ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2014


მძინარე ანგელოზები (პოეტური პროზა)

ყველაზე ტკბილად და უდარდელად ადამიანებს
საკუთარ სახლში სძინავთ.
ასე არიან ანგელოზებიც.
დღემდე მგონია, რომ ადამიანებში დაღლილი
ანგელოზები ბინადრობენ.
ყველაზე ხშირად ადამიანები ღამისთევასა და
დილის ლოცვებზე ამთქნარებენ.
ამ დროს გადაღლილი ანგელოზები მშვიდ ძილს მიეცემიან
ხოლმე ადამიანებში, რადგან თავს საკუთარ სახლში გრძნობენ-
ეკლესიაში.
სამაგიეროდ: ადამიანები გაორმაგებულად ფხიზლობენ:
კაზინოში, ღამის კლუბში, ბორდელში,
რესტორანში, ომში და ა.შ.
ამ დროს ადამიანებში ანგელოზები ბორგავენ და
მოსვენებას კარგავენ.
ხშირად დააძინეთ თქვენი ანგელოზები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები