ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2014


****

ახლა ზამთარია.მცივა.მენატრება სითბო.ისე როგორც ბეღურებს ენატრებათ პურის ნამცეცი რაფაზე.წახვედი,მაგრამ მე შენი გულის მდგმური ვარ,რომელიც სამყაროს სხვაგვარად განახებს...
სადღაც ვიღაც ტირის,მე კი სუნთქვა მეკვრის,არსებობისთვის შენთან მჭირდება ყოფნა და ვითვლი უსაშველოდ დიდ მანძილს ჩემიდან შენამდე თუ პირიქით,როგორც არის.
ჩემში ახლა იღვიძებს ქრისტე,ცხოვრებისთვის კი მაინც ერთი უბრალო პაიკი ვარ…ხელებს შენკენ ვიწვდენ,რომ გამითბო.
ამბობენ წერა თავხედობაა,მაინც ვწერ,შენზე და შენთვის,მაგრამ ვერასდროს შევქმნი შენზე უკეთესს,რადგან შენ ხარ,ჩემთვის უმაღლესი პოეზია.
სიყვარულს ვერ ახუნებს დრო,საზღვრები,მანძილი.იგი უსათუოდ ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია.არადა,რა ცოტა რამეზე შემოგვრჩა საერთო აზრი,რამდენი რამე დავაფასეთ და გადავაფასეთ.განვიცდით...
მიხარია,რომ სადღაც სუნთქავ...ყველაფერი ჩვეული რიტმით გრძელდება,თვით ჩვენი ცხოვრებაც კი...არადა მაშინ ორივეს გვეგონა,თითქოს ყველაფერი დამთავრდა. ალბათ,წლების მერე ჩვენში სუმთლად ჩაკვდება ბავშვი,გაიცრიცება მოგონებები და გულს არ აგვიჩქარებს იმ ქუჩაზე გავლა,სადაც ადრე ერთად გაგვივლია.იქ აღარაფერი იქნება ნაცნობი. იმ ხეებსაც ალბათ მოჭრიან და აი,მაშინ დამთავრდება ყველაფერი რაც ჯერ კიდევ ჩვენში გრძელდება...ეს მერე...ისევ თბილია შენი ნაკვალევი გულზე...
პოეზია ჩემი ცხოვრებაა,ხოლო პოეზია ხარ შენ.არ ვიცი ვინ ვიყავი შენამდე,მაგრამ დღეს შენ ხარ მუზა,მიზეზი,იქნებ მიზანიც...რაც დამიწერია და დაიწერება ყველაფერი შენია,არის და იქნება...
გმადლობ,მშვიდობით და არა ნახვამდის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები