ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მე გეუბნებოდი რომ მიყვარდი და ვაპირებდი, რომ შენთვის ჩემი გული მომეცა, სიყვარულით სავსე, მაგრამ სინამდვილეში მე მხოლოდ შენს ფუმფულა მკერდზე, დაბერილ კერტებსა და მარწყვივით ტუჩებზე ვოცნებობდი ორ მადის აღმძვრელ ნესვზე და თავად ნესვზე უფრო ტკბილზე...
მე ვფიქრობდი, რომ მიყვარდი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ის მინდოდა, შენ გეფიქრა ჩემზე და ყოველ ღამეს დაგსიზმრებოდი, როგორც ლეგენდარული და უძლეველი გმირი, როგორც ფალოსის პერსონიფიკაცია,
მე ჩავედი მაღაროს ფსკერზე და აღმოვაჩინე ჩემი სახე, გამტვერილი და შელახული ჩემივე შიშებით,
იქ, ფსკერის მრავალ ბნელ კუნჭულში იმალებოდნენ ჩემი სანუკვარი ოცნებები: გაერთიანებულ სამშობლოსა, და ჯანმრთელ სექსზე, მაღალანაზღაურებად სამუშაოსა და ზღაპრულ ცხოვრებაზე, როგორსაც გვპირდებოდნენ "პირდაღებულ 37 დოლარად" გადაფრენილები
მე მეგონა, რომ ქრისტეანი ვიყავი როცა გაშვერილ ხელს ცოტაოდენ ხურდას დავუყრიდი ან წირვაზე დიდხანს ვიდგებოდი, (მეზობელი მლოცველების ინტიმური ამბების მოსასმენად)
არადა შენ არ იცოდი რა სასიამოვნო იყო ჩემთვის, გაშვერილი ხელისთვის ხურდის მიცემა რადგან ამ დროს თავს უფრო ამაღლებულად ვგრძნობდი და მეგონა ქრისტეს მცნებას ვასრულებდი:
"..ითხოვდეთ და მოგეცეთ თქუენ.." არადა ამპარტავნება და ჩემზე უფრო მომჭირნე ხალხის არიდებული მზერა ძვლებამდე და იმისი იქეთაც ატანდა..
მე მეგონა მიყვარდი, არადა შენთან მხოლოდ ჩახუტება და "ზასაობა" მინდოდა, სექსზე არც მიფიქრია, "ვითარ იყოს გარნა მეუღლისა ჩადებად ფალოსისა ამის" ეს ხომ სიძვაა, შესაბამისად "ცოდვა–ანუ ცუდვა–ანუ ის რაც ღმერთს არისხებს" ამიტომაც სექსზე არც ვფიქრობდი, გემრიელ მოფერებაზე კი არასდროს ვიტყოდი უარს
რას აღარ გეუბნებოდი, ზღაპრებსაც კი გიყვებოდი, ვითომ კოშკში ცხოვრობდი (თუმცა ამ ზღაპრებსაც თავისი ეზოთერული მნიშვნელობა ჰქონდა) მე კი ზღვისგაღმა ქვეყნიდან მოვიდოდი და წამოგიყვანდი კოშკიდან,
საბოლოოდ კი ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთხელაც ვერ გაკოცე როგორც მინდოდა,
და გავიდა ამის შემდეგ სამი თვე და მე ვფიქრობდი, რომ კიდევ რაღაცას წარმოვადგენდი და აი ერთხელ საწოლზე ვიწექი და მივხვდი რომ ცხოვრებაში ტყუილისა და ნიღბების წვნის გარდა არაფერი მიკეთებია
და ამ დროს უარესიც აღმოვაჩინე: თურმე მარტო შენ და ჩემი სხეულის გარეთ მყოფ ადამიანებს კი არ ვატყუებდი არამედ რაც ყველაზე უარესია საკუთარ თავსაც,
მივხვდი რომ ეს მთელი ილუზია რასაც მთელი ძალით ვებღაუჭებოდი საპნის ბუშტზე უფრო თხელი იყო
სარკის წინ დიდხანს ვიდექი თვალმოუშორებლად (ეს მხატვრული ხერხი არაა, ეს სპეციალური ვარჯიშია–სარკის წინ თვალდაუხამხამებლად ყურება) შემდეგ შემოვბრუნდი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი ყუმბარა ამოვიღე, რგოლი ჩემს ცრუეგოს მივაბი ყუმბარა კი გადავყლაპე...
დღეს ჩემი დაბადების დღეა, გმადლობთ ყველას ვინც მომილოცეთ :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მოკლედ გამიკვირდება და მომეწონასავით, ანუ თავიდან ვფიქრობდი ამას აქ რა უნდათქო მაგრამ ბოლოში აზრზე მოსვლამ იქონია ალბათ გავლენა რომ მთლად დაკარგული არ ყოფილა ყველაფერი და კიდევ შეიძლება სწორი გზის პოვნა.
წარმატებებიი :)
ჰოდა კიდევ კომენტარები ძალიამ საინტერესო საკითხავი იყო გავნათლდი ერთგვარად რამდენადმე, მადლობა ბატონ მიშას :) მოკლედ გამიკვირდება და მომეწონასავით, ანუ თავიდან ვფიქრობდი ამას აქ რა უნდათქო მაგრამ ბოლოში აზრზე მოსვლამ იქონია ალბათ გავლენა რომ მთლად დაკარგული არ ყოფილა ყველაფერი და კიდევ შეიძლება სწორი გზის პოვნა.
წარმატებებიი :)
ჰოდა კიდევ კომენტარები ძალიამ საინტერესო საკითხავი იყო გავნათლდი ერთგვარად რამდენადმე, მადლობა ბატონ მიშას :)
23. "მე მეგონა მიყვარდი, არადა შენთან მხოლოდ ჩახუტება და "ზასაობა" მინდოდა, სექსზე არც მიფიქრია, "ვითარ იყოს გარნა მეუღლისა ჩადებად ფალოსისა ამის" ეს ხომ სიძვაა, შესაბამისად "ცოდვა–ანუ ცუდვა–ანუ ის რაც ღმერთს არისხებს" ამიტომაც სექსზე არც ვფიქრობდი, გემრიელ მოფერებაზე კი არასდროს ვიტყოდი უარს" ეს ნაწილი, ჩემი აზრით, აფუჭებს მთლიანად ნაწერს და აუფასურებს.
ბატონი მიშა სწორად აღნიშნავს, სექსი მხოლოდ "ფალოსისა მოთავსებაი საშოსა შიგან" :)) არ არის. მოფერება, კოცნა და სხვა ბევრი რამ, რასაც ე.წ. "პრელუდიას" უწოდებენ, სექსუალური აქტის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილებია. რაც შეეხება სიძვას, ვინ თქვა, რომ კოცნა და მოფერება სიძვა არ არის?! მათეს სახარებაში იესო ამბობს :ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა" (5/28) ანუ იმის თქმა მინდა, რომ რასაც ავტორი სექს ეძახის, კოცნა და მოფერება, სამივე სიძვაა და ცოდვის დაშვების კუთხით, რომელიმეს ამოგდებით კომპენსაცია არ მოხდება. მაინც სცოდავს ადამიანი. მრუშობასა და სიძვას შორის რა განსხვავებაცაა, იმედია იცით და ამის განმარტება არ დამჭირდება :))
მთლიანად ნაწერს რაც შეეხება, მე პირადად, პოეზიად ნამდვილად ვერ აღვიქვი. გულწრფელობის კვალი ამჩნევია და ერთგვარი აღსარების იერი დაკრავს.
სიკეთე ყველას! "მე მეგონა მიყვარდი, არადა შენთან მხოლოდ ჩახუტება და "ზასაობა" მინდოდა, სექსზე არც მიფიქრია, "ვითარ იყოს გარნა მეუღლისა ჩადებად ფალოსისა ამის" ეს ხომ სიძვაა, შესაბამისად "ცოდვა–ანუ ცუდვა–ანუ ის რაც ღმერთს არისხებს" ამიტომაც სექსზე არც ვფიქრობდი, გემრიელ მოფერებაზე კი არასდროს ვიტყოდი უარს" ეს ნაწილი, ჩემი აზრით, აფუჭებს მთლიანად ნაწერს და აუფასურებს.
ბატონი მიშა სწორად აღნიშნავს, სექსი მხოლოდ "ფალოსისა მოთავსებაი საშოსა შიგან" :)) არ არის. მოფერება, კოცნა და სხვა ბევრი რამ, რასაც ე.წ. "პრელუდიას" უწოდებენ, სექსუალური აქტის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილებია. რაც შეეხება სიძვას, ვინ თქვა, რომ კოცნა და მოფერება სიძვა არ არის?! მათეს სახარებაში იესო ამბობს :ყველამ ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა" (5/28) ანუ იმის თქმა მინდა, რომ რასაც ავტორი სექს ეძახის, კოცნა და მოფერება, სამივე სიძვაა და ცოდვის დაშვების კუთხით, რომელიმეს ამოგდებით კომპენსაცია არ მოხდება. მაინც სცოდავს ადამიანი. მრუშობასა და სიძვას შორის რა განსხვავებაცაა, იმედია იცით და ამის განმარტება არ დამჭირდება :))
მთლიანად ნაწერს რაც შეეხება, მე პირადად, პოეზიად ნამდვილად ვერ აღვიქვი. გულწრფელობის კვალი ამჩნევია და ერთგვარი აღსარების იერი დაკრავს.
სიკეთე ყველას!
22. სწორედ შენიშვნებს ველი ბატონო ავთანდილ, ოღონდ ხარისხიან შენიშვნებს სწორედ შენიშვნებს ველი ბატონო ავთანდილ, ოღონდ ხარისხიან შენიშვნებს
21. ავტორს არ ყვარებია შენიშვნების მიღება.არადა უნდა მიიღოს.ახალს ვერაფერს ვიტყვი,მთლად ჩემი მოსაწონი არ არის,მაგრამ სუბიექტური არამგონია ვიყო.ეს კომენტარებიდანაც ჩანს.თუმცა არც იმას დავუკარგავ ავტორს,რომ არის ნაწერში რამდენიმე კარგი ადგილი ავტორს არ ყვარებია შენიშვნების მიღება.არადა უნდა მიიღოს.ახალს ვერაფერს ვიტყვი,მთლად ჩემი მოსაწონი არ არის,მაგრამ სუბიექტური არამგონია ვიყო.ეს კომენტარებიდანაც ჩანს.თუმცა არც იმას დავუკარგავ ავტორს,რომ არის ნაწერში რამდენიმე კარგი ადგილი
20. მართლა სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდი: არ ვიცოდი, რომ ქულებით უნდა ამენაზღაურებინა მესამე კომენტარი და ვიდრე არ გავარკვიე, ერთობ უფლებადარღვეულად ვგრძნობდი თავს :)) ამ კომენტარში 5 ქულას ვიხდი და არავითარი სურვილი არ მაქვს, ამის მომდევნოში 25 ქულა გადავიხადო კიდევ (მეოთხე პოსტი 25 ქულა დამიჯდება). ამიტომ, შევეცდები ბოლომდე ამოვწურო სათქმელი:
თორნიკე, ჩემი შენიშვნა ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა ყოველთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ელემენტარულ გაგებას მივაღწიო. სამტროდ არ შემოვსულვარ შენთან და ამიტომ, ნუ გაგაღიზიანებს ეს ბოლო (ყველაზე სასაცილო) პოსტი.
როცა ჩვენ ჩვენი აზრების გასაჯაროვებას ვახდენთ, ამით გარკვეულ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ იმ საზოგადოებაზე, რომელიც გვისმენს (გვკითხულობს). დარწმუნებული ვარ, შენი ნათქვამი ფრაზა (სექსთან დაკავშირებით) საახლობლომ ზუსტად ისე გაიგო, როგორც შენ გინდოდა... მათ შორის, მეც. მაგრამ ფრაზა და ამ ფრაზის აგება დარჩა მცდარი. რა შორს წავიდე და სიტყვა "ქრისტიანიც" ქართული მართლმადიდებლური სამყაროს ხალხურმა გონმა შენსავით ზედსართავ სახელად მიიჩნია ოდითგან და ზუსტად მის საპირწონედ გაჩნდა სრულიად მცდარი ტერმინი "მაჰმადიანი". დაუკვირდი, სხვა რელიგიას ამგვარი ქართული ფორმა არა აქვს: არ არსებობს ბუდიანი ან კრიშნიანი... ჩვენთვის საინტერესო არ იყო და იმიტომ. ჩვენი ისტორიული კონკურენტი ყოველთვის მუსლიმური სამყარო იყო მხოლოდ...
ჩვენ (ვინს ვწერთ და ვისაც გვკითხულობენ) ვალდებულები ვართ, ჩვენი ლექსიკის სიმდიდრით მივეხმაროთ ზოგადად აზროვნებას და არ დავტოვოთ იგი შეზღუდული საზღვრების ჩარჩოებში. ამიტომ, პირველ რიგში ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
ვაშლის, როგორც სრულყოფილი საჭმლის ხსენება არ გულისხმობდა არც მის ბიბლიურ წარმომავლობას და არც კალორიულობა-მაწიერობას. სულაც არ არის საჭირო იკვებო მთელი თვე ვაშლით, იმისათვის, რომ მას სრულყოფილი საჭმელი დავარქვათ. მისი პირველადი ფიზიოლოგიაა ასეთი, - უნდა შეიჭამოს და ამიტომაა ყველა გაგებით საჭმელი ატრიბუტი ზოგადად კვებაში.
ასევე სექსია ჩახუტებაც და "ზასაობაც", რადგან სექსი ნიშნავს ადამიანის სქესობრივი ინსტიქტების გამოვლენა-დემოსტრირების ნებსმიერ ფორმას. მის შემადგენელ უთვალავ ნიუანსს, ყველას თავისი სახელი აქვს დამოუკიდებლად.
ანუ, შენი ფრაზა (ჩვენთვის გასაგები) დარჩა შეზღუდული ფორმით მოცემული მდარე ტექსტი, სადაც ერთი და იგივე მოვლენა ერთმანეთს დაუპირისპირე. სულ ეს არის. არც არაფერი დაშავებულა ზოგადად, გარდა იმისა, რომ ნათქვამმა დაკარგა სრულფასოვანი შემოქმედებითი პროდუქტის სახე და დარჩა "ამხანაგთა სათრეველ" ფრაზად. კიდევ ვიმეორებ, - შენ რომ ეს სექსი დაგეპირისპირებინა სხვა ქმედებასთან, მისაღები იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი მცდარია. თინეიჯერული ლოგიკა კი იმიტომ ვახსენე, რომ გამახსენდა ერთი დამწყები პუტანკას თავის მართლება, - სექსი არ მქონია, მხოლოდ პირით მოვეფერეო... (ყველასთან და ავტორთან ბოდიშს ვიხდი დაკონკრეტებისთვის).
მოკლედ, თუ გასაგებია, ხომ კარგი, თუ არა და, მე მომდევნო სასაცილო პოსტში 25 ქულის დახარჯვას არ ვაპირებ :)
სხვათა შორის, კოიტუსი არა მარტო ვაგინალურს, არამედ ანალურსაც ანალოგიურად ჰქვია. მართლა სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდი: არ ვიცოდი, რომ ქულებით უნდა ამენაზღაურებინა მესამე კომენტარი და ვიდრე არ გავარკვიე, ერთობ უფლებადარღვეულად ვგრძნობდი თავს :)) ამ კომენტარში 5 ქულას ვიხდი და არავითარი სურვილი არ მაქვს, ამის მომდევნოში 25 ქულა გადავიხადო კიდევ (მეოთხე პოსტი 25 ქულა დამიჯდება). ამიტომ, შევეცდები ბოლომდე ამოვწურო სათქმელი:
თორნიკე, ჩემი შენიშვნა ჩემი თვითმიზანი არ არის, თუმცა ყოველთვის მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო, რათა ელემენტარულ გაგებას მივაღწიო. სამტროდ არ შემოვსულვარ შენთან და ამიტომ, ნუ გაგაღიზიანებს ეს ბოლო (ყველაზე სასაცილო) პოსტი.
როცა ჩვენ ჩვენი აზრების გასაჯაროვებას ვახდენთ, ამით გარკვეულ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ იმ საზოგადოებაზე, რომელიც გვისმენს (გვკითხულობს). დარწმუნებული ვარ, შენი ნათქვამი ფრაზა (სექსთან დაკავშირებით) საახლობლომ ზუსტად ისე გაიგო, როგორც შენ გინდოდა... მათ შორის, მეც. მაგრამ ფრაზა და ამ ფრაზის აგება დარჩა მცდარი. რა შორს წავიდე და სიტყვა "ქრისტიანიც" ქართული მართლმადიდებლური სამყაროს ხალხურმა გონმა შენსავით ზედსართავ სახელად მიიჩნია ოდითგან და ზუსტად მის საპირწონედ გაჩნდა სრულიად მცდარი ტერმინი "მაჰმადიანი". დაუკვირდი, სხვა რელიგიას ამგვარი ქართული ფორმა არა აქვს: არ არსებობს ბუდიანი ან კრიშნიანი... ჩვენთვის საინტერესო არ იყო და იმიტომ. ჩვენი ისტორიული კონკურენტი ყოველთვის მუსლიმური სამყარო იყო მხოლოდ...
ჩვენ (ვინს ვწერთ და ვისაც გვკითხულობენ) ვალდებულები ვართ, ჩვენი ლექსიკის სიმდიდრით მივეხმაროთ ზოგადად აზროვნებას და არ დავტოვოთ იგი შეზღუდული საზღვრების ჩარჩოებში. ამიტომ, პირველ რიგში ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
ვაშლის, როგორც სრულყოფილი საჭმლის ხსენება არ გულისხმობდა არც მის ბიბლიურ წარმომავლობას და არც კალორიულობა-მაწიერობას. სულაც არ არის საჭირო იკვებო მთელი თვე ვაშლით, იმისათვის, რომ მას სრულყოფილი საჭმელი დავარქვათ. მისი პირველადი ფიზიოლოგიაა ასეთი, - უნდა შეიჭამოს და ამიტომაა ყველა გაგებით საჭმელი ატრიბუტი ზოგადად კვებაში.
ასევე სექსია ჩახუტებაც და "ზასაობაც", რადგან სექსი ნიშნავს ადამიანის სქესობრივი ინსტიქტების გამოვლენა-დემოსტრირების ნებსმიერ ფორმას. მის შემადგენელ უთვალავ ნიუანსს, ყველას თავისი სახელი აქვს დამოუკიდებლად.
ანუ, შენი ფრაზა (ჩვენთვის გასაგები) დარჩა შეზღუდული ფორმით მოცემული მდარე ტექსტი, სადაც ერთი და იგივე მოვლენა ერთმანეთს დაუპირისპირე. სულ ეს არის. არც არაფერი დაშავებულა ზოგადად, გარდა იმისა, რომ ნათქვამმა დაკარგა სრულფასოვანი შემოქმედებითი პროდუქტის სახე და დარჩა "ამხანაგთა სათრეველ" ფრაზად. კიდევ ვიმეორებ, - შენ რომ ეს სექსი დაგეპირისპირებინა სხვა ქმედებასთან, მისაღები იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი მცდარია. თინეიჯერული ლოგიკა კი იმიტომ ვახსენე, რომ გამახსენდა ერთი დამწყები პუტანკას თავის მართლება, - სექსი არ მქონია, მხოლოდ პირით მოვეფერეო... (ყველასთან და ავტორთან ბოდიშს ვიხდი დაკონკრეტებისთვის).
მოკლედ, თუ გასაგებია, ხომ კარგი, თუ არა და, მე მომდევნო სასაცილო პოსტში 25 ქულის დახარჯვას არ ვაპირებ :)
სხვათა შორის, კოიტუსი არა მარტო ვაგინალურს, არამედ ანალურსაც ანალოგიურად ჰქვია.
19. "ქრისტეანი" გადავამოწმე ორთოგრაფიულ ლექსიკონში და სწორი ფორმა ქრისტიანი აღმოჩნდა, გმადლობთ ამ შენიშვნისთვის რაც შეეხება დანარჩენს, რა ვუყოთ რომ თუ კეთილისა და ბოროტის ხილი ვაშლი გგონიათ? ჰმ, ვაშლი თუ სრულყოფილი საჭმელია სცადეთ და ერთ თვეს ვაშლის გარდა ნურაფერს შეჭამათ, ნახავთ რა სრულყოფილიც არის, რაც შეეხება სექსს, უშუალო ვაგინალურ სექსს კოიტუსი რომ ჰქვია ვიცი, "თინეიჯერული ლოგიკა" ხაზის გასასმელადაც არ ღირს
მაგრამ ესენი არაა ყველაზე საინტერესო, ყველაზე საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი რომელსაც ახლა დაწერთ ;) "ქრისტეანი" გადავამოწმე ორთოგრაფიულ ლექსიკონში და სწორი ფორმა ქრისტიანი აღმოჩნდა, გმადლობთ ამ შენიშვნისთვის რაც შეეხება დანარჩენს, რა ვუყოთ რომ თუ კეთილისა და ბოროტის ხილი ვაშლი გგონიათ? ჰმ, ვაშლი თუ სრულყოფილი საჭმელია სცადეთ და ერთ თვეს ვაშლის გარდა ნურაფერს შეჭამათ, ნახავთ რა სრულყოფილიც არის, რაც შეეხება სექსს, უშუალო ვაგინალურ სექსს კოიტუსი რომ ჰქვია ვიცი, "თინეიჯერული ლოგიკა" ხაზის გასასმელადაც არ ღირს
მაგრამ ესენი არაა ყველაზე საინტერესო, ყველაზე საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი რომელსაც ახლა დაწერთ ;)
18. "ბატონო მიშა, მხოლოდ გრამატიკული ფორმების არასწორობაზე დაგეთანხმებით :)"
...და სხვა რა იყო რო? ა, ჰო, - ალბათ "თინეიჯერულმა ლოგიკამ" ვერ მოგხიბლა :)
განვმარტავ: გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა სიტყვა "სექსის" არასწორად, ვიწრო გაგებამდე დაყვანა. კი ბატონო, შეიძლება ასეც. დავუშვათ, როცა ეროტიკა უპირისპირდება სხვა რაიმე საქმიანობას, შეიძლება ვთქვათ, რომ - "სექსზე არც ვფიქრობ, დისერტაცია მაქვს დასაწერი". მაგრამ, როცა გინდა ჩახუტება და ზასაობა, ამას ჰქვია სექსი (ნუ, სექსის ცალკეული ფაზებია). ხოლო, "ჩადებად ფალოსისა ამის" ასევე დამოუკიდებელი ფაზაა სექსისა და მას კოიტუსი ჰქვია.
"ჭამა არ მინდა, მხოლოდ ორიოდე ვაშლს გეახლებით" - რაღაც ამგვარი სტროფი გამოვიდა, რომელიც პრაქტიკულად მთელი ნაწერის საყრდენი იყო. არადა, ვაშლიც სრულყოფილი საჭმელია... უფრო მეტიც, - პირველი საჭმელი სამყაროს ისტორიაში (ისევე, როგორც ჩახუტება და კოცნა სექსის ისტორიაში) :)
ვერ მივხვდი, "ქრისტეანის" საკითხი გავიდა თუ არა, გრამატიკული ფორმების არასწორობაში (რომელზეც მეთანხმებით). ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო. თუ ვერ შევთანხმდით, შევეცდები უფრო გასაგებად ვთქვა... "ბატონო მიშა, მხოლოდ გრამატიკული ფორმების არასწორობაზე დაგეთანხმებით :)"
...და სხვა რა იყო რო? ა, ჰო, - ალბათ "თინეიჯერულმა ლოგიკამ" ვერ მოგხიბლა :)
განვმარტავ: გასული საუკუნის დასაწყისში მოხდა სიტყვა "სექსის" არასწორად, ვიწრო გაგებამდე დაყვანა. კი ბატონო, შეიძლება ასეც. დავუშვათ, როცა ეროტიკა უპირისპირდება სხვა რაიმე საქმიანობას, შეიძლება ვთქვათ, რომ - "სექსზე არც ვფიქრობ, დისერტაცია მაქვს დასაწერი". მაგრამ, როცა გინდა ჩახუტება და ზასაობა, ამას ჰქვია სექსი (ნუ, სექსის ცალკეული ფაზებია). ხოლო, "ჩადებად ფალოსისა ამის" ასევე დამოუკიდებელი ფაზაა სექსისა და მას კოიტუსი ჰქვია.
"ჭამა არ მინდა, მხოლოდ ორიოდე ვაშლს გეახლებით" - რაღაც ამგვარი სტროფი გამოვიდა, რომელიც პრაქტიკულად მთელი ნაწერის საყრდენი იყო. არადა, ვაშლიც სრულყოფილი საჭმელია... უფრო მეტიც, - პირველი საჭმელი სამყაროს ისტორიაში (ისევე, როგორც ჩახუტება და კოცნა სექსის ისტორიაში) :)
ვერ მივხვდი, "ქრისტეანის" საკითხი გავიდა თუ არა, გრამატიკული ფორმების არასწორობაში (რომელზეც მეთანხმებით). ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო. თუ ვერ შევთანხმდით, შევეცდები უფრო გასაგებად ვთქვა...
17. ბატონო მიშა, მხოლოდ გრამატიკული ფორმების არასწორობაზე დაგეთანხმებით :) ერთი ყუმბარა არც თქვენ გაწყენდათ, გმადლობთ შენიშვნებისთვის :) ბატონო მიშა, მხოლოდ გრამატიკული ფორმების არასწორობაზე დაგეთანხმებით :) ერთი ყუმბარა არც თქვენ გაწყენდათ, გმადლობთ შენიშვნებისთვის :)
16. "სწორი ფორმაა ქრისტეანი, რადგან არის ქრისტე და არა ქრისტი"
პირველ რიგში ამ ნიუანსზე ვიტყვი:
მოცემულ სიტყვას არაფერი აქვს საერთო "იანი" ბოლოსართით დაბოლოვებულ გრამატიკულ ფორმასთან. სიტყვის ფუძე სრულად ემთხვევა ბერძნულ ფუძეს "ხრისტიან"-ს და ლამის ყველა ენაში ინარჩუნებს ამ ფორმას. თავისთავად, მისი სახელობითი ბრუნვაა "ქრისტიან-ი".
მიხვდით, ხომ? - ანუ, ეს სიტყვა არ არის ზედსართავი სახელი და არ პასუხობს კითხვას - "როგორი?" - ბარაქიანი, გულიანი, ჭუჭყიანი, კარაქიანი...
ზოგადად არ არის ურიგო იდეა, ამდენი დაულაგებელი ფრაზები რომ არ იყოს დახვავებული:
"მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ის მინდოდა შენ გეფიქრა ჩემზე" - ეს ფრაზა (როგორც მოცემული ფორმითაა წარმოდგენილი) იკითხება შემდეგნაირად: მინდოდა, ჩემზე გეფიქრა "ის" (???);
"როგორც ფალოსის პერსონიფიკაცია" - 1. პერსონიფიცირება ან გაპიროვნება, მაგრამ არა "ფიკაცია" რომელიც ლათინური ძირის (კეთება) რუსული კალკია. 2. უჰ, რა ყურით მოთრეული ვითომეროტიკული ხატია?!
"მე მეგონა მიყვარდი, არადა შენთან მხოლოდ ჩახუტება და "ზასაობა" მინდოდა, სექსზე არც მიფიქრია, "ვითარ იყოს გარნა მეუღლისა ჩადებად ფალოსისა ამის" ეს ხომ სიძვაა, შესაბამისად "ცოდვა–ანუ ცუდვა–ანუ ის რაც ღმერთს არისხებს" ამიტომაც სექსზე არც ვფიქრობდი, გემრიელ მოფერებაზე კი არასდროს ვიტყოდი უარს" - პრიმიტიული თინეიჯერული ლოგიკაა და მთლიანად უკარგავს ნაწერს მანამდე (ოდნავ) მოპოვებულ ავტორიტეტს.
"პირდაღებულ 37 დოლარად" გადაფრენილები - ეს რას ნიშნავს? 37 მანეთად გადაფრენილებს? ყუმბარამ უშველა რამდენადმე.
მეც ვურთდები დაბადების დღის მოლოცვებს... "სწორი ფორმაა ქრისტეანი, რადგან არის ქრისტე და არა ქრისტი"

მეც ვურთდები დაბადების დღის მოლოცვებს...
15. mrs.smith თუ მარტო აგრესია მოგეწონა თავად ეს ფაქტი არ მომწონს მე, თუმცა აქ არცაა აგრესია :) mrs.smith თუ მარტო აგრესია მოგეწონა თავად ეს ფაქტი არ მომწონს მე, თუმცა აქ არცაა აგრესია :)
14. ალბათ აგრესია თუ მომეწონა, თორემ სხვა არაფერი იყო აქ მოსაწონი =) ალბათ აგრესია თუ მომეწონა, თორემ სხვა არაფერი იყო აქ მოსაწონი =)
13. სანამ ბოლოში ჩავიდოდი, ვფიქრობდი რომ საშინელება იყო,რასაც ვკითხულობდი, თუმცა ბოლო ნიღბების დაწვნამ,რაღაცნაირად დამწყვიტა გული. როცა ადამიანები თავის თავს ნამდვილად ხედავენ სარკეში, მერე ან ხშირად იხედებიან,ან იმდენად იშვიათად რომ...ბოლოს ვეღარ ცნობენ სარკის მიღმა ადამიანს. აქ არაფერია შესაკვეცი და ზედმეტი. აქ უპირობო სიმართლის პოეზიაა.
ჰო და გილოცავ კიდე სანამ ბოლოში ჩავიდოდი, ვფიქრობდი რომ საშინელება იყო,რასაც ვკითხულობდი, თუმცა ბოლო ნიღბების დაწვნამ,რაღაცნაირად დამწყვიტა გული. როცა ადამიანები თავის თავს ნამდვილად ხედავენ სარკეში, მერე ან ხშირად იხედებიან,ან იმდენად იშვიათად რომ...ბოლოს ვეღარ ცნობენ სარკის მიღმა ადამიანს. აქ არაფერია შესაკვეცი და ზედმეტი. აქ უპირობო სიმართლის პოეზიაა.
ჰო და გილოცავ კიდე
12. ,,ხელოვნურობა და სიყალბე რომ მომბეზრდა იმიტომ დავწერე"---ეს შენ პირდებოდი სიყვარულს,სინამდვილეში კი ეს ყველაფერი იყო,სიყვარულის გარდა...ვერც ის გავიგე,რა მაღაროში ჩახვედი_ ემპედოკლესავით ვულკანის კრატერში ხომ არა,რომ შენი ღვთაებრივობა დაგემტკიცებინა?!...რასაც იქით არ გასცემ-აქეთ რატომ ელოდები სანაცვლოს? ეს პოეზია არ არის,მაგრამ...გუშინ ზ.ბურჭულაძის და კიდევ ერთი ურაკელთათვის კარგად ნაცნობი ავტორის დაწერილი ისეთი უხამსობები წავიკითხე_იმასთან შედარებით ეს ,,ალელუია" მგონია...და მაინც...რას ამტკიცებ ამით? სიმახინჯეს სიმახინჯით გინდა ებრძოლო, უზნეობას კიდევ უზნეობით? ძალიან ცუდი გზა აგირჩევია! ,,მე ვისურვებდი გადავხვეოდი სამყაროს და ჩემი სიყვარულით მთელი ჭუჭყისაგან გამეწმინდა ის"_წერდა დოსტოევსკი,თუმცა სულაც არ თვლიდა თავს წმინდანად,პირიქით,ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარო-ამბობდა. სამყაროს ზიზღი ,აგრესია,ცინიზმი,ქედმარლობა კი არა-სიყვარული განწმენდს და გადაარჩენს.დღეს,ბზობის დღეს,როცა მაცხოვარი იმისთვის შევიდა იერუსალიმში, რომ ჯვარზე ასულიყო ჩვენი ცოდვები გამოესყიდა-უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?! ლექსს არ შეგიფასებ,ისე დაბადების დღეს გილოცავ! ,,ხელოვნურობა და სიყალბე რომ მომბეზრდა იმიტომ დავწერე"---ეს შენ პირდებოდი სიყვარულს,სინამდვილეში კი ეს ყველაფერი იყო,სიყვარულის გარდა...ვერც ის გავიგე,რა მაღაროში ჩახვედი_ ემპედოკლესავით ვულკანის კრატერში ხომ არა,რომ შენი ღვთაებრივობა დაგემტკიცებინა?!...რასაც იქით არ გასცემ-აქეთ რატომ ელოდები სანაცვლოს? ეს პოეზია არ არის,მაგრამ...გუშინ ზ.ბურჭულაძის და კიდევ ერთი ურაკელთათვის კარგად ნაცნობი ავტორის დაწერილი ისეთი უხამსობები წავიკითხე_იმასთან შედარებით ეს ,,ალელუია" მგონია...და მაინც...რას ამტკიცებ ამით? სიმახინჯეს სიმახინჯით გინდა ებრძოლო, უზნეობას კიდევ უზნეობით? ძალიან ცუდი გზა აგირჩევია! ,,მე ვისურვებდი გადავხვეოდი სამყაროს და ჩემი სიყვარულით მთელი ჭუჭყისაგან გამეწმინდა ის"_წერდა დოსტოევსკი,თუმცა სულაც არ თვლიდა თავს წმინდანად,პირიქით,ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარო-ამბობდა. სამყაროს ზიზღი ,აგრესია,ცინიზმი,ქედმარლობა კი არა-სიყვარული განწმენდს და გადაარჩენს.დღეს,ბზობის დღეს,როცა მაცხოვარი იმისთვის შევიდა იერუსალიმში, რომ ჯვარზე ასულიყო ჩვენი ცოდვები გამოესყიდა-უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე?! ლექსს არ შეგიფასებ,ისე დაბადების დღეს გილოცავ!
11. დაბადების დღეს გილოცავ კი.. სიკეთე.. დაბადების დღეს გილოცავ კი.. სიკეთე..
10. ხო ანი მე დავწერე :) ხო ანი მე დავწერე :)
9. სწორი ფორმაა ქრისტეანი, რადგან არის ქრისტე და არა ქრისტი სწორი ფორმაა ქრისტეანი, რადგან არის ქრისტე და არა ქრისტი
8. შეკვეცა მოუხდება ნაწერს. ქრისტეანი არა - ქრისტიანი. ჩემთვის ეს პოეზია არაა, მაგრამ არის რაღაც საინტერესო. გილოცავ! :)
შეკვეცა მოუხდება ნაწერს. ქრისტეანი არა - ქრისტიანი. ჩემთვის ეს პოეზია არაა, მაგრამ არის რაღაც საინტერესო. გილოცავ! :)
7. სწორად მოქცეულხართ.... სწორად მოქცეულხართ....
6. თოკო.... ეს შენ დაწერე?... გამოვშტერდი... თოკო.... ეს შენ დაწერე?... გამოვშტერდი...
5. ნეფერტარ გეთანხმები :) ნეფერტარ გეთანხმები :)
4. შენ თუ არ იქნები ხელოვნური და ყალბი, შენს გარშემოც არ იქნება ხელოვნურობა და სიყალბე. :) კარგია წითელი ხელი რომ დაადე. მადლობა. შენ თუ არ იქნები ხელოვნური და ყალბი, შენს გარშემოც არ იქნება ხელოვნურობა და სიყალბე. :) კარგია წითელი ხელი რომ დაადე. მადლობა.
3. გმადლობთ,რომ წაიკითხეთ :) წითელი ხალი დავადე, სწორედ ამდენი ხელოვნურობა და სიყალბე რომ მომბეზრდა ამიტომ დავწერე გმადლობთ,რომ წაიკითხეთ :) წითელი ხალი დავადე, სწორედ ამდენი ხელოვნურობა და სიყალბე რომ მომბეზრდა ამიტომ დავწერე
2. გილოცავ დაბადების დღეს და ბზობას. საკუთარი თავის მოტყუებას თავი დაანებე...
პერონიფიკაცია> პერსონიკფიკაცია.
წარმატებები და წითელი ხელი დაადე, აქ პატარებიც შემოდიან. გილოცავ დაბადების დღეს და ბზობას. საკუთარი თავის მოტყუებას თავი დაანებე...
პერონიფიკაცია> პერსონიკფიკაცია.
წარმატებები და წითელი ხელი დაადე, აქ პატარებიც შემოდიან.
1. პირველ რიგში დღევანდელ დღეს გილოცავ :)
მეორე, წითელი ხელი არ აწყენდა ლექსს
მესამე, ამდენჯერ რომ არ გამეორებულიყო სიტყვა ფალოსი და სექსი, არ გადაიტვირთებოდა ლექსი, ჩემი აზრით გულწრფელობა ხელოვნურობას რომ არ დაემსგავსოს არაა საჭირო ამ სიტყვების ბევრჯერ გამოყენება, ისედაც ნათელია ავტორის სათქმელი. პირველ რიგში დღევანდელ დღეს გილოცავ :)
მეორე, წითელი ხელი არ აწყენდა ლექსს
მესამე, ამდენჯერ რომ არ გამეორებულიყო სიტყვა ფალოსი და სექსი, არ გადაიტვირთებოდა ლექსი, ჩემი აზრით გულწრფელობა ხელოვნურობას რომ არ დაემსგავსოს არაა საჭირო ამ სიტყვების ბევრჯერ გამოყენება, ისედაც ნათელია ავტორის სათქმელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|