ამოდის მთებს შუა მზე,ბრინჯაოს ბორბალი, გლოვის ხმა ამოჰქუხს,თვალჭროღა მიკიოტს, გრძელ ფერდობს შეუდგა,მეცხვარე კომბალით ქათქათა წყარო თრთის,ლოდებს შუა რიკრიკობს. სიპი ქვა, ოხშივარს აორთქლებს,თეთრ ალმურს, კბოდე კლდეს დაასკდნენ, რქახანჯლა ჯიხვები, ჩობანი საქონელს მწყემსავს, თან სალამურს, რა ჰანგზე აკვნესებს, სმენით ვერ მიხვდები. ღრეობენ ხევსურნი, ქვაბში ლუდს ხარშავენ, ყომრალ ტყავს აცლიან,განგმირულ ჯეირნებს, თვალები უბრწყინავთ,მთვარისებრ,ქალშავებს, არჩვამდე ნელ ცეცხლზე, შეწვავენ ჯერ ირემს. აბრაშ ცხენს დაუხტის,გვერდიგვერდ აჯილღა, სარდიონს ფერით ჰგავს, მიდამო ცის ვრცელი, აფთრები ძიღნიან,კლდის ძირში დაჭრილ ხარს, სალ კლდეზე შრიალებს, ქარიშხლით ცირცელი. სერს აწევს ღრუბლები, ბნელფერი, მოგიშრო, და აწვიმს ჩქარ ისხრით, შავ მიწას ხანჯლებად, ტურფალა, მზე ქალმა, თმა ცეცხლზე მოიშრო, ცას მეხი მოგლიჯეს, რჯულგლახა არჯლებმა. წაწლობას არ იშლის, თმაქორფა ქალშავი, სარეცლად გაიფენს, კეკლუცი ხმელ სუროს, მბორგავ მთებს ამშვიდებს,გუგუნი ლაშარის, არ ჩანხარ, დაბრუნდი, სად გაქრი, ხევსურო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ძალიან კარგია, ფინალი კი საუკეთესო ძალიან კარგია, ფინალი კი საუკეთესო
26. მომეწონა. ++ მომეწონა. ++
25. მადლობა ლეგატო:) მადლობა ლეგატო:)
23. გაიხარეთ ნემეზიდა ამ საიტზე ტქვენ ყველაზე ობიექტური და დამნახავი ბრძანდებით,რმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი. გაიხარეთ ნემეზიდა ამ საიტზე ტქვენ ყველაზე ობიექტური და დამნახავი ბრძანდებით,რმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი.
22. ,,ცას მეხი მოგლიჯეს, რჯულგლახა არჯლებმა. წაწლობას არ იშლის, თმაქორფა ქალშავი, სარეცლად გაიფენს, კეკლუცი ხმელ სუროს, მბორგავ მთებს ამშვიდებს,გუგუნი ლაშარის, არ ჩანხარ, დაბრუნდი, სად გაქრი, ხევსურო."...განსაკუთრებით ფინალი მომეწონა,ავტორს აქვს საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგი,კარგი რითმები ...აი,რაც შეეხება მელოდიურობასა და სიმსუბუქეს,ამ ლექსს არც მოუხდებოდა მგონი:,,მბორგავ მთებს ამშვიდებს გუგუნი ლაშარის"...ამ რიტმაა ხალხური ,,მხედრული" სიმღერის რიტმი და შემართება მომაგონა რატომღაც...თან აქ ეროვნული სატკივარიც ჩანს:,,სად გაქრი,ხევსურო?!( ეს როტორიკული კითხვაა და წერტილი კი არა,კითხვა-ძახილის ნიშანი შეეფერება). ისე,დორიან გრეი,ერთი რჩევა უნდა მოგცე_არ არის საჭირო ყველა კომენტარზე პასუხის გაცემა,რაც მისაღებია შენთვის,მიიღე,რაც არა_ ნუ! ,,ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გვგონია,მოვეფეროთ,მოვეფეროთ ერთმანეთს".... :) წარმატებები + +
,,ცას მეხი მოგლიჯეს, რჯულგლახა არჯლებმა. წაწლობას არ იშლის, თმაქორფა ქალშავი, სარეცლად გაიფენს, კეკლუცი ხმელ სუროს, მბორგავ მთებს ამშვიდებს,გუგუნი ლაშარის, არ ჩანხარ, დაბრუნდი, სად გაქრი, ხევსურო."...განსაკუთრებით ფინალი მომეწონა,ავტორს აქვს საკმაოდ მდიდარი ლექსიკური მარაგი,კარგი რითმები ...აი,რაც შეეხება მელოდიურობასა და სიმსუბუქეს,ამ ლექსს არც მოუხდებოდა მგონი:,,მბორგავ მთებს ამშვიდებს გუგუნი ლაშარის"...ამ რიტმაა ხალხური ,,მხედრული" სიმღერის რიტმი და შემართება მომაგონა რატომღაც...თან აქ ეროვნული სატკივარიც ჩანს:,,სად გაქრი,ხევსურო?!( ეს როტორიკული კითხვაა და წერტილი კი არა,კითხვა-ძახილის ნიშანი შეეფერება). ისე,დორიან გრეი,ერთი რჩევა უნდა მოგცე_არ არის საჭირო ყველა კომენტარზე პასუხის გაცემა,რაც მისაღებია შენთვის,მიიღე,რაც არა_ ნუ! ,,ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გვგონია,მოვეფეროთ,მოვეფეროთ ერთმანეთს".... :) წარმატებები + +
19. სიტყვათა მრავალფეროვნებაა, რაც სინატიფეს მატებს ლექსს. უნდა შელამაზება.3
სიტყვათა მრავალფეროვნებაა, რაც სინატიფეს მატებს ლექსს. უნდა შელამაზება.3
18. გიორგიუს შენი კომენტარი დაულაგებელი სიტყვების უსისტემო გროვაა.არ გაგიკვირდეს როცა დასარიგებელი იქნები და დაგარიგებენ საჭიროებისამებრ. გიორგიუს შენი კომენტარი დაულაგებელი სიტყვების უსისტემო გროვაა.არ გაგიკვირდეს როცა დასარიგებელი იქნები და დაგარიგებენ საჭიროებისამებრ.
17. ირინკა უცხო სიტყვებს მე ლექსებში არ ვიყენებ,არცერთი არაა აქ უცხო სიტყვა,უცხო სიტყვას თუ გამოვიყენებ ძალიან ცოტას,ამიტომ ეგ არ დამაბრალო,ეგენი რო უცხო სიტყვები იყოს მაგ რაოდენობით ეგ უვიცობის ნისანი იქნებოდა.ოტია იოსელიანის სიტყვები გამახსენდა"შოტა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი დაწერა ქართულ ენაზე და ტქვენ ამდენ უცხო სიტყვას რო ხმარობთ ქართული არ გყოფნით საბჟუტუროდო"
ჭა ეგ ნაწილი რაც შენ აგერია,სურათია აღწერილი ბუნების. ირინკა უცხო სიტყვებს მე ლექსებში არ ვიყენებ,არცერთი არაა აქ უცხო სიტყვა,უცხო სიტყვას თუ გამოვიყენებ ძალიან ცოტას,ამიტომ ეგ არ დამაბრალო,ეგენი რო უცხო სიტყვები იყოს მაგ რაოდენობით ეგ უვიცობის ნისანი იქნებოდა.ოტია იოსელიანის სიტყვები გამახსენდა"შოტა რუსთაველმა ვეფხისტყაოსანი დაწერა ქართულ ენაზე და ტქვენ ამდენ უცხო სიტყვას რო ხმარობთ ქართული არ გყოფნით საბჟუტუროდო"
ჭა ეგ ნაწილი რაც შენ აგერია,სურათია აღწერილი ბუნების.
16. აუფფ აქ რა ხდება, პრობლემაა როცა უტაქტო შენიშვნებს ვიძლევით, პრობლემაა როცა კრიტიკას ვერ ვიგებთ და ვერ ვიღებთ, პრობლემაა როცა ისეთი დაიწყებს დარიგებას გაგეცინება :) ეს ისე...
ლექსი კარგია+1 აუფფ აქ რა ხდება, პრობლემაა როცა უტაქტო შენიშვნებს ვიძლევით, პრობლემაა როცა კრიტიკას ვერ ვიგებთ და ვერ ვიღებთ, პრობლემაა როცა ისეთი დაიწყებს დარიგებას გაგეცინება :) ეს ისე...
ლექსი კარგია+1
15. ღრეობენ ხევსურნი....-აქედან ბოლომდწ მომეწონა ძალიან...:) დასაწყისმა ამრია...:-* ღრეობენ ხევსურნი....-აქედან ბოლომდწ მომეწონა ძალიან...:) დასაწყისმა ამრია...:-*
14. რა ვერ გაიყავით არ მესმის? ლექი არ ვარგა დაწერე არ ვარგა, კარგია დაწერე კარგია. მორჩა რა:) რა ვერ გაიყავით არ მესმის? ლექი არ ვარგა დაწერე არ ვარგა, კარგია დაწერე კარგია. მორჩა რა:)
13. დორიან როგორ გამეღიმა:) კაცო ცუდ ხასიათზე ყოფნა რა შუაშია. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. ცუდი არაა როცა უცხო სიტყვებს ეძებ და იყენებ, მაგრამ აუცილებელი ხომ არაა რომ ყველა ერთ ლექსში მოიტანო? კარგია ხევსურების სიყვარულით რომ დაიწერა, მეც ხევსური ვარ და მით უფრო მადლობელი :)) მე არ ვამბობ რომ ნაძალადევი ლექსია, უბრალოდ ცოტა გადატვირთულიათქო... კარგ მთქმელს კარგი გამგონეო ნათქვამია, თორემ ყველამ თავისი საქმის იცის :) დორიან როგორ გამეღიმა:) კაცო ცუდ ხასიათზე ყოფნა რა შუაშია. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა. ცუდი არაა როცა უცხო სიტყვებს ეძებ და იყენებ, მაგრამ აუცილებელი ხომ არაა რომ ყველა ერთ ლექსში მოიტანო? კარგია ხევსურების სიყვარულით რომ დაიწერა, მეც ხევსური ვარ და მით უფრო მადლობელი :)) მე არ ვამბობ რომ ნაძალადევი ლექსია, უბრალოდ ცოტა გადატვირთულიათქო... კარგ მთქმელს კარგი გამგონეო ნათქვამია, თორემ ყველამ თავისი საქმის იცის :)
12. დორიან გრეი, ვფიქრობ შენ ჩემზე მეტი რამ გაქვს სასწავლი,ასე ომ საქმეს შეუდექი. დორიან გრეი, ვფიქრობ შენ ჩემზე მეტი რამ გაქვს სასწავლი,ასე ომ საქმეს შეუდექი.
11. ირინკა კომენტარებიდან დავასკვენი რომ დღეს საშინელ ხასიათზე ხარ:)კაი ეს მეორეხარისხოვანია. მართალი ხარ, ეს ლექსი მძიმეა,ჩემს სხვა ლექსებთან სედარებიტ კი როგორც ქვა და ბამბა ისეა,რა ვქნა თუ ვერ ვწერ ლაღად და ყველასთვის გასაგებად.არიან პოეტები რომელთა ლექსებში მარადიულად ერთიდაიგივე სიტყვების ტრიალია.ჩემთან მეტი ქართული სიტყვებია გამოყენებული და ამეტყველებული,ეს ქმნის სირთულის და სიმძიმის ასოციაციას.ამა მე და ჩემნაირებს ჰკითხე ეს ლექსი თუა მზიმე და აღუქმელი.ერთი რიგითი ლექსია,რომელიც დავწერე ხევსურების და ხევსურეთის სიყვარულით. სტიქიამაც სწორად აღნიშნა ხელოვნურია.ხელოვნურია გალაკტიონის ნიკორწმინდაც მაშინ,მანაც ვირტუალით დაწერა ის ლექსი.სტიქია სანამ აზრს დააფიქსირებ გაიფიქრე,უტრირება მოახდინე რა მოყვება შემდეგ.ხელოვნურია და ბუნებრივია ერთად ჩემი ყველა ლექსი და ზოგადად ნამდვილი ლექსი. პატივისცემით თქვენი დორი ირინკა კომენტარებიდან დავასკვენი რომ დღეს საშინელ ხასიათზე ხარ:)კაი ეს მეორეხარისხოვანია. მართალი ხარ, ეს ლექსი მძიმეა,ჩემს სხვა ლექსებთან სედარებიტ კი როგორც ქვა და ბამბა ისეა,რა ვქნა თუ ვერ ვწერ ლაღად და ყველასთვის გასაგებად.არიან პოეტები რომელთა ლექსებში მარადიულად ერთიდაიგივე სიტყვების ტრიალია.ჩემთან მეტი ქართული სიტყვებია გამოყენებული და ამეტყველებული,ეს ქმნის სირთულის და სიმძიმის ასოციაციას.ამა მე და ჩემნაირებს ჰკითხე ეს ლექსი თუა მზიმე და აღუქმელი.ერთი რიგითი ლექსია,რომელიც დავწერე ხევსურების და ხევსურეთის სიყვარულით. სტიქიამაც სწორად აღნიშნა ხელოვნურია.ხელოვნურია გალაკტიონის ნიკორწმინდაც მაშინ,მანაც ვირტუალით დაწერა ის ლექსი.სტიქია სანამ აზრს დააფიქსირებ გაიფიქრე,უტრირება მოახდინე რა მოყვება შემდეგ.ხელოვნურია და ბუნებრივია ერთად ჩემი ყველა ლექსი და ზოგადად ნამდვილი ლექსი. პატივისცემით თქვენი დორი
10. ნწ, წონის პრობლემას არ ვუჩივი ნამდვილად დორიან ;) აი თქვენ ლექსს კი ნამდვილად აწუხებს სიმძიმე, დაეხმარეთ რომ თავისუფლად ისუნთქოს :) ნწ, წონის პრობლემას არ ვუჩივი ნამდვილად დორიან ;) აი თქვენ ლექსს კი ნამდვილად აწუხებს სიმძიმე, დაეხმარეთ რომ თავისუფლად ისუნთქოს :)
9. ხელოვნური ლექსია ჩემთვის,რადგან ილუზიითაა ნაწერი,ავტორის წარმოსახვით,მიუხედავად იმისა რომ ტექნიკა და რითმები კარგი აქვს. ხელოვნური ლექსია ჩემთვის,რადგან ილუზიითაა ნაწერი,ავტორის წარმოსახვით,მიუხედავად იმისა რომ ტექნიკა და რითმები კარგი აქვს.
8. ირინკა გენაცვალე, ხომ არ მოიმატეთ წონაში ეს ლექსი რომ წაიკითხეთ? ირინკა გენაცვალე, ხომ არ მოიმატეთ წონაში ეს ლექსი რომ წაიკითხეთ?
7. სილაღე აკლია ხევსურის ლექსს, მთის სილაღე, დამამძიმა ცოტა :) სილაღე აკლია ხევსურის ლექსს, მთის სილაღე, დამამძიმა ცოტა :)
5. ცისიქითელი ამ ლექსის ავტორი ხევსური არ ბრძანდება და ალბათ მართალი ხარ. ცისიქითელი ამ ლექსის ავტორი ხევსური არ ბრძანდება და ალბათ მართალი ხარ.
3. სიპი ქვა, ოხშივარს აორთქლებს,თეთრ ალმურს, კბოდე კლდეს დაასკდნენ, რქახანჯლა ჯიხვები, ჩობანი საქონელს მწყემსავს, თან სალამურს, რა ჰანგზე აკვნესებს, სმენით ვერ მიხვდები. +2
მაგარია სიპი ქვა, ოხშივარს აორთქლებს,თეთრ ალმურს, კბოდე კლდეს დაასკდნენ, რქახანჯლა ჯიხვები, ჩობანი საქონელს მწყემსავს, თან სალამურს, რა ჰანგზე აკვნესებს, სმენით ვერ მიხვდები. +2
მაგარია
2. როგორც ¨ხევსურის¨ ვერ აღვიქვი ლექსი, თუმცა არაუშავს. წარმატებები როგორც ¨ხევსურის¨ ვერ აღვიქვი ლექსი, თუმცა არაუშავს. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|