ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2016


აღდგომის იდეა

საღამოა ათის ნახევარი
ქუჩაში მივაბიჯებ,
ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ თითქოს,
იმავე თბილი და ახალი ჰაერით ვიყო შემოსილი,
რომელიც ახლა სასიამონოდ მიღიზიანებს ყნოსვას
ეს ყვავილების, მიწისა და სიცოცხლის სუნია
და უცებ ვაცნობიერებ თუ რატომაა აღდგომა გაზაფხულზე,
აღდგომა ეს ერთი სიტყვა ყველაფერს მოიცავს,
მთელ ისტორიას, მთელ მსხვერპლს და სიყვარულს
და ვხვდები რომ ღმერთი გაზაფხულია თავისი არსით
ის რომელსაც სიცოცხლე მოაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები