ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2014


ბუნებრივი თანამგზავრი

ადამიანს უყვარს მთვარე,
მასთან ერთად ოცნება,
მასთან საუბარი...
იგი საუკეთესო მოსაუბრეა...

შენც მთვარეს გავხარ,
რადგან
შენც მთვარესავით ნახევარი ხარ...

და განსხვავდები,
რადგან არასდროს ყოფილხარ სავსე...

მაგრამ
ამ მთვარიან ღამეში,
მთვარე კი არა,
შენი ერთგული სიმარტოვეა
შენი ბუნებრივი თანამგზავრი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები