ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოქმედება მეოთხე
1994 წელი
სცენა პირველი
ქუჩა, გზაზე ჯავახა მისეირნობს. ბიჭი: -ავთო. - ჯავახა მოიხედავს, უკან 15 წლის ბიჭი მოდის. ჯავახა: -ვა გიო. - ბიჭს გადაკოცნის და გზას გააგრძელებენ. - რას შვები? დეიდა როგორაა? გიო: -ძველებურად. ჯავახა: -რატო არ გამოდიხარ ხოლმე? ეგაა დეიდაშვილობა? შენ საპატივცემულოდ დავარქვი ჩემ შვილსაც გიორგი. - გაიღიმებენ. გიო: -გაბრაზებთ? ჯავახა: -უფ, სულ ჭყიპინებს და არ ჩუმდება. - კიდევ გაიცინებენ. გიო: -ავთო, ერთი საქმე მაქ რა. - უკვე სერიოზული სახე მიიღო გიორგიმ. ჯავახა: -რა ხდება? ვინმე ხო არ გიტ..ბს? გიო: -არა, ეგ არა. მოკლედ ბიჭებს ცოტა კაიფი გვინდა რა... ჯავახა: -რა თქვი ბიჭო? -არ დააცლის დამთავრებას. გაჩერდებინ. გიო: -ხო რა, ცოტა ჰეროინი გაგვიჩითე. ჯავახა: -შენ შ..გ ხო ა.. გ.ქ ბიჭო, რეებს მთხოვ ბიჭო? ნარკომანი უნდა გახდე? გიო: -არა, რა ნარკომანი, პროსტა ერთხელ გავიკაიფებთ რა. ჯავახა: -ვინ გგონივარ? 15 წლის ლაწირაკს, თან დეიდაშვილს წამალს მივყიდი? გიო: -კაი რა, სხვასთან არ მაჩალიჩო... ჯავახა: -რა სხვასთან ბიჭო? არ გავიგო რო წამალი გაიკეთე, თორე გაგხევ ცემაში, გაიე? -დაუყვირებს გიო: -კაი რა... ჯავახა: -რა კაი რა? გაიგე მეთქი. გიო: -ხო, კაი. წინ ლაშა, ნუგო და ნიკა გამოვლენ ქუჩაში და ჯავახას დაუძეხებენ. ჯავახა: -მოვდივარ - გასძახებს ბიჭებს და მერე ისევ გიორგის მიუბრუნდება - არ გავიგო მეთქი ბიჭო, რა დაყ...ბა გინდა? კაი ეხლა წავედი და ჭკვიანად. - ბიჭებისკენ სწრაფი ნაბიჯით წავა.
სცენა მეორე
გიორგის პანაშვიდი. შემოდის ჯავახა, უკან ლაშა, ნუგო და ნიკა. ჯავახა გვერდით გაუვლის კუბოს და ატირებულ ქალს გადაეხვევა. ქალი: -ვაიმე, შვილო? - უფრო გააძლიერებს ტირილს. ჯავახა: -კარგი დეიდა... - ქალი ისევ თავის ადგილზე დაჯდება და ტირილს გააგრძელებს ჯავახა თვალს მოავლებს იქვე მსხდომებს, ერთ გიორგის ტოლ ბიჭს დაინახავს და მივა. ჯავახა: -ძმაკაცი ხარ? ბიჭი: -კი. ჯავახა: -გამოდი გარეთ. ბიჭი: -რაა? ჯავახა: -გამოდი მეთქი - დაუყვირებს და გარეთ გაიყვანს, ქალები წამოხტებიან, მაგრამ ნიკა და ნუგო არ დააცლიან გასვლას. ნუგო: -დაწყანრდით, არაფერია, უბრალოდ დაელაპარაკება - მიმართავს ქალებს. ჯავახა და ბიჭი სადარბაზოში გავლენ, უკან დგას ლაშა, დანარჩენები სახლში არიან. ჯავახა: -სად იყიდეთ წამალი? - მიმართავს ბიჭს. ბიჭი: -არ ვიცი, მე არ გამიკეთებია. - ჯავახა ბიჭს სახელურს აუწევს. ჯავახა: -სად იყიდეთ მეთქი? -დაუყვირებს. ბიჭი: -ვაკეში, კუს ტბასთან - ჩურჩულით ეტყვის. ჯავახა: -ვისგან, რა ქვია ბარიგას? ბიჭი: -არ ვიცი. ჯავახა: -ნუ მამეორებინებ ბიჭო - მაისურში ხელს მოკიდებს და მოქაშავს, დაუყვირებს - რა ერქვა მეთქი? ბიჭი: -გეფიცები, მართლა არ ვიცი - შეშინებული ხმით. ლაშა: -კაი ჯავახ, მართლა არ იცის, გაანებე თავი. - ხელს გააშვებინებს - ჩვენ გავარკვევთ. ჯავახა: -დამპალი ნარკომანი! - ბიჭს უყურებს და ისე იტყვის, შემდეგ სახლში ნუგოს და ნიკას შესძახებს. - წავედით საქმე მაქ. ბიჭები გამოვლენ ჩავლენ კიბეებზე. ქვევით სადარბაზოში ცოტა ხანი გაჩერდებიან. ჯავახა: -ვაკეში ვინ ასაღებს? ნიკა: -ერთია, ლომიკას ეძახიან. ჯავახა: -ა, ხო გამიგია, ქურდია ხო? ნიკა: -კი, ქურდია. ჯავახა: -ვსტრეჩკა დანიშნეთ.
სცენა მესამე
ქალაქგარეთ მოტიტვლებული ადგილი. ჯავახა, ლაშა, ნუგო, ნიკა და კიდევ 15-20 შეიარაღებული კაცი მანქანებთან დგანან და ელოდებიან. მოვა რამოდენიმე მანქანა 40-50 მეტრის მოშორებით გაჩერდებიან, გადმოვა ოციოდე შეიარაღებული კაცი. წინ წამოვლენ სამნი. ჯავახა, ლაშა, ნუგო და ნიკაც წავლენ. ჯავახა ცოტათი წინ მიდის, იმათგანაც ერთი კაცი წინ მოდის. მივლენ ერთმანეთთან. ჯავახა: -ლომიკა შენ ხარ? - წინ მდგარ კაცს შეეკითხება. ლომიკა: -კი, შენ ჯავახა ხარ? ჯავახა: -მე ვარ. ლომიკა: -გავიგე შენი ამბავი, ვწუხვარ, მოდი დავილაპარაკოთ და ყველაფერი წყნარად გადავწყვიტოთ. ჯავახა: -დასალაპარაკებელი არაფერია, სამ დღეს გაძლევ და მომიტან იმ კაცის თავს ვინც ჩემ ბიძაშვილს წამალი მიყიდა. გასაგებია? თუ არადა შენ აგებ პასუხს. - ლომიკა უკან ერთს მიუტრიალდება და რაღაცას ჩუმად ეტყვის. ლომიკა: -კარგი, მოსულა. - გაბრუნდებიან. ოდნავ რომ მოცილდებიან ერთმანეთს ნიკა ჯავახას ეტყვის. ნიკა: -მე მაინც ჩავცხრილავდი. ჯავახა: -ვაცალოთ, ეხლა მაინც აზრი არ აქვს, ორივე მხარე ამოვიხოცებით. - მანქანაში ჩასხდებიან და წავლენ.
სცენა მეოთხე.
კადრი იწყება მანქანიდან, მანქანაში სხედან ნიკა (რულთან) და ნუგო. კადრი გადადის სადარბაზოში, სადაც კიბეებზე ჩამოდიან ჯავახა და ლაშა. უნდა გამოვიდნენ სადარბაზოდან და ამ დროს ისმის ავტომატის სროლის ხმა, ნიკას და ნუგოს მანქანას გვერდით გაუვლის მეორე მანქანა და ჩაცხრილავს, სროლა გრძელდება სადარბაზოზე, ჯავახა და ლაშა უცებ ამოეფარებიან კედელს. სროლა წყდება, მანქანა სწრაფად მიდის. ჯავახა და ლაშა სადარბაზოდან გავარდებიან. ჯავახა ესვრის მიმავალ მანქანას, ლაშა ნიკას და ნუგოს მანქანას მივარდება. ლაშა: -ნიკა ბიჭო! - ნიკას თავი რულზე აქ დადებული და პირიდან სისხლი მოსდის - ვაიმე ჩემი, ნიკა, ნუგო. - მანქანასთან მოირბენს ჯავახაც, ნუგოს მხრიდან. ნუგო ძლივს ატოკებს თავს. ჯავახა: -დროზე ვივინმემ მანქანა მოიყვანეთ! - გაჰყვირებს სროლაზე მოვარდნილ კაცებს. - ცოცხალი ხარ, ნუ გეშინია, გადარჩები. - ეუბნება ნუგოს. - ჩემი ბრალია, ჩემი! - ძირს დაწვება და სახეზე ხელებს შემოირტყავს.
სცენა მეხუთე-მეექვსე
საავადმოყოფო. პალატაში ოპერაცია კეთდება, გარეთ ჯავახა და ლაშა დგანან. იქვეა მარიც. დერეფანში ნუგოს დედა და და გამოჩნდა. ნუგოს დედა: -ვაიმე შვილო! - მორბის ყვირილით, ჯავახა და ლაშა გააჩერებენ და პალატაში არ შეუშვებენ ჯავახა: -არ შეიძლება სოფო დეიდა, ოპერაციას უკეთებენ, ყველაფერი კარგად იქნება! - ნუგოს და მარის გადაეხვევა და ტირის. მარი: -დაწყნარდი, დაწყნარდი. - წაიყვანს და სკამზე დასვავს. სოფო: -ვაიმე შვილო! ეს რაქ დღეში ჩაიგდეთ თავი? ეს რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. - ტირის და თავის შვილს (გოგოს) გვერდით მიუჯდება და ჩაეხუტება. ცოტა ხანი დუმილი, მხოლოდ ტირილის ხმა ისმის. პალატიდან ექთანი გამოვა. ექთანი: -ოპერაცია დასრულდა, ეხლა ქირურგი გამოვა და შეგიძლიათ შეხვიდეთ, მაგრამ ჯერ გონზე არ არის მოსული, რომ მოვა შეეცადეთ ბევრი არ ელაპარაკოთ და ყველანი ერთდროულად ნუ შეხვალთ. - ექთანი გზას გააგრძელებს, პალატიდან გამოვა ქირურგიც. ქირურგი: -შებრძანდით - მიმართავს ნუგოს დედას. - ცოტა ხანში მეც მოვალ და ყველაფერს გეტყვით, რა მდგომარეობაცაა, მთავარია სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სოფო, ნუგოს და და მარი შევლენ პალატაში. ჯავახა და ლაშა გარეთ დარჩებიან და სკამზე ჩამოსხდებიან. დერეფანში გამოჩნდება ბექა. ბექა: -როგორ არის? ლაშა: -არ ვიცით, მთავარია გადარჩებაო. ჯავახა: -ვახ ჩემი, ეს რა ვქენი?! - თავს ჩაღუნავს და ჩუბლზე შემოიდებს ხელს. ბექა: -აბა რა გეგონა? მოუნათლავებმა გაადაწყვიტეთ ქურდისთვის დაგებიჯებინათ. მოკლედ აქ თქვენს გასაფრთხილებლად ვარ, ყველა თქვენზე დაიწყებს ნადირობას, ქურდებიც, ჩემებიც, ასე რომ უნდა წახვიდეთ სასწრაფოდ და ჯობია ნუგოც სხვა ქვეყანაში გაუშვათ. ჯავახა: -ხო უკვე ყველაფერი მოვაგვარე, ნუგოს ხვალ საზღვარგარეთ ვუშვებთ ოჯახიანად. მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ, ძმა მომიკლეს, გესმის? ძმა. ბექა: -თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე უბრალოდ გაგაფრთხილეთ, ორგანოებშიც ვეღარ დაგიცავთ, აქ რომ მოვედი ეგეც სახიფათოა ჩემთვის. ჯავახა: -ამას რატომ აკეთებ? ბექა: -არ ვიცი, არ ვიცი... ჯავახა: -ახლა ეს ჩემთვის იქნება დიდი პატივი - ბექას ხელს გაუწვდის, ბექა ოდნავ გაიღიმებს და ჩამოართმევს. ბექა: -კარგი, წავედი მე, აბა თქვენ იცით. - ლაშა ოდნავ თავს დაუკრავს. ჯავახა: -მშვიდობით. ჯავახაც და ლაშაც თავს ჩაღუნავენ. ცოტა ხანი დუმილი, პალატიდან გამოდის ნუგოს და. ნუგოს და: -გონს მოვიდა, თქვენ გეძახით. ლაშა: -კარგი - ფეხზე ადგებიან. ნუგოს და: -დე, გამოდი -პალატაში შესძახებს, მარი და ატირებული სოფო პალატიდან გამოვლენ, ბიჭები შევლენ. კადრი გადადის პალატაში. ლაშა: -თუ შეიძლება ცოტა ხნით დაგვტოვეთ - მიმართავს ექთანსა და ქირურგს. ქირურგი: -კარგით, ოღონდ დიდი ხანი ნუ ალაპარაკებთ, დასუსტებულია - გავლენ პალატიდან. ჯავახა: -აბა როგორ ხარ ძმაო? ნუგო: -გადავრჩები, მაგრამ ფეხებს ვერ ვგრძნობ. ლაშა: -ეგ არაფერი, მალე დადგები ფეხზე. ნუგო: -არა ძმაო, არა. ზურგის ტვინი მაქ დაზიანებული, მთელი ცხოვრება კალიასკით მომიწევს თრევა. - ცოტა ხანი დუმილი - მართლა, ნიკა, ეხლა გამახსენდა, ერთად ვიყავით, ნიკა როგორაა? - ლაშა და ჯავახა ერთმანეთს გადახედავენ. ჯავახა: -ნიკა, - ცოტა ხანი დააყოვნებს - ნიკა კაკისთანაა. - ნუგო თვალებს დახუჭავს და ქვედა ყბა აუკანკალდება, კავახა მუხლებზე დაეცემა, იდაყვით ნუგოს საწოლს დაეყრდნობა და სახეზე ხელებს აიფარებს. - ჩემი ბრალია ძმაო, ჩემი. - ლაშა ფეხზე წამოაყენებს, ცოტა ხანი დუმან. ნუგო: -კაკი - ამოიხვნეშებს - იცი რა გავიფიქრე, კაკი ქვეყნისთვის მოკლეს, ნიკა? - კიდევ ამოიხვნეშებს - ან მე რომ მოვმკვდარიყავი? მივალ კი იქ სადაც კაკია? არა ავთო, ეს შენი ბრალი არაა, ყველანი ერთად გავყევით ამ საქმეს. კაკის კი, კაკის ძალა ეყო სხვა რამისთვის ეცხოვრა.- ცოტა ხანი დუმან - ნიკა... - იტყვის, კვლავ თვალებს დახუჭავს და ქვედა ყბა აუკანკალდება.
სცენა მეშვიდე-მერვე
აეროპორტი. ჯავახა, ლაშა, ნუგო (ეტლში), მარი პატარა 3 წლის ბავშვით, ნუგოს დედა და და მიდიან, თვითმფრინავის ტრაპზე ავლენ, შევლენ თვითმფრინავში. კადრი გადადის კაცზე, რომელიც მათ უთვალთვალებს. შევლენ თუ არა თვითმფრინავში კაცი გამობრუნდება. კადრი აეროპორტის გარეთ, კაცი გამოვა და ჩაჯდება მანქანაში, მანქანაში ლომიკა და კიდევ ორი სხვა ზის. ლომიკა: -წავიდნენ? კაცი: -წავიდნენ. სხვა კაცი: -ხო გითხარი ლომიკ - გაიცინებს - ვსიო მორჩა ყველაფერი. ლომიკა: -წავედით - მანქანა დაიძვრება და წავლენ.
სცენა მეცხრე
მანქანა მოდის და ჩერდება სახლთან. გადმოდიან ლომიკა და კიდევ ის სამი კაცი. უცებ გვერდიდან ესვრიან ავტომატიდან, ლომიკა მანქანას ამოეფარება, დანარჩენებს ამოხოცავენ, მანქანას მთლიანად დაცხრილავენ. მანქანის უკნიდან ლომიკა ძლივსძლივობით გამოხოხდება, დაჭრილია, სახით მიწისკენ. ორი კაცი მიუახლოვდება, გადმოატრიალებენ. ლომიკას სახეზე გაკვირვება დაეტყობა. ლომიკა: -თქვენ? - ძლივს წარმოთქვავს. კადრი კაცებზე გადადის, ჯავახა და ლაშაა. ჯავახა: -გეგონა ძმის მკვლელობას შეგარჩენდი ბო..ო? - კადრი მოშორებით გადადის ერთიანი ხედით ჩანან სამივენი, ესვრიან, დააფურთხებენ და გამობრუნდებიან.
სცენა მეათე
აეროპორტი. ჯავახა და ლაშა დგანან. ჯავახა: -მაინც არ მოდიხარ? ლაშა: -არა ძმაო, არ მოვდივარ. ჯავახა: -ხო იცი რო მოგკლავენ? ლაშა: -ვიცი - სიმწრით გაიღიმებს - მაგრამ არა, არ შემიძლია წამოსვლა, ამ ქვეყანაზე მარტო დედა და ჩემი ძმები მყავდა, მათ საფლავებს ვერ დავტოვებ. - ცოტა ხანი გაჩუმდებიან, გააგრძელებს - შენ ძმაო ცოლი გყავს, შვილი მათთვის უნდა იცხოვრო. მე კი ვიცი რომ შენ და ნუგოს აღარაფერი გემუქრებათ და მხოლოდ ჩემი თავი მაბარია, თურმე სიციცხლეს აზრი მაშინ ჰქონია, როცა სხვაზე ზრუნავ. ჯავახა: -ძმაო - გადაეხვევა - ხომ იცი ყოველ წუთს შეგიზლია შემეხმიანო თუ რამე დაგჭირდება. მაინც გთხოვ წამოდი, რა ვაკეთო ამერიკაში შენს გარეშე? - სიმწრით გაიღიმებს. ლაშა: -არა, უკვე გადავწყვიტე, აი შენი რეისის ჩასხდომა იწყება, წადი, მშვიდობით. ჯავახა: -მშვიდობით - კვლავ გადაეხვევიან ერთმანეთს და ჯავახა წავა. ცოტა ხანში უკან გამოიხედავს, ლაშა ხელს აუწევს და გაიღიმებს.
სცენა მეთერთმეტე-მეთორმეტე
ამერიკა. ჯავახა კარზე აკაკუნებს. კარი გაიღება მარი დგას, სიხარულისგან უცებ ღრმად ჩაისუნთქებს და ჯავახას გადაეხვევა. მარი: -როგორ ხარ საყვარელო? - კოცნიან ერთმანეთს. ჯავახა: -უშენოდ როგორ უნდა ვიყო? -კვლავ გადაეხვევიან და შემდეგ ისევ კოცნიან. კართან პატარა გიორგი მოირბენს. გიორგი: -მამა - სიხარულისგან შეჰკივლებს და მამისკენ გაიქცევა, ჯავახა დაიხრება ხელში აიყვანს და კოცნის. ჯავახა: -როგორ ხარ ჩემო ვაჟკაცო? კადრი გადმოდის თბილისში. საღამოა, ლაშა ხელში ცელოფინის პარკით შედის სადარბაზოში. სადარბაზოში წინ ხვდება კაცი პისტოლეტით ხელში და სახეში დაუმიზნებს. ლაშა პარკს ხელიდან გააგდებს. ლაშა: -ეს მშვენიერი ქვეყანა რა სასტიკია არა? - გაიღიმებს. კადრი გადადის სადარბაზოს გარეთ. ისმის გასროლის ხმა, სადარბაზოდან კაცი გამოდის და ჩქარი ნაბიჯით მიუყვება გზას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოა .++ საინტერესოა .++
2. ვნახოთ პროდიუსერი რას იტყვის და შეიძლება წიგნადაც გადავაკეთო :) ვნახოთ პროდიუსერი რას იტყვის და შეიძლება წიგნადაც გადავაკეთო :)
1. თვითონ სიუჟეტი ცოტა ბანალური მეჩვენება, არ ვიცი სცენარი(არ ვიცი როგორ იწერება) რამდენად კარგია მაგრამ მოტხრობად რომ წარმოვიდგინე, არ იქნებოდა ურიგო. წარმატებები თვითონ სიუჟეტი ცოტა ბანალური მეჩვენება, არ ვიცი სცენარი(არ ვიცი როგორ იწერება) რამდენად კარგია მაგრამ მოტხრობად რომ წარმოვიდგინე, არ იქნებოდა ურიგო. წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|