ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე2ვარ
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2014


...

-„ ტკბილი ძილი ჩემო, გეკოცე ბევრი, მიყვარხარ“

  ვერ ვიძინებ, უმიზეზოდ უგუნებოდ ვარ, მეშინია, რისი არ ვიცი. ჩახუტება მინდა, ძალიან მინდა.



                                                              *    *    *

  ცამეტი თებერვლის დილის ექვსის ნახევარი. ნისლი და სიბნელე შემეგება, რა უღიმღამო დილა თენდება. გავიარე ღამის განათებებით განათებული ნახევარი უბანი, კორპუსებს გავხედე, ხალხს მშვიდად სძინავთ მეთქი და ერთიც ჩემს ძველ ფანჯრებს ავხედე, სადაც ჩემები მეგულებოდნენ,  თბილად ჩამეღიმა - წავედი მეთქი ფიქრი გავუგზავნე და გზა განვაგრძე. ქუჩის ძაღლები შემეგებნენ-„ თქვენღა მაკლდით“ ( მეშინია ქუჩის ძაღლების). გაჩერებაზე ორი ადამიანი იდგა.

- ნეტავ ესენიც სამსახურში მიდიან ასე ადრე?

ღრმად ჩავისუნთქე და ოც წუთში უკვე დათქმულ ადგილას, ორთაჭალის „ავტოსადგურთან“ ვარ. ჩემი მეწყვილეც მალე გამოჩნდა.


-წავედით?
-წავედით.
-ბენზინი დავიმატოთ და გავედით, ნახევარ საათში გორში უნდა ვიყოთ.
-რა გვეჩქარება?
-რვა საათზე იქ აღარაფერი ხდება.


80 კმ/სთ , 90კმ/სთ, ... , 140 კმ/სთ.

გზები დანამულია, მეშინია, ღვედი შევიკარი.

-დაუკელი სიჩქარეს.

120 კმ/სთ. დაღმართი, მოსახვევი, სისველე გზაზე.

-ვაიმეე.
-ფრთხილად.
  შეჯახება, ხმაური, ტკივილი, ამოყირავება, ისევ ხმაური, ტკივილი, ისევ ამოყირავება, სრიალი, ბოძი, შეჯახება, ტკივილი. „მორჩა, დამთავრდა,წავედი“. სიჩუმე, სუნი: ბენზინის, ტალახის, სისხლის და გაურკვეველი.

-ცოცხალი ხარ?- მკითხა ჩემმა მეწყვილემ, რომლის გადარჩენის იმედიც კი არ მქონდა.
-კი და დროზე გადაძვერი ფანჯრიდან.


  უმისამართოდ ბარბაცებს გზაზე, ძლიერი დარტყმა მიიღო.
„ცოცხალი ვარ“- და ჰაერი ისევ ღრმად ჩავისუნთქე.

საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ხალხი, სანახაობა.
-ტელეფონი მანქანაშია, ვინმემ ამომიღეთ.

ზარი-მიპასუხე რა მიპასუხე.

    საავადმყოფო, ექმიმები, დაზარალებულები, შოკი, გაურკვევლობა, ფიქრები, ფიქრები, რა მოხდა, რა მოხდა.


  და ბოლოს გამოჩნდა ის, რომლის დაკარგვისაც ყველაზე მეტად შემეშინდა, შემეშინდა , რომ ვეღარასოდეს ვნახავდი. ახლა მხოლოდ სილურჯეებს ვუჩივი და ახალ სიცოხლეში უფრო მეტად მიყვარს.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები