 | ავტორი: თანანა ჟანრი: პროზა 20 თებერვალი, 2014 |
უცნაური ვინმე იყო, მოუსვენარი, ხათაბალებში გახვევის დიდოსტატი, ხალასი იუმორით და ფუტკრებივით დასეული ქალებით. (თუმცა, ვის-ვისგან მიჰქონდა „ნექტარი“ ეგ კიდევ საკითხავია)... დიმა ერქვა, პროფესიით ექიმი, ერუდიტი, სიმპატიური, ერთი სიტყვით, გარეგნობითაც ქაჩავდა და „შიგნეგნობითაც“...მეგობრები „ბაბაიობს“ ეძახდნენ და ბოლოს,მეტსახელი ბაობაბი შერჩა... საერთო წრე გვქონდა, მისი მეგობრის „მეგობრიცა“ ვიყავი და ასე ავცდი მისი ქალების შლეიფს. მერე მე და ჩემი მეგობარი დავშორდით, ცოტა ჩემი,ბევრი მისი ხუშტურის გამო. ჩემი და ბაობაბის ურთიერთობა კი გაგრძელდა. ის თავის თავგადასავლებს მიამბობდა, მე - ჩემსას. უცნაური ის იყო, რომ ყველა ყოფილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ხიდებს ბოლომდე არ წვავდა... რჩევებსაც ვაძლევდით ერთმანეთს და სულ გვიკვირდა, ერთმანეთი რატომ არ ან ვერ... მისი სახით ისეთი კარგი „საჩვენებელი მასალა“ მქონდა, რომ თანდათან ხეზე ასვლასაც ვსწავლობდი... დიდი მხედრიონობის პერიოდში შარში გაება. სმა იცოცხლე-თქო, უყვარდა,მაგრამ წამალზე ბურძგლავდა, ბავშვობის ორი მეგობარი გაეპარა კაიფში... ერთ მამალ მხედრიონელს ნარკოტიკი არ ჩაახუტა და დაიწყო დიმაზე ნადირობა. ჩემთან გვიან ღამით მოვიდა, ცოტა ფულს გიტოვებ, ჩემს ოჯახს გადაეცი, ცოტა ხანს ალბათ, ეყოფათ, მერე ან „პან იქნება,ან პრაპალო“... ქალაქიდან წასვლას აპირებდა. გვერდზე ერთოთახიანი მქონდა ნაყიდი. ჯერ არავინ იცოდა. არ გაუშვი და იმ ერთოთახიანში მოვუწყვე „კარცერ-ლუქსი“, წიგნებისა და საწოლის მეტი მაინც არაფერი იდგა. ახალ სახლში პირველად ამ ბაობაბს რომ მიშვებ, არ გეშინია, ფესვი რომ გავიდგა და დიდი ჰარემი მოვიწყოო?.. როცა რაღაც ძალიან უჭირდა, იუმორი იყო მისი მაშველი რგოლი...მე „პერედაჩებივით“ ვაწვდიდი საჭმელ-სასმელს, რომელიმე ცნობისმოყვარე მეზობელს რომ არაფერი ეყნოსა. ასე მყავდა დიდი ბაობაბი ერთოთახიანში გამომწყვდეული. ერთ თვეში გაუთავდა ცოლ-შვილს მისი დანატოვარი... დედაჩემმა დიმას ოჯახთან წითელქუდასავით გამატანა კალათში ჩაწყობილი მურაბები, კომპოტები და ტკბილეული. იმ კალათში ფულიც ჩავდე, დიმამ გამომატანა-თქო...გაიხარეს, პურის ფული აღარ ჰქონდათ... მერე, ამის მდევნელებს იქით დაუწყო პოლიციამ დევნა და ამ ორომტრიალში ექიმიც მიავიწყდათ და ასაღები „აბაროტებიც“... ასე გახდა ბაობაბი ჩემი ოჯახის ნათესავი,ოღონდ, დღესაც არ ვიცი, რომელი მხრიდან... ერთხელ მახსოვს, პურის რიგიდან როგორ მომხსნა, სახლში რომ ახვალ, პურიც დაგხვდება და „მარილიცო“... დიდხანს ვარკვევდით ბაბუაჩემს ან ბაბუამისს ყურის ძირში ხალი ხომ არ ჰქონდა... იანვრის „ორი სათაური“ ძალაში იყო, მშობლები როგორც კი სოფელში გავისტუმრე, გადავრეკ-გადმოვრეკე და ვიწრო, მაგრამ ფართო დიაპაზონის წრე ციმ-ციმ შეიკრა. მის გარეშე სუფრა,რა თქმა უნდა, არ იშლებოდა. გადახედა „სასტავს“ და იმ ქალს ტანი თუ ერჩისო, მრავალმნიშვნელოვნად იკითხა. ეგ შენ გაარკვიე, ვის რა ერჩის და საერთოდ, მოეშვი ჩემს დაქალებს-მეთქი - ერთმნიშვნელოვნად ვუპასუხე მე. არა და, სულ მაინტერესებდა მისი შებმის ტექნოლოგია... ჯერ საკბილოს დაადგა თვალი, მერე ერთი, ნაკლებად თვალშისაცემი ქალი საექსპერიმენტოდ შეარჩია და დაიწყო საპარადე გამოსვლა. სუფრა არატრადიციული და ჯერარგაგონილი სადღეგრძელოთი გახსნა, მერე მის თავს გადამხდარი თუ გამოგონილი სიტუაცია ისე მოყვა, ვის ახსოვდა ჭამა-სმა... საკბილოს სხვათაშორის გახედა, ძირითადი ყურადღება კი საექსპერიმენტოზე გადაიტანა. კაცებისგან მისი მისამართით კბილების კრაჭუნს ჩვეული საკბილო კი თანდათან ვარდებოდა. ლამაზი ქალი, მოგეხსენებათ, როგორ ვერ იტანს უყურადღებობას, მით უფრო, ისეთი შესამჩნევი კაცისგან, როგორიც დიმა იყო... ბაობაბი საქსპერიმენტოს მზერისა და სამარქაფო კომპლიმენტების ნაზავით უმასპინძლდებოდა და როცა საქმე პირად სადღეგრძელოებამდე მივიდა, ბაობაბმა „ვალოდია ჯინჭარაძე" კაბაში ისე ადღეგრძელა, მე კინაღამ ნერწყვი გადამცდა, საკბილოს კი მოთმინების ფიალა აევსო და... - ბატონო თამადა, ერთი მოაზროვნე ამბობდა, ერიდეთ მათ, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობსო, მე კი ვიტყოდი,რომ სწორედ ასეთები არიან ყველაზე საშიშები... - ისროლა რეპლიკა საკბილომ. - რატომ, მშვენიერო ქალბატონო? მგონი, იმ მოაზროვნემ იცოდა, რასაც ამბობდა... -ღიმილით უპასუხა დიმამ. - თუ გნებავთ, დაგიკონკრეტებთ, მამაკაცებს მე სამ კატეგორიად ვყოფ - ე.წ. შტურმავიკები, „საყველპუროები“ და რაფინირებული დონ ჟუანები!!! - საკბილომ დოზირებული სიმკაცრე გაურია ხმაში და უძიროდ შეხედა ბაობაბს... - პირველი და მესამე გავიგე, მაგრამ „საყველპურო“ რას ნიშნავს? - იკითხა საექსპერიმენტომ. - საყველპურო, რიგითი სტატისტიკურია, რომელმაც იმპროვიზაცია არ იცის, რა ხილია და დამხეცებული ფრაზეოლოგიით თავთხელში ცდილობს ფონს გასვლას, თუ სიღრმე დახვდა, ფეხსაც არ დაისველებს, სიღრმის ეშინია!!! - ამ დასკვნას საკბილოს კაცთმცოდნეობის დოქტორისა თუ არა, კანდიდატის გამომეტყველება ნამდვილად ახლდა... - ქალბატონო ანა, კაცთა მოდგმის ჩარჩო ჯერ არავის მოუგონია, თქვენ კი თქვენსავით მშვენიერი წინაპრის მიერ ნაცდუნებ ადამს ასე უაპელაციოდ სვამთ „რამკაში“, კაი და, გადმოხტეს, რას შვებით მერე? მტრისას, „რამკიანმა“ თუ აიწყვიტა!.. ჩარჩოს ხსენებაზე რატომღაც ის ნეკნი ამტკივდა, თქვენს შესაქმნელად რომ ამომაცალა ღმერთმა... ცოტა ნაწყენი ქალის ინტონაციაც შემომესმა და თუ ასეთ მშვენიერებას ვინმემ ოდესმე გული გატკინათ, მათ ნაცვლად, მუხლმოყრით გიხდით ბოდიშს!!! ბაობაბმა მართლაც მოიდრიკა მუხლი ზედ ანას მუხლებთან და ხელზე აკოცა. ბაობაბის მომღერალმა საძმომ „გადამრიე, გადამრიე“ შეუშვა ჯანში და საკბილოს გამომეტყველებაც საგრძნობლად დარბილდა ... - დიმა ბატონო, შეუღლების დროს ღმერთმა თქვენი მორჩილება დაგვიწესა, ოჯახის თავკაცებიც თქვენ ხართ, თუმცა, 21-ემ „თავქალებიც“ გაამრავლა, რადგან ყოფამ სისუსტის ფუფუნება წაგვართვა და იძულებული გაგვხადა ფეხზე მყარად დავმდგარიყავით და საერთოდ, უფალთან ევას დამბეზღებელი ადამის მორჩილი რატომ უნდა ვიყო, არ ვიცი... ღმერთი სულ თქვენსკენ რატომ არის, იმიტომ ხომ არა, რომ ის კაცია და არა წყვილი? ანას მოსაზრება მოულოდნელი აღმოჩნდა სუფრის მამრებისთვის და ბაობაბმა მომენტალურად ღვინის სარეკლამო ჭრას მიმართა, თანამეინახეებს სასმელის ჩამოსხმა სთხოვა და აქცენტი ღვინის ხარისხზე გადაიტანა. მე მივხვდი, ეს წუთშესვენება რატომ აიღო... - ოჰ, მშვენიერო ანა, ჯანსაღ სხეულში ასეთი ჯანსაღი გონების პატრონს, როგორ მოგიხდებოდათ გვერდით ისეთი კაცი, თქვენს სისუსტეს მთელი ძალით რომ წარმოაჩენდა!!! გატყობთ, მხატვრული აზროვნება არ გაკლიათ, ისე, ცოტას კი წაიაპოკრიფებს თქვენი აზრი, მაგრამ, რელიგიურ ნაწილში მემცირეცოტავა... ღმერთი წყვილი კი არა, სამებაა ძვირფასო, მამა, ძე და სული წმიდა! ანამ დაბნეულობა ღვინის ყლუპით დამალა და მის საძუძეში მზერაჩაკიდულ ბაობაბს ჰკითხა: - ბატონო დიმა, არ გაინტერესებთ, თქვენ რომელ კატეგორიას მიგაკუთვნეთ? - ანას კითხვაში გამოწვევა ცრიდა... - ამ საკითხის გასარკვევად, როგორც ჩანს, ფოკუსჯგუფიც შეგიქმნიათ, ყურადღებით გისმენთ! - რატომ ჯგუფი, ეს პირადად ჩემი აზრია! - მე თქვენში ორზე მეტ ქალს ვხედავ, სამი კი უკვე „გრუპა ზახვატაა“... - ჩაგეთვალათ! - თქვა კომპლიმენტკმაყოფილმა ანამ. - ჩემი ტირადის მერე თუ ტირანი არ ბრძანდებით, იმედია, მომცემთ ერთი სადღეგრძელოს უფლებას!!! დიმამ მსუბუქად აისხლიტა ქალის ირონია და ცოტა მოგვიანებით, მშვენიერო ქალბატონოო - უპასუხა. სანამ საკბილომ რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია, ბაობაბმა, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთო და სადღაც გავარდა. მის არყოფნაში საკბილოზე სხვებმა დაიწყეს ნადირობა. ძალიან ლამაზი იყო, დაშხვართული ტან-ფეხით, უძირო ლურჯი თვალებით, ხორბლისფერი კანით, ღრმა დეკოლტეთი და ისეთი მკერდით, როგორც „ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში“... თუ რამ ლექსი არსებობდა ანაზე, ყველაფერი ითქვა, გიტარამაც ბევრჯერ იტირა ანას სახელი და ამასაობაში დიდი ბაობაბიც დაბრუნდა, ხელში 25 წითელი ვარდით! გარეთ კი ძველით ახალი წელი თენდებოდა... თურმე, (ეს მეც არ ვიცოდი!) ანას დაბადების დღეც... საკბილომ ქათქათა კბილები გამოაჩინა, ასეთ სიურპრიზს ნაამდვილად არ ველოდიო, ბაობაბმა კი ისეთი სადღეგრძელო შესვა, უკვე ვიცოდი, ამაღამ ნანადირევი მხარზე რომ ჰქონდა გადაგდებული... ქალის სადღეგრძელო დიმას შესრულებით ასე ჟღერდა: - ქალი როცა იბადება, მას სამი ანგელოზი უდგას თავთან, ერთი შუბლზე კოცნის, გონიერი რომ გაიზარდოს, მეორე - ლოყაზე, ლამაზი რომ იყოს, მესამე კი გულზე - კეთილი რომ ჰქონდეს! ამ სუფრასთან სამივე ანგელოზის დაკოცნილი მხოლოდ ერთი ქალი მეგულება და მისი თამადობით, ყველა ქალბატონს გადღეგრძელებთო! საექსპერიმენტომ რატომღაც თავის თავზე მიიღო, ანა კი მიხვდა, მხოლოდ მას რომ ეძღვნებოდა და ჯერ ლურჯად მოციმციმე შეანათა, მერე წინდის გასასწორებლად დახრილმა გვარიანად ამოღებული საძუძეც გადმოშალა ბაობაბის ცხვირწინ... დიმას თვალები აემღვრა... ოჰ, რატომ არა ვარ ფოტოგრაფი, როგორ შევაჩერებდი ამ მშვენიერ წამსო - აღმოხდა!.. - მაგ საქმეს ფოტო-აპარატი სულაც არ ჭირდება... - სხვათაშორის ჩაილაპარაკა საკბილომ. ეს უკვე აშკარა გამოწვევა იყო... საინტერესო იყო ამ ვნებათა ჭიდილის გვერდიდან ყურება. ანამ სამზარეულოში გამიყვანა და მითხრა, კაი ტიპია, ეგ თქვენი ბაობაბი, „ვეს ვეჩერ ნა მანეჟე“-ც კარგად გამოსდის, მაგრამ, ახლა ჩემი გვიანი გამოსვლა იწყებაო... ტელეფონით სადღაც დარეკა და ვიღაცას ესაუბრა. მე კი დამეცქვიტა ყურები, მაგრამ, ხომ არ მოვუსმენდი... ბაობაბს სასურველ ფინალში ეჭვიც არ ეპარებოდა რომ, დაახლოებით ერთ საათში, ჩემი ფანჯრების ქვეშ, ესპანური მელოდია გაისმა, თან საკმაოდ ხარისხიანი. ფანჯრებს მივაწყდით, ჩემი სახლის წინ, თოვლში, სამი ბიჭი იდგა, გიტარით, თავზე ბენდენებით და ისეთ ფლამენგოს უბერავდნენ, პაკო დე ლუსია გვერდზე დაგრჩებოდა... ანა დულცინეასავით იდგა და იღიმოდა. სამი ბენდენიდან ერთმა მეორე სართულზე თეთრი ვარდი ამოისროლა, ანა დაბადების დღეს გილოცავ და ქვევით გელოდებიო!!! ეს იყო ბაობაბის პირველი ფიასკო! დიმას ფერი აღარ ედო, მიხვდა, რომ ანა იყო ის, ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებული ქალი... რამდენიმე წლის შემდეგ ერთ პრემიერაზე მოვხვდი. „დონ ჟუანში“ დონნა ანას როლს ანა ანჯაფარიძე ასრულებდა, ვარდის მტყორცნელი ბენდენა კი დონ-ჟუანი იყო... 17.03.14
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხეთ ან აპირებთ წაკითხვას!!! დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხეთ ან აპირებთ წაკითხვას!!!
21. ეს ჯერ არ წამიკითხავს. ვწერდი და არ მეცალა. დილისთვის შემოვინახავ :) თანანა, მიხარია, ჰომ იცით, ახალი პროზა თქვენს გვერდზე :) ეს ჯერ არ წამიკითხავს. ვწერდი და არ მეცალა. დილისთვის შემოვინახავ :) თანანა, მიხარია, ჰომ იცით, ახალი პროზა თქვენს გვერდზე :)
20. ეს გამომრჩენია-კინაღამ :)
ძალიან ცოცხალი თხრობაა, რეალური პერსონაჟებით, მსუბუქი ირონია და იუმორიც მატებს ხიბლს.
ეს გამომრჩენია-კინაღამ :)
ძალიან ცოცხალი თხრობაა, რეალური პერსონაჟებით, მსუბუქი ირონია და იუმორიც მატებს ხიბლს.
19. ძალიან ლაღია.წყალივით მიდის.შენეული ტონკოსტებიც არ აკლია. მოთხრობად სულ ცოტა დააკლდა. პუბლიკა ითხოვს შენს პროზასაც აწი,ლექსებთან ერთად. მეც ვუერთდები ამ (მო)თხოვნას . ძალიან ლაღია.წყალივით მიდის.შენეული ტონკოსტებიც არ აკლია. მოთხრობად სულ ცოტა დააკლდა. პუბლიკა ითხოვს შენს პროზასაც აწი,ლექსებთან ერთად. მეც ვუერთდები ამ (მო)თხოვნას .
18. მე მომეწონა :) ლაღი თხრობაა და განწყობა მოაქვს :)
მოგიკითხე, თანანა :*
+5
მე მომეწონა :) ლაღი თხრობაა და განწყობა მოაქვს :)
მოგიკითხე, თანანა :*
+5
17. გმადლობ, მეგობრებო, თქვენი აზრის გაზიარებისთვის, ვეცდები რჩევებიც და შენიშვნებიც გავითვალისწინო...
გმადლობ, მეგობრებო, თქვენი აზრის გაზიარებისთვის, ვეცდები რჩევებიც და შენიშვნებიც გავითვალისწინო...
16. ეს მოთხრობა თუ ნოველა - ნამდვილ ამბავზეა აგებული და ამ შემთხვევაში კალმის უზადო ფლობასთან გვაქვს საქმე... თორემ რაც მოხდა, იმას თანანა ხომ არ შეცვლიდა? მითუმეტეს, რომ სულ ბოლო წინადადებაში ერთ-ერთი პერსონაჟის გვარს-სახელიც კია მითითებული...
თამრი, ნამდვილი ამბავი - ნამდვილ ამბად, მაგრამ... შენი ფანტაზიის უნარი შენივე დაწერილ მოთხრობაში განავითარე... "პუბლიკა ტრებუეტ!" :))) 555555555555555555555555555555 ეს მოთხრობა თუ ნოველა - ნამდვილ ამბავზეა აგებული და ამ შემთხვევაში კალმის უზადო ფლობასთან გვაქვს საქმე... თორემ რაც მოხდა, იმას თანანა ხომ არ შეცვლიდა? მითუმეტეს, რომ სულ ბოლო წინადადებაში ერთ-ერთი პერსონაჟის გვარს-სახელიც კია მითითებული...
თამრი, ნამდვილი ამბავი - ნამდვილ ამბად, მაგრამ... შენი ფანტაზიის უნარი შენივე დაწერილ მოთხრობაში განავითარე... "პუბლიკა ტრებუეტ!" :))) 555555555555555555555555555555
15. მეუდაბნოვე ვერ დაგეთანხმები..........ტექსტი, თხრობის ასეთი სტილი, თითქმის მიახლოვებულია ნოველასთან, ამიტომ, მესამე პირი, ან პირველ ხოლმეობითში თხრობა "ვერანაირად" ვერ მოხერხდებოდა..............
მე, ასე ვიტყოდი..........ავტორს "გაეპარა" სადავეები ხელიდან და მეტი დოზით "შემოეპარა" სატირა, ან უფრო ზუსტად, რომ ვთქვა - ოხუნჯობა............რამაც საბოლოო ჯამში ტექსტის ძირითადი არსი ჩაძირა და ბოლოს ესპანურმა სერენადებმაც ვერ უშველა............
თუმცა, ამბავი გადაუჭარბებლად ვიტყვი საინტერესოა და ავტორი თუ კიდევ ერთხელ ჩაუჯდება და გულიანად გაასალაშინებს, (რასაც მისი შესაშური ნიჭიერება შესძლებს), მართლაც ფანტასტიურ ტექსტს მივიღებთ..........
მეუდაბნოვე ვერ დაგეთანხმები..........ტექსტი, თხრობის ასეთი სტილი, თითქმის მიახლოვებულია ნოველასთან, ამიტომ, მესამე პირი, ან პირველ ხოლმეობითში თხრობა "ვერანაირად" ვერ მოხერხდებოდა..............
მე, ასე ვიტყოდი..........ავტორს "გაეპარა" სადავეები ხელიდან და მეტი დოზით "შემოეპარა" სატირა, ან უფრო ზუსტად, რომ ვთქვა - ოხუნჯობა............რამაც საბოლოო ჯამში ტექსტის ძირითადი არსი ჩაძირა და ბოლოს ესპანურმა სერენადებმაც ვერ უშველა............
თუმცა, ამბავი გადაუჭარბებლად ვიტყვი საინტერესოა და ავტორი თუ კიდევ ერთხელ ჩაუჯდება და გულიანად გაასალაშინებს, (რასაც მისი შესაშური ნიჭიერება შესძლებს), მართლაც ფანტასტიურ ტექსტს მივიღებთ..........
14. მექალთანე ბაობაბი, რომელსაც ფინალში ფიასკო მოუვიდა. ამ მოთხრობას ორი ძირითადი პერსონაჟი ჰყავს. ავტორი და ბაობაბი. ავტორის მიერ დანახული ბაობაბი - ბაობაბის მარცხი. ბაობაბის მარცხი მე ვერ განვიცადე, ვერც ანას ~გამარჯვება~ განვიცადე, შეიძლება ეს არც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ რაღაც ხომ იყო ჩაფიქრებული. მოთხრობის კონსტრუქცია ამის საშუალებას არ იძლევა _ ავტორი გვერდიდან უყურებს სიტუაციას და ასე აღწერს. ის შეზღუდულია მოთხრობის კონსტრუქციის გამო, გმირის-ბაობაბის განცდები გვაჩვენოს, გვაჩვენოს ანას განცდები. ბაობაბის ~მჭერმეტყველება~ ამ გმირის დანახვის საშუალებას არ იძლევა. ავტორისა და ბაობაბის ურთიერთობა უფრო შთამბეჭდავია, აქ ავტორს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენთვის ეს გმირი გაეცნო. ვერაფერს ვერ დავიჩემებ, მაგრამ ვფიქრობ, ანასი და ბაობაბის ამბავი III პირში უკეთესი იქნებოდა.
მექალთანე ბაობაბი, რომელსაც ფინალში ფიასკო მოუვიდა. ამ მოთხრობას ორი ძირითადი პერსონაჟი ჰყავს. ავტორი და ბაობაბი. ავტორის მიერ დანახული ბაობაბი - ბაობაბის მარცხი. ბაობაბის მარცხი მე ვერ განვიცადე, ვერც ანას ~გამარჯვება~ განვიცადე, შეიძლება ეს არც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ რაღაც ხომ იყო ჩაფიქრებული. მოთხრობის კონსტრუქცია ამის საშუალებას არ იძლევა _ ავტორი გვერდიდან უყურებს სიტუაციას და ასე აღწერს. ის შეზღუდულია მოთხრობის კონსტრუქციის გამო, გმირის-ბაობაბის განცდები გვაჩვენოს, გვაჩვენოს ანას განცდები. ბაობაბის ~მჭერმეტყველება~ ამ გმირის დანახვის საშუალებას არ იძლევა. ავტორისა და ბაობაბის ურთიერთობა უფრო შთამბეჭდავია, აქ ავტორს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენთვის ეს გმირი გაეცნო. ვერაფერს ვერ დავიჩემებ, მაგრამ ვფიქრობ, ანასი და ბაობაბის ამბავი III პირში უკეთესი იქნებოდა.
13. კარგი იყო ძალიან :) კარგი იყო ძალიან :)
12. :)ძალიან ვისიამოვნე, გაიხარე,თანანა! თუ არ ვცდები, პირველად ვკითხულობ შენს პროზას, მშვენიერია! :)ძალიან ვისიამოვნე, გაიხარე,თანანა! თუ არ ვცდები, პირველად ვკითხულობ შენს პროზას, მშვენიერია!
11. არ მომწონს მე ეგეთი ბაობაბისნაირი ტიპები და არც ანასნაირი "მილედი" (სამი მუშკეტერი...). ქალები...:) იმედია არ მიწყენ...:-* ავტორი თანანა კი მომწონს ძალიან და სიამოვნებით ვკითხულობ, რასაც განათავსებს , ყველაფერს...:-* არ მომწონს მე ეგეთი ბაობაბისნაირი ტიპები და არც ანასნაირი "მილედი" (სამი მუშკეტერი...). ქალები...:) იმედია არ მიწყენ...:-* ავტორი თანანა კი მომწონს ძალიან და სიამოვნებით ვკითხულობ, რასაც განათავსებს , ყველაფერს...:-*
9. დავწერ აქ ჩემს მოწონებას, თუმცა მე თქვენს პოეზიაში ვტკბები და ვთვრები! ისევ და ისევ ლექსი მინდააა... დავწერ აქ ჩემს მოწონებას, თუმცა მე თქვენს პოეზიაში ვტკბები და ვთვრები! ისევ და ისევ ლექსი მინდააა...
8. უფ, ემიგრანტი უნდა დამეწერა. :) მაგრამ ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებული ქალის საქციელით მოხიბლულმა ისევ ემიგრანტს "ვუღალატე". :D
უფ, ემიგრანტი უნდა დამეწერა. :) მაგრამ ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებული ქალის საქციელით მოხიბლულმა ისევ ემიგრანტს "ვუღალატე". :D
7. ზუსტად ამ წუთში, ერთ კარგ ქართველ პოეტს, რომელიც ნახევრად ემიტრანტია, ვეუბნებოდი რომ პოეტი აუცილებლად დაწერსთქო კარგ პროზას, ის კი მიმტკიცებდა არაო...
აჰა, თუ არა... (ახლა აქ თუ ხარ წაიკითხე ეს კომენტარი ჩემო მოკამათევ)
ბევრი მოსაყოლი ისტორია გექნებათ თქვენ. ვიყავი თქვენი Fანი და ვრჩები დღემდე და დავრჩები მუდამ. განწყობის და ქართული სიტყვის ოსტატო, მშვენიერო პოეტესსა.
5.
ზუსტად ამ წუთში, ერთ კარგ ქართველ პოეტს, რომელიც ნახევრად ემიტრანტია, ვეუბნებოდი რომ პოეტი აუცილებლად დაწერსთქო კარგ პროზას, ის კი მიმტკიცებდა არაო...
აჰა, თუ არა... (ახლა აქ თუ ხარ წაიკითხე ეს კომენტარი ჩემო მოკამათევ)
ბევრი მოსაყოლი ისტორია გექნებათ თქვენ. ვიყავი თქვენი Fანი და ვრჩები დღემდე და დავრჩები მუდამ. განწყობის და ქართული სიტყვის ოსტატო, მშვენიერო პოეტესსა.
5.
6. ძალიან კარგი იყო თანანაა ძალიან კარგი იყო თანანაა
5. რა კარგი იყო ++++ რა კარგი იყო ++++
4. ბრავო!!! ++ ბრავო!!! ++
3. მშვენიერია! 5 მშვენიერია! 5
2. გმადლობ, მედე! გმადლობ, მედე!
1. ხალასი ავტორის დამახასიათებელი ლაღი იუმორი.მიხარია აქ რომ პროზა იიწყებს ყვავილობას.. ხალასი ავტორის დამახასიათებელი ლაღი იუმორი.მიხარია აქ რომ პროზა იიწყებს ყვავილობას..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|