან უჩინარდება ენერგია.
თვალების მიღმა რამდენიმე იეროგლიფის დანახვა შეიძლება. მისი გაშიფვრა კი არც სიას შეუძლია. დროგამოშვებით ხელებს სახეზე იფარებს, რომ ეს იეროგლიფები ორგანიზმიდან გამოდევნოს, თუმცა ამაო ცდის შემდეგ, უმწეობისგან მუხლებს თავს ადებს.
სიას გარდერობი პალტოებით და მაღალყელიანი შავი წინდებითაა სავსე. სანამ სახლიდან გავა, ჟოლოსფერ ლინზებს ისვამს თვალებში და სარკეს ზიზღნარევი, თან კმაყოფილი მზერით უყურებს. ბოროტად იღიმის, ჩანთაში რამდენიმე არასაჭირო ნივთს ალაგებს და ქუჩებში ტყუილ-უბრალოდ დაბორიალებს.
ასე იყიდა ქალაქის ბოლოს მდებარე რამდენიმე მაღაზიაში მაგიის წიგნები, შავ-თეთრი, გასული საუკუნეების ფოტოები, კონვერტები გამხმარი პეპლების ფრთებით, ცარიელი ქილები, სოკოები და მსგავსი ხარა-ხურა.
როცა თავს მარტო არ გრძნობს, შუბლს კრავს, მის გვერდით მჯდომარე ადამიანს გულგრილი მზერით იცილებს და წარმოიდგენს როგორ ახრჩობს მას მთელი დღის განმავლობაში ნაჭამი პოზიტივი.
წერს წიგნს, რომელსაც მთავარი პერსონაჟი არ ყავს. წერს წერილებს, რომელსაც ადრესატი არ ყავს. წერს არარსებულ შეგრძნებებზე და თავს სრულყოფილად გრძნობს.
***
- სია, დროა მოეშვა ფანტაზიაში ცხოვრებას, წითელი ლინზების კეთებას და რძის ისე დალევას, თითქოს ღვინო იყოს. იცოდე, არავის ჭირდება ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თბილი მაისურების მთავარი პლიუსი ისაა, რომ პლიუსი არ გააჩნია. - სია ჩაწითლებული თვალებით უყურებს, იზმორება და და მკვდარი პეპლების სამეფოს ხატვას აგრძელებს.
***
მუსიკა ხმამაღლა ღრიალებს. სია ნათურებში ჩარგულ მცენარეებს წყალს უსხამს და თითოეულის მორწყვის შემდეგ მინას ლურჯი საღებავით ღუზას ახატავს. შემდეგ აკვარიუმის თევზს პურის ნამცეცებს უყრის და ესაუბრება.
მისი სისხლისფერი ლინზებიც კი გაჟღენთილია იეროგლიფებით, რომლის გაშიფვრა ზედმეტად რთული და სარისკოცაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის. მიხარია, რომ მოგეწონათ ^_^
mrs.smith, არა, არ მსმენია. გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის. მიხარია, რომ მოგეწონათ ^_^
mrs.smith, არა, არ მსმენია.
6. საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ადამიანის ფილოსოფიაა, რომელიც ჩემი აზრით კარგად გადმოცემულია. ++ საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი ადამიანის ფილოსოფიაა, რომელიც ჩემი აზრით კარგად გადმოცემულია. ++
5. კორტასარი თუ იცით? კორტასარი თუ იცით?
4. რაღაცნაირად რომ დაიკარგები, ისეთი ნაწერია და რომ არ მოგინდება უკან დასაბრუნებელი გზა მოძებნო)** ჩემითმისფერიანი ქალთევზა რომ გყავს თუიციი?)) რაღაცნაირად რომ დაიკარგები, ისეთი ნაწერია და რომ არ მოგინდება უკან დასაბრუნებელი გზა მოძებნო)** ჩემითმისფერიანი ქალთევზა რომ გყავს თუიციი?))
3. წერს წერილებს, რომელსაც ადრესატი არ ყავს. წერს არარსებულ შეგრძნებებზე და თავს სრულყოფილად გრძნობს.
მომეწონა სია. წერს წერილებს, რომელსაც ადრესატი არ ყავს. წერს არარსებულ შეგრძნებებზე და თავს სრულყოფილად გრძნობს.
მომეწონა სია.
2. "ფანჯრის რაფაზე მზერას აყრდნობს. "- ჰმ!
" წარმოიდგენს, როგორ ახრჩობს მას მთელი დღის განმავლობაში ნაჭამი პოზიტივი. "- ისევ ჰმ!
"სია ნათურებში ჩარგულ მცენარეებს წყალს უსხამს და თითოეულის მორწყვის შემდეგ მინას ლურჯი საღებავით ღუზას ახატავს."- ეს უნდა გავაკეთო!
თევზზე აღარაფერს ვამბობ:)
არც იმაზე, "Crimson" რომ არ ვიცი, რაა.
"ფანჯრის რაფაზე მზერას აყრდნობს. "- ჰმ!
" წარმოიდგენს, როგორ ახრჩობს მას მთელი დღის განმავლობაში ნაჭამი პოზიტივი. "- ისევ ჰმ!
"სია ნათურებში ჩარგულ მცენარეებს წყალს უსხამს და თითოეულის მორწყვის შემდეგ მინას ლურჯი საღებავით ღუზას ახატავს."- ეს უნდა გავაკეთო!
თევზზე აღარაფერს ვამბობ:)
არც იმაზე, "Crimson" რომ არ ვიცი, რაა.
1. ბოლო წინადადება აღარ მინდოდა. გუშინ ჩემს თევზს ვუყურებდი და შენ გამახსენდი.
ბოლო წინადადება აღარ მინდოდა. გუშინ ჩემს თევზს ვუყურებდი და შენ გამახსენდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|