ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2014


ბაწარი (არ გაგზავნილი 100 სიტყვა)

დაღლილი დაბრუნდა. ჯერ კიდევ ცხელ „ფეჩზე“ მდგარ ქვაბს თავი ახადა, ძველებური ჩამჩით დაურია და ძველი ალუმინის, უკვე ფორმაშეცვლილ "ჯამაში" დაისხა წვნიანი. ე.წ. ტაბურეტკა მიიდგა დამკილულ მაგიდასთან და პური ნამცეც–ნამცეც ჩაიფშვნა. ჩაფიქრდა...
შვილმა ამერიკაში მინდა წასვლაო და მთელი ნაშენი საქონელი დააყიდინა.
–არ დაიღალე მთასა და ბარს შორის გამოკიდებით? დაყიდე და მოისვენეო. 
სამი სული დაიტოვა, ბაწარი მთასა და ბარს შორის... ერთი ავადმყოფობამ გამოაცალა. გული არ გაიტეხა . მთას შეესისხლხორცა და რა ქნას...
ფიქრებიდან გამოერკვა. ის–ის იყო უნდა ჩაენთქა ლუკმა, რომ დაიძახეს:
–მიხო, ა მიხოოო, შენი დეკეული გადმოვარდნილა ფერდიდან, წამოდი ჩქარე კაცო, გეყურება? ჩქარე...

დრომოჭმული ალუმინის ჯამი  საუკუნის წინანდელ მაგიდას შეაცივდა.
გაილია, გაწყდა ბაწარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები