ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2008


ტყაშიმაფა

ეს ძალიან ძველი ლექსია. მაშინ 17 წლის ვიყავი. დღემდე ვერ ვხვდები რატომ დავწერე, შეყვარებულიც კი არ ვყოფილვარ:))))




ტყაშიმაფასავით ტყეში დაგიწვები,
ველური ვარდების ძირში,
ტუჩებს დაგიდაღავ ცეცხლოვან ამბორით,
სიზმრად აგენთები ძილში.
თან ამორძალივით ძუძუს ავიშანთავ,
სევდით დაგიკოდავ ღიმილს,
ჯადოსნურ ნიმფასავით ყელზე მოგეჭდობი,
მერე მიგაკოჭავ ტირიფს.
მე კი ალეწილი შმაგის გახელებით,
ზურგზე მოვახტები ულაყს,
ფერდში მუხლს შემოვცხებ
შენი გამეტებით,
ფლოქვში ავუდუღებ ურვას.
წავალ, გავიჭრები,
უფსკრულს ჩავინთქმები,
ქარი დამადევნებს ტირილს.
ალესილ ლოდებზე ლეღმად დავიმსხვრევი,
შენ კი შეგატოვებ ტირიფს.
ცეცხლი მოგედება მერე სიგიჟისგან,
ჟინი აგიტეხავს კივილს.
შეგჭამს მოგონება შლეგი სიყვარულის
ჩემი მოფერება ნაზი,
მაჯებს დაგიდაღავს ჩემი თმების ცეცხლი,
ალში დაინთქმები ბრაზით.
მე კი მოჩვენებად შენს წინ ვიტრიალებ,
მკერდზე მოგედები ცეცხლად.
ჯადოს გაპკურებ და როცა  დანაცრდები,
ცისკენ გაგაქროლებ მერცხლად.
ფრთებში შეგიძვრები, სულში შევსახლდები,
გულში დავიბუდებ შენთან...
ტყაშიმაფასავით ტყეში დაგიწვები
ველური ეკლების მოლზე,
ტუჩებს დაგიდაღავ ცეცხლოვან ამბორით,
აღარ მოგაბრუნებ გონზე.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები