ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2014


Ralf

"05.11.
რალფს თვალები აემღვრა, როცა ჩვენს წინა ცხოვრებაზე მოვუყევი. დივანზე იჯდა და სიგარეტის კვამლს სულს უბერავდა. მერე ჩემს თმებში ჩაღვრილ მზის სხივებს თითები გადაუსვა და დაყნოსა. ჩემს თმებსაც ასდიოდა ნიკოტინის მწარე სუნი, მაგრამ იმდენად ბანალურად მომეჩვენა ეს სიუჟეტი, წარმოვიდგინე ჩემი ერთ-ერთი ჩანაწერი იყო და ნახევრად ცარიელი ფურცელივით ამოვხიე გონებიდან."

"20.11.
სიმშვიდე ჩემში არაა, არც შენში და ნუ დაუჯერებ ბუდისტ ბერებს, რალფ. სიმშვიდე არ არსებობს. ის ქაოსის ნაკლებობაა." - ვუმეორებ, რომ მისი ნიჭი - ადვილად მოექცეს ჰიპნოზური ზემოქმედების ქვეშ - აქტიურდება და იმაზე მშვიდი ხდება, ვიდრე ყოველდღიურად."






"რაც დრო გადის კონცენტრაციის უნარს ვკარგავ და მავიწყდება ყველაფერი. ისიც კი რამდენი კოვზი შაქარი ჩავუყარე ჩაიში და როგორ ხასიათზე დადგება მაშინ, რამდენად მშვიდი თვალებით შემომხედავს, როცა შაქარი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უყვარს.
მავიწყდება ისიც, რომ სახლიდან გასვლის წინ პალტო გავწმინდო და თმები არ ავიწიო. ისიც რომ ლოყებზე ახალგამოღვიძებულის სუნი არ უნდა ამდიოდეს, როცა კარის ზღურბლს გადავაბიჯებ."

მის ყელს მუდამ სითბოს სუნი ასდის. როცა ყელში სასოწარკვეთა ბურთივით ებერება, მაშინაც კი.

-


ორცხობილები თეფშზე დავულაგე, მე კი დივანზე წამოვწექი და მის მშვიდ ყბების მოძრაობას დავუგდე გული. არც დღეს ექნებოდა ბევრი სალაპარაკო, ვერც მე ავირჩევდი თემას როგორც ყოველთვის და ირეალური და ბუნდოვანი მონოლოგით შემოვიფარგლებოდი. ასევე მისი გაურკვევი მზერით და არაფრით - მაგრამ მაინც გადაღლილს დივანზე მიმეძინებოდა, მაგრამ დღეს გვერდით მომიჯდა, თმა თითებით ჩამომვარცხნა და ნება მომცა მის მუცელზე თავი დამედო.


როცა დღიურში შემთხვევით ჩემს მიერ განხილულ სუიციდის სცენებს წააწყდა, ემოციები სახის უკან გადამალა როგორც ყოველთვის და ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

"გამარჯობა, მე არავინ ვარ. მივეჩვიერ ბანალურ დასაწყისებს, ამიტომ არ ვაპირებ ორიგინალური ვიყო და ფურცელზე პირველი შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობასაც გადავეჩვევი. არ ვიცი რატომ დავიწყე ამ ჩანაწერების წერა. არა, ვიტყუები, რადგან შაბლონურ ფრაზებს ვერ გავურბივარ. ახლაც კი ვცდილობ ორიგინალური ვიყო. მოკლედ, დავიღალე. ქრონიკული დაღლილობით ვარ დაავადებული.
ამიტომ ფრენა გადავწყვიტე.
ჩემს გარდა არავინ იცის, რომ სიბინძურეზე მიყვარს ლაპარაკი, რადგან მერე საკმარისი ნეგატიური ენერგია მიგროვდება, რომ უკან ამოვანთხიო და განვიწმინდო.
არა, აღარ მინდა ვწერო. ყველა ფრაზა მეხუთე კლასის მოსწავლის ნააზრევს გავს.
დაკარგული ვარ, ესაა და ეს. მხოლოდ ეს. ახლაც ყალბი ვარ. ჯანდაბამდე გზა ქონიათ სიტყვებს."

რატომღაც მისი მზერის შემხედვარეს მომინდა ყელში წამევლო ხელი და რვეული ხელიდან გავარდნოდა, მაგრამ გავუღიმე.
"გადამაჩვიე ჩემს მინდას. გადამაჩვიე..."

☼ მის თმებს მუდამ ძილის არომატი აქვს, ამიტომ როცა მასში ცხვირს ვრგავ, მთელი საათი არ ვიღებ ხოლმე.
☼ როცა ჰალუცინატორების ზემოქმედების ქვეშაა, თავის სიმშვიდეს გულზე მაყრდნობს.
☼ ფანჯრებიდან შემოსული შუქი ტალღებივით ეშლება ხოლმე თმაში და როცა ძილისგან დაღლილს მზე მაკლდება, ამ სანახეობით ვიჯერებ ხოლმე გულს.
☼ იმ სიყვარულიდან, რომელსაც მე მის მიმართ განვიცდი, რამდენიმე წვეთი სიბინძურეც გაერევა ხოლმე.
☼ მასში მზე არ არის, მხოლოდ მზის სხივები ირეკლება ხოლმე.
☼ დაუსრულებელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები