ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დორიანგრეი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2014


პუშკინი და დანტესი

თვალებმა თვალებს,შეაგება უდრეკი მზერა,
და სეკუნდანტიც, ავ დუელის, არის თანახმა,
ტყვიამ რომ შუბლი ლაზერივით,უცებ გასერა,
სიბრმავე სჯობდა, პოეტების ასე დანახვას.

იქუხა ტყვიამ,აელვარდა ვერცხლის დამბაჩა,
მოკვდა პუშკინი,აგუგუნდა შვებით დანტესი,
და მეც ავბორგდი,გაშმაგებამ მათკენ დამქაჩა
ალიგიერი ვერ მოიმკის, ბოღმით დათესილს.

მივუახლოვდი და ვაჭედე,ზანზარი მუშტით,
დავრჩით მარტონი,ჩამობურულ,ღია შარაზე,
ფეხზე ვაყენებ ნატყვიარ და წაქცეულ პუშკინს,
მათ შორის ყველა საკონტაქტო კარი ჩავრაზე.

ალიგიერი აქამდე წერს, ზვიად ტერცინებს,
პუშკინიც ხარობს,უამინდო ტრიოლეტებით,
ის ცოცხალია,ქარში როგორ უნდა შეცივდეს,
დაიმსხვრა მხოლოდ,ის ვერაგი პისტოლეტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს