ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2014


აღდგომის მეორე დღე

ყოველთვის,
როცა ტოვებ საფლავს,
ერთადერთ დაღმართს მიყვები...
და ფიქრობ იმის შესახებ,
სახლი დატოვე,
თუ სახლს უბრუნდები...

და როცა მიყვები დაღმართს
მოპირდაპირე მხრიდან
მანქანებით დატვირთული კოლონა გხვდება,
რომლებშიც ოჯახები სხედან
და რომელთა სახის გამომეტყველება,
პიკნიკზე მიმავალ დროსტარებას ჰგავს...

შენ ამ დროს მიყვები დაღმართს
და ხვდები იმას,
რომ ცოცხლები დატოვე
და მკვდრებს უახლოვდები...

ამას საკუთარი ფეხებიც გამცნობენ,
რადგან აღარ გემორჩილებიან ისეთი შემართებით,
როგორც რამოდენიმე საათით ადრე -
- აღმართზე...

ისინი მიგორავენ ისე ზოგადად,
როგორც ძრავაგამორთული მანქანა
საწვავის დაზოგვის მიზნით...

მაგრამ რას ზოგავენ შენი ნაბიჯები?
სად აპირებენ დამუხრუჭებას?

როცა მიყვები დაღმართს,
შენი სხეული ემსგავსება "პიზას"
და შენი გადახრილი სხეული,
ყოველთვის გახსენებს იმას,
რომ შენი ფეხის სიმოკლე
პირდაპირპროპორციულია
შენი ხანმოკლე ცხოვრების,
მაგრამ არა - სიცოცხლის...

დაბოლოს:
ყოველთვის ჩერდები შუაგზაზე
და იხედები უკან
მაშინ,
როდესაც საფლავს ტოვებ
და მიყვები ერთადერთ დაღმართს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები