 | ავტორი: მე2ვარ ჟანრი: პროზა 10 აპრილი, 2014 |
ცუდად ვარ, ცუდად, ვინმემ ჩამომგლიჯეთ ყელიდან ეს სიმძიმე, მტკივა, ვაიმე ყველაფერი მტკივა, ძარღვები მეჭიმება, სადაცაა დაწყდება და ... მუცელი მემღვრევა, გული, გული? საოცარი სიხშირით მიბაგუნებს, წრიალი, წრიალი, რა გავაკეთო? რას ვფიქრობ? ვერაფერს, გააჩერა ტვინმა მუშაობა, დამშვიდდი!!! სათქმელად ადვილია, კი მაგრამ როგორ? არა, ასე არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა. საკუთარ თავსაც კი ვეღარ ველაპარაკები, რა ვუთხრა? აირია ყველაფერი. ვეცადე გამეხსენებინა შეგრძნებები დაახლოებით ერთი წლის წინანდელი, დღეს გამახსენე და ამიტომ. სიცილით იხსენებ ხოლმე შემთხვევას, როცა მე შენ ''მოგითხოვე'' და დღემდე მოთხოვნადი ხარ ჩემთვის და ნებადართული, ეს მეორე მხოლოდ ჩემთვის, ჯიუტად მოვითხოვ, ჰა ჰა აქ გამეცინა, ზუსტად ის სახე მაქვს, რაც გინახავს უკვე, ვითომ მკაცრი. ადრე მაძინებ ხოლმე, შენ გგონია ასე, მე კიდევ ვფიქრობ, ვფიქრობ და დღეს ნაწილს ფიქრებისას შენც გაგიზიარებ. მოკლედ რომ მიყვარხარ და თან როგორ იცი უკვე, შენთან რომ მინდა ამ წამსაც და ზოგადად სულ იმდენჯერ მითქვამს რომ ესეც ძალიან კარგად იცი. უფ კიდევ კარგი დილის სმენა არ ვარ, მეზარება 6-ის ნახევარზე გაღვიძება. ''დაიძინე პატარავ'', ''ვერ ვიძინებ'', '' დახუჭე თვალები და დაგეძინება'', '' კარგი ხოოოო ''. ისე ზოგჯერ მართლა პატარა კი მგონია თავი, არა დიდი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ სულ პატარა მგონია, აი იცი რამხელა? ხელი რომ უნდა ჩაკიდონ, გზაზე რომ არ გადაირბინოს ან ვიტრინაში რამეს რომ დაინახავს და მიყიდეო ან ფეხების ბაკუნს რომ დაიწყებს შოკოლადი მინდაო და საღამოს დაღლილს თმაზე თამაშით რომ დააძინებენ. ეს ხო და როცა დიდივით ვიწყებ ფიქრს და ბევრ რამეს ვაანალიზებ, შესაძლო შედეგები არ მხიბლავს, ხმამაღლა ამ თემას იშვიათად და გაკვრით ვახსენებთ, თითქოს ვემალები, მაგრამ როდემდე დავემალები არ ვიცი, დროს ვგულისხმობ, ისე ვიცი, მანამ, სანამ ამას შენ არ გააკეთებ. არ ვიცი რა იქნება მერე, ცუდი რომ იქნება ვიცი, იმაზე ბევრად ცუდი, რითიც დავიწყე.
ხოდა არ მინდა, შეგიძლია ეს არ გააკეთო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. :-) სასაცილოა ახლა ამის წაკითხვა. :-) სასაცილოა ახლა ამის წაკითხვა.
4. მეც მჭირს ეგ ))) მეც მჭირს ეგ )))
3. არ შემინიშნავს, კვლავ დაამატეთ? :-) დიდად გმადლობთ. არ შემინიშნავს, კვლავ დაამატეთ? :-) დიდად გმადლობთ.
2. არსებობს ჟანრი ,,სხვა" არსებობს ჟანრი ,,სხვა"
1. სათაურს რომ მოვიცლი ჩავასწორებ. სათაურს რომ მოვიცლი ჩავასწორებ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|