ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2014


ვიცი (ძველი რვეულებიდან 2)

- იცი? -მიყვარხარ!
- ვიცი.
- შენ ლამაზი ხარ!
- ვიცი.
- შენ ამაყიც ხარ!
- ვიცი.
- ძალზე ჭკვიანიც!
- ვიცი.
- ზოგჯერ თავნებაც.
- ვიცი.
- მაგრამ მიყვარხარ...
- ვიცი.
- ღამით არ მძინავს.
- ვიცი.
- სულ შენზე ვფიქრობ.
- ვიცი.
- ზოგჯერ ლექსს გიწერ.
- ვიცი.
- იცი?! -საიდან?
- ვიცი.
- საოცარი ხარ!
- ვიცი.
- მიტომ მიყვარხარ.
- ვიცი.
- სულ მეყვარები.
- ვიცი.
- არ გიღალატებ.
- ვიცი.
- სხვა სიტყვა იცი?
- ვიცი.
- ცოლად მინდიხარ...
- ვიცი.
- ხომ თანახმა ხარ?
- არა.
- არაც გცოდნია?!
- ვიცი.
- ძალიან ვწუხვარ...
- ვიცი.
- სხვა რამეს მეტყვი?
- არა.
- მაშ გაგაცილებ.
- არა.
- რა გეშინია?
- არა.
- არ ვიკბინები.
- ვიცი.
- მაშ კარგი, წავალ, მაგრამ
იცოდე,-
სულ მეყვარები.
- ვიცი.

6. 04. 2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები